სამშაბათი, 19.03.2024, 12:05
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10
ციცერონის გამოსვლა სენატის წინაშე.
რომის სენატი (ლათინურად - Senatus) იყო რომის რესპუბლიკის და იმპერიის პერიოდში მართვის მნიშვნელოვანი ორგანო. სიტყვა senex ლათინურად ნიშნავს უხუცესს. თავდაპირველად სენატი სწორედ უხუცესთა საბჭო იყო, ხოლო მოგვიანებით მან ბევრად ფართო მნიშვნელობა შეიძინა.
Category: ენციკლოპედია | Views: 1286 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

მორიელები (Scorpiones), უხერხემლო ცხოველების რიგი ობობასნაირთა კლასისა. აქედან გამომდინარე, მათ ენათესავებიან ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1178 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ნოქალაქევი (პირდ. მნიშვ. ”ადგილი სადაც ადრე ქალაქი არსებობდა”), ასევე ბერძნული სახელწოდებით არქეოპოლისი(სიტყვასიტყვით ძვ. ქალაქი; აქედან მოდის მისი ქართული სახელი „ნოქალაქევი"-ნაქალაქევი), ქართული წყაროების ციხე–გოჯი. ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ამჟამად სოფელი ნაქალაქევი და არქეოლოგიური მიდამოა სენაკის მუნიციპალიტეტში ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1153 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ფერმას ბოლო თეორემა (ხშირად ფერმას დიდი თეორემა) ერთ-ერთი ყველაზე განთქმული თეორემაა მათემატიკის ისტორიაში, მდგომარეობს შემდეგში:


არ არსებობს ისეთი ab და y მთელი რიცხვები, რომელთათვისაც სრულდება ტოლობა an + bn = yn, სადაც n ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1045 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ოთხ ფერით შეღებილი რუკის მაგალითი.

ოთხი ფერის პრობლემა – ამ სახელწოდებით ცნობილია შემდეგი ამოცანა:

შესაძლებელია თუ არა სიბრტყეზე დახატული ნებისმიერი პოლიტიკური რუკა შეიღებოს მხოლოდ ოთხი ფერის გამოყენებით ისე, რომ არცერთი მოსაზღვრე ქვეყანა არ აღმოჩნდეს ერთი და იგივე ფერით შეღებილი.

უფრო მათემატიკური სახით იგივე ამოცანა შეიძლება ჩამოვაყალიბოთ შემდეგნაირად:

შესაძლებელია თუ არა ნებისმიერი  ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1139 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

კამათელის გაგორება შემთხვევითი მოვლენაა, ე. ი. ალბათობის თეორიის საკითხი.

ელემენტარული აღწერა.

ალბათობის თეორიის სტანდარტული ამოცანაა მოცემული შემთხვევითი პროცესის მომცველი ცდისთვის დაადგინოს რაიმე კონკრეტული „მოვლენის" მოხდე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1622 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ფრაქტალი გეომეტრიული ობიექტია არასწორი, ტეხილი ან ფრაგმენტული ფორმით, რომელიც წარმოქმნილია განმეორებადი სტრუქტურით, როგორც წესი, იტერაციის პროცესში. ეს პროცესი მას მრავალ საინტერესო თვისებას ანიჭებს, მათ შორის აღსანიშნავია "თვით-მსგავსებადობა" და უსასრულო დეტალურობა მიუხედავად მაგნიფიკაციისა. 
კლასიკური მცდელობები ფრაქტალის პერიმეტრის, ფართობის ან მოცულობის გაზომვის უშედეგოა, დეტალურობის განსაზღვრული ლიმიტის უქონლობის გამო. ფრაქტალურ გეომეტრიას მრავალი გამოყენება აქვს  ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1178 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

Tengizamirejibiplayschopinballadeno.oggთენგიზ (გიზი) კონსტანტინეს ძე ამირეჯიბი (დ. 30 სექტემბერი1927 ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1039 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია) (* 7 სექტემბერი1861 ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1018 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ხამურაბის კანონები შეიქმნა ბაბილონში მეფე ხამურაბის მიერ  ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1769 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

Wappen röm.kaiser.JPG

საღვთო რომის იმპერია (გერმ.:Heiliges Römisches Reich), მოგვიანებით გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია (გერმ.: Heiliges Römisches Reich Deutscher Nation) იყო ოფიციალური სახელწოდება იმპერიისა, რომელიც  ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2640 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

"ბართლომეს ღამე", ფრანსუა დიუბუას ნახატი.

ბათლომეს ღამეკათოლიკეების მიერ ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა& ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1712 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

მარტინ ლუთერი, ლუკა კრანახი უფროსის ნახატი, 1526.
Category: ენციკლოპედია | Views: 1194 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ჯორდანო ფილიპო ბრუნო (დ. 1548ნოლა ― გ. 17 თებერვალი ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1214 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

თომა აქვინელი (დ. დაახლ. 1225, როკასეკა (ნეაპოლთან) — გ. 7 მარტი1274, ფოსანოვა (ჩრდილოეთ იტალია)), მაღალი შუა საუკუნეების ყველაზე გავლენიანი  ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1371 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

დანტე ალიგიერი, ჯოტო დი ბონდონეს ნახატი.
დანტე ალიგიერი (იტალDante Alighieri; დ. 1265 - გ. 13/ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1118 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

კარლოს I დიდი (~ 742 ან 747 – 28 იანვარი814) ( ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1187 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

კურტუაზია - ლიტერატურული მიმდინარეობა და ქცევის კოდექსი შუა საუკუნეების ევროპაში.
Category: ენციკლოპედია | Views: 1170 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

Ursus maritinus.jpg

თეთრი დათვი (ლათ. Ursus maritimus - ზღვის დათვი) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი  ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1463 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

Bluewhale877.jpgBluewhale877.jpg
ლურჯი ვეშაპი (Balaenoptera musculus), ძუძუმწოვარი ცხოველი ზოლიან ვეშაპისებრთა ოჯახისა. ტანად ყველაზე დიდი ცხოველია, მისი სხეულის სიგრძე 33 მ, მასა 150 ტ აღემატება. აქვს პატა ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1291 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

პეკინის ოპერა (გამარტ. ჩინ.: 京剧; ტრად. ჩინური: 京劇; პინ.: Jīngjù) — ტრადიციული ჩინური თეატრის ფორმა, რომელშიც გაერთიანებული მუსიკა, ვოკალური შესრულება, პანტომიმა, ცეკვა და აკრობატიკა. გაჩნდა გვიან XVIII საუკუნეში, ხოლო XIX საუკუნეში სრულად ჩამოყალიბდა და აღიარებულ იქნა. ეს ფორმა განსაკუთრებით პოპულარული იყო  ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1118 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ამერიკული გოტიკა (ინგლ. American Gothic) — გრანტ ვუდის 1930 წელს შესრულებული ფერწერული ტილო, რომელზეც გამოსახულია ფერმერი სამკაპათი და ახალგაზრდა ქალი (სავარაუდოდ ფერმერის ცოლი ან ქალიშვილი) ხელოსნის გოტიკის სტილის სახლის წინ. ეს ნახატი მე-20 საუკუნის ამერიკული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი გამოსახულება გახდა.

ვუდს სურდა მამაკაცისა და ქალის ტრადიციული როლების ასახვა, რის გამოც მამაკაცს სამკაპა უჭირავს, რაც მძიმე სამუშაოს სიმბოლოა. ვუდი შთაგონების წყაროდ მე-19 საუკუნის ფოტოსურათებს იყენებდა და მის პერსონაჟებს ადრეული ამერიკული პორტრეტების ყაიდაზე სთხოვდა პოზირებას.

< ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1032 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ხელოვნების ისტორიის მუზეუმი (გერმ. Kunsthistorisches Museum) ვენაში ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1174 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ბურგთეატრი

ბურგთეატრი (გერმ. Burgtheater, საიმპერიო კარის თეატრი), თავდაპირველად ცნობილი, როგორც "der Burg", ხოლო 1920 წლამდე კი "Hofburgtheater", არის  ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1170 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ის ყველაზე ღიმილიანი, ნიჭიერი და ძალიან საყვარელი ადამიანია, რომელიც ირგვლივ დიდ სითბოს და სიყვარულს აფრქვევს, ისე, რომ მის გვერდით მყოფი ნებისმიერი ადამიანი საოცრად კარგად და დადებითად გრძნობს თავს. ის ვაჟა მანიაა, ყველასგან გამორჩეული, საოცრად „ფერადი" და „ნათელი", რომელსაც უყვარს ხუმრობა და ბევრი სიცილი. მათ კი, ვისაც ვაჟას ხმის მოსმენა მოგენატრათ, გეტყვით, რომ მისი ნახვა „მარჯანოვ ექსპრესში" შეგიძლიათ გარდა პარასკევისა და შაბათისა, უკვე – კვირასაც. 


ვაჟა მანია: ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც „ჯეოსტარში" მერგო, მინდა ნელ-ნელა ყველაფერი შევირგო. ჯერჯერობით პოპულარობით ვტკბები. რაც მთავარია, ყველაზე მეტად უცხოეთში სწავლის გაგრძელება მინდოდა და ამის საშუალება მომეცა. ლონდონში ვისწავლი ერთი წლის განმავლობაში, ოღონდ ჯერ გამოცდები უნდა ჩავაბარო, რომელიც პირველ აპრილს იქნება. თუ გამოცდებს წარმატებით ჩავაბარებ, სწავლა უკვე სექტემბერში დამეწყება. ამას გარდა, კიდევ მაქვს სხვაგან წასვლისა და სწავლის შანსები, თუმცა ჯერჯერობით, ამის თქმისგან თავს შევიკავებ, რადგან ჯერ ყველაფერი არ არის დაზუსტებული. რაც მთავარია, ეს ის არის, რაც მინდა, ისევე როგორც ლონდონში სწავლა. იმედი მაქვს, ორივეს ერთმანეთს შევუთავსებ და ჩემს შემოქმედებას კიდევ უფრო მეტს შევძენ. ძალიან მიხარია, რომ ელ ჯეროს კონცერტს დავესწრები და შევხვდები, კულისებში. გავესაუბრები, ვკითხავ იმას, რაც მე მაინტერესებს. 

– რას ჰკითხავ? უმღერებ კიდეც, თუ ვერ გაბედავ? 

... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1002 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

25 იანვარს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საკუთარ დაბადების დღეს კრწანისში, ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში აღნიშნავს. როგორც თავად ამბობს, იუბილეები არ უყვარს, განსაკუთრებით – მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. 83 წლის ასაკში თავს ისე გრძნობს, რომ არც ჭიქა ღვინის დალევაზე ამბობს უარს, მით უმეტეს, თუ ყველაზე საყვარელი ადამიანების გვერდით არის, რომლებიც კრწანისის მშვიდ და მყუდრო გარემოში მისი ყველაზე სასურველი სტუმრები არიან.

– ბატონო ედუარდ, როგორ ხვდებით საკუთარ დაბადების დღეს, როგორი განწყობა გაქვთ?

– კარგი განწყობა მაქვს. ამას წინათ ცოტა შეუძლოდ ვიყავი, მაგრამ, მალე გამოვკეთდი. ახლა ექიმი რომ დამირეკავს და მკითხულობს, ვეუბნები: მხეცივით ვარ-მეთქი. დაბადების დღესაც ასეთი განწყობით ვხვდები, თუმცა, მაინცდამაინც არ მიყვარს ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა. მოდიან ნათესავები, ახლობლები, შვილები, შვილიშვილები, გაიშლება ხოლმე სუფრა ერთ დიდ ოთახში და არის ერთი ალიაქოთი. სამზადისი არ მიყვარს, თორემ, მერე კი მოვილხენ ხოლმე. ადრეც ასე ვიყავი. 70 წლის რომ გავხდი, ძალით გადამიხადეს დაბადების დღე კახეთში – მე, ნანული და ჩვენი ოჯახის წევრები ვიყავით წინანდალში, მედიკო მეზვრიშვილმა დაგვპატიჟა. ის დაბადების დღე დამამახსოვრდა ყველაზე მეტად. კახეთში ღამით ვიქეიფეთ, კახური ღვინო დავლიეთ, მე ერთი ჭიქა ღვინით შემიძლია, მთელი საღამო გავატარო, მამაჩემიც ასე იყო, სუფრასთან დილიდან მეორე დილამდე იჯდებოდა, მაგრამ მთვრალი არავის უნახავს. მეც ცოტას ვსვამ, ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1020 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ძნელია, ადამიანები აღაფრთოვანო ისე, რომ დიდხანს, ძალიან დიდხანს არ წაშალო კვალი მათი მეხსიერებიდან. ნანა ფაჩუაშვილი თბილისში, თავისი თაობის ადამიანებში ყველაზე ექსტრავაგანტური და თავისუფალი მსახიობი ქალია, რომელსაც საკმაოდ უხერხულ სცენებში თამაშიც კი არ მორიდებია. როგორია მსახიობის განვლილი გზა – ჯაყოს მომხიბვლელ მარგოდან, პამპერსიან დედაკაცამდე მისი დღიურიდან შეიტყობთ. აქვე შეიტყობთ მისი ცხოვრების დიდ სიყვარულზე, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა.

– ყველაზე ძვირფასი პერიოდი, ალბათ, ბავშვობაა, როცა შენზე ზრუნავენ, ყველა თავს გევლება, ყოველი დღე გიხარია და ყოფითი პრობლემების აზრზეც არ ხარ – რა გელოდება წინ. რა ეპიზოდები შემორჩა თქვენს მეხსიერებას იმ წლებიდან?

– ეზოში, მართალია ჩემი თანატოლები, მაგრამ სულ ბიჭები იყვნენ. ამიტომ, გინდა, არ გინდა მათთან ვთამაშობდი. ხშირად მეცვა წითელი შარვალი, ამიტომ შემარქვეს გამადლილა – მაიმუნის სახელი. ერთხელ, ეზოში რაღაცას აშენებდნენ, ფიცრები იყო გადებული. წინ პატარა გუბეც იდგა. 
ველოსიპედით ერთ-ერთ ფიცარზე გავიარე. შუამდე რომ მივედი, ჩატყდა და ტალახში ჩავვარდი. დედა მკაცრი ქალი იყო. შემეშინდა, სახლში ასეთ მდგომარეობაში მისვლა. იქვე, გვერდზე მუშებს ცეცხლი დაენთოთ, მივედი და ცეცხლის გარშემო დავიწყე ტრიალი. ჩემი ჭკუით ტანსაცმელს ვაშრობდი, თან, ისეთი ორთქლი ამდიოდა...
Category: სტატიები | Views: 1532 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ფაქტები, რომელთა დაჯერებაც საკმაოდ ძნელია, მაგრამ ისინი მაინც ფაქტებად რჩება: 

* ბრიტანელმა სოციოლოგებმა დაადგინეს, რომ 47 საათი და 15 წუთი არის მაქსიმალური დრო, რა ხნის განმავლობაშიც ქალს სხვისი საიდუმლოს შენახვა შეუძლია. 

* იაპონიაში 1 000 კაცია დასაქმებული სპეციალურ ფირმაში. მსურველს შეუძლია, ისინი არენდით იქირაოს და საკუთარ ნათესავებად გაასაღოს. იჯარით აყვანილ „მამიკოს" შეუძლია, ბავშვის კრებაზეც კი მივიდეს. 

* ილინიოსის შტატის მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური ბიუსტჰალტერი, რომელიც საჭირო მომენტში მშვენივრად ასრულებს აირწინაღის მაგივრობას. 

* შვეიცარიაში ფერმერები ერთხმად მივიდნენ დასკვნამდე, რომ გაცილებით ბევრს იწველება ძროხა, რომელსაც პატრონის სახელი ჰქვია. 

* „მეტი აღარ შემიძლია!" – წამოიყვირა მუამარ კადაფის თარჯიმანმა, როდესაც კადაფი გაერთიანებული ერების ასამბლეაზე გამოდიოდა. საქმე ის არის, რომ კადაფი 75 წუთი შეუსვენებლად ლაპარაკობდა, თანაც ლოგიკის სრული იგნორირებით და ბურდღუნით. 

* ავსტრიაში ადოლფ ჰიტლერის 39 ნათესავი მოიძებნა. უმრავლესობამ არც კი იცის, ვისი გენის მატარებელია. მათმა წინაპრებმა თავის დროზე გვარი გადაიკეთეს მასში რამდენიმე ასოს შეცვლით. 

* რამდენიმე ინგლისელი თაღლითი 250 მილიონ ფუნტ სტერლინგად ყიდდა სასტუმრო „რიცს" ლონდონში. მოლაპარაკებები საკმაოდ ცნობილ ბიზნესმენთან, კოლინზ ტერენსთან, ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და თანხის ნახევარი დასცინცლე ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1064 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ახალი 2011 წელი ციფრი 4-ის ზეგავლენის ქვეშ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ 2011 წელი იქნება იმედის მომცემი, სტაბილური და მტკიცე კავშირების.

4 – პასუხისმგებელია სხეულებზე, ჯანმრთელობაზე, სამართლიანობასა და სოლიდარობაზე. შეიძლება, სერიოზული ფიქრი ფიზიკისა და ინდუსტრიის განვითარებაზე. ამ წელს საფრთხის ნაკლებობა ყველა სფეროში შესამჩნევია, რადგან 4 ლუწია.

30-50 წელი ის ასაკია, როცა ადამიანები, ფაქტობრივად, ვერ გამოდიან სტრესიდან. სწორედ ამ პერიოდშია ადამიანი ყველაზე აქტიური ემოციურ „ფრონტზე”. ყველაფერზე ფიქრობს და ყველაფერს განიცდის. დარდობს და როცა გეგმები ერევა, პანიკაში ვარდება. 30 წლამდე ცხოვრებას გაცილებით იოლად უყურებ, 50 წელზე ზემოთ კი, ნელ-ნელა ფეხებზე იკიდებ.

როგორც სოციოლოგიურმა გამოკვლევამ ლონდონსა და ამერიკაში (ისინი დამოუკიდებლად აწარმოებენ) აჩვენა, ადამიანი ყველაზე კარგად ბედნიერებას 74 წლის ასაკში განიცდის, მაგრამ ჯერ უნდა მიხვიდე 74 წლამდე.

ამბობენ, მინიმუმ 8 კოცნა სჭირდება დღეში ქალს, რომ თავი მშვიდად და კომფორტულად იგრძნოსო.
Category: სტატიები | Views: 976 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ტანგო მეცხრამეტე საუკუნის პირმშოა და ის ბუენოს-აირესში იშვა. მერე ნელ-ნელა დაიპყრო მთელი არგენტინა, ურუგვაი, კუბა. ეს ქვეყნები დღემდე ექიშპებიან ერთმანეთს და იჩემებენ ტანგოს.

ტანგო იმისთვის შეიქმნა, რომ ქალს თავისი ადგილი სცოდნოდა და ამისგან მაქსიმალური სიამოვნებაც მიეღო. ტანგოში ქალი პარტნიორის, ანუ მამაკაცის გარეშე, ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს. ტანგოში არ არის მიღებული, პარტნიორებმა ერთმანეთს უყურონ, გაუღიმონ ან ილაპარაკონ. მნიშვნელობა მხოლოდ მოძრაობებს აქვს.

ალბათ, ტანგო დიდხანს იქნებოდა „ველური,” არგენტინიდან ევროპაში რომ არ მოხვედრილიყო. მისი ღირსებები პირველად ფრანგებმა შეაფასეს. 1913 წელს ცეკვამ ნიუ-იორკშიც შეაღწია.

სანამ ელიტურ სალონებში ტანგოზე ბოდავდნენ, ცენზურას, როგორც ჩანს, არ ეძინა. პაპმა ბენედიქტე მეთხუთმეტემ ტანგო უღირს, აღვირახსნილ ცეკვად გამოაცხადა და აკრძალა. მის განცხადებაში ნათქვამი იყო – ტანგო დაანგრევს ოჯახებს და მოკლავს კეთილგონიერებასო. პარიზის არქიეპისკოპოსმა ლეონ ადოლფ ამეტმა სწრაფად აუბა მხარი რომის პაპს და მრევლს ამ უზნეობაში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. კაიზერ ვილჰელმ მეორემ ყველას გააგებინა, რომ მამაკაცი, რომელიც ტანგოს იცეკვებდა, შეარცხვენდა მუნდირისა და ერის ღირსებას.

ამ აკრძალვებიდან მაინც არაფერი გამოვიდა. გასული საუკუნის 30-40-იან წლებში, ტანგომ მაინც მოახერხა მატერიკის დაპყრობა და საყოველთაო სიყვარულიც მოიპოვა.

ტანგოს უკვდავსაყოფად ორი მონუმენტია აღმართული. 1998 წელს დაიდგა პატარა ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1023 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ზურა მოსიავა: საკუთარ თავზე არ მიყვარს ლაპარაკი და ამ თემაზე არსად ვსაუბრობ. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან რთული ადამიანი ვარ. შეიძლება, ეს ერთი შეხედვით არც ჩანს, მაგრამ ასეა.

– „ჯეოსტარი" მოძველებული თემაა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან როგორ ფიქრობ, რა მოგცა პირადად, შენ ამ პროექტმა?

– შეიძლება, სხვა კონკურსანტებს გამოცდილების მხრივ, რაიმე მისცა, მაგრამ მე, პირადად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი გამოცდილება არ მოუცია ჩემთვის. სცენაზე მანამდეც ვიდექი და გავიარე არაჩვეულებრივი სკოლა კონსერვატორიაში და ფილარმონიაშიც გამოვდიოდი ხოლმე. შემიძლია ერთადერთი ის ვთქვა, რომ გავხდი ცნობილი, ანუ საზოგადოება მცნობს. გარდა ამისა, მაგრად გავერთე მთელი ამ კონცერტების განმავლობაში და მეგობრებიც შევიძინე, რა თქმა უნდა.

– სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით რას გვეტყვი? რას უნდა ელოდოს მაყურებელი შენგან?

– მაქვს ძალიან დიდი გეგმები. მიწვეული ვარ „სხვა კონცერტზე", იქ გიორგი აფციაურმა მიმიწვია, როგორც მეგობარი, მაგრამ ეს არაფერი. მთავარი მაინც წინაა. უკვე მზად არის რამდენიმე ჩემი კომპოზიცია – ზოგი ჩაწერილია, დანარჩენი აწი ჩაიწერება. თუ შესაძლებლობა იქნა, გამოვა კიდეც კომპაქტდისკი მხოლოდ კომპოზიციებით, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები და გასაგები იქნება. მყავს ჩემი ბენდი და ეს კომპოზიციებიც სწორედ ჩემი გაკეთებულია. სოლო კარიერას რაც შეეხება, არის პროექტები იგივე ოთოსთან, ლევან კბილაშვილთან ერთად და გვაქვს რაღაც გეგმები. არ გამოვრიცხავ, ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 979 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ლინო ვენტურა
არსებობენ მსახიობები, რომლებიც მთელი ცხოვრება კინოში მაგარ ბიჭებს თამაშობენ, ცხოვრებაში კი არაფრით გამოირჩევიან. არსებობენ კომიკოსები, რომლებიც ცხოვრებაში ძალიან მოსაწყენი ადამიანები არიან. მხოლოდ მსახიობების იშვიათი კატეგორიის შემთხვევაში ემთხვევა ეკრანული და ცხოვრებისეული იმიჯი ერთმანეთს. ასეთი მსახიობი გახლდათ ლინო ვავენტურაც.

მაგარი მუშტები 

მთელი მსოფლიო ლინო ვენტურას ფრანგ მსახიობად იცნობს. რეალურად კი ის საფრანგეთის მოქალაქეც კი არ ყოფილა. ლინო იტალიაში, ქალაქ პარმაში, 1919 წლის 14 ივლისს დაიბადა. მამამისი, ჟან ვენტურა, ფეხმძიმე ცოლისგან სხვა ქალთან გაიქცა. მომავალ მსახიობს ანჯელო ბორინის ეძახდნენ. ლინო კი ანჯელინოს შემოკლებული ვერსია გახლდათ, რომლითაც ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო. 

იმ პერიოდში იტალიის სათავეში ფაშისტები იყვნენ და ომისათვის ემზადებოდნენ. ამიტომ დედამ ლინო მეზობელ საფრანგეთში გადაიყვანა საცხოვრებლად. 1941 წელს ოკუპირებულ საფრანგეთში ლინო იტალიის ხელისუფლებამ მოძებნა და ჯარში წაიყვანა. მას იუგოსლავი პარტიზანების წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. მსახიობმა დეზერტირობა არჩია და მომდევნო 3 წლის განმავლობაში საკუთარ ოჯახსაც კი ემალებოდა. 

ეს იყო მოგვიანებით, მანამდე კი, გასული საუკუნის 30–იან წლებში, ლინომ გადაწყვიტა, მოკრივე გამხდარიყო. სპორტის ამ სახეობაში მას სერიოზული მიღწევები ჰქონდა. როდესაც ყველაზე დიდი და მომგებიანი კონ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1202 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ევიტა პერონი
ევიტა პერონზე დღესაც ლეგენდები დადის. მისსა და პოლკოვნიკ ხუან პერონის სიყვარულზე არაერთი რომანი დაიწერა და არაერთი ფილმია გადაღებული. "ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ სამხრეთ–ამერიკული სერიალები საპნის ოპერებია და ცხოვრებაში ასე არ ხდებაო, – წერდა იტალიელი რეჟისორი ფედერიკო ფელინი, – ასეთებს მე ვპასუხობ: წაიკითხეთ პერონისა და ევიტას ისტორია და მერე ასე აღარ ილაპარაკებთ–მეთქი". 

ფელინი მოხიბლული იყო პერონისა და ევიტას სასიყვარულო ისტორიით. დიდ მაესტროს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სურდა, ამის შესახებ ფილმის გადაღება. "ამ ამბის უნიკალურობა ისაა, რომ ყველაფერი ეს სინამდვილეში მოხდა", – ამბობდა ფელინი. 

გაცნობა 

მსახიობი ევა დუარტე განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩეოდა. მას არ მიუღია სპეციალური სამსახიობო განათლება, ამიტომ დიდად გაიოცა, როდესაც მოახსენეს, რომ მისით თავად პოლკოვნიკი ხუან დომინგო პერონი იყო დაინტერესებული. პერონი არგენტინული სამხედრო ელიტის ერთ–ერთი ლიდერი და მმართველი ხუნტის წევრი იყო. პერონი ოფიცერთა ორგანიზაცია გოა–ს დამაარსებელი გახლდათ. ამ ჯგუფმა 1943 წელს შეძლო სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო, თუმცა პერონს ჯერჯერობით შრომის მინისტრის მოკრძალებული თანამდებობა ეკავა. მიუხედავად ამისა, გასაოცარი იყო, რომ ამ რანგის კაცი მეორეხრისხოვანი მსახიობით დაინტერესდა. 

– პოლკოვნიკმა პერონმა შემოგითვალათ, რომ სურს, დღეს, საღამოს რესტორან ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1889 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ჟან რენოჟან რენო ფრანგულ კინოში კლასიკოსადაც ითვლება და ავანგარდისტადაც. მას ერთნაირად კარგად შეუძლია ითამაშოს კინოკლასიკაში და ახალგაზრდა რეჟისორის კინოექსპერიმენტშიც. ის დღეისათვის ყველაზე პოპულარული ფრანგია ამერიკულ კინემატოგრაფიაში. 

ჟან რენოს მშობლები წარმოშობით ესპანელები იყვნენ. როდესაც ესპანეთის ხელისუფლებაში გენერალი ფრანკო მივიდა, ოჯახი იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. ამისათვის იდეალური გარემო მაროკო გახლდათ. სწორედ იქ დაიბადა 1948 წლის 28 ივლისს ხუან მორენო, რომელიც მთელმა მსოფლიომ ჟან რენოს სახელით გაიცნო. 

მაროკო იმ პერიოდში ემიგრანტების იდეალური თავშესაფარი იყო. გარემო, სადაც მომავალი მსახიობი იზრდებოდა, ინტერნაციონალური იყო – ებრაელები, იტალიელები, არაბები, ფრანგები. შესაბამისად, რენომ მათი კულტურა კარგად იცოდა. ერთხელ მომავალმა მსახიობმა კედელზე არაბულად ისეთი შინაარსის წარწერა გააკეთა, რომლის გამოც მაროკოს ხელისუფლებამ მისი ოჯახი ლამის ქვეყნიდან გაასახლა. 

ჟანს მსახიობობა პატარაობიდანვე იზიდავადა. თამაშობდა ფეხბურთს, ხულიგნობდა და ჯიბგირობდა კიდეც, მაგრამ როცა ეკრანზე ახალი ფილმი გამოვიდოდა, კინოთეატრში შესვლას ვერავინ ასწრებდა. 

პირველად სცენაზე 12 წლის ასაკში გამოვიდა, როცა სასკოლო სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. როგორც კი პირველი აპლოდისმენტები დაიმსახურა, მაშინვე გადაწყვიტა, ეს საქმე მთელი ცხოვრება ეკეთებინა. ჟან რენო ჯ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1065 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

მუჰამედ ალიმას დიდებულ შეშლილს ეძახდნენ. არასდროს იხსნებოდა პირველი რაუნდიდან, ჯერ მეტოქის სუსტ წერტილებს ეძებდა, შემდეგ კი ტექნიკურად სწრაფად გზავნიდა ნოკაუტში. თავის ტექნიკას "პეპელას ცეკვას" ეძახდა და ამბობდა: რინგზე მსუბუქად და უჩუმრად ვმოძრაობ, ვიკბინები სწრაფად და ზუსტად, როგორც ფუტკარი. 

* * * 

კასიუს მარსელიუს კლეი, იგივე მუჰამედ ალი – წარსულში ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე და ამჟამად მძიმედ ავადმყოფი. პროფესიულ რინგზე ჩაატარა 61 ბრძოლა, რომელთაგან მოიგო 56, აქედან 37 ნოკაუტით. 

კასიუსი კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. დედა მას ხატვას ასწავლიდა, მამა ცნობილი ამერიკელი პოეტების ლექსებს უკითხავდა და კასიუსსაც კრივთან თითქოს შეხება არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ ერთმა შემთხვევამ სრულიად შეცვალა მისი ცხოვრების წესი. ერთ–ერთ დაბადების დღეზე ყმაწვილის დაჟინებული თხოვნებით თავმობეზრებულმა მშობლებმა კასიუსს ველოსიპედი უყიდეს. ბედნიერი ბიჭუნა მაშინვე სასეირნოდ გაეშურა, ქუჩად მეზობელ ხულიგან ბიჭს გადაეყარა, რომელმაც ველოსიპედი წაართვა. ატირებულმა და თვალჩალურჯებულმა კასიუსმა დახმარება პოლიციელს სთხოვა, რომელმაც უარი უთხრა და ურჩია, ჩხუბი ესწავლა. ბიჭუნა იმედგაცრუებული და მთელ თეთრკანიან სამყაროზე გაბოროტებული იყო. გადაყარა ყველა სათამაშო, თქვა, რომ რომ ხატვა გოგოების, ხოლო ლექსე ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1402 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ბილ გეითსი
ბიზნესმენი და "ბილი და მელინდა გეითსების ფონდის” (Bill & Melinda Gates Foundation (B&MGF)) თანათავმჯდომარე, უილიამ ჰენრი გეითს III, (ინგლ.William Henry Gates III, 1955 წლის 28 ოქტომბერი, ვაშინგტონი, სიეტლი) პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანია ჟურნალ "Forbes” –ის 1996-2007 და 2009 წლების მონაცემებით. 


პოლ ალენთან ერთად დააარსა კორპორაცია "Microsoft” და იყო დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 2008 წელს მან აღნიშნული პოსტი დატოვა.   

ბიოგრაფია 

... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1432 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ჯონ ლენონი(1940 – 1980 წწ.) 

ჯონ ლენონი, დაბადებით ჯონ უინსტონ ლენონი, მოგვიანებით ჯონ უინსტონ ონო ლენონი, (ინგლ. John Winston Ono Lennon. 1940 წლის 9 ოქტომბერი, დიდ ბრიტანეთი, ლივერპული) ბრიტანელი პოპ–ვარსკვლავი, მომღერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი, მწერალი, ჯგუფ „The Beatles "–ის დამფუძნებელი და წევრი, XX საუკუნის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკოსად ითვლება. 

შემოქმედების მიღმა ჯონი პოლიტიკური საქმიანობითაც იყო დაკავებული. თავის შეხედულებებს ის არა მხოლოდ საკუთარ სიმღერებში, ფართო საზოგადოების წინაშე გამოსვლების დროსაც გამოხატავდა. 1960–1970–იან წლებში თანასწორობის, თავისუფლებისა და მსოფლიო მეგობრობის მოქადაგე, ჯონ ლენონი, ჰიპების კუმირი და მსოფლიო საზოგადო მოღვაწე გახდა. 

2002 წელს მედიაკორპორაცია „ბი–ბი–სი"–მ გამოკითხვა ჩაატარა. პროექტის მიზანი ყველა დროის 100 უდიდესი ბრიტანელის გამოვლენა იყო. ლენონმა გამოკითხვის შედეგებით მე–7 ადგილი  ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1100 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

დედა საბიანა (ასათიანი)
დედა საბიანა (ასათიანი), ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ვახტანგ ასათიანის ყოფილი მეუღლეა. მონაზვნობის აღთქმა მან ახალგაზრდა ასაკში დადო. როდესაც 50 წელს მიაღწია, ჩანაფიქრი აისრულა და ერის ცხოვრება დატოვა. მორჩილების პერიოდში საპატრიარქოში იმსახურა. შემდეგ იყო სხვადასხვა მონასტრებში მოღვაწეობის წლები. ახლა თბილისში, ზღვის ტერიტორიაზე, ივერთუბნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარია და ცდილობს, კვლავაც კეთილად იღვაწოს. მეც გულთბილად მიმიღო და საინტერესოდ მესაუბრა. 

დედა საბიანა: 

– ბებიაჩემი, არჯევანიძის ქალი, ძალიან მორწმუნე გახლდათ. 105 წელი ისე იცხოვრა, არც სინათლე დაჰკლებია, არც სმენა, არც აზრი და გონება, არც წელში მოხრილა. სულ მათ ოჯახში იყრიდნენ თავს ეპისკოპოსები, მღვდლები. მას დავყავდი ქუთაისის ეკლესიებში და მაზიარებდა. მისი დამსახურებით, სამღვდელოებისა და ეკლესიის მიმართ მეც დიდი კრძალვა მქონდა. ერთხელ, ბებიაჩემმა რაღაც დღესასწაულზე სკოლა გამაცდენინა და ეკლესიაში საზიარებლად წამიყვანა. დედაჩემი მთელი დღე ეჩხუბა, სკოლა როგორ გააცდენინეო. ბავშვობიდანვე მქონდა ხილვები, ჩვენებები. ბატონების გამო ძალიან ცუდად ვიყავი. დედაჩემი და მამაჩემი კარგად მღეროდნენ, ამიტომ გიტარა სულ გვქონდა ოჯახშ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1491 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ფეი დანაუეი
ქერათმიანი ლამაზმანი მწვანე თვლებით, ფეი დანაუეი, ერთი როლით იქცა გასული საუკუნის 60–იანი წლების სიმბოლოდ, როცა ფილმში "ბონი და კლაიდი" ლეგენდარული მძარცველის, ბონი პარკერის როლი ითამაშა. ამის შემდეგ ქალებისთვის ახალი სტილი დამკვიდრდა მოდაში – მოკლე ქერა თმა, ბერეტი და სიგარეტი. 

"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე იღბლიანი როლი იყო. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც თამაშობ გმირს, რომელიც ცხოვრებაში ბევრ რამეს ცვლის. უამრავ ქალს გაუჩნდა სურვილი, ბონი პარკერს დამსგავსებოდა. 60–იანი წლების ბოლოს ჩემი გმირის გარშემო სრული ისტერია დაიწყო", – იხსენებს მსახიობი ფეი დანაუეი. 

კლაიდის როლის შემსრულებელმა და ფილმის ერთ–ერთმა პროდიუსერმა, უორენ ბიტმა, თავიდან ბონის როლზე ფეი დაიწუნა. მიზეზი სიმსუქნე იყო. გოგონას იმდენად უნდოდა ამ ფილმში თამაში, რომ მოკლე დროში დიეტითა და ფიზიკური დატვირთვით შეძლო იმ ფორმის მიღება, როგორიც უორენ ბიტს სჭირდებოდა. შედეგი ამ წვალებად ღირდა, რადგან 30–იანი წლების ცნობილი განგსტერის მეგობარი ქალის თამაში ფეისათვის ტრამპლინი აღმოჩნდა კინობიზნესში. თუმცა, ოსკარზე წარდგენის მიუხედავად, მსახიობმა ოქროს ქანდაკება მაინც ვერ მიიღო. 

ოსკარი მსახიობმა ათი წლის შემდეგ მიიღო, ფილმისათვის "ტელექსელი", სადაც ფეიმ მმართველი ფემინისტი ქალის როლი ითამაშა. მისი გმირი სენსაციების გამ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1094 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

რობერტ რედფორდი
ფილმში "უხამსი წინადადება" არის ეპიზოდი, როდესაც დემი მურის გმირი 24 საათი ფიქრობს, როგორ მოიქცეს – გაატაროს თუ არა ღამე მილიონ დოლარად მამაკაცთან, რომელსაც რობერტ რედფორდი ასახიერებს. გამოკითხვებით გაირკვა, რომ მილიონზე მეტი ქალი ზუსტად ერთ წუთში დათანხმდებოდა ამ უხამს წინადადებას, ოღონ ღამე რედფორდთან გაეტარებინათ. 

ის თითქმის ყველა თაობის ქალების ყურადღებას იქცევს. ასაკოვანი მანდილოსნებისათვის რობერტ რედფორდი ქერათმიანინ კეპიანი ბიჭია ფილმიდან "აფიორა", შუახნის ქალბატონებისათვის – ბანკების მძარცველი კოვბოის ქუდიანი მამაკაცი ფილმიდან "ბუჩ კესიდი და სანდეს კიდი", შედარებით ახალგაზრდებისათვის – ბრედ პიტის სიმპათიური პარტნიორი ფილმიდან "ჯაშუშური თამაშები", მათვის, ვისაც პოლიტიკა აინტერესებს – ამერიკის დემოკრატიული მოძრაობის გავლენიანი პირი, ხოლო დამოუკიდებელი კინოს მოყვარულებისათვის – ადამიანი, რომელიც ყოველ წელს სანდესში არტ–ჰაუსის კინოსამყაროს იწვევს და ფესტივალს მართავს. ჰოლივუდში არსებობს აფორიზმი – ყოველ ამერიკელს სურს, იყოს რობერტ რედფორდი. 

ჩარლზ რობერტ რედფორდ უმცროსი 1936 წლის 18 აგვისტოს კალიფორნიაში, სანტა მო ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1108 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ფრანსუა ტრიუფოფრანსუა ტრიუფო ფრანგი კინორეჟისორი და მსახიობი, მიმდინარეობა "ახალი ტალღის" წარმომადგენელი გახლდათ. ის მსოფლიო კინოს ისტორიაში შევიდა, როგორც რეჟისორი ფილმებისა "400 დარტყმა", "ველური ბავშვი", "ამერიკული ღამე", "უკანასკნელი მეტრო". მსახიობის ამპლუაში მაყურებელს თავი დაამახსოვრა სტივენ სპილბერგის ფილმით "მესამე ხარისხის ახლო კონტაქტი". 

ფრანსუა ტრიუფო 1932 წლის 6 თებერვალს პარიზში, მარტოხელა დედის ოჯახში დაიბადა. ნამდვილი მამის ვინაობა არც იცოდა. დედამ და მამობილმა, როლანდ ტრიუფომ გაზარდეს. სკოლა 14 წლის ასაკში მიატოვა და მთელ დროს პოეტებისა და შემოქმედი ახალგაზრდების წრეში ატარებდა. მალე ჯარში გაიწვიეს, მაგრამ სამხედრო დისციპლინა მისთვის აუტანელი იყო. თავისუფლებისა და ფანტაზიების სამყაროს მოყვარულმა ფრანსუამ დეზერტირობა არჩია. მას უფროსი მეგობრები დაეხმარნენ და დეზერტირობა დემობილიზაციით შეუცვალეს, როგორც არამდგრადი ხასიათის ადამიანს. 

ჯარიდან თავდახსნილმა ტრიუფომ ფრანგულ გაზეთებში კინოს შესახებ სტატიების წერა დაიწყო. 1951 წელს მისმა მეგობრებმა ჩამოაყალიბეს ჟურნალი "კაიე დიუ სინემა", რომელიც დღესაც ყველაზე ავტორიტეტულ კინოჟურნალად ითვლება. ოთხი წლის შემდეგ კი გადაიღო თავისი პირველი ფილმი "შანტრაპა" – სამეფო კარის ახალგაზრდა წარმომადგენლების ისტორიები. მოგვიანებით ცნობილი რეჟისორი და მსახიობი იტყვის, რომ მთელი ცხოვრება იღებდა ფილმებს ქალისა და მამაკაცის ურ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1964 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

კაცი – ლეგენდა: ვიქტორ სუვოროვი
993 წელს "საქართველოს რესპუბლიკამ" გამოაქვეყნა ნაწყვეტები წიგნიდან "აკვარიუმი". ასე გაიცნო ქართველმა მკითხველმა მსოფლიოში ცნობილი მწერალი ვიქტორ სუვოროვი. 

არჩევანი არ იყო შემთხვევითი 

– ფსევდონიმი სუვოროვი შემთხვევით ავირჩიე. როდესაც გამომცემლობაში პირველი წიგნი მივიტანე, რედაქტორმა მითხრა: თუ გინდათ, რომ კარგად გაიყიდოს, რაიმე ხმაურიანი ფსევდონიმი აირჩიეთო. მეც სუვოროვზე შევჩერდი, – ამბობს მწერალი თავის ერთ–ერთ ინტერვიუში. 

მისი ნამდვილი გვარია ვიქტორ რეზუნი. მამით ის უკრაინელია, დედით კი – რუსი. დაიბადა 1947 წელს, ოფიცრის ოჯახში. მამა ბავშვობიდანვე ზრდიდა მას სპარტანული და საბჭოური სულისკვეთებით. ამან განსაზღვრა კიდეც ვიქტორის ცხოვრებისეული არჩევანი. 

– უკვე 5 წლისამ მტკიცედ ვიცოდი, რომ სამხედრო გავხდებოდი, – იგონებდა ის შემდგომში. 

ვიქტორმა დაამთავრა სუვოროველთა სასწავლებელი. ამ დროს გამოჩნდა მისი დაინტერესება ტექნიკითა და ავანტიურებით. ამან განაპირობა ტანკისა და მახნოსადმი სიყვარული: 

– მახნო, როგორც პიროვნება, ახალგაზრდობიდანვე მიზიდავდა. გადავიკითხე სსრკ–ში გამოცემული მთელი ლიტერატურა ამ კაცის შესახებ. განსაკუთრებით მიზიდავდა თვითმხილველთა მონათხრობი ამ მართლაც საოცარ კაცზე, – ამბობს სუვოროვ–რეზუნი. 

მახნოსადმი ინტერესი მას მოწიფულ ასაკშიც შერჩა. ეს მის წიგნებშიც აისახა.& ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1282 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011


ლაიზა მინელიგასული საუკუნის 40–50–იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯუდი გარლენდის ქალიშვილს ცხოვრებაში სხვა ინტერესი, კინოსა და სცენის გარდა, არც არაფერი ჰქონია. პატარაობიდანვე იცოდა, რომ ცხოვრებაში ისეთ რამეს მოჰკიდებდა ხელს, რაც საშუალებას მისცემდა, დედის მსგავსად პოპულარული გამხდარიყო. მან ეს შეძლო და დედას აჯობა კიდეც. ლაიზა მინელიმ დაიპყრო კინოსა და მუსიკის მოყვარულების გულები. 

ლაიზა 1946 წლის 12 მარტს დაიბადა. მამამისი ცნობილი რეჟისორი ვინსენტ მინელი გახლდათ, რომელიც ცნობილი იყო თავისი მიუზკლებით. მის მიერ გადაღებულმა ფილმებმა "ამერიკელი პარიზში" და "ჟიჟი" ოსკარები მიიღო. ლაიზა 4 წლის იყო, როდესაც მყარი ოჯახის ილუზია დაენგრა. მისი მშობლები გაშორდნენ. ამის შემდეგ ჯუდი გარლენდის კარიერა დაღმა დაეშვა. დედამ გადაწყვიტა, ქალიშვილის მომავალზე სათანადოდ ეზრუნა, ამიტომ ფრედ ასტერთან ცეკვის გაკვეთილებზე შეიყვანა. მალე ჯუდი მეორედ გათხოვდა, მაგრამ ეს ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა. მარტოდდარჩენილი გარლენდი ვერ შეეგუა არავარსკვლავურად ცხოვრებას და ფულის ეკონომიას. დედა–შვილს ფინანსური პრობლემები ხშირად ჰქონდათ. სასტუმროებიდანაც კი იპარებოდნენ, რათა ფული არ გადაეხადათ. ერთ დროს მაღალი წრის ოჯახი მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდა. 20 წლის განმავლობ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1197 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

დიუკ ელინგტონი ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ჯაზის ისტორიაში და, ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, სრულიად ამერიკულ სამყაროში – საუბარია ამერიკელ კომპოზიტორსა და პიანისტზე, დიუკ ელინგტონზე. როცა გარდაიცვალა, იგი კიდევ უფრო დააფასეს, რადგან მისი მუსიკის თემატური ვარიაციები ბესტსელერებად იქცა. 

მუსიკოსი თავის სტილსა და ხმოვანებას ჯაზის ნაცვლად ამერიკულ ხმოვანებას უწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ ელინგტონის თანაგუნდელების დიდი ნაწილი დამოუკიდებლადაც თვალსაჩინონი იყვნენ, სწორედ დიუკის დამსახურება იყო მათი წარმოჩენა ჯაზის ისტორიაში ყველაზე განთქმულ საორკესტრო გუნდში. 

ედვარდ კენედი ელინგტონი, მოგვიანებით დიუკ ელინგტონი, 1899 წლის 29 აპრილს ამერიკაში, კერძოდ კი ვაშინგტონში, საშუალო შეძლების ოჯახში დაიბადა. მამა – ედვარდ ელინგტონი თეთრ სახლში მსახურთუფროსად მუშაობდა, დედა – ლეისი კენედი კი მუსიკის მასწავლებელი გახლდათ. ამგვარად, ბიჭს მუსიკალური ნიჭი, რომელიც ბავშვობიდანვე გამოავლინა, დედისგან ერგო მემკვიდრეობით. 

ედვარდს დედა განსაკუთრებით უყვარდა და თითოეულ მის რჩევა–დარიგებას დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით ეკიდებოდა. "დედაჩემი ძალიან ლამაზი და დახვეწილი ქალი იყო, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი მამაზე", – იხსენებდა მუსიკოსი. 

1906 წელს ელინგტონი სკოლის პარალელურად ფორტეპიანოს კლასშიც შეიყვანეს. მანამდე 5 წლის ბიჭუნა ქალაქის ტაძრის გუნდში მიაბარეს, რად ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1178 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

თომას მორითომას მორი ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელსაც სიკვდილის წუთებშიც კი იუმორის გრძნობამ არ უღალატა. მსოფლიოს უდიდესი ჰუმანისტის შესახებ გვესაუბრება იურისტი სოლომონ თეზელაშვილი 



სოლომონ თეზელაშვილი: 

– ინგლისელი მოაზროვნე, მწერალი, მოგვიანებით წამებულად აღიარებული თომას მორი (1478–1535) დაიბადა შეძლებული ლონდონელი იურისტის ოჯახში. მამამისი, ჯონ მორი, სამეფო სასამართლოს წევრი იყო. მორის ოჯახი ნაკლებად ცნობილი, მაგრამ პატიოსანი გვარის იყო. იგი დაიბადა ედუარდ |V–ის მეფობის მე–17 წელს, 1478 წლის 7 თებერვალს, მირქმის დღესასწაულის დღეს. განათლება მიიღო წმინდა ანტონიუსის გრამატიკულ სკოლაში, რომელიც ერთ–ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა მთელ ინგლისში. იმდროინდელი ჩვეულების თანახმად, 12–14 წლის ვაჟებს პაჟებად გზავნიდნენ რომელიმე დიდებულის ოჯახში. ჯონ მორმა თავისი ვაჟი მიაბარა ლამშერტის სასახლეში კენტერბერის არქიეპისკოპოსს, ხოლო შემდგომ კარდინალ ჯონ მორტონს. მოგვიანებით, მისი რჩევითა და რეკომენდაციით, მორი ოქსფორდის უნივერსიტეტში შევიდა. 

– თომას მორს მეფეები არ სწყალობდნენ. რა იყო ამის მიზეზი? 

– 1504 წელს, როცა მორი მხოლოდ 27 წლის იყო, პარლამენტში თემთა პალატის წევრად აირჩიეს. ეს ჰენრი V||–ის მეფობის პერიოდში უკანასკნელი პარლამენტი იყო. იმავე წელს მეფემ თემთა პალ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1081 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ლუი დე ფიუნესილუი დე ფიუნესი მსოფლიო კომიკოსად ითვლება. ის საბჭოთა კავშირში ყველაზე ცნობილი უცხოელი იყო. მისი კომედიები ეკრანებზე რომ გასულიყო, საბჭოთა ხელისუფლება დასავლეთთან გარკვეულ დათმობებზეც კი მიდიოდა. თავად ლუის კი 44 წელი და 75 ფილმი დასჭირდა იმისათვის, რომ რეჟისორების და მაყურებლის აღიარება მოეპოვებინა. მისი ნიჭის კარგა ხანს არავის სჯეროდა. 

კარლოს ლუი დე ფიუნესი დე გალარზა 1914 წლის 31 ივლისს პარიზის გარეუბანში დაიბადა. მადამ დე ფიუნესი სახლშიც და უბანშიც ძალიან ცნობილ და ავტორიტეტულ ქალად ითვლებოდა. მისი ქმარი კარლოსი კი, რომელიც საიუველირო მაღაზიაში მუშაობდა, მთელი უბნის ქალების გულთამპყრობელი გახლდათ. 

სკოლაში ლუიმ ზუსტი მეცნიერებების მიმართ საოცარი უნიჭობა გამოავლინა. ყველაზე კარგად მასწავლებლის ზურგსუკან მაიმუნობა გამოსდიოდა. ერთხელ ის და სკოლის მეგობარი ზოროს სცენებს დგამდნენ და ლუი იმდენად შევიდა როლში, რომ მეგობარი ლამის დაახრჩო. ამის შემდეგ დედამისმა გადაწყვიტა, შვილი საფუძვლიანად დაეტვირთა და სამუშაო მოუძებნა. 

მომავალი კომიკოსი უამრავ ადგილზე მუშაობდა – ტვირთის გადამზიდად, ვიტრინების გამფორმებლად, რძის დამტარებლად, ფეხსაცმელების მწმენდავად... მას არასოდეს დაავიწყდება ის შეურაცხყოფა, რაც სამხედრო კომისარიატში მიაყენეს. სამხედრო სავალდებულო სამსახურში იმის გამო დაიწუნეს, რომ მხოლოდ 164 სმ სიმაღლის იყო და 55 კილოგრამს იწონიდა. მაშინ ლუი ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1242 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ლაშა ღლონტი საოპერაციოში პაციენტებს ამღერებდა
წარმატებული ქირურგის ლაშა ღლონტისთვის სიმღერა ჯერ ჰობი იყო, მერე კი სიტუაცია შეიცვალა. ლანცეტი გვერდზე გადადო და მიკროფონს მოჰკიდა ხელი. ბოლოდროინდელი მის მიერ შესრულებული სიმღერა "მონატრებიხარ ფიქრებს" ჰიტად იქცა. ტკბილ სევდანარევი სიმღერა მომღერალ დათო არჩვაძეს ეკუთვნის და, როგორც ამბობენ, ავტობიოგრაფიულია. ავტორმა ამ სიმღერით თავისი ემოციები და მონატრება გადმოსცა. 

ბათუმში დაბადებულმა ლაშა ღლონტმა სიყვარული თბილისში იპოვა, თუმცა მისი რჩეულიც ბათუმელი აღმოჩნდა. აღიარებს, რომ სამაგალითო მეოჯახე არ არის, ყოფითი პრობლემები მთლიანად ცოლს გადააბარა. ჰყავთ ერთი ქალიშვილი, რომელიც მღერის და თავის მომავალს ქართულ ესტრადაზე ხედავს. 

– ქირურგი, რომელიც მომღერლად იქცა – ბატონო ლაშა, გვიამბეთ ეს გზა როგორ გაიარეთ. 

– მუსიკა ჩემთვის ჰობი იყო, ახლა კი მთელი ჩემი ცხოვრება მოიცვა. ამჟამად კვარტეტ "ალილოს" ხელმძღვანელი ვარ, სადაც გურამ თამაზაშვილის წყალობით მოვხვდი. "ქართული ხმების" წევრებთან დიდი მეგობრობა მაკავშირებდა. მათ ხელი შემიწყვეს, რომ სცენაზე გავსულიყავი. პროფესიით ქირურგი ვარ, მაგრამ დრომ მოიტანა და ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარად აეწყო. როცა ვიგრძენი, რომ ჩემი სიმღერა ხალხს სიამოვნებას ანიჭებდა, მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ჰობის დონეზე ა ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1406 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ოჯახური ცხოვრების 13 წლის შემდეგაც ყოფილი მოდელი ნინო ცქიტიშვილი სიგიჟემდეა შეყვარებული თავის ქმარზე, ასევე ყოფილ კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილზე, რომელმაც სპორტიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა. ვატო ძველებურად ანებივრებს საყვარელ ქალს ყურადღებით და მის გარეშე სახლში ყოფნა არ უყვარს. ნინო კი ყოველდღე ეპრანჭება ქმარს, ცდილობს, მისთვის გალამაზდეს და ყოველთვის სასურველი იყოს. დაგვეთანხმებით, ასეთი ოჯახური ურთიერთობები ჩვენს რეალობაში სულ უფრო იშვიათი ხდება. 

მათ სამი შვილი ეზრდებათ – ორი გოგონა და ერთი ბიჭი. ნინოს უნდა, ქალიშვილები ისეთივე დიასახლისები იყვნენ, როგორიც თავად ის დედამისმა გაზარდა. 18 წლის ასაკში, როდესაც ნინო გათხოვდა, ყველანაირი ოჯახური საქმე უკვე კარგად იცოდა. 

თავისი 13 წლიანი ბედნიერი ოჯახის საიდუმლოზე ნინო ცქიტიშვილი "სარკეს" ესაუბრება. 

– 13 წლის წინ, როდესაც ოჯახს ქმნიდით, როგორ მომავალზე ოცნებობდით, არის თუ არა დღევანდელი თქვენი ოჯახი ისეთი, როგორიც გინდოდათ, ყოფილიყო? 

– იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის მეოჯახე ბავშვი ვიყავი, სულ ვიცოდი, რომ კარგი ოჯახი მექნებოდა. დედაჩემი მეოჯახე ქალად მზრდიდა, მასწავლიდა ყველაფერს, რაც კი ქალს გათხოვების შემდეგ გამოადგება. 18 წლისამ უკვე ყველაფერი ვიცოდი, რაც ქალმა უნდა იცოდეს. მინდოდა, ისეთი ოჯახი მქონოდა, სადაც ყველაფრის გ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1322 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ჭოლას ქალიშვილის თაყვანისმცემლების გაცნობა არ სურს
ცნობილი თეატრალური წყვილი, რეჟისორი ჭოლა (ლევან წულაძე) და მსახიობი მანანა კოზაკოვა, ერთადერთი ქალიშვილის, 15 წლის თინათინის მშობლები არიან და გოგონა, რა თქმა უნდა, დედ–მამის ნებიერაა. მამასთან ყველა თემაზე შეუძლია ლაპარაკი, გარდა ერთისა – ბიჭები. ეს ჭოლასთვის იმდენად მტკივნეული თემაა, რომ თინათინის თაყვანისმცემლების გაგონებაც არ სურს. როგორც მამების უმრავლესობა, შვილის საუკეთესო თვისებებს თვითონ მიიწერს, ხოლო რაც არ მოსწონს, ცოლს აბრალებს. როგორც აღმოჩნდა, მანანა ამას უკვე მიეჩვია და ქმარს აღარც ეკამათება. 

რეჟისორ მამას ქალიშვილი თეატრის მკაცრი სამყაროსთვის არ ემეტება. მისი აუხდენელი ოცნებაა გოგონამ კვანტური ფიზიკა შეისწავლოს. თინათინს კი ის ვერ გაუგია, რატომ არ სჭირდება მამამისს მობილური ტელეფონი და რატომ არ მოსწონს ინტერნეტით მიმოწერა... 

– თინათინ, როგორია ისეთი ჭოლა, რომელსაც ხალხი არ იცნობს? 

თინათინი: მამა ყველგან ისეთია, როგორიც სინამდვილეშია. ხანდახან, როცა ხასიათზე არ არის, ამას არ გამოხატავს. თუ სახლში მივედით და ჩუმად, თავისთვის ზის, ტელევიზორს უყურებს, ხმას არ გვცემს, ვხვდებით, რომ მნიშვნელოვან რაღაცაზე ფიქრობს და ახლოს არ უნდა გავეკაროთ. საერთოდ კი ძალიან მხიარული ადამიანია. 

მშობლებში გამიმართლა. ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1443 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

თამრიკო ჭოხონელიძის ბედნიერება საყვარელი მამაკაცის გარეშე
ცნობილი წყვილის, მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის და მსახიობ გია როინიშვილის სიყვარულის ისტორია 22 წლის წინ დაიწყო და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. სავსე და საინტერესო თანაცხოვრების წლები განვლეს, მაგრამ განხეთქილების ვაშლი მათ ოჯახშიც შეგორდა. საზოგადოებაში დრო და დრო ვრცელდებოდა არასასიამოვნო ხმები, რომელთაც თამრიკო თავგამოდებით უარყოფდა. ჭორები ქმრის ღალატის შესახებ, ინტრიგები, გაბზარული გული, დაძაბულობა, უთანხმოება... საბოლოოდ კი ოჯახი დაინგრა. დიდიხნის წინ ლამაზად დაწყებული ურთიერთობა ოფიციალურად ორი წლის წინ დასრულდა. 

თამრიკომ ერთ–ერთ ტოქ შოუში საზოგადოების წინაშე თავისი ოჯახის რღვევის მიზეზებზე გულწრფელად ილაპარაკა და კატეგორიული განცხადებაც გააკეთა, ჟურნალისტებს ვთხოვ, ამ თემაზე არ გამომეხმაურონო. მის გამოსვლას რეზონანსი მართლაც მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. მას ბევრი დაუკავშირდა და სთხოვა, კვლავ ესაუბრა ამ თემაზე, ვინაიდან მისმა პასუხებმა ისინი საკუთარ ცხოვრებაზე დააფიქრა. ამიტომ "სარკის" შეთავაზებაზე, მის პირად ცხოვრებაში სამწუხარო გამოცდილებას შევხებოდით, თამრიკო თავშეკავებით, მაგრამ მაინც დაგვთანხმდა. 

"შეიძლება, ვიღაცას გაუკვირდეს, რატომ ვპასუხობ ამდენ კითხვას პირად ცხოვრებაზე, მაგრამ ამით იმ ადამიანებს ვეხმაურები, ვინც თხოვნით ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1263 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ლედი გაგას კონკურენციას არ გავუწევ

63 წლის ბრიტანელმა პოპ მუსიკოსმა ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ ესტრადიდან მიდის. უფრო მეტიც - ვარსკვლავი პოპსიმღერებსაც აღარ დაწერს, რადგან არანაირი სურვილი არ აქვს გამოჩნდეს მუსიკალურ არხებზე და კონკურენცია გაუწიოს ისეთ მომღერალს, როგორიც ლედი გაგაა. თუმცა მომღერალი არ გამორიცხავს, რომ მუსიკის არანორმალურმა სიყვარულმა იგი მუსიკასთან მაინც დააბრუნოს.

 ელტონ ჯონი ირწმუნება, რომ აღარასოდეს იმუშავებს პოპში. თუკი მას თავისი შინაგანი მუსიკალური ენერგია მოსვენებას არ მისცემს, მსმენელისთვის ელტონი მხოლოდ სოულს ან ქანთრის იმღერებს. თავისი კარიერის განმავლობაში ჯონმა 50 სიმღერა დაწერა, რომლებიც მსოფლიო ჩარტების ტოპ ორმოცეულში შევიდა. მისი ალბომები 250 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

 - უკვე 63 წლის ვარ. ჩემს ასაკში ძალიან რთულია დაწერო კარგი როკ ან პოპ სიმღერები. 25 წლის რომ ვიყო, ამას სიამოვნებით და უმარტივესად გავაკეთებდი, ახლა კი ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ძნელია, - განაცხადა მომღერალმა.

მომავალში ელტონ ჯონი არ გამორიცხავს მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ პოპკონცერტებში, მაგრამ სოლო ნომრებს ამ ჟანრში იგი აღარ დაწერს.

ბოლო ალბომი ელტონმა 2010 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოუშვა. სტუდიურ ალბომზე მომღერალმა ამერიკელ მუსიკოსთნ ლეონ რასელთან ერთად იმუშავა, რომელიც ქანთრის, ბლუზისა და ფოლკლორის ჟანრებში მუშაობს. ელტონ ჯონის განცხ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 991 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

თითქოს, ვიღაცის ჯინაზე ვხდებოდი მღვდელი. ეროვნული მოძრაობა ახალი დაწყებული იყო, ეკლესიის მიმართ დიდი წინააღმდეგობა რომ არსებობდა, ვფიქრობდი, აი, ჩავიცვამ სამღვდელო ჩოხას და მაგათ ვაჩვენებ სეირს–თქო. ასეთი ჯიბრული დამოკიდებულება მქონდა. მერე დავინახე, არც ისე უძლეველი ვყოფილვარ ბევრ რამეში", – ასე იხსენებს საეკლესიო მოღვაწეობის დასაწყისს ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, იაკობ აბაშიძე. სამღვდელო მსახურებაში უკვე 15–წლიანი გამოცდილება აქვს. მრავალ სიკეთესთან ერთად, ის გულწრფელი მოსაუბრეცაა. ვფიქრობ, დღევანდელი ინტერვიუც საინტერესო გამოვიდა. 



– მამა იაკობ, რამდენი წელია, რაც ეკლესიის წიაღში მსახურობთ და როგორ გახსენდებათ ღვთისმსახურების პირველი ეტაპი? 

– უკვე 15 წელია, რაც ღვთისმსახური ვარ. რა თქმა უნდა, ახალი ნაკურთხი მღვდელი ბეწვის ხიდზე გადიხარ, გამოუცდელობის გამო, შიშობ, ცოდვაში არ ჩავარდე, ან რაიმე არასწორი არ ასწავლო მრევლს. ამ მხრივ, სიფრთხილე მახასიათებდა. ერთი ფაქტია, ძალიან მძიმე საქმეს შევეჭიდე, რაც მოგვიანებით ვიგრძენი. დედა მეხვეწებოდა, რომ რიგითი მორწმუნე ვყოფილიყავი და არ ამეღო მღვდლის დიდი ტვირთი. მაშინ ეს შემოთავაზება მე უფლისგან შემოთავაზებულივით მივიღე და ამიტომ ამ ნაბიჯს ვერ ვუღალატე, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეც მეწინააღმდეგებოდა და ამის გამო ო ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1527 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

განსაცდელში ნაპოვნი რწმენა
ნდივიდუალური ხელწერით გამორჩეული "დვალების ხატები" ცნობილია არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებგარეთაც. ისინი იერუსალიმისა და ბეთლემის სამლოცველოებს, ამერიკის და საბერძნეთის პატრიარქთა საცხოვრისს, ასევე ბევრი უცხოელი პოლიტიკოსის სახატესაც ამშვენებს. 

ხატმწერები მერაბ დვალი და მისი მეუღლე, ლალი გოჩიტაშვილი, პროფესიით ინფორმატიკოსები არიან. ოციოდე წლის წინ კი მათში შემოქმედებითმა ნიჭმა გაიღვიძა, ზედმიწევნით შეისწავლეს ქართული ჭედური ხელოვნება და თავიანთი სტილი შექმნეს, მათი ნამუშევრები ოქრო–ვერცხლით და ძვირფასი თვლებითაა მოჭედილი, სინატიფით გამოირჩევა. მათ უკვე მიმდევრებიც გამოუჩნდნენ. 

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე განსაკუთრებით პატივსაცემ სტუმარს ხშირად სწორედ ამ ხატებს ჩუქნის. 

ლალის და მერაბის ოჯახი 30 წლის წინ შეიქმნა. კურსელები იყვნენ, სიყვარულით შეუღლდნენ და ჰარმონიული ოჯახი შექმნეს. ჰყავთ ხუთი შვილი: თამარი, თორნიკე, ნიკოლოზი, გიორგი და ეკატერინე. მათგან უფროსი 24 წლისაა, ხოლო უმცროსი – 3–ის. 20 წლის წინ ეს ღვთივსათნო ოჯახური წყვილი რწმენამდე განსაცდელმა მიიყვანა. 

ლალი გოჩიტაშვილი: 

– ჩემს მამიდაშვილს, ჩვენთვის უსაყვარლეს და არაჩვეულებრივ, გამორჩეულ ადამიანს, 33 წლის ასაკში მოულოდნელად დაემართა ინსულტი. რამდენიმე დღ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1712 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ქრისტიანული მორალის საფუძველი სიყვარულია
"მონასტრული ცხოვრებისადმი დიდი ინტერესი ბავშვობიდანვე მქონდა. სხვადასხვა მონასტრებში დავდიოდი და მომწონდა კიდეც იქაური ცხოვრება. მუდმივ ძიებაში ვიყავი. ვფიქრობდი, რა გზასაც ავირჩევდი, რამდენად შევძლებდი მის ტვირთვას. ღვთის მადლით, გავაკეთე არჩევანი და ამ არჩევანში ბედნიერი ვარ. ჩვენს ცხოვრებას განსაცდელი ყოველთვის თან სდევს. მთავარია, ცხოვრების წესით უფლის ნებას დაეთანხმო და მის ნებას გაჰყვე. ყოველი განვლილი დღე გამოცდილებაა და ვსწავლობთ, ღვთის ნებით, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ", – აღნიშნავს "გუმბათთან" საუბარში ახალგაზრდა მღვდელ–მონაზონი აბო (ჩაჩუა). 



– ახლა რომელ მონასტერში მსახურობთ, მამაო? 

– ახლა, სოფელ გლდანის ძველ სასაფლაოზე მდებარე წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მამათა მონასტერში ვმსახურობ, რომელიც მე–6–8 საუკუნეებში გახლავთ აგებული. ამჟამად იქ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ტაძარი სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა, მას გადაკეთების კვალიც ამჩნევია, შეცვლილია მთავარი ეკლესიის "კარნიზი", ძირითადი ცვლილებები მე–19 საუკუნეს მიეკუთვნება. მონასტრის ტერიტორიაზე არის როგორც სასულიერო, ისე საერო პირთა სასაფლაოები. 

– ახლა, სულიერ საკითხებზე ვისაუბროთ. გვესაუბრეთ ჭეშმარიტი სიყვარულის შესახებ, დღეს, მის არსს, ხშირად, არას ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1248 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ღვთისმსახურები მართლმადიდებელ მრევლს მოუწოდებენ, რომ ეკლესიური ცხოვრების დაწყება არასოდეს არის გვიან, უფლის სახლის კარი ყველა ასაკის ადამიანებისთვის არის ღია. თუმცა კარგია, როცა ეკლესიურ ცხოვრებას ადამიანი ბავშვობიდან ეცნობა, მონაწილეობს აღსარების საიდუმლოში, იღებს ზიარებას – ქრისტეს სისხლსა და ხორცს. მართლმადიდებელი მოძღვრები მორწმუნეებს ურჩევენ, ბავშვები თავიდანვე მიაჩვიონ ქრისტიანულ წესებს, ლოცვებს, უკითხონ ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან, ასწავლონ მოწყალების გაღება მოყვასისთვის, მღვდლებისგან კურთხევის აღება და ა.შ. ამ თემაზე "სარკეს" წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) ესაუბრა.

– მამაო, ცოდვად გვეთვლება, როცა მოუცლელობის გამო მხოლოდ დილა–საღამოს მოკლე ლოცვებს ვკითხულობთ? 

– ლოცვა ადამიანის სულიერი ცხოვრების საზომი და საწინდარია. უფალი ძალას გვაძლევს, რომ ვილოცოთ. როცა ლოცვისა და ცხოვრების ერთობა ინგრევა, აღარ შეგვიძლია, უფალს მივმართოთ. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, ვცხოვრობთ კი ისე, რომ ლოცვის ძალა გვქონდეს? არის თუ არა ლოცვის შემოკლება ცოდვა? მე ასე გიპასუხებთ: ეს არის არა იმდენად ცოდვა, რამდენადაც ცოდვის შედეგი და შემდგომი დაცემის წინაპირობა. ხშირად ამისათვის მცირეოდენი დაუდევრობაც კი საკმარისი ხდება. ადამიანები მიზეზებზე უნდა დავფიქრდეთ. საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვები, ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1031 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

მთის ხელსაქმე იკარგება
16 იანვარს, ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში არსებულ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, დეკანოზ თავმას ჩოხელის ინიციატივით, გუდამაყრული საღამო გაიმართა. საოცრად თბილი იყო მთიელი და ბარელი გუდამაყრელების შეხვედრა. მთის მონატრება და სიყვარული ერთმანეთს შენაცვლებულ ლექსსა და სიმღერაში გაჟღერდა. იყო პრობლემებზე საუბარიც. სწორედ იმ საღამოზე გავიცანი ჭეშმარიტად ღვთისნიერი მოძღვარი, დეკანოზი ზაქარია მგელაშვილი, რომელსაც რამდენიმე დღის შემდეგ ინტერვიუ ჩამოვართვი. მამა ზაქარიამ აღნიშნა, რომ ხშირად უნდა ეწყობოდეს მსგავსი შეხვედრები, რათა მთიდან წამოსული ადამიანებიც გააქტიურდნენ და წვლილი შეიტანონ მშობლიურ მხარეთა აღორძინების საქმეში. 



– მამა ზაქარია, რამდენია ხანია, რაც მთაში მოღვაწეობთ? 

– დუშეთისა და წილკნის მიტროპოლიტ ზოსიმეს (შიოშვილი) ხელდასხმით, რომელთანაც 10 თვე დიაკვნად ვიმსახურე, 2008 წლის 7 ივლისიდან დადგენილი ვარ ფასანაურის წმიდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვრად. ასევე მავალია ციხიძირისა და ჭართლის ეკლესიებში მსახურებაც, სადაც წირვებს შუა კვირაში ვატარებ. ციხისძირში წმიდა გიორგისა და ჭართალში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრებია, რადგან ფასანაურთან ახლოსაა, გუდამაყრის ხეობაში მსახურებაც მე დამავალა მეუფემ. 

– მ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1347 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

თბილისში ბოულინგის აღორძინება მასმედიის თასით დაიწყო
თბილისში ბოულინგის მოყვარულები გამოცოცხლდნენ. რამდენიმე წლის განმავლობაში ეს სპორტი მივიწყებული გახლდათ მისი სათამაშო კლუბის დახურვის გამო, ახლა კი "თბილისი ცენტრალში" გახსნილმა ბოულინგის ცენტრმა ეს სპორტი ააღორძინა და ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში პირველი ტურნირი მასმედიის თასზე ჩაატარა. 

ჩემპიონატი ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჟურნალისტთა გუნდები თავგამოდებით ცდილობდნენ საპრიზო ადგილების დაკავებას. პრესის, რადიოსა და ტელევიზიის წარმომადგენლები სპორტულმა აზარტმა შეიპყრო. გუნდური ასპარეზობის პირველ დღეს ტელეკომპანიები შეეჯიბრნენ ერთმანეთს, მეორე დღეს პრესის წარმომადგენლებში გამოვლინდნენ სუპერფინალის მოთამაშეები და მესამე დღეს – რადიოებიდან. 

სუპერფინალი მეოთხე დღეს, 3 დეკემბერს გაიმართა. მასმედიის თასის მფლობელი გაზეთი "24 საათი" გახდა, მეორე ადგილზე "რადიოქალაქი" გავიდა. მესამე ადგილი ჟურნალ "სარკეს" ხვდა წილად. გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზებით "ბოულინგ ცენტრალმა" და "გოუ ელექტრონიქსმა" დააჯილდოვეს. 

ტურნირის ბოლოს ჟურნალისტებმა დათქვეს, რომ ბოულინგის ფანკლუბში გაწევრიანდებიან. მათი აზრით, ბოულინგი ყველაზე კარგი განტვირთვის საშუალებაა დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ. მართლაც, ვისაც ეს თამაში ერთხელ მაინც მოუსინჯავს, მისგან მიღებული სიამოვნება არასოდეს დაავიწყდება. ასე რომ, თბილი ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1083 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ნინო კურატაშვილი კვლავ მშობლიურ ტელევიზიას – პირველ არხს დაუბრუნდა. ჯერ დილის გადაცემა "ალიონი" მიჰყავდა, მერე საინფორმაციო გადაცემა "მოამბე", რასაც მოჰყვა ექვსწლიანი პაუზა, ახლა ის გადაცემა "სამოთხის ვაშლების" ერთ–ერთი წამყვანია. 

– ნინო, რით ახსნით ამდენი წლის პაუზას? 

– იმით, რომ ჩემი გოგონა მარიამი პატარა იყო და მასთან უნდა ვყოფილიყავი. ვერ წარმომედგინა, ის დრო, რასაც ტელევიზიაში ვატარებდი, შვილისთვის არ მომეხმარა, ამიტომ მუშაობას თავი დავანებე და მთელი ყურადღება შვილს დავუთმე. საინფორმაციოში ისეთი რეჟიმი იყო, რომ მთელი დღე სამსახურს ვუთმობდი. გადავწყვიტე, რომ ის პერიოდი ოჯახისთვის დამეთმო. 

– ახლა აღარ გიჭირთ მარიამთან განშორება? 

– არა. წამოიზარდა და საბავშვო ბაღში დადის. ოჯახში საქმეები გადავინაწილეთ, დილით მარიამი საბავშვო ბაღში მიდის, მე და ჩემი მეუღლე – სამსახურში. 

– ეს გადაცემა დიდ დროს არ ითხოვს? 

– არა. ეს რეჟიმი ძალიან მაწყობს, იმიტომ, რომ მთელი ჩემი დრო სამსახურს არ მიაქვს. 

– როგორც ცნობილია, თქვენ ბიზნესმენობაც გადაწყვიტეთ? 

– დიახ, მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით პიარკომპანია "სმარტ ფენსილს". სულ მქონდა მოთხოვნილება, რომ ჩემი საქმე მეკეთებინა. სანამ საქმე ავაწყვეთ, მანამდე ტელევიზიაშიც და ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1430 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ნანიკო ხაზარაძეს მოგზაურობა ძალიან უყვარს და როგორც ახერხებს, იმ ინტენსივობით მოგზაურობს. უცხო ქვეყანაში ადაპტაცია, იქაურ გარემოსა და სამზარეულოსთან შეგუება არ უჭირს. ორიენტაციის კარგი უნარი აქვს და ადგილებსა და ქუჩებსაც ადვილად იმახსოვრებს. ახლა, გადაღლილი გრაფიკის გამო, დასვენება განსაკუთრებით უნდა და თანახმაა, ნებისმიერ ადგილას დაისვენოს, თუნდაც საქართველოში. მიუხედავად მოგზაურობის მიმართ დიდი სიყვარულისა, ნანიკოს ფრენის ეშინია და თვითმფრინავში ყოველთვის დამამშვიდებელ წამლებს სვამს. "გუმბათი" ნანიკო ხაზარაძეს "დღის შოუს" სტუდიაში ესტუმრა და მოგზაურობაზე ესაუბრა. 



– ნანიკო, მოგზაურობა გიყვართ? 

– კი, ძალიან მიყვარს და როდესაც საშუალება მაქვს, აუცილებლად მივდივარ სამოგზაუროდ. მნიშვნელობა არა აქვს, სად წავალ, მთავარია, წავიდე და ცოტა ხანი დავისვენო. რაც მთავარია, ამ დროს აუცილებლად მარტო უნდა ვიყო. მეტი საშუალება რომ მქონდეს, სულ მოგზაურობებში ვიქნებოდი. ვამბობ ხოლმე, ფული რომ მქონდეს და არ ვმუშაობდე, ერთი ქვეყნიდან მეორეში დიდი სიამოვნებით ვივლიდი–თქო. მოგზაურობა არასდროს მომბეზრდება. 

– რატომ გირჩევნიათ მარტო მოგზაურობა? 

– იმიტომ, რომ, როდესაც მარტო ვარ, უკეთესად ვისვენებ. ამ დროს მთლიანად საკუთარ თავს ვეყრდნობი, სხვის მითითებებს არ ვემორჩილები და სადაც მინდა, იქ მივდივარ. მოგზაურობა მაშინაა კარგი, როდესაც მარტო ხარ, სხვასთან ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1120 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

გიორგი გოგიჩაიშვილს საბავშო გადაცემები ენატრება
გოგიჩა, იგივე გიორგი გოგიჩაიშვილი ბოლო პერიოდში "იმედის დილაში" მუშაობდა, ახლა კი "გოგიჩას ხარისხიანი დილის" წამყვანია. მიუხედავად ამისა, საზოგადოების თვალში ის მაინც ბავშვებთან ასოცირდება. როგორც თავადაც ამბობს, ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მოსწონს და დიდი სურვილი აქვს, რომ ისევ წაიყვანოს რაიმე საბავშვო გადაცემა. დილის გადაცემებს და დილით ადრე ადგომას ძალიან შეეჩვია. ამბობს, რომ ასეთი გრაფიკით მუშაობა უკეთესია, რადგან შემდეგ მთელი დღე თავისუფალი აქვს, განსხვავებით მისი მეუღლისგან. როგორც იცით, ნათია ბანძელაძე რამდენიმე თვეა, რაც პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსად დაინიშნა და ძალიან დატვირთული გრაფიკით მუშაობს. ცოლ–ქმარი ერთმანეთს თითქმის მთელი დღე ვერ ხედავს და ამ თემაზე გოგიჩა ბევრს ხუმრობს. დანარჩენს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. 

– ბატონო გიორგი, რას გვეტყვით თქვენს გადაცემაზე, რომელიც უკვე ორი თვეა გადის ტელეკომპანია "მზის" ეთერში? 

– ჩემს გადაცემას ვერ გეტყვით, რომ ბევრი მაყურებელი ჰყავს ან არ ჰყავს, ზუსტი ციფრები არ ვიცი. ჯერ ახალი გადაცემაა, თუმცა, გამოხმაურებები არის. იქედან გამომდინარე, რომ "მზე" შედარებით პატარა ტელეკომპანიაა, ვაპირებთ, რომ ეს ტელეარხი მთლიანად "დაიქოქოს" და მაყურებელი დაიბრუნოს. ყველა დამეთანხმება იმაში, რომ ბოლო პერი ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1197 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

დევნილ ბავშვებს ერთი დღით ომის კოშმარები დაავიწყეს
თამარ გიგაური 10 წლისაა, მაგრამ ცხოვრებაში უკვე ბევრი რამ ნახა. მის მეხსიერებაში 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომი კოშმარულ კადრებად აღიბეჭდა. მანქანას, სადაც მამასთან და თავის ძმასთან ერთად იჯდა, ჭურვი მოხვდა და აფეთქდა. მამა მის თვალწინ დაიღუპა, ის და მისი ძმა კი მძიმედ დაშავდნენ... 

მსგავსი ტრავმა ამ ომში უამრავმა ბავშვმა მიიღო. მათ თვალებში, რომლებიც, წესით, სიხარულსა და სიცოცხლეს უნდა ასხივებდნენ, ნაღველი და სევდა ჩანს... ანსამბლი "გვირილა" შეეცადა, ამ ბავშვებისთვის თუნდაც ერთი დღე გაელამაზებინა, რომ მცირე ხნით მაინც დაევიწყათ ომის კოშმარები. ანსამბლმა დევნილ ბავშვებს ახალი წლის წინა დღეებში უმასპინძლა და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მათთვის კონცერტი გამართა. 

"გვირილა" 18 წლისაა. მათ სახელს არაერთი საქველმოქმედო აქცია თუ ფესტივალი უკავშირდება. მუსიკოსი ერნა წიფურია, რომელიც ანსამბლის სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელია, სოციალურად დაუცველ ფენას, დევნილებსა და უდედმამო ბავშვთა სახლებს ხშირად სტუმრობს და ცდილობს, მათი მძიმე ყოფა მცირე ხნით მაინც გაალამაზოს. 

ერნა წიფურია: 

– ასეთ ღონისძიებას ყოველ წელიწადს ვატარებთ. ამჯერად ვეცადეთ, რომ ახალგორიდან, ცხინვალიდან, კოდორიდან დევნილი ბავშვებისთვის ერთი დღე გაგველამაზებინა. ეს ღონისძიება იმით იყო საინტერესო, რომ ბავშვებმა ბავშვებისთვის იზრ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1737 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ვალტერ კრივიცკი და მისი ბედი
"ბოროტების იმპერია – ასე მონათლა რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირი. როგორც ყველა ტოტალიტარულ სახელმწიფოში, სსრკ–შიც სრულყოფილი საიდუმლო პოლიცია არსებობდა. ის რეჟიმის საიმედო საყრდენი გახლდათ: 



– ამიტომაც ჩეკისტებს ეშმაკის მსახურები შეარქვეს, – წერს ალექსანდრე სოლჟენიცინი. 

ეშმაკზე მუშაობა კი ძნელია, ძალიან ძნელი. მსახურსაც პატრონის მიტოვების განუხრელი სურვილი უჩნდება. ამისი ნათელი დადასტურებაა ვალტერ კრივიცკი და მისი ბედი. 

სუპერაგენტი 

– რამ აიძულა უზრუნველყოფილი ებრაული ოჯახის შვილები ასე ბრმად ეწამათ ლენინის მოძღვრება? რა უბიძგებდა მათ მიეტოვებინათ ყველაფერი და კომუნიზმისათვის მებრძოლთა რიგებში ჩამდგარიყვნენ? – წერს ცნობილი ინგლისელი მწერალი ჯონ ლე კარე. 

კრივიცკი (ნამდვილი გვარი შამუილ გინსბერგი) ებრაელი გახლდათ. ის 1899 წელს გალიჩინაში (ლვოვის მახლობლად) დაიბადა. მაშინ ეს მხარე ავსტრო–უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა. კრივიცკის მამა სავაჭრო ფირმის მოხელე იყო, კარგი ხელფასი ჰქონდა და შვილსაც ელიტარული განათლება მისცა. ვალტერმა წარჩინებით დაამთავრა ჯერ გიმნაზია, შემდეგ ლვოვის უნივერსიტეტი – ერთ–ერთი უძველესი ევროპაში. მიუხედავად ამისა, ნორჩი კრივიცკი ოქტომბრის გადატრიალებას მიესალმა და არალეგალური კომპარტიის წევრი გახდა. სსრკ–პოლონეთის ომის დროს კომუნისტი კრივიცკი პოლონელთა ზურგში აწყ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1338 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

რას გვიმზადებს კურდღლის წელი
"გუმბათი" გთავაზობთ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის მიერ მოწოდებულ 2011 წლის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს აღმოსავლური კალენდრის ზოდიაქოს ნიშანთათვის: 



ვირთხა 

(...1936, 48, 60, 72, 84, 96...) 

ვირთხები ფრიად ენერგიულები, ექსცენტრულები, შეუპოვრები და თავისუფლების მოყვარულნი არიან. სწორედ ამ თვისებებმა შესაძლებელია წელს მათ პრობლემები შეუქმნან. გახსოვდეთ, რომ წლის მმართველი კატა სახლის მოყვარულია, მას არ უყვარს ექსტრავაგანტურობა. აქედან გამომდინარე, წლის მბრძანებელს რომ თავი მოაწონოთ, მოგიხდებათ მანევრირება, საჭირო სიტყვების მოძებნა, საკუთარი ინტონაციისა და მოქმედების ფორმის კონტროლი, რაც სულაც არ იქნება ადვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი პერსონა ნაკლებად მოთხოვნადი იქნება საზოგადოებისთვის. მით უმეტეს, რომ კატა ისევე, როგორც ვეფხვი, პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალებას არ მოგცემთ. აღიჭურვეთ მოთმინებით, მაშინ აღმოაჩენთ, რომ მხედველობიდან გამოგრჩათ რაღაც მნიშვნელოვანი, რისი გააზრებაც აუცილებელია. შესაძლებელია აღმოაჩინოთ რაიმე შედეგი, რომელსაც თქვენ მიაღწიეთ და რომელსაც აქამდე ვერ ამჩნევდით. მოკლედ, კატა დაგეხმარებათ, ამ განმეორებითი სიუჟეტების ლაბირინთებიდან გამოსვლაში, თუ რასაკვირველია თქვენ შეამჩნევთ ამ განმეორებას. წელს, რაც მეტ დროს გაატარებთ წყალთან, მით უკეთ იგრძნობთ თავს. თებერვლის დასაწყისამდე ახალ ნაცნობებსა და კონ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1068 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

რა არ მოეწონა გერმანიის თეატრში ნინო ბურდულს
მსახიობი ნინო ბურდული რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა საქართველოში. იგი გერმანიაში, კერძოდ ჰამბურგში იმყოფებოდა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ქალბატონი ნინო "ლიჰტჰოფ თეატრში" თამაშობს. იგი გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა მწერალმა და რეჟისორმა ნინო ხარატიშვილმა თავის ახალ პიესაში მიიწვია. ეს სპექტაკლი დამოუკიდებელი პროდუქციაა. როგორც ქალბატონმა ნინომ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ამ სპექტაკლში თამაში მისთვის საინტერესოა, რადგან იქ რამდენიმე როლი აქვს, რადგანაც ერთსა და იმავე პერსონაჟს სხვადასხვა მსახიობი ანსახიერებს. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ნინო მსახიობია, მან რეჟისორობაც დაიწყო და ორი სპექტაკლი დადგა "თოლია" და "მაყურებელთა დარბაზები", რომლებზეც მაყურებელს, როგორც თავად ამბობს, დიდი ინტერესი არ გამოუჩენია. მომავალში კიდევ ერთი სპექტაკლის დადგმა სურს, რომელიც საქართველოზე იქნება, თუმცა ამას როდის მოახერხებს, ჯერჯერობით არ იცის. ამ და სხვა საინტერესო თემებზე "გუმბათი" ნინო ბურდულს ესაუბრა. 

– ქალბატონო ნინო, თქვენ ახლახანს დაბრუნდით გერმანიიდან, სადაც თამაშობდით ერთ–ერთ სპექტაკლში. მოგვიყევით უფრო დაწვრილებით, რომელ ქალაქში და რომელ თეატრში იყავით? 

– სპექტაკლი, რომელშიც მე ვთამაშობ, დაიდგა ქალაქ ჰამბურგში "ლიჰტჰოფ" თეატრში. 

– როგორც ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1157 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ეკა კვალიაშვილს პირადი ცხოვრებისთვის არ სცალია
მომღერალ ეკა კვალიაშვილისთვის ახალი 2011 წელი წარმატებულად დაიწყო. პოპულარულმა შემსრულებელმა სიმღერის შემსწავლელი სტუდია ჩამოაყალიბა, სადაც 24 საათის განმავლობაში იქ ყოფნა და მუშაობა უწევს. თავისუფალი დრო, ფაქტობრივად, აღარ აქვს და როგორც "გუმბათთან" საუბრისას აღნიშნა, თავისუფალ დროს ის მეგობრებთან ერთად ატარებს. 



– ეკა, როგორ დაიწყო ახალი 2011 წელი თქვენს ცხოვრებაში, შემოქმედებაში? 

– საკმაოდ კარგად, თუმცა, ჩემი საქმიანობა ნოემბერში დავიწყე. გავხსენი სტუდია, სადაც, ჩემს მეგობრებთან ერთად, ვაკეთებ საქმეს, რომლებიც ძალიან დამიდგნენ გვერდში. ესენი არიან: თამრიკო მაყაშვილი, მარინა ლეკიშვილი და მე. გარდა ამისა, სპეციალური მოწვევით მეყოლება პლასტიკის მასწავლებელი კახაბერ შარტავა, რომელიც ასევე ჩვენი მეგობარია და მხარში გვიდგას. კახა კონცერტის წინ მოამზადებს სასცენო მოძრაობაში, პლასტიკაში თითოეულ შემსრულებელს. მინდა, რომ ჩემი გამოცდილება მომავალ თაობებს გადავცე, რადგან ისინი პროფესიონალ მომღერლებად ჩამოყალიბდნენ. 

– რა გეგმები გაქვთ სტუდიასთან დაკავშირებით? 

– ჯერ კიდევ მოდიან ბავშვები, აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზეა ეს ყველაფერი. გეტყვით იმას, რომ უკვე არის რამდენიმე ბავშვი, რომლებსაც ს ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 879 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ბავშვისთვის მამის სიტყვა კანონი უნდა იყოს
დღეს, მრავალი საცდურისა თუ ცრუ ფასეულობის აღზევების ფონზე, ბავშვთა აღზრდის თემა, უფრო და უფრო მეტ აქტუალობას იძენს. უკვე გაზრდილი შვილების უღირსი საქციელის გამოც არაერთ მშობელს აწუხებს კითხვა, თუ სად დაუშვა შეცდომა მაშინ, როდესაც ის საკუთარ შვილებს ცივ ნიავს არ აკარებდა და მათთვის თავდაუზოგავად იღვწოდა. ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე (კვარაცხელია), ამ თემაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ბავშვთა სულის ჯანსაღად განვითარებაში, უმთავრესი, მაინც ოჯახური გარემო და მშობლების პირადი მაგალითია. იგი სახარებისეულ ფრაზას შეგვახსენებს და განმარტავს, რომ მაცხოვრის მიერ თავისი მოწაფეებისადმი ნათქვამ სიტყვებში: "გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად", დღეს, სწორედ ის იგულისხმება, რომ თავად ჩვენ, ჩვენ მიერ სარწმუნოების არასწორი გაგებით, არაეკლესიური ცხოვრებით, არასწორი აღზრდით, მიმართულებით, ხედვით, ბავშვებს ხელს ვუშლით, ქრისტემდე მივიდნენ. 

დეკანოზი პეტრე: 

– ბავშვმა უნდა იცოდეს, რა შეიძლება, რა არ შეიძლება და ასევე, რატომ არ შეიძლება. ამის ახსნა კი ჩვენ, მშობლებს უნდა შეგვეძლოს. ბავშვი ყველაზე მეტ დროს მშობლებთან ატარებს. თუ ის დაინახავს, რომ მათ ოჯახში არ სუფევს ერთსულოვნება, მშობლებს ერთმანეთი არ უყვართ, ტრაპეზიც ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1231 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

წიგნი, რომელსაც ძალიან სწრაფად წაიკითხავთ
"გუმბათი" გთავაზობთ თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებს, რომელიც ყოველ ორშაბათს ჟურნალთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ. მკითხველს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს თანამედროვე პროზას. ამ ნომერში გთავაზობთ გივი ალხაზიშვილის ნაწარმოებს "რკინის კარს იქით და აქეთ". ეს წიგნი რეალობაზეა დაყრდნობილი და მასში გარკვეულწილად თავად ავტორის თავგადსავალია მოთხრობილი, რომელიც ცხრამეტი წლის ასაკში, მესამე კურსიდან საბჭოურ ჯარში წაიყვანეს მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ანტისაბჭოური ლოზუნგებით გამოვიდა. ინტერვიუში ბატონი გივი თავად მოგითხრობთ, თუ რას ეხება მისი ნაწარმოები, რა ხდებოდა მაშინდელ საბჭოთა ჯარში და რატომ უთვალთვალებდა მას "კაგებე" ჯარიდან დაბრუნების შემდეგ. 

– ბატონო გივი, რას გვეტყვით თქვენს ნაწარმოებზე "რკინის კარს იქით და აქეთ"? 

– ეს არის ჩემი ჯარში ყოფნის თავგადასავალი, რომელიც 2000–2001 წელს დაიბეჭდა. მასში არის დიდი ტკივილი ჩადებული, რომელიც საბჭოთა ჯარმა ჩემში დატოვა. ჩემს ნაწარმოებში ყველაფერი ნამდვილია და პერსონაჟებიც ნამდვილები არიან. ამ წიგნში ერთმანეთშია შერწყმული დოკუმენტური და მხატვრული მომენტები. როგორც სხვები მეუბნებიან ხოლმე, ეს წიგნი კარგი წასაკითხია, რადგანაც ერთ ღამეში კითხულობენ. პირველი გამოცემის შემდეგ, კორექტივები შევიტანე. ახლა რაც თქვენს ჟურ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1050 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

თან ატარე, თან გაატარე
"მობილური ტელეფონი მიმაქვს, გასაღებიც მიმაქვს, ესე იგი არაფერი მავიწყდება",-სახლიდან გასვლის წინ თეა ჩიხრაძე, როგორც წესი, ყოველთვის ამ ფრაზით რწმუნდებოდა, რომ ყველა აუცილებელი ნივთი თან ჰქონდა. წელს ტელეფონსა და გასაღებს კიდევ ერთი აუცილებელი ატრიბუტი დაემატა: ის, რის გარეშეც თეა დღეს უკვე საღეჭ რეზინსაც აღარ ყიდულობს. უნივერსალურმა დაგროვებითმა ბარათმა მის მსგავსად "შოპინგისადმი" ტრადიციული მიდგომა ბევრ ადამიანს შეუცვალა. 

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში მარკეტინგის ერთ-ერთი პოპულარული ხელსაწყო-დაგროვებითი ბარათები გამოჩნდა. დასავლური ბიზნესი უკვე დიდი ხანია მიეჩვია მომხმარებლის "მიბმისა" და ლოიალობის შენარჩუნების ამ ეფექტურ ხერხს. თანამედროვე მარკეტოლოგებიც კლიენტებს ნაირნაირ სისტემებსა და სქემებს სთავაზობენ. გამოჩენისთანავე სიახლე ქართველებმაც კარგად აითვისეს და მრავალფეროვანი ფორმისა და დასახელების ბარათებით საფულეები და ჩანთები "გაიხალისეს". თუმცა იყო დისკომფორტიც: ყველგან სხვადასხვა ბარათი, ყველგან ცალ-ცალკე ქულები, მძიმე საფულე, რომელშიც სახელფასო ბარათიც კი აღარ ეტეოდა, სასურველი საჩუქრისთვის საჭირო ქულების მხოლოდ ერთ ადგილას შეგროვება კი რთული და ხანგრძლივი იყო. უნიკალური დაგროვებითი ბარათის გამოჩენის შემდეგ სიტუაცია გამარტივდა და მომხმარებლისთვის "დაგროვების" პროცესი უფრო კომფორტული, მოსახერხებელი და მომგებიანი გახდა. < ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1310 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ბანანი ჰემოგლობინს მაღლა წევს
ბანანი ზღაპრული ხილია, რომელიც მშვენივრად კლავს შიმშილის გრძნობას, ამარაგებს ორგანიზმს ენერგიითა და სასარგებლო ნივთიერებებით. 



ვყიდულობთ რა ბანანს, პირველ რიგში უნდა შევაფასოთ მისი გარეგნობა: ფერი, შავი ლაქების არსებობა ან არარსებობა, ნაყოფის სიდიდე და სიმწიფის სტადია. 

კარგ ბანანს აქვს წვნიანი ყვითელი ფერი, აქვს გლუვი, მბზინავი ზედაპირი, არ უნდა ჰქონდეს მეტისმეტად წიბოვანი ფორმა, სიგრძით 20 სანტიმეტრზე მეტი არ უნდა იყოს, მოცულობა კი – 3–4 სმ–ია. ზედაპირზე შავი ლაქები იმის მანიშნებელია, რომ ხილმა მაქსიმალური შაქრიანობა მოაგროვა, ხოლო როცა მთელი ზედაპირი შავია, ეს ნიშნავს, რომ მიმწოდებელმა ვერ შეძლო პროდუქციის საჭირო სახით შენახვა. თუმცა, ისეთ ნაყოფიც კი, რომელიც ძალიან ჯანმრთელად ვერ გამოიყურება, სულაც არ არის საკვებად სახიფათო. 

ჩვენთან ძირითადად იყიდება სუფრის ბანანები. ამას გარდა, არსებობენ სადესერტო და ბოსტნეულის ბანანები. როგორც წესი, მათი სიგრძე 8–12 სმ–ია, კანი თხელი აქვს, გემო კი თაფლისმაგვარი და უფრო ტკბილი, ფასითაც ორჯერ ძვირია. არსებობს ბანანის ნაირსახეობა, მათ შორის ვაშლის გემოთი, რომელსაც მიირთმევენ მაშინ, როცა ნაყოფი მთლიანად შავდება. არსებობს წითელი ბანანი, რომელიც სუფრის ბანანს ჰგავს, მაგრამ წითელ–ყავისფერი, წითელ–ბორდოსფერი კანი აქვს, ხოლო ნაყოფი კი – ვარდისფერი. 

ბანანს აქვს ვიტამინე ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1011 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ეკა მჟავანაძე, სამ დაში ნაბოლარა იყო, ამიტომ განსაკუთრებით გამოარჩევდნენ და გზაც უფროსებისგან განსხვავებული აირჩია. მათი ოჯახის ქალები ექიმები იყვნენ, ის კი მამის მსგავსად მსახიობი გახდა. დღეს ახალგაზრდა მსახიობები მოფერებით დედას ეძახიან. წლებია, სხვადასხვა ფილმისთვის, პროექტისთვის მსახიობებს არჩევს, კასტინგებს ატარებს. რეჟისორები მას ენდობიან, იციან, რომ მისი შერჩეული არტისტი როლს თავს გაართმევს, რადგან ალღო არასოდეს ღალატობს. მან ბევრ მსახიობს გაუკვალა გზა. თავად კი, ისევე როგორც მისი თაობის ბევრ მსახიობს, როლები დააკლდა... 

მამის ნაკვალევზე 

– მამაჩემი, კუკური, მსახიობი გახლდათ. სიცოცხლის ბოლო წლებში მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის მოადგილე იყო. პარალელურად სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში სახალხო თეატრში მუშაობდა, რომელსაც იმ დროისთვის საკმაოდ ძლიერი დასი ჰყავდა. უამრავი გასტროლი ჰქონდათ, სხვადასხვა ქვეყანაში დადიოდნენ. მამაზე დღემდე ლეგენდებს ყვებიან. ის ხალხისთვის ცხოვრობდა. სრულიად უცხო ადამიანებსაც კი ეხმარებოდა. დღესაც მის ნაკვალევზე დავდივარ. 

დედაჩემი, ეთერ დადიანი, ცნობილი კარდიოლოგი გახლდათ. მე ნაბოლარა, მესამე შვილი ვიყავი. მე რომ 10 წლის ვიყავი, ჩემს დებს უკვე შვილები ჰყავდათ, ამიტომ დედისერთასავით ვიზრდებოდი, მანებივრებდნენ, მათამამებდნენ. 

დებმა დედის გზა აირჩიეს და სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარეს. ჩემი მო ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1887 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

რამდენიმე წლის შემდეგ ბოტექსს დავუმეგობრდები
ყოფილი ტელეწამყვანი თამუნა გომართელი უკვე წელიწადნახევარია, რაც ეკრანზე არ ჩანს. ტელევიზიიდან წამოსვლის შემდეგ, თამუნა სამოდელო ბიზნესში ჩაერთო და თავს ძალიან კარგად გრძნობს, თუმცა, როგორც ჟურნალისტი "გუმბათთან" საუბრისას აღნიშნავს, მას ძალიან ენატრება ჟურნალისტიკა. აპირებს თუ არა ისევ ტელევიზიაში დაბრუნებას, რომელ არხზე ვიხილავთ ყველაზე ენერგიულ ჟურნალისტს და რა ცვლილებებია მის ცხოვრებასა და საქმიანობაში, ამას თავად თამუნა უამბობს ექსკლუზიურად მხოლოდ "გუმბათის" მკითხველს. 



– სად გაქრა თამუნა გომართელი, რას საქმიანობთ ამჟამად? 

– მე გასული წლის სექტემბრიდან გავქრი ეკრანიდან და მთლიანად გადავინაცვლე სამოდელო და შოუ–ბიზნესში. ფინანსურად ეს უფრო მომგებიანია ჩემთვის, რადგან დღეს ტელეკომპანიებში არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ბოლო 2 წელია, კონტრაქტი მაქვს გაფორმებული საერთაშორისო სამოდელო ორგანიზაციასთან შტეუკქწვუდ შტეუკტფეშწტფდ პკწგზბ რომლის ოფიციალური წარმომადგენლობებიც ფუნქციონირებს მსოფლიოს 5 კონტინენტის 40–მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. მე ქართული ოფისის დირექტორი გახლავართ. წელს, 10 ოქტომბერს, ჩვენი მოდელი გაემგზავრა მსოფლიო ფინალზე ცენტრალურ ამერიკაში, სადაც ტოპ–ათეულში მოხვდა და ერთ–ერთი პრესტი ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1581 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

პოეტი და საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" თავმჯდომარე დათო მაღრაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ეს გადაწყვეტილება შვეიცარიის სამმა ინსტიტუციამ მიიღო. თუმცა, ეს ერთ დღეში არ მომხდარა. ამას წინ ბევრი რამ უძღვოდა: თარგმანები საჟურნალო გამოცემებში, პერიოდულ ლიტერატურულ პრესაში, გაზეთებში; მისი ლექსები ცალკე წიგნად გამოიცა თურქეთში – სტამბოლში; გერმანიაში – ბერლინის გამომცემლობა "ფრილინგის" მიერ; არის გამოცემული რუსეთში – მოსკოვში; იტალიაში გამომცემლობა "ლა ლონტრას" მიერ, აგრეთვე ამერიკაში – ნიუ–იორკში. ამ წიგნებს თან ახლდა ბევრი პრეზენტაცია სხვადასხვა ქვეყნებში. გამომცემლები, წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, ყოველთვის ცდილობენ, სხვადასხვა ქალაქებში რეკლამირება გაუწიონ და პრეზენტაციები გამართონ. პოეზია, რომანებსა და პროზასთან შედარებით, ნაკლებად იყიდება, ამიტომ წიგნის საზოგადოებისთვის გაცნობა მოხდა საღამოებზე, კაფეებში, მოედნებზე, მედიჩების სასახლეში, ბოჩელის სასახლეში, სხვადასხვა შერეულ ინტერიერებში. 

– ბატონო დათო, ნობელის პრემიაზე კიდევ ერთი ქართველი შემოქმედის, ბესიკ ხარანაულის პოეზიაა წარდგენილი, ალბათ თქვენთვის ბევრს უკითხავს, აღიქვამთ თუ არა მას კონკურენტად? 

– საქართველოს სინამდვილეში ეს უხერხულობა იქნება. მთელი სამყაროა წარდგენილი და ჩვენთვის არაა კონკურენცია. ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1056 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011


ბუნებაში არსებულ მრავალი სახეობის გვირილებს შორის გვხვდება სამკურნალო გვირილაც, რომლის ბოტანიკური სახელწოდება ლათინურად არის Matricaria chamomilla. იგი ერთწლიანი, 35 სმ-მდე სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა, ძლიერ დატოტვილი ღეროთი. ფოთლები მორიგეობითია, ფრთისებრ განკვეთილი. კალათები სხედან სათითაოდ ყვავილის გრძელ ყუნწზე ტოტების კენწრულ ნაწილში და აქვთ თეთრი ენისებრი და ყვითელი მილისებრი ყვავილები. კალათის საერთო საფარველი კრამიტისებრია. კიდურა ბუტკოიანი, ყვავილების რიცხვი კალათაში იცვლება 12-დან 17-მდე, ისინი თეთრი ფერისაა, სამკბილიანი, ენისებრი გვირგვინით. შიგნითა ყვავილები ხუთკბილიანია. ყვავილსაჯდომი კონუსისებრია, შიშველი, უაპკო, შიგნით ღრუ. გამშრალი კალათის დიამეტრი 5-8 მმ-ია. კალათა იშლება თანდათანობით. ყვავილობის დასაწყისში ენისებრი ყვავილები აღმართულია ზევითკენ, ყვავილსაჯდომი ბრტყელია, ყვავილობის შემდეგ სტადიაში ენისებრი ყვავლების ფურცლები იღებენ ჰორიზონტალურ მდებარეობას, ყვავილსაჯდომი იჭიმება და ყვავილობას იწყებენ ქვედა მილისებრი ყვავილები, ამის შემდეგ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1008 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ადამიანი ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაზე უძველესი დროიდან ზრუნავდა და ამისთვის მცენარეულ ექსტრაქტებსა თუ ელექსირებთან ერთად რძესაც იყენებდა. რა შეიცვალა საუკუნეების განმავლობაში და რა ადგილი უკავია დღეს კოსმეტოლოგიაში რძესა და მის პროდუქტებს? სწორედ ამაზე გვესაუბრება კოსმეტოლოგი ნათელა მესტიაშვილი.

- ქალბატონო ნათელა, როგორ იყენებდნენ ძველად რძესა და მის პროდუქტებს კოსმეტიკური მიზნით?

- მშვენიერი ქალბატონები რძესა და რძის პროდუქტებს დასაბანად და კანის დასარბილებლად უხსოვარი დროიდან მოიხმარდნენ. კლეოპატრა სილამაზის შესანარჩუნებლად უნიკალურ რძის აბაზანებს იღებდა. უძველესი რომაელები მიიჩნევდნენ, რომ ნაოჭების გასაქრობად სახედრის რძეზე უკეთესი საშუალება არ არსებობს. ლეგენდის თანახმად, ნერონის მეორე ცოლი, უმშვენიერესი პოპეა, რეგულარულად იღებდა სახედრის რძის აბაზანებს და მგზავრობის დროსაც კი ხუთასამდე სახედარი თან მიჰყავდა. საზოგადოდ, ითვლებოდა, რომ რძე კანს ახალგაზრდობასა და მშვენიერებას უბრუნებდა. დიდი მედიკოსი ავიცენა ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად სწორედ რძის სმას გვირჩევდა. იგი ამტკიცებდა, რომ რძისა და თაფლის რეგულარული მიღება კანის ფერს აუმჯობესებდა და ლაქებს აქრობდა. როგორც ძველად ამბობდნენ, ვერაფერი შეედრება ახალგაზრდობას - ვერც გენიოსის ბრწყინვალება, ვერც სიბრძნე და ვერც სულის მშვენიერება. იმ ქალებისთვის, რომელთაც დაბერება არ სურთ, დღევანდელი კოსმეტოლოგები ათასგვარ საშუალე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1079 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ჰერპესვირუსული ინფექციის შესახებ გვესაუბრება კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვირუსული პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, კანისა და ვენსნეულებათა 
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სწავლული მდივანი ვახტანგ კვირკველია.

- ბატონო ვახტანგ, მიუხედავად იმისა, რომ ჰერპესვირუსზე არაერთხელ დაგვიწერია, მისდამი მკითხველის ინტერესი არ ცხრება. როგორც ჩანს, ბევრმა არ იცის, რომ ადამიანის ჰერპესვირუსის რამდენიმე სახეობა არსებობს და ყოველი მათგანი სხვადასხვა ტიპის დაზიანებას იწვევს...

- ამჟამად მეცნიერები ჰერპესის ასამდე სახეობას იცნობენ, მაგრამ ადამიანს მხოლოდ რვა მათგანი ემუქრება. ადამიანის ჰერპესვირუსებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია I ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსი (მჰვ-I ანუ აჰვ-I) და II ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსი (მჰვ-II ანუ აჰვ-II). ადამიანის მჰვ-I-ით ინფიცირების შედეგია სახისა და ზედა კიდურების კანის სხვადასხვაგვარი დაზიანება. მჰვ-II-ით ინფიცირება სასქესო ორგანოთა დაზიანებასა და ახალშობილთა დაავადებებს იწვევს. აქვე უნდა ითქვას, რომ ამჟამად გენიტალიური ჰერპესის ყოველი მე-4 შემთხვევა პირველი ტიპის ჰერპესვირუსით არის გამოწვეული, რაც არატრადიციული სქესობრივი კავშირების შედეგია. III ტიპის ჰერპესვირუსით (აჰვ-III ანუ ზოსტერი) ინფიცირება იწვევს ორ დამოუკიდებელ დაავადებას - ჩუტყვავილასა და სარტყლისებრ ლიქენს ანუ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1646 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ცვალებადი ამინდები 19 თებერვლამდე გაგრძელდება
19 თებერვლამდე ცვალებადი ამინდები მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება, ხვალიდან კი, დასავლეთ საქართველოში თოვა ისევ გაგრძელდება . 
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"- გარემოს დაცვის სამინისტროს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა. მისი განცხადებით ხვალ საღამოდან ითოვებს აღმოსავლეთ საქართველოშიც, 12 თებერვალს კი ერთი დღით გამოიდარებს, თუმცა 13-ში დასავლეთ საქართველოდან ისევ ცივი ჰაერის მასები შემოოიჭრება, რაც მთელი საქართველ;ოს მასშტაბით ნალექს და თოვას გამოიწვევს. 
ნიორაძის განმარტებით დიდთოვლობა აჭარაში თვის ბოლომდე შენარჩუნდება. 
Category: ახალი ამბები | Views: 1028 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

პრეზიდენტის სიტყვა
ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 11 თებერვალს მეშვიდედ მიმართავს. ყოველწლიური მიმართვის გენერალური რეპეტიცია კი, პრეზიდენტს სულ ორიოდე კვირის წინ – "პირველი კავკასიური საინფორმაციოს" ტელეეთერში ჰქონდა. 
პარლამენტს მიხეილ სააკაშვილმა პირველად პრეზიდენტად არჩევიდან ერთ წელიწადში – 2005 წლის 10 თებერვალს მიმართა. მაშინ აქცენტი "არც ისე დიდი, თუმცა კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალების მშენებლობის" პროცესზე გააკეთა. იმავე ადამიანებს კი, პრეზიდენტმა ორიოდე კვირის წინ მოუწოდა "ქვეყნისთვის სამსახურის პრივილეგიით" დაკმაყოფილებულიყვნენ, მაგრამ ამაზეც მოგვიანებით.InterPressNews.Ge ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1255 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

სურსათი კიდევ გაძვირდება
სურსათის ფასები ზრდას განაგრძობს. ბოლოს, კილოგრამი შაქარი 2,60 ლარად შევიძინე და მაღაზიის გამყიდველმა გამაფრთხილა, - მოიმარაგე, თორემ კიდევ გაძვირდებაო. შაქრის გარდა, არნახულად მაღალია ფქვილის, წიწიბურას, ზეთისა და სხვა საკვები პროდუქტების ფასები, მაგრამ გაძვირების ტენდენციას ჯერ ბოლო არ უჩანს. პირიქით - ექსპერტების ვარაუდით, ფასების ზრდა პიკს გაზაფხულზე მიაღწევს.
ასე რომ, თუნდაც მცირე მარაგების გაკეთებას აზრი ნამდვილად აქვს.

... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1003 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

გემრიელიც და სასარგებლოც
კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით, თუთიით, სპილენძით, მანგანუმით, ფთორით, კაროტინებით C, K, B1, B2, B6 ვიტამინებით მდიდარი ყვავილოვანი
კომბოსტო არა მარტო გემრიელი, არამედ ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო საკვებია. ის რეკომენდებულია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისათვის. 

ენზიმები, რომელსაც ეს მცენარე შეიცავს, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და კანცეროგენების გამოდევნას. გარდა ამისა, ეს დაბალკალორიული კომბოსტო ანაყრებს და ხელს უშლის წონაში მომატებას. როგორც საუკეთესო სამკურნალო დიეტური საკვები, ის რეკომენდებულია ბავშვებისთვის, რომელთაც შეკრულობა აწუხებთ, მოზრდილებისთვის, რომელთაც დარღვეული აქვთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, აწუხებთ შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ღვიძლის პათოლოგიები და სხვა.
... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1110 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

რამდენს უხდიან სუროგატ დედებს და დონორებს საქართველოში
იმის გამო, რომ საქართველოში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში უშვილო წყვილების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, სუროგატი დედობის მსურველთა რაოდენობაც შესაბამისად იზრდება. ამ სერვისით სარგებლობენ როგორც ქართველი უშვილო წყვილები, ასევე უცხოელებიც.

სუროგატი დედა არის ქალი, რომელიც უშვილო წყვილის ნაყოფს მუცლით ატარებს და არავითარი გენეტიკური კავშირი არ აქვს ჩასახულ ემბრიონთან. უფრო დაწვრილებით სუროგატი დედობის შესახებ  ""კვირის პალიტრას"" ჯანდაცვის საერთაშორისო სააგენტოს კოორდინატორი თამარ გვაზავა ესაუბრა: 

... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1542 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ჩინური ატამი...ასე უწოდებდნენ ძველად კივის ჩინეთში, ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში კივი უძველესი დროიდან გამოიყენება ნერვიულობის მოსახსნელად, სახსრების,
შარდკენჭოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის, კუჭის მოქმედების გასაუმჯობესებლად. კივი კარგად ინახება, მისგან ამზადებენ ჯემს, ჟელესა და წვენს, ამატებენ ბოსტნეულის სალათებს, თევზისა და ქათმის კერძებს. 

მისი არომატი პიკანტურ გემოს სძენს ნებისმიერ ჯემს. მაგრამ კივის უზომოდ მიღებამ შეიძლება მწვავე ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. განსაკუთრებით ეს ეხება 5 წლამდე ასაკის ბავშვებს. მეცნიერების აზრით, კივი არ უნდა მისცენ 1 წლამდე და ალერგიისადმი მიდრეკილ 3 წლამდე ასაკის ბავშვებს.

... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1287 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

გიწვევთ სილამაზის სალონშიმშრალი კანის მატონიზებელი ნიღაბი:

1ს/კ კივის რბილობს შეურიეთ 1ს/კ იოგურტი, დამდნარი ქოქოსის ცხიმი. წაისვით სახეზე, 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. 
1ც ბანანის პიურეს დაამატეთ 1 კვერცხის გული და 1ჩ/კ მცენარეული ზეთი. წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
წმინდად გახეხილ ვაშლს შეურიეთ 1ჩ/კ თაფლი და 1ს/კ შვრიის ბურბუშელა. წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. 

... კითხვის გაგრძელება »
Category: გასართობი | Views: 1054 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

არა მხოლოდ სასმელი...გთავაზობთ არაყზე დამზადებულ ხალხურ რეცეპტებს:

სახსრების ტკივილის დროს - ქაფურის პატარა ნატეხი მოათავსეთ 0,5-ლიტრიან ქილაში, დაასხით 1/3 სკიპიდარი, 1/3 მცენარეული ზეთი და 1/3 არაყი. გააჩერეთ რამდენიმე დღე. საღამოს ამ ნაყენით დაიზილეთ მტკივნეული ადგილები და შეიხვიეთ შალის ქსოვილით. გამოყენების წინ ნაყენი შეანჯღრიეთ.

ათეროსკლეროზის დროს - ხორცსაკეპში გატარებულ 200 გ ნიორს დაასხით 200 მლ არაყი და 10 დღით შეინახეთ ბნელ ადგილას. შემდეგ გაწურეთ, ნაყენს დაამატეთ 50 გ თაფლი და 30 მლ 20%-იანი დინდგელის (პროპოლისის) სპირტიანი ნაყენი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ კიდევ 3 დღე. მიიღეთ 3-ჯერ დღეში ჭამამდე  შემდეგი ს ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1123 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

თურმე ყავა...
ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ყავა დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე, ადამიანს მატებს სიმხნევესა და ხსნის დაღლილობის გრძნობას დიდი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

სხვათა შორის, ამ მოსაზრებას ეთანხმებიან სპორტსმენების ექიმები. მათი დაკვირვებით, სპორტსმენები, რომლებიც დღეში 2-3 ფინჯან ყავას სვამენ, კოფეინი, რომელსაც ეს არომატული სასმელი შეიცავს, ასტიმულირებს რა ნახშირწყლების ათვისებას, ხელს უწყობს გაზრდილი ფიზიკური დატვირთვისადმი მათ ამტანიანობას და სწრაფად აღადგენს კუნთების ტონუსს.

გარდა ამისა, ყავა კარგია სახის კანის ელასტიკურობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის. გთავაზობთ რეცეპტს:
... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1017 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

გამოიცანი, რა ხილი ხარ
არცთუ უსაფუძვლოა, როდესაც ციტრუსებიდან რომელიმე მეტად გიყვართ. ეთეროვან ზეთებს, რომლებსაც მანდარინი, ლიმონი, ფორთოხალი და გრეიპფრუტი შეიცავს, სამკურნალო თვისებები აქვს. თითოეული ჩვენგანი ინსტინქტურად ეტანება იმ ნაყოფს, რომელიც სჭირდება ჩვენს ორგანიზმს.

მაგალითად, ლიმონის მოყვარულს უყვარს სტაბილურობა და კომფორტი, ვერ იტანს მცირე უწესრიგობასაც კი, მისი მთავარი მტერია ვირუსული ინფექციები და სუსტი სისხლძარღვები. სასურველია ლიმონის მოყვარულები ესტუმრონ ნევროპათოლოგს, განსაკუთრებით მათ, ვისაც შაკიკი და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია აწუხებთ, ასევე - გასტროენტეროლოგს, პროქტოლოგს, უროლოგსა და ჰეპატოლოგს, რათა თავი დაიზღვიონ კუჭქვეშა ჯირკვლის, ჰემოროის, თირკმლებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებისგან.

... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1346 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ორგანიზმის "ჯაგრისი"
იმის გამო, რომ ზამთარში ცივა და დღე მოკლეა, ადამიანი ნაკლებად მოძრაობს, იმატებს წონაში, ორგანიზმში ფერხდება ნივთიერებათა ცვლა, გროვდება "ცუდი" ქოლესტერინი... წინააღმდეგობა რომ გაუწიოთ ზამთრის ჰიპოდინამიკას, რაციონში უნდა გაითვალისწინოთ უჯრედისებით მდიდარი პროდუქტები, რომლებიც კუჭ-ნაწლავს ტოქსინებისაგან "ჯაგრისივით" ასუფთავებენ.

ძალიან ბევრ უჯრედისს შეიცავს ძირნაყოფა (ძირხვენა, ფესვფეხიანი) ბოსტნეული. მათ შორის პირველ ადგილზეა სტაფილო, რომელიც შეიცავს ბევრ კაროტინს (პროვიტამინი A), B1,B2,B6, C, PP ვიტამინებს და მიკროელემენტებს - კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს... სტაფილო აძლიერებს იმუნიტეტს, აქვს მსუბუქი გამხსნელი თვისება, სასარგებლოა გულისთვის. მისი შემცველი წამლები ხსნის გულის კუნთების სპაზმებს, გამოიყენება ათეროსკლეროზის, კორონალური უკმარისობის (სტენოკარდიის) სამკურნალოდ. ძველად გამხმარ სტაფილოს ფოჩს ჩაისთვის იყენებდნენ, ხოლო ცაცხვის ყვავილთან და თაფლთან ერთად - გაცივების დროს.
... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1360 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

გემრიელიც და სასარგებლოც...
მეცნიერებმა დიდი ხანია აღმოაჩინეს, რომ სწორი კვება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
კვლევებით დაამტკიცეს, რომ ზოგიერთი პროდუქტი  სასარგებლო მიკროელემენტების წყალობით არა მარტო ამცირებენ კანცეროგენების ზემოქმედებას ორგანიზმზე, არამედ ანეიტრალებენ კიდეც. 


მაგალითად, ყურძენი, რომელიც შეიცავს ნივთიერება რესვერატროლს, არა მარტო ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას, არამედ ეხმარება ორგანიზმს მის განკურნებაში. ყურძენი საუკეთესო დამხმარე სამკურნალო საშუალებაა კუჭის, ნაწლავების, სარძევე ჯირკვლების სიმსივნეების დროს. ყველაზე სასარგებლოა მუქი ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1018 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

მოსკოვი ახალი ტერაქტების შიშით ცხოვრობს...
რუსეთის ხელისუფლების მიერ "#1 ტერორისტად" გამოცხადებული დოკუ უმაროვი ავრცელებს ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ის მთელ რუსეთს ემუქრება და ამბობს, რომ მოსკოვში ტერორისტ-კამიკაძეს გზავნის.

ერთი შეხედვით, წინასწარ ტერორისტ-კამიკაძეზე ლაპარაკი და მისი სახელის საქვეყნოდ დასახელება თითქოს ლოგიკური არ არის, მაგრამ აქ საქმე ეშმაკურ ფსიქოლოგიურ გათვლასთან გვაქვს. ყველა მოსკოველი, ვინც ამ ვიდეოჩანაწერს ნახავს, ფსიქოლოგიურად დაიძაბება და მუდამ ახალი აფეთქებების მოლოდინში იქნება, რომელთა მსხვერპლი სრულიად შემთხვევით შეიძლება თავადაც გახდეს, რადგან არავინ იცის, მორიგი ტერორისტი-კამიკაძე მოსკოვის მეტროს რომელ სადგურზე, ქუჩასა თუ კაფეში აიფეთქებს თავს...

... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1003 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ლეგენდა, სახელად - ჩელე!
არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შესაძლოა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედლებით არ დაუმშვენებიათ მკერდი, მაგრამ დაიმსახურეს უფრო დიდი ჯილდო - ხალხის უანგარო სიყვარული. თბილისის "დინამოს" ლეგენდად ქცეული ფეხბურთელები დღესაც პოპულარულები არიან და არა მარტო საქართველოში. რუსულმა გაზეთმა "სპორტ-ექსპრესმა" გამოაქვეყნა ინტერვიუ გულშემატკივართა საყვარელ ფეხბურთელთან, მწვანე მინდვრის კოლორიტთან რევაზ ჩელებაძესთან. საუბარი იმდენად საინტერესო გამოდგა, რომ დღემდე არ წყდება კომენტარები ამ მასალასთან დაკავშირებით. დღეს ამ ინტერვიუს ნაწილს გთავაზობთ, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.

KvirisPalitra.Ge ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1140 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

10 ლელო პირველივე მატჩში
საქართველო 82:3 უკრაინა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის "ერთა თასის" ახალი გათამაშება დაგეგმილი გამარჯვებით დაიწყო. ბორჯღალოსნები არსებობის ისტორიაში მერვედ დაუპირისპირდნენ უმაღლეს დივიზიონში ახლახან აღზევებულ უკრაინის ნაკრებს და მოკრძალებულ მეტოქეს ისევ დიდი ანგარიშით სძლიეს. "ერთა თასზე" ამიერიდან ქულათა დარიცხვის ახალი სისტემა ამოქმედდა - თითოეული გამარჯვებისთვის გუნდი 4 ქულას იღებს, ფრე კი 2 ქულად ფასობს. ამას გარდა, მატჩში ოთხი ან მეტი ლელოს გატანის, ან 7 და ნაკლები ქულით დამარცხებისთვის ნაკრები დამატებით ერთ პრემიალურ ქულას იმსახურებს. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ პროგრამა-მინიმუმი ჩვენმა ნაკრებმა პირველივე ტაიმში შეასრულა და ოთხი ლელოთი გაუმასპინძლდა სტუმრებს.
... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1009 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ფაჩულია ლიტვაში არ ჩავაო?
რუსებმა ლიდერის გარეშე "დაგვტოვეს"

მას შემდეგ, რაც ევროპის 2011 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა, კომენტარები არ წყდება იმის თაობაზე, "ვის უფრო გაუმართლა", "ვინ არის ამა თუ იმ ქვეჯგუფის ფავორიტი" და ა.შ. პროგნოზებით D ჯგუფის (სლოვენია, რუსეთი, ბელგია, საქართველო, ბულგარეთი, უკრაინა) წარმომადგენლებიც "გვამარაგებენ", თუმცა, რაც უნდა "გასაკვირი" იყოს, ყველაზე მეტი ორიგინალურობითა და "ობიექტურობით" რუსები გამოირჩევიან. ქვეჯგუფის მეტოქეების დახასიათებისას ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები ირწმუნებიან, "ამოუცნობი" საქართველოს გარდა, ყველა მეტოქესთან გვითამაშიაო. რუსებს ცოცხალი თავით არ სურთ სანჯორჯიოს ტურნირის გახსენება, სადაც ამ რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრებმა მათ ეროვნულ გუნდს 87:71 მოუგო. ბუნებრივია, დღეს რუსეთის ნა ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 971 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

რევოლუცია რესურსებით ღარიბ პატარა აფრიკულ ქვეყანაში - პრესისთვის უღიმღამო სათაურია; თუმცა გასულ კვირას ტუნისში განვითარებულ განსაკუთრებულ მოვლენებს ყველა ყურადღებით აკვირდებოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ ამ მოვლენებმა ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდებაზე შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს, თავად ტუნისი კი განსაკუთრებულად არავის აღელვებს.

ტუნისი ძალიან მცირე მოცულობის ნავთობის ექსპორტს ახორციელებს და გაზის იმპორტიორია, რომელსაც მას მეზობელი ალჟირი აწვდის; თუმცა ამ ქვეყანას გეოგრაფიული მდებარეობის და სხვებისთვის მაგალითის თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ბოლო წლებში ევროპამ იმის გაცნობიერება დაიწყო, თუ რამდენად არაკომფორტულია მისთვის რუსულ გაზზე დამოკიდებულება. 

2006, 2008 და ყ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 996 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

სულ რაღაც ნახევარი საუკუნის წინ, ევროპული ყოფის თეორიაც და პრაქტიკაც გაცილებით მარტივი იყო. ევროპელი ლიდერების წინაშე იდგა ძალიან მკაფიო ამოცანა: საერთო-ევროპული, ფრანგულ-გერმანული ომის თავიდან აცილება.

ისტორიულად, ევროპის გაერთიანებისადმი ორი მიდგომა არსებობდა: ძალა და გონება. პირველს იზიარებდნენ ლუდოვიკო XIV - თავისი იმპერიალიზმით, ნაპოლეონი თავისი ექსპანსიური პოლიტიკით და ჰიტლერი და სტალინი - თავიანთი მანიებით. მათ საპირწონედ გვევლინება მშვიდობიანი ინტეგრაციის პოლიტიკა, რომელმაც ბოლო ორასი წლის განმავლობაში ორჯერ გაიმარჯვა. მის გამოვლინებებად იქცა მე-18 საუკუნის კოსმოპოლიტიზმი და დემოკრატიული კლუბის, ევროკავშირის შექმნა, რომელიც 2007 წელს, რუმინეთის და ბულგარეთის გაწევრების შემდეგ, 27 წევრ-სახელმწიფოს აერთიანებს.     

... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1003 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

მოკლედიაროსლავ კაჩინსკიმ, სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმამ, "პოლონეთის დაცინვა" უწოდა ამ ტრაგედიის მიზეზის შემსწავლელი კომისიის საბოლოო დასკვნას.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა არ გამოიყენა ყველა შესაძლებლობა, რათა ჩვენს ქვეყანას მიეღო მონაწილეობა გამოძიებაში. ამის შედეგად მივიღეთ დასკვნა, რომელშიც კატასტროფის მიზეზად ჩვენი პილოტების შეცდომა სახელდება, - განაცხადა პოლონეთის კონსერვატორთა პარტიის, "კანონი და სამართლიანობის" თავმჯდომარე იაროსლავ კაჩინსკიმ.

... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1066 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ამერიკული ძალაუფლების მომავალიამერიკის შეერთებული შტატების გავლენის შემცირებაზე საუბარი ძალიან მოდური გახდა, მაგრამ აშშ არა აბსოლუტურ, არამედ შედარებით ვარდნას განიცდის და როგორც ჩანს, ის კიდევ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ყველა სხვა ქვეყანაზე ძლიერ სახელმწიფოდ დარჩება.

ამერიკული ძლიერების მომავალი ცხარე კამათის საგანია. ბევრი ექსპერტი 2008 წლის ფინანსურ კრიზისს აშშ-ის დაცემის დასაწყისს უწოდებს. მაგალითად, დაზვერვის ეროვნული საბჭოს პროგნოზით, 2025 წელს "შეერთებული შტატები კვლავ წამყვანი ზესახელმწიფო იქნება, მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირდება ამერიკის დომინირება". 

ბოლო 10 წლის განმავლობაში პეკინს ბევრი აშშ-ის ყველაზე ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 992 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

რა ქნას მან, ვისაც დედამიწის "გადაბრუნება" შეუძლია?!
ქართველი მეცნიერები "დედამიწის გულში"
ადამიანი ისეა შეპყრობილი ყოველდღიურობით, არც კი ფიქრობს, რომ მის გარშემო სამყარო საიდუმლოებებითაა სავსე - ჩვენგან ფარულად, მაგრამ ჩვენ გვერდით, ისეთი მოვლენები ვითარდება, ფანტაზიორსაც კი უჭირს მათი გაცნობიერება. შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში, ათი წელი სწორედ ასეთ მოვლენებს იკვლევდა ახალგაზრდა ფიზიკოსი, პროფესორი ალექსანდრე შენგელაია.სამშობლოში დაბრუნებულიც, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ თემის კვლევას აგრძელებს. ამბობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს სამყაროს უსასრულო სიღრმეს ადამიანი უთუოდ ჩასწვდება, მიხვდება, რა როგორ არის მოწყობილი, მაგრამ თუ რატომ არის მაინცდამაინც ასე, ვერავინ ვერასდროს გაიგებს - ყველაფერი უზენაე ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1101 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

"10 ოქროს ციტატა" აინშტაინისგან
ალბერტ აინშტაინი გენიოსად მხოლოდ ფიზიკაში უდიდესი აღმოჩენების გამო არ ითვლება. პროფესორი აინშტაინი იყო ფილოსოფოსი, რომელსაც ყველაფერთან ერთად შესანიშნავად ესმოდა წარმატების მიღწევის კანონებიც და ისევე ნათლად ხსნიდა მათ, როგორც თავის განტოლებებს.

ეს კი მისი 10 გამონათქვამია სიბრძნის იმ უსასრულო ზღვიდან, რაც ამ მართლაც საოცარმა ადამიანმა ცხოვრების გასაადვილებლად დაგვიტოვა.

1. ადამიანს, რომელიც არა ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1071 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები