პარასკევი, 29.03.2024, 14:35
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » კამბოჯა: განაღმული სილამაზე.
08:07
კამბოჯა: განაღმული სილამაზე.

კამბოჯაში გამგზავრების ბევრს ეშინია, მაგრამ ამბობენ, რომ შიში უსაფუძვლოა. სამოქალაქო ომის თანმდევი საომარი მოქმედებები წარსულს ჩაბარდა. კი ცდილობდნენ კომუნისტები კამბოჯა ტურისტული რუკიდან მოეშალათ, მაგრამ, საბედნიეროდ, ვერ შეძლეს. კაბოჯელები გულღია და სტუმართმოყვარე ხალხია. იმედი აქვთ, რომ მათი სამშობლო ისეთივე პოპულარული გახდება, როგორიც მეზობელი ტაილანდია.

ინდოჩინეთისთვის ტიპური ფლორა და ფაუნა კამბოჯაში სახეს იცვლის: იმის წყალობით, რომ ქვეყანა ერთ დიდ ფიალას ჰგავს აქ თავისებური კლიმატი ჩამოყალიბდა, რომელმაც მდინარე მიკონგისა და ტბა ტონლესაპის გავლენით უნიკალური ჰიდროლოგიური სისტემა შედგა. შედეგად აქ გაჩნდა მრავალფეროვანი ლადშაფტი: სხვადასხვა ტიპის ჯუნგლები, ნაკლებდასახლებული,მაგრამ ბევრი მთა,ნოტიო აზიური სავანა და ტყეები.

რაც შეეხება ცხოველებს, მათ შორის ველური აზიური სპილოები გამოირჩევიან, რომელთა პოპულაცია აქ სტაბილურია. მამაცები მათ ათვინიერებენ კიდეც,ამიტომ ასეთ სპილოზე „გასეირნება" გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ჩვეულებრივზე.

აქაურებს კხემერებს უწოდებენ. ამბობენ, აზიის სხვა წარმომადგენლებისგან კამბოჯის მაცხოვრებლები თავიანთი სილამაზით გამოირჩევიანო.

კამბოჯა, პირველ რიგში, ანგკორთან ასოცირდება. ეს პლანეტის ერთ–ერთი ულამაზესი ადგილია. ის ხუთ შესანიშნავ კოშკს მოიცავს,დახვეწილ სკულპტურას და ბარელიეფებს.  თუმცა ანგკორი მხოლოდ უდიდესი ბუდისტური ტაძარი და კამბოჯის ძველი დედაქალაქი არაა – მის გარშემო ძალიან ბევრი რელიგიური დანიშნულების ნაგებობაა. ეს ყველაფერი თავისი ზომითა და შესრულების ტექნიკით გაოცებს, რადგან გონება ვერ იჯერებს,რომ ნანახი ადამიანის ხელებმა შექმნა.

მათ, ვისაც უყვარ,როცა ბუნებას კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობას უკავშირებენ, შევახსენებთ, რომ რედიარდ კიპლინგმა თავისი „მაუგლი" სწორედ ანგკორის მონახულების შემდეგ დაწერა. ვინ იცის,იქნებს ამ ადგილებმა კიდევ შთააგონოს შემოქმედებით ადამიანს შედევრის შექმნა.

ანგკორის საპირისპიროა პოიპეტი – არცთუ მიმზიდველი სასაზღვრო დასახლებული პუნქტი მწირი ისტორიით, მაგრამ აქ ბევრი კაზინო, ბინძური ბორდელი და ბანდიტების თავშეურის ადგილია. ამბობენ,რომ ამ დაწესებულებებში სესული ყოველი ათი კაციდან 9 მოტყუებული ან გაძარცვული რჩება. ამიტომ სჯობს, ასეთ დასახლებებს არ გაეკაროთ.

მაგრამ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ  ადგილობრივ მოსახლეობასიმდენად პოზიტიური ენერგია აქვს, რომ ნებისმიერ ნაკლს გააბათილებს. ყველა ქვეყანა,რომელიც მასობრივი ტურიზმით არაა „გაფუჭებული", პრაქტიკულოად, ყოველთვის გულისხმიერი მოსახლეობით გამოირჩევა. 

აღსანიშნავია,რომ დღეისთვის ყველა მნიშვნელოვანი და მისაწვდომი ტურისტული პუნქტი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაა განაღმული. ნაღმები მხოლოდ იმ ადგილებშია შემორჩენილი, რომლებიც მიუვალია და ადგილობრივებიც კი იშვიათად დადიან. საშიში ადგილები შემოსაზღვრულიცაა, რადგან განაღმვის სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ძალიან მალე მთელ ქვეყანას გაათავისუფლებენ ნაღმებისგან.

მაუგლიც არ დაგავიწყდეთ, შესაძლოა, სწორედ აქ შეგხვდეთ... 

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1012 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები