პარასკევი, 29.03.2024, 01:25
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » საინტერესო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ცოდნა.
08:03
საინტერესო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ცოდნა.

იაპონური პირშუშხა კარიესის წინააღმდეგ
მწვანე იაპონური პირშუშხა ამცირებს კიბოსა და თრომბების წარმოქმნის რისკს, აიშვიათებს ასთმის შეტევებს. გარდა ამისა, აქვს ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედება. მისგან დამზადებულ საკაზმს უმი თევზისგან მომზადებულ კერძებთან ერთად მიირთმევენ. ახლახან კი იაპონელმა მეცნიერებმა მისი კიდევ ერთი სამკურნალო თვისება აღმოაჩინეს: თურმე პირშუშხას კარიესის განვითარების შეფერხება შესძლებია. მის შემადგენლობაში შედის იზოთიოციანატები, რომლებიც კარიესის გამომწვევ მიკროორგანიზმებს დაავადების განვითარების საშუალებას არ აძლევენ.
 
ჰორტენზია - დიაბეტისა და ართრიტის სამკურნალოდ
ჰორტენზიის ფესვების საფუძველზე დამზადებული პრეპარატები შველის ისეთ დაავადებებს, როგორიც არის გაფანტული სკლეროზი, ფსორიაზი, დიაბეტისა და ართრიტის ზოგიერთი ფორმა. საქმე ის არის, რომ ჩამოთვლილი დაავადებები ემართებათ ადამიანებს, რომელთაც იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული. ამჟამად არსებულ იმუნოსტიმულატორებს ყველაზე მძიმე შემთხვევებში მიმართავენ, როგორც უკანასკნელ საშუალებას. ისინი პაციენტს ინფექციებისგან არ იცავენ, თანაც გვერდითი ეფექტები აქვთ. სწორედ მათ ალტერნატივად შეიძლება იქცეს ახალი წამალი. ჰორტენზიის ეფექტს განაპირობებს მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერება, რომელიც აბრკოლებს აუტოიმუნური დაავადებების გამომწვევი განსაზღვრული ტიპის უჯრედების განვითარებას.

ღვინო და თევზი ხელს უწყობს გულის მუშაობას
გულზე ღვინის კეთილისმყოფელი მოქმედება მეცნიერებმა არაერთხელ დაამტკიცეს. გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის არანაკლებ სასარგებლო ყოფილა თევზიც, ხოლო ამ ორი პროდუქტის ერთად მიღება, მედიკოსების თქმით, კიდევ უფრო ეფექტურია. მკვლევარებმა იტალიაში, ბელგიასა და ინგლისში 26-დან 65 წლამდე ასაკის 1500-ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ ღვინის ზომიერი მოხმარებისას სისხლში იმატებდა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავასა და სისხლის წითელი ბურთულების რაოდენობა. ომეგა-3, რომელსაც განსაკუთრებით უხვად შეიცავს თევზი, აუმჯობესებს გულის მუშაობას და ამცირებს გულის უკმარისობის განვითარების რისკს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ყოველდღიურ რაციონში ღვინოსთან ერთად თევზის ჩართვა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ძალზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.
 
თვალის სოკოვანი დაავადება 
ამერიკის ზოგიერთ შტატში  თვალის იშვიათმა სოკოვანმა ინფექციამ იფეთქა, რომელსაც თვალების ძლიერი ქავილი ახასიათებს. აფეთქებას კონტაქტური ლინზების საწმენდ სითხეს - Renu Multiplus-ს უკავშირებენ. ცოტა ხნის წინ ეს სითხე მწარმოებელმა ფირმამ მსოფლიო ბაზრიდან უკან გამოითხოვა.
აშშ-ში თვალის სოკოვანი დაავადების მქონეთა 30%-ს რქოვანას გადანერგვა სჭირდება - ასეთი ინფორმაცია გამოაქვეყნა აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა. ექსპერტების აზრით კი ასეთი ადამიანების რიცხვი თანდათან გაიზრდება, რადგან ინფექცია გვიანდელ სტადიაში ძნელად ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას.
 
ღვინო და ფუტკრის შხამი
ალერგიული რეაქცია, რომელსაც ახალდაყენებული ღვინო და მაჭარი იწვევს, სინამდვილეში შესაძლოა კრაზანის ან ფუტკრის შხამის ბრალი იყოს - ყურძნის დაწურვისას ბადაგში შესაძლოა ჩავარდეს მწერი, რომელიც ყურძენს თავს დასტრიალებს. ასეთი ღვინო რეალურ საფრთხეს უქადის ყველას, ვისაც კრაზანის ან ფუტკრის შხამზე ალერგია აქვს. რიო ორტეგას ჰოსპიტალში (ესპანეთი) მომუშავე ექიმებმა აღწერეს ალერგიული რეაქციის რამდენიმე შემთხვევა, რომლებმაც ღვინის, ბადაგის ან მაჭრის დალევის შემდეგ იჩინა თავი. ზოგიერთს ალერგია სახის გაწითლებით, ქავილითა და ტუჩების შეშუპებით გამოუვლინდა, ზოგიერთს - ასთმური შეტევით, რამდენიმე ადამიანს კი განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი - ალერგიის ყველაზე მძიმე ფორმა, რომელიც სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. საბედნიეროდ, ყველა პაციენტი გადარჩა, მაგრამ ექიმები შეფიქრიანდნენ - მათ ვერაფრით დაადგინეს ალერგიის მიზეზი. ტესტირების შედეგად გამოირიცხა ორი ყველაზე მეტად მოსალოდნელი ალერგენი - ყურძნის ექსტრაქტი და კვერცხის ცილა, რომელსაც ზოგჯერ ამატებენ ღვინოს. სამაგიეროდ, სისხლში ყველა პაციენტს აღმოაჩნდა ანტისხეულები კრაზანის ან ფუტკრის შხამის მიმართ, თუმცა თავად ირწმუნებოდნენ, რომ მათთვის მწერს არ უკბენია. შემდგომმა ტესტირებამ დაადასტურა, რომ ალერგია გამოწვეული იყო კრაზანისა და ფუტკრის ცილებით, რომლებიც მაჭარში აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ ძველი ღვინო ალერგიულ რეაქციას არ იწვევდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაღვინების პროცესში კრაზანისა და ფუტკრის შხამის ცილები იშლება. სრული დაშლისთვის შესაძლოა რამდენიმე კვირაც საკმარისი იყოს, მაგრამ ექიმები კრაზანისა და ფუტკრის შხამის მიმართ ალერგიულ ადამიანებს ურჩევენ, მაჭარს, ბადაგს და ახალდაყენებულ ღვინოს ერიდონ.
 
ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინა
შვეიცარიულმა კომპანიამ Cytos Biotechnology-მ დაასრულა ალერგიული რეაქციების საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა. ვაქცინა ადამიანს მტვრის ტკიპის,  მცენარის მტვრისა და სხვა ალერგენებისგან დაიცავს. ვაქცინის კვლევაში მონაწილეობა მიიღეს ქალებმაც და მამაკაცებმაც, რომლებსაც მტვრის ტკიპაზე ალერგია ჰქონდათ. მათ ნაწილს ექვსი კვირის განმავლობაში ყოველკვირეულად უკეთებდნენ ექსპერიმენტულ პრეპარატს, ნაწილს კი პლაცებოს. შედეგი განსაცვიფრებელი აღმოჩნდა: პრეპარატმა 100-ჯერ გაზარდა გამოსაკვლევ პირთა მედეგობა ალერგენის მიმართ. ეფექტის ხანგრძლივობა ჯერჯერობით უცნობია. კვლევები გრძელდება. ანტიალერგიული ვაქცინა შეიცავს ტუბერკულოზის გამომწვევის დნმ-ს ფრაგმენტს, რომელიც ადამიანისთვის საშიში არ არის. აცრა იმგვარად გადააპროგრამებს ალერგიით დაავადებულის იმუნურ სისტემას, რომ ამ უკანასკნელმა უმტკივნეულოდ მოიშოროს ანტიგენი. ამავე დროს, ვაქცინა თრგუნავს თ-ლიმფოციტების გამომუშავებას, რომლებიც ალერგიული რეაქციების განვითარებაში უმთავრეს როლს ასრულებენ.

ანტიალერგიულ ვაქცინას უნარი შესწევს, თავიდან აგვაცილოს ჭინჭრის ციება და ბრონქული ასთმა. უახლოეს მომავალში იგეგმება ცდების სერია კვებითი ალერგენების წინააღმდეგ პრეპარატის ეფექტურობის შესაფასებლად.
 
ზოგი ჭირი მარგებელია
იმუნური სისტემის განსაკუთრებულმა აქტივობამ, რომელიც ალერგიულ დაავადებებს იწვევს, შესაძლოა ორგანიზმი თავის ტვინის კიბოსგან დაიცვასო, ფიქრობენ ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები. ჰარვარდსა და წმინდა თომას ჰოსპიტალში, ლონდონში, მკვლევარებმა თავის ტვინის სიმსივნით დაავადებული 4500 პაციენტის მონაცემები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომელთაც ბრონქული ასთმა, ატოპიური დერმატიტი და პოლინოზი აქვთ, გლიომა 30-39%-ით უფრო იშვიათად უვითარდებათ. გლიომა ტვინის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნაირსახეობაა. ხუთწლიანი გადარჩენადობის მაჩვენებელი (დიაგნოზის დასმის შემდეგ სიცოცხლის 5 წლით გახანგრძლივების ალბათობა) 3%-ს არ აღემატება. მეცნიერთა თქმით, არსებობს ერთგვარი კანონზომიერება, რომელიც ალერგიულ რეაქციებზე პასუხისმგებელი ნივთიერებების - ციტოკინების აქტივობის მომატებას უკავშირდება. კერძოდ, კვლევებმა აჩვენა, რომ ციტოკინები აფერხებს გლიომის უჯრედების ზრდას. სწორედ ეს ამცირებს ალერგიულ პაციენტებში ტვინის კიბოს წარმოშობის ალბათობას.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1199 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები