ხუთშაბათი, 25.04.2024, 15:03
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » რატომ უნდა მივაკითხოთ სტომატოლოგს
21:10
რატომ უნდა მივაკითხოთ სტომატოლოგს
თანამედროვე სტომატოლოგიის დანერგვამდე კბილის ტკივილი და ადრეულ ასაკში კბილების დაკარგვა ჩვეულებრივი რამ იყო. ბევრი უშნოდ გამოიყურებოდა შავი, მრუდი ან დაკარგული კბილების გამო. ხანდაზმულებს უკბილობის გამო საჭმლის ღეჭვა უჭირდათ. ისინი საკვები ნივთიერებების უკმარისობას განიცდიდნენ და ნაადრევად კვდებოდნენ. დღეს ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც სტომატოლოგის მომსახურებას იღებენ, აღარ  იტანჯებიან კბილის ტკივილით; ისინი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებენ თავიანთ კბილებს და მომხილველ ღიმილს.

  პროფლილაქტიკური ზომების მიღება, რომელშიც შედის ადამიანების გათვითცნობიერება და რეგულარული შემოწმება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კბილის ტკივილსა და მათი დაკარგვის თავიდან არიდებაში. ბევრმა იმდენად კარგად ისწავლა პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, რომ იშვიათად სჭირდებათ სტომატოლოგიური მომსახურება. თუმცა ბევრი საერთოდ არ მიდის სტომატოლოგთან. ზოგს არ აღელვებს თავისი კბილების მდგომარეობა; ზოგი მაღალი ფასების გამო იკავებს თავს; ზოგს კი ეშინია. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია იმაზე დაფიქრება, თუ რა დახმარების აღმოჩენა შეუძლია თქვენთვის სტომატოლოგს და რატომ ღირს მასთან მისვლა. უკეთესად რომ გავიგოთ პროფილაქტიკის მნიშვნელობა, ვნახოთ, რის არიდებას ცდილობენ სტომატოლოგები.
 
  როგორ იწყებს კბილი გაფუჭებას
 
  სტომატოლოგი აგარიდებთ კბილის ტკივილსა და მის დაკარგვას. თქვენი დახმარებით ის შეეცდება აღმოფხვრას კბილის ბაქტერიული ნადებით გამოწვეული დაზიანება. ბაქტერიები საჭმლის ნარჩენებით იკვებებიან. ისინი შაქრებს გარდაქმნიან მჟავებად, რაც კბილის მინანქარს აზიანებს. ბოლოს ამ დაზიანებულ ადგილას ჩნდება ღრმული.თავიდან ადამიანი ვერაფერს გრძნობს, მაგრამ  როცა კარიესი კბილის პულპას აღწევს, ამას შეიძლება მწვავე ტკივილი მოჰყვეს.
 
ბაქტერიები, რომლებიც ნადებს წარმოქმნიან, სხვა მხრივაც საზიანოა. თუ კბილების გაწმენდის შემდეგ ნადები რჩება, ის მაგრდება და კბილის ქვად იქცევა, რის გამოც ღიზიანდება ღრძილები და იწყება კბილის ყელის გაშიშვლება; შედეგად კბილსა და ღრძილს შორის გაჩენილ ადგილებში გროვდება საჭმლის ნარჩენები, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას და ღრძილების ანთების განვითარებას. სტომატოლოგი ეხმარება პაციენტს ნადების მოშორებაში, მაგრამ თუ პაციენტმა არ მიიღო ზომები, კბილის გარშემო ქსოვილები შეიძლება ისე დაზიანდეს, რომ კბილები მოირყეს. ხშირად, ეს უფრო ხდება კბილის დაკარგვის მიზეზი, ვიდრე კარიესი.
 
ბაქტერიის ამ ორმაგი თავდასხმისგან გარკვეულწილად ნერწყვი გიცავთ. მნიშვნელობა არა აქვს, ისადილეთ თუ მხოლოდ ნამცხვარი მიირთვით, ნერწყვს 15-45 წუთი სჭირდება ნარჩენების მოსაშორებლად და ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი მჟავების გასანეიტრალებლად. ამ დროს ძირითადად განსაზღვრავს ის, თუ რა რაოდენობით შაქარი ან საკვების ნარჩენი მიეკრა კბილებს. ასე რომ, კბილების გაფუჭების მიზეზი შეიძლება დიდი რაოდენობით შაქრის მიღება კი არ იყოს, არამედ საკვებისა და ტკბილეულის ხშირად მიღება. ძილის დროს ნაკლები ნერწყვი გამოიყოფა, ამიტომ ყველაზე ცუდია, როცა ძილის წინ ტკბილ საჭმელსა და სასმელს მიირთმევთ და და კბილებს არ იწმენდთ. ამბობენ, რომ უშაქრო საღეჭი რეზინის ღეჭვა ჭამის შემდეგ ნერწყვის დიდი რაოდენობით გამოყოფას უწყობს ხელს და გარკვეულწილად იცავს თქვენს კბილებს.

 პროფილაქტიკა
 
სტომატოლოგები გვირჩევენ, კბილების მდგომარეობიდან გამომდინარე, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მაინც მივაკითხოთ მათ. შემოწმებისას სტომატოლოგი, ალბათ, რენტგენს გადაუღებს კბილებს და ყურადღებით დააკვირდება, გაჩნდა თუ არა კარიესი. ადგილობრივი ანესთეზიისა და ტურბინული მანქანის მეშვეობით ექიმი უმტკინვეულოდ ამოავსებს წარმოქმნილ ღრმულს. 
 
ზრდასრული პაციენტის შემთხვევაში, სტომატოლოგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პარადონტის დაავადების თავიდან არიდებას. თუ ექიმმა კბილებზე ქვა შენიშნა, ის მოაშორებს მას. ადამიანთა უმეტესობა ყველა კბილს კარგად ვერ იწმენდს, ამიტომ შესაძლოა ექიმმა გასწავლოთ კბილების უკეთ გაწმენდა. ამ მიზნით ზოგი სტომატოლოგი თავის პაციენტს ჰიგიენისტთან გზავნის.
 
ზოგი ექიმი დიდ ყურადღებას აქცევს პირის ღრუში უსიამოვნო სუნის მოშორებას. ადამიანების უმეტესობას დროდადრო პირიდან უსიამოვნო სუნი ამოსდის, ზოგს კი ეს პრობლემა მუდმივად აქვს. ამის მიზეზი ბევრია. ზოგი სტომატოლოგიური კლინიკა აღჭურვილია ისეთი დანადგარებით, რომელთა საშუალებით შეიძლება მიზეზების დადგენა. ხშირ შემთხვევაში მიზეზი არის ბაქტერია, რომელიც ენის ზედაპირის უკანა ნაწილში ცხოვრობს. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ ენის გაწმენდა და უშაქრო საღეჭი რეზინის ღეჭვა, რომელიც ნერწყვის გამოყოფას აძლიერებს. პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა განსაკუთრებით საჭიროა რძის პროდუქტების, ხორცისა და თევზის ჭამის შემდეგ.
 
შიშის დაძლევა

 თუ სტომატოლოგთან ვიზიტის გეშინიათ, თქვენი ექიმი დაგეხმარებათ შიშის დაძლევაში. უპირველესად უთხარით, რომ გეშინიათ. მოელაპარაკეთ, რომ ტკივილის ან შიშის შემთხვევაში ხელით ანიშნებთ. ასეთ დროს მრავალი პაციენტი თავს უფრო მშვიდად გრძნობს. 
 
შესაძლოა ექიმის საყვედურის გეშინიათ, რომ კბილებს არ უვლიდით. მაგრამ ასეთი შიში უსაფუძვლოა, რადგან ექიმის ინტერესებში არ შედის საყვედურების თქმა. სტომატოლოგების უმეტესობა თავიანთ კლიენტებს თბილად ეპყრობა.       
 
  სტომატოლოგები ყველანაირად ცდილიბენ პაციენტისთვის ტკივილის შემსუბუქებას. კარგი კბილები კი კარგ ჯამრთელობას უწყობს ხელს და ცხოვრებას მეტ ხალისს სძენს. ამიტომ, ხომ არ დადგა დრო, რომ სტომატოლოგს მიაკითხოთ? გარწმუნებთ არ ინანებთ.  

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1038 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები