შაბათი, 20.04.2024, 12:53
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » ქრისტიანული ოჯახი.
21:12
ქრისტიანული ოჯახი.
დეკანოზი დავით ისაკაძე

ს. დიღმის წმ. მარინეს სახ. ეკლესია

 

 - როგორი უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახი?
 - ქრისტიანული ოჯახი თავისი არსით უნდა იყოს მცირე ეკლესია, რამეთუ ეს არის კრებული მორწმუნეთა, ქრისტიანნი, სადაც უნდა იდიდებოდეს ღმერთი და უნდა აღესრულებოდეს მცნებანი ღვთისა.

 - რაზე უნდა იყოს დაყრდნობილი და დაფუძნებული ჭეშმარიტი ოჯახი?
 - ქრისტიანული ოჯახი აუცილებლად დაფუძნებული უნდა იყოს სახარების სწავლებაზე. თითოეული ოჯახის წევრი უნდა ფიქრობდეს იმის შესახებ რომ უხილავად მათთან ოჯახში და ოჯახის წევრთა შორის იმყოფება უფალი იესო ქრისტე.

 - რას იტყვით იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ დღეს ბრძოლა ეშმაკსა და ადამიანს შორის ძალიან გაიზარდა?
 - განსაკუთრებული ბრძოლა არის არა მარტო ჩვენ თანამედროვე ყოფაცხოვრებაში, არამედ ყოველთვისაა გამოცხადებული ეშმაკის მიერ ქრისტიანული ოჯახის წინააღმდეგ. სხვადასხვა მეთოდებით, სხვადასხვა საშუალებით ბოროტი ცდილობს რომ შუღლი, სიძულვილი, უპატივცემლობა, მოუთმენლობა დასთესოს ოჯახის წევრთა შორის. დღევანდელ ჩვენ ყოფაცხოვრებაში ეშმაკის ძლეულ მანქანებს კიდევ დაემატა სხვა არაერთი სიახლე, რომელიც მძლავრი იარაღია ბოროტის ხელში ოჯახის დასამხობად

 - რა სიახლეს გულისხმობთ?
 - თუნდაც ის ფაქტი რომ ტელევიზია სერიალებითა და კინო-ფილმებით იქცა სწორედ უზნეობის, გარყვნილების, ქრისტიანული ოჯახის, ტრადიციებისა და საფუძვლების მომშლელ მექანიზმად.

 - როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ცოლს - ქმართან ან პირიქით, იმისათვის რომ კარგი ოჯახი შეინარჩუნონ?
 - თუ რამე გვტკივა თვით სნეულებას ვებრძვით, ასევე მოვექცეთ ცოლსაც. თუ რაიმე მწიკვლი შენიშნეთ ცოლს კი ნუ განიშორებთ არამედ ეს მწიკვლი მოსპე მასში. თანაც როცა სხეულზე ზრუნავ არაფერს გვარგებს თუ იგი განუკურნებელი დარჩება. ცოლის სწავლებისა და ხელმძღვანელობისათვის კი მაინც დიდი ჯილდო გველის, თუნდაც მის ნაკლს ვერაფერი ვუშველოთ. ამ ჯილდოს მივიღებთ მოთმინებისათვის. იმისათვის რომ ღვთის შიშით ვიტანდით ყოველივეს მშვიდად ვითმენდით ცოლის უკეთურებას.

 - პავლე მოციქული გვასწავლის: "რომელსა უყვარდეს ცოლი თვისი, თავი თვისი უყვარს”. რა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით გვითხრათ?
 - პავლე იმასაც ამბობს, რომ როგორც ევა იშვა ადამის გვერდიდან ჩვენც ასე ვიშვით ქრისტეს გვერდიდან როდესაც ქრისტე ჯვარს ეცვა და მოკვდა მაშინ ერთმა ერისაგანმა ლახვრითა უნგმირა გვერდსა მისსა და მეყვსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი. ამ სისხლისაგან და წყლისგან იშვა მთელი ეკლესია ამას თვით მაცხოვარი გვიმოწმებს. როდესაც ამბობს " უკეთუ ვინმე არა იშვას წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლა სასუფეველსა ღვთისასა”, სისხლს იგი სულს უწოდებს. ჩვენ ნათლისღების წყლით ვიშვებით და სისხლით ვსაზრდოობთ. და როგორც ადამის ძილში შეიქმნა ქალი, ასევე ქრისტეს სიკვდილის დროს შეიქმნა ეკლესია მისი გვერდისაგან, მაგრამ ცოლი მხოლოდ იმიტომ როდი უნდა გვიყვარდეს, რომ იგი ჩვენი ნაწილია და ჩვენგან იშვა, არამედ იმიტომაც რომ ღმერთმა ეს კანონით დაგვიდგინა. როდესაც თქვა "ამისთვის დაუტეოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა და იყვნენ ორნივენი ერთ ხორც”.

 - საცოლის ან საქმროს ძებნისას რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ შევქმნათ ძლიერი და ჭეშმარიტი ოჯახი?
 - მათი ძებნისას სიმდიდრეს ნუ გამოეკიდები! ქორწინება ვაჭრობა კი არა მთელი ცხოვრების თანამდევი კავშირია. ანუ ის რომ ვეძებოთ ადამიანში რაც მიწიერია, რაც წარმავალია, სულ მოკლე ხანში ჩვენ დავრწმუნდებით, რომ დიდი შეცდომა დავუშვით. ხოლო თუ ადამიანში უპირველეს ყოვლისა ვეძებთ სარწმუნოებას და ზნეკეთილობას მაშინ ვიცოდეთ რომ ჩვენი გზა ჭეშმარიტია. აქედან გამომდინარე ვინც ფიქრობს დაოჯახებაზე ბუნებრივია უნდა მიჰყვეს ეკლესიის სწავლებას რათა შედეგი მას არ ჰქონდეს მძიმე და გამოუსწორებელი.

 - სახეზე გვაქვს უამრავი დანგრეული ოჯახი. რაც ყველაზე სავალალოა ეს ძირითადად ხდება ახალგაზრდულ ასაკში. რას ურჩევთ მშობლებს?
 - მაშინ როდესც ბავშვი იზრდება ოჯახში ეკლესიის სწავლებით ვიცოდეთ რომ ის ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს. მშობლებს ვურჩევ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ სწორედ შვილთა სულიერ აღზრდაზე და არა მხოლოდ მატერიალურზე. და რომ არ მივიდეთ შეცდომამდე კვლავდაკვლავ ისევ ეკლესიის სწავლების მიხედვით ვეძებოთ ადამიანში სარწმუნოება და ზნე-კეთილობა.

 - რაც შეეხება მათ ვისაც უკვე აქვთ შექმნილი ოჯახი? 
 - თუ ეს ოჯახი არის ეკლესიის სწავლებაზე დაფუძნებული მაშინ ეს არის უდიდესი ბედნიერება. ხოლო თუკი ერთერთი მათგანი მაინც დაშორებულია ღმერთს ეს არის უდიდესი ტრაგედია, მაშინ ქრისტიანმა უნდა დაითმინოს და ეს იქნება მისი გმირული ღვაწლი, რათა ამ მოთმინებით ცხონდეს. შემთხვევითი არ არის როდესაც დიდ გნსაცდელში მყოფი ერთერთი მეუღლე ოჯახური ტრაგედიის გამო მიდის სახლიდან, თუნდაც იმიტომ რომ ვთქვათ, მისი მეუღლე არის ბოზი, ნარკომანი, მპარავი, მრისხანე ან ანჩხლი ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ რომ დაითმინოს და ატაროს ის მძიმე ჯვარი, რომელიც მას ერგო. იგი ამ მოთმინებით ცხონდება და გადარჩება.

 - და ბოლოს... დაგვლოცეთ მამაო!
 - ღმერთმა შეგვაძლებინოს ოჯახური მძიმე ტვირთის ღირსეული ტარება და გავუფრთხილდეთ ჩვენ ოჯახებს, რომელსაც მცირე ეკლესია ჰქვია.      

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1191 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები