ხუთშაბათი, 25.04.2024, 17:13
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » მინდა მოწამე სოფიო (+დაახლ. 137)
07:52
მინდა მოწამე სოფიო (+დაახლ. 137)

30 სექტემბერი წმინდა მოწამე - სოფიოს და მისი შვილების - პისტის, აღაპისა და ელპიდის ხსენების დღეა.

 * * *

 კეთილმსახური ქვრივი, წმიდა სოფიო (სახელი სიბრძნეს ნიშნავს) იმპერატორ ადრიანეს დროს (117-138)  რომში ცხოვრობდა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით ზრდიდა თავის ასულებს, რომელთაც სამი ქრისტიანული სათნოების სახელები პისტი (რწმენა), ელპიდი (სასოება) და აღაპი (სიყვარული) დაარქვა.

იმპერატორ ადრიანეს მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას დედა და შვილები მტკიცედ იცავდნენ თავიანთ სარწმუნოებას და დაუფარავად აღიარებდნენ ყველას წინაშე. ქალაქის თავმა ანტიოქოსმა ამის შესახებ უღმრთო თვითმპყრობელს აუწყა, მან კი, გულისწყრომით სავსემ, ბრძანა, დაუყოვნებლად რომში ჩაეყვანათ აღმსარებლები.

როცა წმიდანები (პისტი - 12 წლის, ელპიდე - 10 წლის, აღაპი - 9 წლის) იპერატორის წინაშე წარდგნენ, ყველა გააოგნა მათმა სიმშვიდემ: გეგონებოდათ, საწამებლად კი არა, ბრწყინვალე დღესასწაულზე მოუხმიათო. გოგონების გულადობით გაოცებულმა იმპერატორმა ისინი წარმართ ქალთან გაგზავნა, ამ უკანასკნელს ქადაგებითა და მჭევრმეტყველებით უნდა დაერწმუნებინა დები იმაში, რომ ნამდვილი ღმერთები კერპები არიან. რა თქმა უნდა, ამ მცდელობამ ფუჭად ჩაიარა. პისტი, აღაპი და ელპიდე იმპერატორთან დააბრუნეს. მან კი არტემიდეს კერპის თაყვანისცემა მოსთხოვა მარტვილებს. სოფიომ ყველას მაგივრად მიუგო: მისთვის მოვსულვართ, რომ ჩვენი სარწმუნოება დავიცვათო.

უსჯულომ სამი დღე მისცა მათ საბოლოო პასუხის მოსაფიქრებლად, შემდეგ კი ასულები ცალკე გაიხმო, პირფერობით მოუწოდა გამზრდელი დედის სიბრალულისკენ და უწინდელი მოთხოვნა გაუმეორა. გოგონებმა მტკიცედ მიუგეს: „რაჲ უტკბილეს არს ქრისტეანისა, ვითარ ვნებაჲ ქრისტესთჳს!" ამის შემდეგ მტარვალმა დები ურთიერთს დააშორა - იმედოვნებდა, რომ ასე მაინც მოაუძლურებდა ნეტარებს, მაგრამ ვერაფერს გახდა.

პირველად უფროსი - თორმეტი წლის პისტი ეწამა. უსჯულოებმა მას სამოსელი შემოაძარცვეს, ხელები ზურგს უკან შეუკრეს და სასტიკად გვემეს, შემდეგ მკერდი მოაჭრეს. ამბობენ, ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდაო, მაგრამ ამ სასწაულმა გონს ვერ მოიყვანა „მძლავრი იგი" - ბრძანა, გახურებული კეცებით მოეწვათ წყლულები; პისტი ცეცხლზე შემოდგმულ, ფისითა და ქონით სავსე ტაფაზე დააყენეს, მაგრამ ალს სიმხურვალე დაეკარგა და ქრისტეს სასძლოს არაფერი დაშავებია. ბოლოს მას თავის მოკვეთა გადაუწყვიტეს.

შემდეგ შუათანა - ათი წლის ელპიდე აწამეს. ისიც ტანსაცმელშემოძარცული გვემეს გამხმარი ძარღვებით და ცეცხლში ჩააგდეს; უვნებლად გადარჩენილი, ძელზე დაკიდეს და რკინის ჩანგლებით ჯიჯგნეს, შემდეგ - ადუღებული ფისით სავსე ქვაბში ჩააყენეს, მაგრამ ქვაბი ცვილივით გალღვა, მდუღარე დაითხია, შემოკრებილთაგან მრავალი დაწვა, წმიდა მოწამე კი გადარჩა. ბოლოს ისიც მახვილით მოაკვდინეს.

ამის შემდეგ ჯერი ნაბოლარაზე, ცხრა წლის აღაპიზე მიდგა. იგი ისე სასტიკად აწამეს და ნაწამებს უღმრთო მსაჯულმა აღუთქვა, თუ სიტყვით მაინც აღიარებ, რომ „დიდ არს არტემი", ცეცხლში დაწვას გადაურჩებიო. გოგონა კი არც ჯალათებს დაელოდა, არც მტარვალის ბრძანებას - თავადვე დადგა ცეცხლში. ყრმა უფლის ანგელოზებმა დაიცვეს დაწვისგან. გააფთრებულმა წარმართებმა რკინებით ბარძაყები დაუხვრიტეს ნეტარს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს.

სოფიოს ყველაზე სასტიკი წამება ხვდა წილად - საკუთარი თვალებით უმზერდა შვილების ტანჯვას, მაგრამ „არარაჲ შეემთხუეოდა სულმოკლებისა და დედობრივისა მოშიშებისაჲ". საკვირველ ასულთა საკვირველი დედა სიტყვითა და ლოცვით განაძლიერებდა მარტვილებს, შემდეგ კი ლუსკუმაში ჩაასვენა მათი ცხედრები, ურმით წაასვენა მშობლიურ ქალაქში და თავის მიერვე აგებულ საყდარში დაფლა... სამი დღე არ განშორებია ნეტარი წმიდა საფლავებს, შემდეგ კი უფალმა მისი სულიც შეივედრა...

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1081 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები