ხუთშაბათი, 25.04.2024, 07:13
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ავგუსტა ადა კინგი - მსოფლიოს პირველი პროგრამისტი
07:55
ავგუსტა ადა კინგი - მსოფლიოს პირველი პროგრამისტი

გრაფინია ავგუსტა ანა კინგი (ქალიშვილობის გვარი - ბაირონი) - ინგლისელი მათემატიკოსი, ისტორიაში შევიდა იმის წყალობით, რომ პირველმა აღწერა გამომთველელი მანქანა. ანუ ის პროექტი, რომლის შექმნა შემდგომში ჩარლზ ბებიჯის სახელს უკავშირდება.

დაიბადა 1815 წლის 10 დეკემბერს. ადა ცნობილი გვარის წარმომადგენელი იყო და ამავდროულად ჯორჯ გორდონ ბაირონის ერთადერთი კანონიერი ასული. ლორდ ბაირონმა საკუთარი ქალიშვილი მხოლოდ ერთხელ, ერთი თვის ასაკში ნახა. 1816 წლის აპრილში იგი ოფიციალურად გაშორდა მეუღლეს და ინგლისიდან გაემგზავრა.

გოგონას დაარქვეს ავგუსტა, ბაირონის ერთ-ერთი ნათესავის საპატივსაცემოდ. თუმცა მას სახლში ყველა ადას ეძახდა. როგორც ჩანს, ზუსტი მეცნიერებებისადმი სიყვარული ავგსუტა- ადამ მემკვიდრეობით დედისგან მიიღო. ანა-იზაბელა ბაირონიც გატაცებული იყო მათემატიკით, რის გამოც მეუღლისგან ზედმეტსახელად "პარალელოგრამების დედოფალი" მიიღო.

იღებდნენ თუ არა მშობლები ბავშვის დამატებით აღზრდაში მონაწილეობას არ არის ცნობილი. უცნობია ისიც, ცხოვრობდა თუ არა გოგონა თავის დედასთან, რადგან ის დაბადებიდან დედის მშობლების სახლში იზრდებოდა, თუმცა ქალბატონი ბაირონი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ადას აღზრდაში, რადგან სურდა განევითარებინა გოგონასთვის ანალიტიკური აზროვნების უნარი და არა რომანტიკული განცდები, რომელიც მას მამისგან მემკვიდრეობით შეიძლებოდა მიეღო.

გოგონას აღსაზრდელად დაიქირავეს შოტლანდიელი მათემატიკოსი ოგასტეს დე მორგანი, რომლის მეუღლეც იყო მერი სომერვილი, ამ უკანასკნელმა თარგმნა ცნობილი ასტრონომის და მათემატიკოსის პ. ლაპლასის ნაწარმოები - "ტრქატატი ზეციურ მექანიკაზე". სწორედ მისგან გაიგო ანამ პირველად ჩარლზ ბებიჯის სახელი.

ცამეტი წლის ასაკში გოგონა თავის სახატავ ალბომში მფრინავი მოწყობილობების ნაწილებს ხატავდა. თუმცა არსებობს იმის დამადასტურებელი მასალაც, რომ ადა წერდა ლექსებს, მაგრამ როგორც ჩანს ერიდებოდა მათი გამომზეურება. მისი მეორე გატაცება, მათემატიკის შემდეგ, იყო მუსიკა. რომ იტყვიან მან შეძლო შეეერთებინა ორი ვნება, ფიქრობდა რა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ანალიტიკური მანქანა შეძლებდა მუსიკის შექმნას.
17 წლის ასაკში ის გამოვიდა საზოიგადოებაში და წარუდგინეს მეფეს და დედოფალს. 1833 წლის 5 ივნისს ადა პირველად შეხვდა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორს, მათემატიკოსს, ჩარლზ ბებიჯის.

ამ დროისათვის პროფესორს დამთავრებული ჰქონდა გამომთვლელი მანქანის აღწერაზე მუშაობა. ამ მოწყობილობის ასაშენებლად  მას სუბსიდიაც გადაუხადეს წინასწარ, თუმცა შემდგომ მშენებლობა გაჭინაურდა და დაფინანსება შეწყდა.

1835 წელს შედგა ადა ბაირონისა და ბარონ უილიან კინგის ქორწილი. ადამ მიიღო ლორდ ლავლეისის ტიტული. ოჯახში დაიბადა სამი ბავშვი: ბაირონი, ანაბელა და რალფი, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი ადასთვის თავი მიეძღვნა მათემატიკისათვის.

Bბებიჯის გამომთველელი მანქანა არ იყო დავიწყებული. 1842 წელს, ამ მოწყობილობას გაეცნო იტალიელი მეცნიერი მანიბერა. სწორედ მან მოახდინა მისი დეტალური აღწერა, მაგრამ სტატია დაიწერა ფრანგულ ენაზე და ადა ლევლეისმა თარგმნა იგი ინგლისურად, ამავდროულად სტატიას დაურთო დეტალური კომენტარები, სწორედ ამის გამო თვლიან მას ჩვენი პლანეტის პირველ პროგრამისტად.

მან პირველმა შეადგინა ანალიტიკური მანქანის საოპერაციო გეგმა, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა გადაჭრილიყო ბერნულის გამრავლების პრობლემა, თუმცა მისმა ერთმა განზრახვამ კინაღამ არ დაღუპა ის და ბებიჯიც. ადამ გადაწყვიტა, რომ მანქანას შეეძლო ეწინასწამეტყველებინა დოღის ანგარიში და შეეცადა ამის დამტკიცებას. თუმცა რისკის შედეგად წააგო საკუთარი და ქმრის ფულიც.

მისი თანამედროვენი თვლიდნენ, რომ იგი სატანასთან იყო შეკრული. ლონდონური საზოგადოება შეშფოთებული იყო იმით, რომ თითქოს სატანამ მას გაუმხილა რაღაც საიდუმლო, რომლს მეშვეობითაც იგი იცავდა თავის "გურუს" და მეუღლეს ძალავდა ფულს ამ ხელსაწყოსთვის, თავად იგიც არაერთგზის აღნიშნავდა, რომ ეშმაკივით მუშაობდა.

ამ ქალმა ხმარებაში შემოიტანა ისეთი ტერმინები როგორიცაა "სამუშაო უჯრა", "ციკლი", ბებიჯისთან ერთად მან დაამკვიდრა ისეთი ტერმინები როგორიცაა: ჯგუფის მოდიფიკაცია, საინდექსო რეგისტრაცია. 1843 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ნაშრომები, მაგრამ ამ პერიოდში არ ითვლებოდა მიზანშეწონილად, რომ ქალს თავის სახელით გამოექვეყნებინა თავისი შრომები, ამიტომ ბევრი მათემატიკოსი ქალის ( და არა მარტო მათემატიკოსის) სახელი მხოლოდ ვიწრო წრისათვის იყო ცნობილი.

ადა 1825 წლის 27 ნოემბერს გარდაიცვალა სიმსივნით, 36 წლის ასაკში. მისმა სიკვდილმა გადაარჩინა მისი ოჯახი დანგრევას. იგი მამის გვერდით, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს, ჩარლზ ბებიჯიმ კიდევ იცოცხლა 20 წელი, თუმცა გამომთვლელი მანქანის დასრულება მაინც ვერ მოახერხა. მხოლოდ 1991 წელს, ინგლისელმა მეცნიერებმა ამ ხაზით გააგრძელეს მუშაობა და დაასრულეს კიდეც წარმატებით.

ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ 1975 წელს მიიღო გადაწყვეტილება შეემუშავებინა კომპიუტერული  პროგრამირებისათვის უნივერსალური ენა, ამ პროექტს სახელად უწოდეს - "ადა".

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1382 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები