სამშაბათი, 16.04.2024, 11:29
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » როგორ ირუჯებიან მუსლიმანი ლამაზმანები.
08:04
როგორ ირუჯებიან მუსლიმანი ლამაზმანები.

დადგა საზაფხულო სეზონი და ყველას საბანაო ადგილებისკენ მიუწევს გული. ეს შეგრძნება, რასაკვირველია, რასისა და რელიგიური მიმდინარეობისგან დამოუკიდებლად, ყველა ადამიანს ეუფლება. ექსპერტების აზრით, ბოლო დროს ტურები იმ ადგილებში, რომლებიც მუსულმანთა ისტორიასა და აღმოსავლურ კულტურას უკავშირდება, სულ უფრო პოპულარულია.

 

აქტუალური ხდება სპეციალურად მუსლიმანებისთვის ისლამისტური ოტელების აშენების აუცილებლობა. ამგვარ სასტუმროებში ყველა პირობაა შექმნილი მუსლიმანთა რელიგიური სამსახურისთვის. საზოგადოებრივი აზრით, მუსლიმანური სასტუმროები ჩვეულებრივ ოტელებს არა მარტო კონკურენციას გაუწევს, არამედ იქ იმუშავებს მომსახურების ახალი სტანდარტები. ამასთან, იქ იქნება ყველაფერი საუკეთესო, რისი შემოთავაზებაც შეუძლია ევროპული დონის სასტუმროებს. ასეთი სასტუმროები უკვე არსებობს თურქეთში, სადაც სპეციალური საბანაო კოსტიუმების პოპულარობის ზრდასთან ერთად, რომლებიც მთელ სხეულს ფარავს, ჩნდება მუსლი-მანური კემპინგები, სანატორიუმები და კურორტები. იქ იყიდება ალკოჰოლი, თუმცა დაუშვებელია ერთ შენობაში ქალებისა და მამაკაცების ყოფნა. გარდა ამისა, იხსნება აგრეთვე სპეციალური მუსლიმანური პლაჟები. ამ პლაჟებზე დამსვენებელ მუსლიმან ქალბატონებს სპეციალური ისლამური საბანაო კოსტიუმები აცვიათ, რომელიც მთლიანად დახურული კოსტიუმისა და მოსაცმელისგან შედგება - ეს უკანასკნელი სპეციალურ ქუდზე იცმება. ისინი სხვადასხვა ფერისა და ფასონისაა. თქვენ წარმოიდგინეთ, საბანაო კოსტიუმის ბოლო მოდელი მზის სხივებსაც ატარებს. ასე რომ, მუსლიმან ლამაზმანებს გარუჯვის შანსი მიეცემათ...

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1037 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები