ხუთშაბათი, 28.03.2024, 17:49
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » როგორია თქვენი წერის მანერა?
21:11
როგორია თქვენი წერის მანერა?
ფსიქოლოგების აზრით, საწერ მაგიდასთან ადამიანის ქცევა მის ტემპერამენტზეც ბევრს ამბობს.

 

 - თავი ძალიან დახრილი გაქვთ ფურცლისკენ: 
სხვების ნდობა ნაკლებად გაქვთ. გულდახურული ხართ და მაინცდამაინც უშუალობით არ გამოირჩევით. ამის გამო ყველაფერი იმაზე რთული და მუქი გეჩვენებათ, ვიდრე სინამდვილეში არის.

 

 - ღრღნით კალამს:
მეოცნებე მდიდარი წარმოსახვით. ადვილად გაგიტაცებთ ხოლმე რაღაც ახალი, და ძალიან ადვილად აქცევთ ზურგს ძველ გეგმებს და ზრახვებ, მთელი არსებით ახალ საქმეში ეფლობით. 

 - გვერდზე მიტრიალებული კორპუსით:
სპორტული, დინამიური, ინიციატივიანი და ქმედითუნარიანი. გარშემომყოფები თქვენში ხასიათის ძლიერ შტრიხებს ხედავენ.

 

 - ამაყად ზიხართ, როგორც სკოლაში გვასწავლიდნენ, წელში გამართული და მხრებდაშვებული:
სავარაუდოდ, ფრთხილი და შორსმჭვრეტელი ბრძანდებით, ცხოვრებაში ყველაფერს მთელი სერიოზულობით უდგებით. ასჯერ ზომავთ და ერთხელ ჭრით. ვერავინ დაგარწმუნებთ და გაგაკეთებინებთ იმას, რასაც არ ეთანხმებით და მართებულად არ მიიჩნევთ.

 

 - სულ რაღაცას ღეჭავთ:
ცოტა მოუწესრიგებელი ადამიანი ხომ არ ხართ? მგონი, მომენტალურად გავიწყდებათ ის, რაზეც ერთი წუთის წინ ფიქრობდით და გახსენებას სრულიად ამაოდ ცდილობთ.

 

 - ოდნავ გვერდზე გადახრილი:
ცოტა მორცხვი იქნებით ალბათ, დაცვა და მეურვეობა გჭირდებათ. მეტი თავდაჯერება და საკუთარი თავის რწმენა ყველა სიძნელეს გადაგალახვინებდათ. 

მოამზადა სოფიო გულიაშვილმა

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1070 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები