პარასკევი, 19.04.2024, 00:28
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ხელით ნაკეთი სილამაზე
08:02
ხელით ნაკეთი სილამაზე
  საკმაოდ გადატვირთული დღე მქონდა, არადა მეგობრის დაბადების დღისთვის სჩუქარი მქონდა საყიდელი, წავიწუწუნე, რა ვაჩუქო სად გავიდე საჩუქრის საყიდლადთქო. თანამშრომელმა გადმომიგზავნა საიტის ლინკი   www.irinola.at.ua, პირველივე გვერდზე ეწერა, რომ მასალისთვის გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ვერცხლი, გულში ვიფიქრე აქ სამკაული ძვირი ეღირება და დათვალიერებას ნეტა რა აზრი აქვსთქო, მაგრამ მაინც დავაჭირე „კოლექციას" და ფასებმა გამაოცა, შოკისმომგვრელად დაბალი ფასები, ვერცხლი, სვაროვსკის კრისტალები და ბუნებრივი ქვები, ეს სწორედ ის საჩუქარია, რომელიც არც ჩემს ჯიბეს გაატყავებს და სამახსოვროდაც წლების მანძილზე დარჩება ჩემს მეგობარს, თანაც უკვეთავ და თვითონვე მოგიტანენ მისამართზე.

  
  კოლექცია გადავათვალიერე, ფაქტიურად ყველა ასაკის ქალბატონისთვის შეიძლებოდა საჩუქრის გაკეთება. ჩემმა მეგობარმა მითხრა, ეს გოგო ამ სამკაულს თვითონ აკეთებსო. ჟურნალისტურმა ინტერესმა საიტის მფლობელთან, ირინასთან დამარეკინა. გავიგე, თურმე ის უფრო ძვირად ღირებულ მასალებზეც მუშაობს, ოღონდ კერძო შეკვეთებზე და ექსკლუზიურად. წარმოგიდგენიათ ექსკლუზიურად შენთვის რომ უკვეთავენ კულონს შენი ინიციალებით ან ბეჭედს საყვარელი ადამიანისთვის, მესიამოვნა, ზუსტად ვიცი რა მინდა მაჩუქოს ჩემმა შეყვარებულმა, ახლა ისღა დამრჩენია შევატყობინო :)

  

  

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1146 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები