ხუთშაბათი, 18.04.2024, 15:40
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » რჩევები კომპიუტერის მომხმარებელათათვის
21:16
რჩევები კომპიუტერის მომხმარებელათათვის

საზიანოა თუ არა კომპიუტერი მასთან მომუშავე ადამიანების თვალებისათვის? დღეისათვის ამის შესახებ დამაჯერებელი მტკიცებულებები არ არსებობს. თუმცა, კომპიუტერთან მუშაობის დროს ადამიანთა ჩივილები თვალების არეში არასასიამოვნო შეგრძნებებისა და დისკომფორტის გამო სულ უფრო მატულობს, აქედან გამომდინარე,  მხედველობისათვის მონიტორების უსაფრთხოების პრობლემა დიდ ყურადღებას იქცევს.
 გამოკვლევები,  მოწმობენ, რომ თვალებისათვის საშიში მაიონიზებელი (რენტგენის ტიპის) და არამაიონიზებელი (ულტრაიისფერი) გამოსხივების დონე, რომელიც მოდის ეკრანიდან, საკმაოდ დაბალია. მაგალითად, მონიტორიდან მომდინარე ულტრაიისფერი გამოსხივების დონე უმნიშვნელოა დღის ნათურების გამოსხივებასთან შედარებით. ულტრაიისფერი გამოსხივების ამ დოზას არ შეუძლია კატარაქტის გამოწვევა თუნდაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ზემოქმედებდეს. ზოგჯერ, კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ, წარმოიქმნება შავ-თეთრი საგნების "შეფერადების” შეგრძნება. თუმცა ეს დაავადების ნიშანი კი არა, ნორმალური მხედველობისათვის დამახასიათებელი თავისებურებაა. ეს, 
ეგრეთწოდებული, მაკ`კალახის ეფექტია, რომლის დროსაც ეკრანზე არსებული ძირითადი ფერების გარდა საგნები იძენენ დამატებით შეფერილობას. 
      კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ მონიტორით გამოწვეული დაძაბულობის შედეგად შეიძლება  წარმოიშვას ისეთი არასასიამოვნო შეგრძნებები, როგორიცაა თვალების გაღიზიანება (სიწითლე, ცრემლდენა ან რქოვანას სიმშრალე), გადაღლა (საერთო დაღლილობა, ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნება თვალებისა და თავის მიდამოში), მხედველობის ფოკუსირების გაძნელება, ასევე ზურგის ტკივილი და კუნთოვანი სპაზმები. ამ შემთხვევაში აუცილებელია მივმართოთ ექიმ-ოკულისტს, რომელიც დაგვეხმარება ზემოთ  აღნიშნული ჩივილების გამომწვევი მიზეზების დადგენასა და, აუცილებლობის შემთხვევაში, სათვალის შერჩევაში. თვალის ორგანული დაავადების გამორიცხვის შემდეგ ეცადეთ მოხერხებულად მოაწყოთ თქვენი სამუშაო ადგილი და გაითვალისწინოთ რჩევები კომპიუტერთან მომუშავეებისათვის.


     გახსოვდეთ, რომ კომპიუტერთან მუშაობის დროს მხედველობასთან  დაკავშირებული ჩივილების არსებობისას აუცილებლად  უნდა  მიმართოთ-ექიმს და თვალის ორგანული დაავადების გამორიცხვის შემთხვევაში გაითვალისწინოთ 
შემდეგი რჩევები:
• თქვენ უნდა იჯდეთ ეკრანიდან 50-60 სანტიმეტრის დაშორებით; 
• შეარჩიეთ ისეთი მონიტორი, რომელსაც შეეძლება დახრა, ბრუნვა, კონტრასტულობისა და გამოსახულების სიმკვეთრის რეგულაცია; 
• საუკეთესოა ისეთი სამუშაო სკამი, რომლის სიმაღლის რეგულირება შესაძლებელია; 
• ტექსტთან მუშაობის დროს დასაბეჭდი მასალა უნდა მოვათავსოთ ისე, რომ თავიდან ავიცილოთ თავის, კისრისა და თვალების ხშირი მოძრაობა;  
• განათება უნდა შევარჩიოთ ისეთი, რომ ეკრანი დავიცვათ არეკვლისა და ციმციმისაგან. ამისათვის შეიძლება გამოვიყენოთ სპეციალური საჩრდილობელი ან ფილტრი; 
• პერიოდულად დაასვენეთ თვალები, შეეცადეთ ხშირად დაახამხამოთ მათი გამოშრობის თავიდან აცილების მიზნით. აბრუნეთ თვალები მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ, საათის ისრის მიმართულებით და მის საწინააღმდეგოდ. შემდეგ დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში შეასრულეთ ასეთი ვარჯიში: მიიტანეთ თითი თვალებთან, შემდეგ მზერა გადაიტანეთ უფრო დაშორებულ საგანზე, წერტილზე, შემდეგ - ისევ თითზე. გაიმეორეთ ეს ვარჯიში, შემდეგ დახუჭეთ თვალები და დაისვენეთ; 
• გარდა ამისა, ზამთრის პერიოდში ოფისებში ჰაერის გათბობა ხელს უწყობს თვალების სიმშრალეს. თვალების სიმშრალის მიზეზი შეიძლება იყოს მონიტორის ხანგრძლივი ცქერა დახამხამების გარეშე, რის გამოც თვალი ვერ გამოიმუშავებს თვალების დანოტიოებისათვის სათანადო რაოდენობის ცრემლს და ვითარდება შემდეგი სიმპტომები: თვალების წვა, ფხაჭნა, უცხო სხეულის შეგრძნება. მსგავსი სიმპტომები ახასიათებთ ლინზების მომხმარებელ ადამიანებს. თვალის დამანოტიოებელი სპეციალური წვეთების გამოყენება თავიდან აგვაცილებს ამ პრობლემებს და თუ მაინც თვალის სიმშრალე გრძელდება აუცილებელია ექიმის კონსულტაცია; 

• კომპიუტერთან მუშაობით გამოწვეული თვალის დაძაბულობისა და სიმშრალის შემთხვევაში განსაკუთრებით სახიფათოა თუ დამატებით ადამიანს უხდება მუშაობა თვალისათვის საზიანო საწარმოო გარემოში (ავტომობილების შეკეთება, შედუღება, თვალის გამაღიზიანებელი აქროლადი ნივთიერებები და სხვ.), სადაც უსაფრთხოების წესების დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის კარგი მხედველობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის. 
კომპიუტერთან მუშაობის დროს თვალების გამოხატული დაღლილობის შემთხვევაში მხოლოდ სამედიცინო გამოკვლევა გადაწყვეტს, დაკავშირებულია იგი არასწორ სამუშაო პირობებთან თუ ფარულად არსებულ თვალის დაავადებასთან. ასე რომ მიმართეთ ექიმ ოფთალოლოგს, რათა, თავიდან აიცილოთ კომპიუტერისგან გამოწვეული თვალის დაავადება.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1103 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები