ოთხშაბათი, 24.04.2024, 19:20
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » ყვავილების ენა
21:05
ყვავილების ენა

სიახლე არავისთვისაა, რომ ყვავილებს ერთ-ერთი უნივერსალური საჩუქარია. ყველანაირ სიტუაციას და დღესასწაულს უხდება.  თუმცა, თქმაც ბევრის შეუძლიაო, ასე თვლიდნენ შორეულ წარსულში.

ყვავილების ენა აღმოსავლეთში დაიბადა და "სელამი” ერქვა. სელამის მიხედვით, ყველა ყვავილს, ყველა არომატს და ფერს თავისი მნიშვნელობა ჰქონდა.  იყო დრო, როცა ევროპელი ახალგაზრდა კაცები, გოგონები და გათხოვილი ქალბატონები აზარტითა და ენთუზიაზმით ხსნიდნენ საჩუქრად მიღებული  თითოეული თაიგულის ენას. არ ეზარებოდათ და ყვავილზე ფურცლებსაც კი ითვლიდნენ. "სელამის” წიგნში 400-მდე მცენარე და მათი მნიშვნელობაა აღწერილი. მაგალითად:


მინდვრის შროშანი  - დიდიხანია მიყვარხარ.


ჰერბერები – ფლირტი, მსუბუქი გატაცება


ორქიდეა – ინტიმური ყვავილია, ძალიან ახლო ადამიანებს ჩუქნიან.

საპოვნელა – გახსოვდე!

გერანიები – საიდუმლო შეხვედრას ითხოვს.

ზიზილა  - საუკეთესოს სურვილია.

გეორგინები – მიუხვედრელობაში გდებთ ბრალს. იაპონიაში - გაზაფხულის, სიახლოვის, სიმდიდრის და სიხარულის ყვავილია.

შროშანი – სიამაყე

ქრიზანტემების თაიგული მეგობრულ გრძნობებზე გიამბობთ.

გლადიოლუსი – მუდმივობის და მზრუნველობის ნიშანია

ტიტა – სრულყოფილი სიყვარულის სპარსული სიმბოლო. ყვითელი უნაყოფო სიყვარულის ნიშანია, წითელი – ვნებიანის, თეთრი – წმინდა გრძნობის.

მიხაკი – წითელი – აღფრთოვანება, ვარდისფერი – დედობა, თეთრი – სუფთა, უცოდველი სიყვარული.

გვიმრა  - გულწრფელობას, მარტოობას და გარემოებებთან შეგუებას ნიშნავს.

ვარდი: წითელი – სილამაზის და სიყვარულის ნიშანია, თეთრი-უმანკოების, ვარდიფერი – ფაქიზი მიზიდულობის, ყვითელი – სიმდიდრის და მზის სიმბოლოა (და არა განშორებისა და ღალატის – როგორც ჩვენთან თვლიდნენ).


"სელამის” მიხედვით, საუკეთესოდკარტოფილის ყვავილების თაიგული მიიჩნეოდა. ის ნიშნავდა: "შენი ისეთი მშვენიერი ხარ, რომ ყველას ჩრდილავ”.

ზამბახი – მშვიდობის ემბლემა.

 

მამაკაცების ყვავილებიცაა გამოყოფილი. გლადიოლუსი, ნარცისები, ზამბახი, შროშანი, კაცების საჩუქრადაც გამოდგებოდა, ტიტა (ნაკლებად).


  დღეს ყვავილების ენა – სელამი – აღარავის ახსოვს, თაიგულებს კი ისევ ჩუქნიან, მიუხედავად იმისა, რომ სიმბოლური მნიშვნელობა მხოლოდ ფერებმა შეინარჩუნეს, ისიც – ნაწილობრივ.

წითელი – გულწრფელ ინტერესს და ვნებას გამოხატავს.

ვარდისფერი – ნეიტრალურადაა მიჩნეული და ნებისმიერ საზეიმო სიტუაციისთვის გამოდგება. ვარდისფერი ახალგაზრდობა და სინაზეა.

ნარინჯისფერი – სიხარულის, მზის და სიმდიდრის ნიშანია.

ყვითელი – სითბოს, სინათლის, სიმსუბუქის და სიხარულის გრძნობას ბადებს.

თეთერი – სიფაქიზე და უცოდველობა. ქორწინებას შეჰფერის.

ვიღაცას მდიდრული ვარდები მოსწონს, სხვას იების თაიგული გააბედნიერებს, ერთს არ უყვარს ტიტა, მეორესთვის უფრო ლამაზი ყვავილი არ არსებობს, თინი იასამანზე გიჟდება, მარის ნარცისი ურჩევნია:   ამიტომ  - ძალაშია ზოგადი წესი  -  აჩუქეთ საყვარელი ყვავილები!

 

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1287 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები