პარასკევი, 29.03.2024, 08:41
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » კლეოპატრას 6 საიდუმლო
21:23
კლეოპატრას 6 საიდუმლო

მსოფლიო ისტორიაში კიდევ ბევრი დედოფალი არსებობდა ამ სახელით, მაგრამ ადამიანის გონებაში კლეოპატრა ერთადერთ ქალთან ასოცირდება. ფარაონთაგან უკანასკნელი. პირველი ქალი-პოლიტიკოსი. დიპლომატი. პოლიგლოტი. მათემატიკოსი. მზეთუნახავი და ურჩხული ერთ სახეში.

 

  ყველაფერი ჰქონდა, რაც ისურვა: სიყვარული, ძალაუფლება, სიმდიდრე, პრესტიჟი. ჰქონდა იმიტომ, რომ იცოდა: მიზნის მიღწევა  უფრო ადვილია, თუ მას "მოატუებო”. შინაგანად სასურველ შედეგზე კონცენტრირებული უნდა იყო, გარეგნულად კი მსუბუქად, მოშვებულად მოქმედებდე. აქაოდა, სერიოზულად არ მიიღოთ, უბრალოდ ვთამაშობო! ასეთია ე. წ. "პარადოქსული ზრახვების”  მეთოდი.

 

თამაშის წყალობით კლეოპატრამ ძალიან ბევრი მიიღო.

 
1. გონებრივი თამაშობები.  ცხოვრება თვითდინებას რომ არ მიყვეს,  თავში, წარმოსახვაში უნდა შექმნა მოვლენები, ხლართო ინტრიგები,  გაერთო დიალოგებით, გათვალო ნაბიჯები. კლეოპატრას გზა ტახტისკენ, რომელიც მას 18 წლისას ერგო, - წინასწარ მოფიქრებული, გააზრებული სვლების ჯაჭვი იყო. გზა სიყვარულისკენ პირველი შვილის ცეზარიონის ჩასახვამდე - ესეც გონებრივი თამაშების ნაყოფი აღმოჩნდა. 
  ლაგიდების ოჯახის დინასტიური კანონების მიხედვით, კლეოპატრა თავისივე უმცროსი ძმის ცოლი უნდა გამხდარიყო. გახდა კიდეც, მაგრამ ფორმალურად.  ფაქტიურად კი, არსებული კანდიდატურებიდან საკუთარი თავისთვის ყველაზე კარგი ქმარი, კეისარი მიითვალა.  კლეოპატრამ მისი "მოპოვების” ზუსტი გეგმა შეიმუშავა. მისხალ-მისხალ გათვალა მისკენ მიმავალი ნაბიჯები, არაკეთილმოსურნეების ბარიკადების გადალახვა და მომენტალური გამარჯვება.  მსახურებმა ძონძების ფუთა მოიტანეს და კეისრის ფეხებთან დატოვეს. კლეოპატრამ კი ამ ფუთიდან ამოყო თავი და კეისრის წინაშე პირველად წარდგა: შენიღბვაც გამოვიდა და ხუმრობაც.  უმდიდრესმა და ყველაზე ცნობილმა დედოფალმა უცებ კონკებიდან და ფერფლიდან  ამოყვინთა. ქალი იუმორის გრძნობით განებივრებულ იმპერატორს მანამდე არ ჰყოლია, მან ხიბლს ვერ გაუძლო და დანებდა.


2. სასიყვარულო თამაშები. ნამდვილი მამაკაცი რომ დააკავო, ყოველდღე უნდა გააოცო და დააინტერესო. ყოვლისშემძლე  კეისრის ერთ ქალთან დაბმა შეუძლებელი იყო. კლეოპატრა კი სილამაზით არ ბრწყინავდა. მისი პორტრეტი: ღრმად ჩაფლული თვალები, არწივის ნისკარტისებური ცხვირი, წინ წაწეული ნიკაპი. რა თქმა უნდა, კლეოპატრა, როგორც აღმოსავლეთის ქალი, უამრავ ეროტიკულ საიდუმლოს ფლობდა, მაგრამ ეს არ იყო მთავარი
მაგნიტი, რომლითაც კეისარს იზიდავდა. 
  ყოველ დილით ბედნიერი იღვიძებდა, კეისარს ამხიარულებდა, გულიანი სიცილისთვის განაწყობდა, და ეს ისე კარგად ეხერხებოდა, როგორც - არავის. დაინტრიგებაც შეეძლო. როცა კეისარი რომში იყო საჭირო, ეგვიპტელი დედოფალი ნილოსზე სამოგზაუროდ იტყუებდა. როგორ? გამოცანებს ეუბნებოდა. ისეთ გამოცანებს, რომლებზეც პასუხი არ არსებობდა. აბა, რა იცოდა ეს კეისარმა?! 


3. მეუღლეობრივი თამაშები. ქორწინებაში სკანდალებისგან თავის დაღწევა უნდა შეგეძლოს და ქმრის ყურადღების გადასატანად სადმე მიმალული ტკბილი "ნაზუქიც” მზად უნდა გქონდეს.  კლეოპატრამ ანტონიუსზე დაქორწინება შეძლო, და ეს მაშინ როცა იმპერატორის რომაელი მეუღლე, მშვენიერი და ღირსეული ოქტავია ცოცხალი იყო. დიდი მხედართმთავარი ხან მწუხარებას მიეცემოდა, ხანაც თავშეუკავებლობას ამჟღავნებდა, მაგრამ როცა მრისხანებდა, კლეოპატრა თვალის დახამხაბემაში ქრებოდა მისი თვალთახედვიდან. მერე კი რაღაც ახალი ნეტარების მომგვრელი "ფანდით” ბრუნდებოდა უკან: იშვიათი ღვინით ან გრანდიოზული დღესასწაულის იდეით... და ანტონიუსი სამარემდე კლეოპატრასთან დარჩა. 


4. ბედისწერასთან თამაში.  ნუ შეგეშინდებათ მისი ცდუნების.  ეგვიპტის დედოფალი ამას ძალიან სასარგებლო საქმედ მიიჩნევდა. ტაქტიკა უმაღლეს ნეტარებას სჩუქნიდა: იღებდა ყველაფერს, რაც იმ წამს მოჰქონდა. როცა ანტონიუსი პირველ, ასე აუცილებელ შეხვედრაზე ეძახდა, რამდენიმეჯერ გადადო რანდევუ ამით რისკზე მიდიოდა, კეისარს შეეძლო, ხელი ჩაექნია და გული აცრუებოდა. მაგრამ კლეოპატრა ამ დროს გრანდიოზულ  სიურპრიზს ამზადებდა საიდუმლოდ. ძვირფასი ხისგან აშენებული უზარმაზარი ხომალდი, წითელი აფრებით, რომლებიც საოცარ სურნელებას აფრქვევდნენ ღამის წყვდიადში მიცურდა უნაზესი ჰანგების ფონზე ანტონიუსთან. როცა სანახაობით შეძრული იმპერატორი აზრზე მოვიდა, ღამემ საბოლოოდ დაივანა ირგვლივ და გემზე გრანდიოზული ილუმინაცია აენთო. მხედართმთავარს სუნთქვა შეეკრა, და მან მოლაპარაკებამდეც მშვენივრად გაიგო, ვინ იქნებოდა მათ შორის მთავარი და დიდებული.


5. "შეუდარებლის” თამაში. ყოველთვის უნდა ეცადო, არავის ჰგავდე და ცხოვრებისეული მოვლენები თავად გამოიგონო და შექმნა.  ეგვიპტელმა ქალმა მარკუს ანტონიუსი მაშინ შეიტყუა ალექსანდრიაში, როცა ზღვა ნავიგაციისთვის დაკეტილი იყო. კეისარს რომში დაბრუნება არ შეეძლო.  აი, მაშინ კი კლეოპატრამ ნამდვილი "ზამთრის არდადეგები” მოუწყო დიდ იმპერატორს. ე. წ. წრე შექმნა - 12 ახლობელი ადამიანის შემადგენლობით და "შეუდარებელთა საზოგადოება” დაარქვა. ყოველი ადამიანი, ყოველ დღე განუმეორებლობას ცდილობდა. ყოველ დილით და მთელი დღით კლეოპატრა სხვადასხვანაირ ნეტარებას იგონებდა - სიამოვნების თეატრის რეპერტუარი ყოველ საათში ახლდებოდა. მოხიბლული ანტონიუსი თანდათან ივიწყებდა თავის ოქტავიას.


6. სიკვდილთან თამაში. დასასრულის შიში სიცოცხლეს წამლავს. სიკვდილის რომ არ გეშინოდეს, ზედმიწევნით უნდა შეისწავლო იგი, ცხოვრებისეული სპექტაკლის მოქმედ პირად უნდა აქციო.  ერთხელაც გასაგები გახდა, რომ კლეოპატრა და ანტინიუსი განწირული იყვნენ. მაგრამ ჯერ კიდევ ჰქონდათ დრო მანამ, სანამ სასტიკი ოქტავიუსი არ მოადგა ჯარით ალექსანდიას.  დედოფალმა
"შეუდარებელთა საზოგადოება” დაშალა და ახალი - "ერთად სიკვდილს მონატრულთა საზოგადოება” შექმნა. ისევ 12 კაცის შემადგელნობით. მიზანი - სიკვდილის მოშინაურება, მოთაფვლა, საკუთარი აზრებით ყოველდღიურად მისი გამოკვება. კლეოპატრა დღესასწაულებს აკლდამებში და სამარხებში აწყობდა, გვამების ბალზამირებაში ვარჯიშობდა, ჭრიდა კიდეც გვამებს და საკუთარი ხელებით იღებდა შინაგან ორგანოებს. სიკვდილმისჯილებზე შხამის მოქმედებას სწავლობდა და დეტალებამდე, ზედმიწევნით თხზავდა საკუთარი სიკვდილის სცენარს. თვითმკვლელობისთვის ყველაზე ეგზოტიკური საშუალება - გველის ნაკბენი - აირჩია... მძვინვარე ოქტავიუსმა მაინც ვერ შეძლო ამაყი დედოფალი ბორკილებდადებული და შერცხვენილი გამოეყვანა ალექსანდრიის ქუჩებში.

 

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1088 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები