პარასკევი, 19.04.2024, 16:13
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » რატომ ვმარხულობთ ყოველთვის ოთხშაბათს და პარასკევს
21:13
რატომ ვმარხულობთ ყოველთვის ოთხშაბათს და პარასკევს

- რატომ უნდა ვიმარხულოთ?
- მარხვა პირველ რიგში ადამიანს იმისათვის სჭირდება რომ შეიცნოს საკუთარი თავი. 40 დღიანი მარხვები უნდა დავიცვათ იმიტომ, რომ განვიწმინდოთ იმ ცოდვებისაგან რაშიც ვართ ჩაფლულები. მარხვა ერთერთი საშუალებაა გაგვახსენოს რა ცოდვებში ვიმყოფებით. ხსნილში ადამიანი უფრო თავისუფალია, თამამია, მისი გონება და ფიქრი სხვა რამისკენ მიისწრაფვის. როდესაც მარხვა მოდის ყოველი ჩვენთაგანი ემზადება იმისათვის, რომ საკუთარი ცოდვები გამოიცნოს, ბევრია დაფარული ცოდვები რომელსაც ვერ ვხედავთ, ვერ ვამჩნევთ და ამ დროს უფრო ვუფიქრდებით. შეიძლება ისეთი ცოდვაც ამოტივტივდეს რაც ჩვენთვის უცნობია, დავიწყებულია. ხშირ შემთხვევაში მარხვა არის ჩვენი სულის საცხონებელი და ცოდვების დამნახვებელი.

- დიდმარხვაში როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი?
- დიდ მარხვაში ყოველი ჩვენთაგანი უნდა იყოს თავშეკავებული იმ ცოდვებისკენ რომლისკენაც ვილტვით როცა ხსნილია. უფრო ღრმად უნდა დავფიქრდეთ საკუთარ თავში, რატომ ვმარხულობთ, რატომ მივდივართ ეკლესიაში, ჩვენი სულის გადასარჩენად თუ წარსაწყმენდელად?. მარხვისას დიდი შესაძლებლობა გვეძლევა დავუკვირდეთ ჩვენს თავს და საკუთარ ცოდვებს.

- არის თუ არა საჭირო მარხვის დაწყებამდე მღვდლის კურთხევა?
- ბევრმა არ იცი მარხვის არსი, როცა ეს დაიწყება მაშინ მოდიან ეკლესიაში. მარტო მარხვის დროს ეკლესიაში მისვლა არაფერია, მანმადეც უნდა მივიდეთ ჩვენ მოძღვართან და უნდა ვთქვათ აღსარება რომ მარხვისთვის ვიყოთ მზად. ანუ რომ დავიწყოთ მარხვა ამისათვის უმჯობესია ლოცვა-კურთხევა მღვდლისაგან ავიღოთ, ხოლო თუ ადამიანი ამ დროს იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, მას შეუძლია დაიწყოს მარხვა, მაგრამ ვერ ეზიარება სანამ მღვდელთან არ მივა, აღსარებას არ იტყვის და არ შეემზადება ზიარებისთვის.

- რატომ ვმარხულობთ ყოველთვის ოთხშაბათს და პარასკევს?
- ოთხშაბათს - იუდა ისკარიოტელმა გასცა ქრისტე, ხოლო პარასკევს იესო ეცვა ჯვარს. ამიტომ ჩვენ ოთხშაბათს და პარასკევს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან ზუსტად ის დღეებია, როცა ქრისტეს ჯვარცმა და გაყიდვა იყო..

- რამდენად დასაშვებია ალკოჰოლური სასმელი ან ნარკოტიკი მარხვის დროს?
- ნაროტიკი ეს არის ჩვენი სულის წარწყმენდა, ხოლო ალკოჰოლი ერთერთი ნარკოტიკთაგანია. ასეთი რაღაცეებისგან უნდა შევიკავოთ თავი, უმჯობესია გადავეჩვიოთ ამ სენს ან საერთოდ გადავაგდოთ. აუცილებელია გაერკვეთ საკუთარ თავში რატომ სვავ, რატომ იკეთებ, რა არის შენი მიზანი?ეს ხომ დამღუპველია, ნარკოტიკი და სასმელი დროთაგანმავლობაში გონებას აჩლუნგენს, აქვეითებს. ბოლოს ადამიანს რაც გაქვს წაკითხული და ნასწავლი ისიც კი გავიწყდება.

- რას ურჩევთ მათ ვინც ავადმყოფია და არ შეუძლიათ მარხვა? 
- თუ ადამიანს ექიმისგან დიგნოზი აქვს რომ მის ჯანმრთელობას შეფერხება მოყვება და აუცილებელია ყველაფერი ჭამოს, ეკლესია ითვალისწინებს ამას და მღვდლის კურთხევით მას შეუძლია, ექიმის ნებართვის შესაბამისად მოიქცეს. მარხვა იმისთვის კი არ არის რომ ადამიანი ცუდად გახდეს და თვითმკვლელობით დაასრულოს ცხოვრება, არამედ პირიქით, იმისთვისაა, რომ განვიწმინდოთ.

- იმ შემთხვევაში, თუ წამიერად დაგავიწყდა და შეჭამე რამე, შეიძლება თუ არა კვლავ გააგრძელო მარხვა?
- ეშმაკი განსაკუთრებით მარხვაში მძლავრობს და ბობოქრობს რათა გვაცდუნოს. შესაძლებელია ჩვენ ბოროტმა შეგვაცდინოს და არასამარხვო მივირთვათ, მაგრამ ამის გამო სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდებით. იმ დღეს ჩვეულებრივად გააგრძელეთ მარხვა, მაგრამ ეს აუცილებლად თქვით აღსარებაში.

- შეუძლიათ თუ არა დაიცვან მარხვა ვინც სისტემატიურად არ დადიან ეკლესიაში?
- ბევვრს ჰგონია, თუ მარხულობს უფალი შეუნდობს, ეს მცდარია! მარხვაში ჩვენი სული იწმინდება. ისე მარხვას აზრი არ აქვს. თუ მას არ დაუდეთ საფუძველი თუ არ ეზიარეთ და არ თქვით აღსარება. აუცილებელია ეკლესიაში ხშირად სიარული!

- რა ასაკიდან შეიძლება მარხვის დაწყება?
- ხუთ წლამდე ბავშვებს აზიარებენ აღსარების გარეშე და 6-7 წლიდან შეაძლებელია დაიწყოს ბავშვმა მარხვა მაგრამ მას მაინც გაურბის თვალი საჭმლისკენ. ეკლესია ამასაც ითვალისწინებს, რადგან წმინდაა ბავშვი და ის ისეთ ცოდვებში არ არის ჩაფლული, როგორც მოზრდილები ასე, რომ 7 წლიდან უკვე შესაძლებელია ბავშვმა დაიწყოს მარხვა.

- დღეს უმეტესობა ქრისტიანი მარხულობს, მაგრამ ბევრჯერ უთქვამთ რომ ეს უბრალოდ საჭმელზე უარის თქმაა, ამ შემთხვევაში რას გვირჩევთ? 
- ეს არის სამწუხარო ფაქტი, რომ დღეს ბევრი დადის ფარისევლურად. ისინი ამბობენ ჩვენ მოძღვარი გვყავს, ტაძარში დავდივართ და ამასობაში ბევრ ისეთ რაღაცეებს აკეთებენ რომ სხვა მორწმუნე ადამიანიც კი დაუბრკოლებიათ. ვურჩევდი ამ ადმიანებს ეკლესიაში ფარისევლურად კი არა გულით იარონ, რათა ცოდვები მოინანიონ და მასზე აგონ პასუხი აქ, ვიდრე იმ ქვეყნად. სამწუხაროდ არცერთი ჩვენთაგანი არ ვფიქრობთ ოდესმე თუ გავალთ აქედან და ამიტომ ბევრი დადის ნიღბით, რაღაცა მიზნების მისაღწევად. მათ ვურჩევდი გულახდილები იყვნენ, ღმერთს ვერსად დაემალებიან.

- თვენი რჩევა ვინც მარხულობს?
- ჩემი რჩევა იქნება მარხვა გაატაროთ გულწრფელად, ალალად, მოკრძალებით, ღვთისა და ადამიანების მიმართ სიყვარულით. ბევრი მარხულობს მაგრამ ძალიან დიდ აგრესიას აფრქვევს ადამიანებში და მათ ვურჩევდი რომ მარხვა აგრესია კი არა ეს საკუთარი თავისთვის სიყვარულის მომტანია, აქედან გამომდინარე ჩვენ სხვასაც უნდა ვაძლევდეთ ამ სიყვარულს, მოფერებას, მოკრძალებას და სასოებას.

- რას ურჩევთ მათ ვინც არ მარხულობს?
- მათ ვურჩევ დაიწყონ ეკლესიური ცხოვრება, თავიანთი ხორცის საკურნებლად და სულის საცხონებლად. გაიგონ რა არის უფალი ანუ ჩვენ რატომ გვეუბნება უფალი "მოდი ჩემთან”. იმისათვის რომ ღმერთს არ უნდა ჩვენი დაკარგვა, მას ვჭირდებით
, რომ დაგვაყენოს სწორ და მართებულ გზაზე.

- და ბოლოს... დაგვლოცეთ მამაო...
- ღვთისმშობლის წყალობა არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

 

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1529 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები