21:03 თეთრეული _ არა მარტო უშფოთველი ძილისთვის ... | |
ღირს იმ ნეტარებისა და სიმშვიდის გრძნობის აღწერა, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა სუფთა, ნაზ და ლამაზ თეთრეულში გაეხვევა და დაღლილ-დაქანცული ბოლოსდაბოლო ძილს მისცემს თავს?! მაგრამ ძილიცაა და ძილიც. დაიმახსოვრეთ: საწოლის თეთრეულის როლის უგულებელყოფა ჩვენი სიზმრების სიტკბოში და უძილო სასიყვარულო ღამეების რომანტიკაში, არ შეიძლება. დიდი ხანია, აღარავის სჯერა ზღაპარი ქოხში დაფუძნებულ ბედნიერებაზე. კაცობრიობა თანდათან ყველაფრის მაქსიმალური კომფორტით გაკეთებას მიეჩვია, სხვათაშორის ძილისაც. როგორ შევარჩიოთ სწორად საწოლის თეთრეული? რა სჯობს სასიყვარულო ღამისთვის და რა - ტკბილი და უშფოთველი ძილისთვის. 1. ფერი • ბავშვის დაბადებისას, ეს მომენტი ცხოვრების დასაწყისს და ყოველგვარი ინფორმაციისგან სრულ თავისუფლებას გულისხმობს. ამ შემტხვევაში, თეთრი საწოლი სუფთა ფურცლის სიმბოლოა, რომელზეც ახალშობილი საკუთარი ცხოვრების ისტორიას დაწერს. სასიყვარულო სარეცელს წითელი, შავი და ალისფერიც უხდება. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს ფერები მაშინაა კარგი, როცა ძილს საერთოდ არ აპირებთ: სიყვარულის ღამე ასეთ ლოგინში იდეალური იქნება, სხვა შემთხვევაში უძილობის აიკიდებთ. ნახატი მასალა აბრეშუმი – თუ ჯერი მასზე მიდგა, უნდა გაარკვიოთ, კონკრეტულად რომელი აბრეშუმი იგულისხმება. მაგალითად, იაპონური – ლოგინს ელეგანტურს და მდიდრულს გახდის; თურქული ან ჩინური – ღამეს ტანჯვად და კოშმარად აქცევს, ან ცივია, ან სრიალებს, სიცხეში ტანზე გეწებება, ან თავის პატრონს თავისი ხარისხით იმედს უცრუებს. ასე რომ, თუ აბრეშუმის თეთრეულის შეძენა გადაგიწყვეტიათ, ან ხელითნაკეთი იაპონური სასწაულისთვის უნდა გაიმეტოთ დაუნანებლად თქვენი ბიუჯეტი, ან თავიდან ამოიგდოთ ეს იდეა. ისე, გაითვალისწინეთ, ნატურალური აბრეშუმის თეთრეული საუკეთესო ფორმაში გინარჩუნებთ ვარცხნილობას. ბატისტის თეთრეული - მსუბუქია და გამჭვირვალე, ძალიან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ არაპრაქტიკულიცაა. 20 გარეცხვას უძლებს, მერე კი ძალიან იცვლება, სულ აღარაა ლამაზი. ამიტომ მისგან ისეთი კომპლექტის შეძენა სჯობს, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთვნილი არაა, მაგალითად, საქორწინო გარნიტური ან განსაკუთრებული სასაჩუქრე ეგზემპლარი. ძალიან პრაქტიკულია ე. წ. სატინის (ეგვიპტური ბამბა) თეთრეული: ეს ქსოვილი მჭიდროა და მბზინვარე, შესახედადაც სასიამოვნოა. ერთადერთი ნაკლი სხვა ბამბის ქსოვილებთან შედარებით ძვირი ფასია. ეკონომიურად მომგებიანია ბიაზის თეთრეული, ლამაზიცაა და პრაქტიკულიც. თავისი მდგრადობისა და გამძლეობის გამო ბევრ ქვეყანაში ის უფრო პოპულარულია. არის კიდევ ფანელის თეთრეული - სასიამოვნო და ლამაზი, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ პირველად სახეს კარგავს და პატარა ბურთულების სახით ნადებს იკეთებს; თავიდან რომ იყო, ისეთი რბილიც აღარაა, ფერებიც გახუნებულია. ეკონომიურად ყველაზე მისაღები ჩითია, მაგრამ კარგმა დიასახლისებმა კარგად იციან, რომ ის ხშირ რეცხვას ვერ უძლებს, ფერს კარგავს და ცვდება. ზომა მთავარი – აუცილებელია, თქვენი საწოლის თეთრეული თქვენ თვითონ მოგწონდეთ: გახსოვთ ალბათ, რამდენი ცნობილი ლიტერატურული და კინოგმირი ქალბატონი იძინებს თავის ფასდაუდებელ აბრეშუმის თეთრეულში სრულიად უბედური და მარტოსული. ისიც გემახსოვრებათ, რამდენი ბედნიერი და სიცოცხლითსავსე ჩვეულებრივი დიასახლისი იღვიძებს ყოველ დილით იაპონურ აბრეშუმში კი არა, უბრალო ჩითის ყვავილებიან თეთრეულში... | |
|