პარასკევი, 19.04.2024, 11:15
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ტურინისა და პიემონტის მარგალიტები.
08:01
ტურინისა და პიემონტის მარგალიტები.

ტურინის სახელგანთქმული სუდარის გარდა, ტურინი და პიემონტი ცნობილია ამ მხარის ისტორიასთან დაკავშირებული უნიკალური რელიგიური ძეგლებით.

სამეფო ქალაქი

ტურინის სამეფო შესანიშნავი რეზიდენციების, სამეფო სასახლეების, კერძო საკუთრებებისა და ვილების ერთიანი ჯაჭვია. მისი ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული სავოას მეფეთა ისტორიასთან: სამი საუკუნის განმავლობაში ქალაქი მნიშვნელოვან ევროპულ დედაქალაქს, იმ დინასტიის ადგილსამყოფელს წარმოადგენდა, რომელმაც შეძლო, მცირე საგრაფო იტალიის ერთ-ერთ სამეფოდ ექცია. 1563 წელი ბედნიერი თარიღია ტურინისთვის. ამ დროს სავოელმა გრაფმა ემანუელე ფილიბერტომ შამბერიდან ტურინში გადმოიტანა  თავისი რეზიდენცია და შესაბამისად, მაცხოვრის სუდარაც. სავოას დინასტიის დროინდელი, პიემონტის ბაროკოს სტილისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობით  დაპროექტებული ძველი ქუჩები  დღემდეა შემონახული. მათ შორის არქიტექტურით გამოირჩევა: Palazzo Madama, Palazzo Reale, Villa della Regina და Castello del Valentino, სუპერგას ბაზილიკა, მონადირის სახლი Stupinigi და ბრწყინვალე სამეფო სასახლე Reggia di Venaria; ასევე კოშკები: Castello di Rivoli, Castello di Moncalieri და Agliè; ძველი თეატრები – Regio და Carignano; ამას გარდა, დასვენების ადგილები და მრავალრიცხოვანი კაფეები ცენტრალური ქუჩების გაყოლებაზე.

პიემონტის სააბატოები და ტაძრები

უდიდეს მხატვრულ და ისტორიულ ფასეულობას წარმოადგენს პიემონტის სააბატოები და ტაძრები. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ეკლესია Sacra di S. Michele – მთელი რეგიონის სიმბოლო. ბუნების სიჩუმეში ჩაფლული, თუ კლდეებში ჩამალული ეს ძეგლები, რელიგიური არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშები და ძველ რელიგიურ ორდენთა თუ მომლოცველთა ცხოვრების მოწმეები არიან.  ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობებიდან, განსაკუთრებულია, ასევე, სააბატოები: Novalesa, Staffarda, Vezzolano და ტაძარი Santuario di Vicoforte.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წმინდა მთები

ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე წმინდა მთები (Sacri Monti) იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ეს არის კაპელებისა და XV-XVII სს-ის ტაძრების კომპლექსი. ამ პერიოდში, როცა შეუძლებელი გახდა წმინდა მიწამდე მიღწევა, იერუსალიმისა და ბიბლიური ადგილების ხსოვნა რომ შეენარჩუნებინა, ეკლესიამ მორწმუნეებს  წმინდა მთების „ვირტუალური"  მომლოცველობა შესთავაზა. ამავე დროს, ეკლესიამ სცადა საკრალური ადგილების ესთეტიკური აღქმა გაეძლიერებინა ისეთი ქმნილებებით, რომლებიც დასავლეთ ევროპის კულტურული ტრადიციების გამგრძელებლები იქნებოდნენ. პიემონტის ალპების ხვეულში (ვარალოდან ორტასა და კრეამდე) აღმართული წმინდა მთები ქრისტიანული სარწმუნოების თვისებურ „ღია ცისქვეშა კატეხიზმოდ" გვევლინებიან. ისინი არა მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობით, არამედ განსაკუთრებული მხატვრული ღირებულებითა და სილამაზითაც გამოირჩევიან. მშვენიერი ეფექტი არქიტექტურული ელემენტებისა და ბუნებრივი ლანდშაფტის გემოვნებიანი შერწყმით არის შექმნილი. აქ ინახება ხელოვნების არაერთი ნიმუში, რომლებიც მნიშვნელოვნად ამდიდრებს ამ ადგილის კულტურულ ღირებულებას.

პიემონტის მონასტრები და სავანეები

დღეს, როგორც უწინ, მორწმუნეებისთვის შესაძლებელია პიემონტის სხვადასხვა რელიგიური ცენტრის – ბუნების წიაღში ჩაფლული ადგილების მოლოცვა. ამგვარი ადგილები, სადაც ჯერ ისევ ბუნებრიობა და სისადავე ბატონობს, იქ მყოფ ლოცვასა და შრომაზე დაფუძნებულ რელიგიურ საზოგადოებებთან ერთად  მხატვრული და ისტორიული ღირებულებების ნიმუშს წარმოადგენს. მათი მონახულება ყოველდღიური რუტინული ცხვრებისგან დროებით მოწყვეტის შესანიშნავი საშუალებაა. შეიძლება ეწვიო, მაგალითად, სამონასტრო საზოგადოებას Bose, ენცო ბიანკის ხელმძღვანელობით, ან Dominus Pra’d Mill-ის Dominus Tecum-ს.

მომლოცველობა

Valle di Susa-ს, Vercellese-სა და Canavese-ს ხეობების Via Francigena-ს უძველესი გზა შესაძლებლობას გაძლევთ, აღმოაჩინოთ ბუნებრივი და ხელოვნური მშვენიერების რელიგიურ-ისტორიული კულტურის მხარე; გაიაროთ გზა, რომელზეც დადიოდნენ ჩვენი ურიცხვი წინაპრები – მწყემსებიდან და მომლოცველებიდან, პრელატებისა და მეფეების ჩათვლით. ამ გზის პიემონტის მონაკვეთი მონჩენიზიოდან იწყება და სუსას ხეობამდე მიდის ულკსის, სუზუს, ბუსოლენოს, ავილიანის, რივოლოს, ტურინის, კიერისა და ასტის გავლით. მეორე მონაკვეთი კი გადის  ალესანდრიისა და ასტის პროვინციებზე მონფერატომდე. მესამედი ნაწილი გზისა  ვალდოსტანის ხეობაში იწყება და  ივრეის, ვივერონესა და სანტიას გავლით, ვერჩელამდე გრძელდება.

ტრადიციული კერძები

პიემონტურ სამზარეულოში საოცარი სახით არის შეზავებული ერთმანეთთან  გლეხური სამზარეულოს უბრალო ინგრედიენტები და მეფური დახვეწილობა, იტალიური ტრადიციული კერძების ჩათვლით. ადგილობრივი პროდუქტებისა და საუკუნეების მანძილზე გადაცემული ტრადიციული რეცეპტების წყალობით ამ რეგიონის გასტრონომიული მენიუ ტურინისა და პიემონტის კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ასეთი კერძები შეგიძლიათ დააგემოვნოთ რესტორნებში, მონასტრებში, ღვინის მაღაზიებში და სხვაგან. ტრადიციული კერძებიდან მეტ-ნაკლებად პოპულარულია: bagna cauda (ბოსტნეულის ფონდუ), bollito misto (ხორცის რაგუ), gran fritto alla piemontese (მწვადის ასორტი), agnolotti (პელმენის ნაირსახეობა) – და ეს ყველაფერი ტრადიციულ ყველეულთან, ძეხვეულთან და პიემონტის სახელგანთქმულ ღვინოსთან ერთად.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1080 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები