პარასკევი, 29.03.2024, 15:44
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » გამომგონებლობა ყველა დაავადების წინააღმდეგ.
08:09
გამომგონებლობა ყველა დაავადების წინააღმდეგ.

ჩინელმა მეცნიერებმა გამოიგონეს ფოროვანი პოლიმერული მასალა, რომელსაც შესწევს უნარი, შეისრუტოს სამკურნალო მცენარეების ნაყენი და შეინახოს გარკვეული პერიოდი. 

 

ამ მასალით შექმნეს საბავშვო ფეხსაცმელების საფენი. მკურნალობის ეს მეთოდი გამოიყენებოდა შორეულ წარსულში და მის შესახებ მოთხრობილია უძველეს ლიტერატურაში, მაგრამ კომპრესის დამზადების საიდუმლო დაკარგული იყო. სიარულის დროს სველი საფენი მოქმედებს კანსა და ტერფის ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას.

აღმოსავლური მედიცინის რეცეპტით ფეხსაცმელებს ამზადებენ ჩეხეთსა და სლოვაკეთში. საშინაო „სანდალები – მაგნეტიკი’’ შველის თავის ტკივილს. საკმარისია, ატარო ხუთი წუთის განმავლობაში და ტკივილი გაივლის. საფენის ფორმა განაპირობებს ფეხსაცმლის ტერფთან შეხებას და დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანზე. საფენის შიგნით დამონტაჟებული მაგნიტის ფირფიტა კი ტერფთან ქმნის დადებით ველს.

მაგნიტის სამკურნალო თვისებები გამოიყენენებულ იქნა ზღვის დაავადების სამკურნალოდ. ფრანგმა მეცნიერებმა ფეხსაცმლის ძირებში დამაგნიტებული მეტალის ფირფიტები ჩაამაგრეს. ასობით ადამიანზე დაკვირვებამ დადებითი შედეგი აჩვენა.

სანკტ–პეტერბურგელმა ინჟინერმა ბრტყელტერფიანობის სამკურნალოდ გამოიგონა ორიგინალური საფენი, რომელიც შედგება წვრილი გრანულებისგან. ქვიშის მსგავსი ნივთიერება თანაბრად ნაწილდება ტერფზე და ამაგრებს მას.

ხორვატმა ინჟინერმა გამოიგონა საფენი, რომელშიც წნევა სითბოდ გარდაიქმნება და ფეხის გაყინვის პრობლემა არასდროს იქმნება. ფეხსაცმელში გამოიყოფა 30 გრადუს ცელსიუსის შესაბამისი სითბო.

ექიმმა– ქიმიკოსმა საუდის არაბეთიდან საწინააღმდეგო ეფექტს მიაღწია – გამოიგონა პოლიმერული მასალა, რომელიც აკუმულირებას უკეთებს სიცივეს. ასეთი მასალით დამზადებული ფეხსაცმლის ძირი საშუალებას იძლევა, 3–4 საათი უპრობლემოდ ვიაროთ გახურებულ ასფალტზე.

კიდევ უფრო გამორჩეულები აღმოჩნდნენ იაპონელები – საფენქვეშ მიკროკომპიუტერი ჩაამაგრეს, რომელიც თვალყურს ადევნებს ამინდს. ვთქვათ, ადამიანს სურს ჩაიცვას მსუბუქი საზაფხულო ფეხსაცმელი, გარეთ კი წვიმს. ჩაცმისას ფეხსაცმელი ოდნავ ვიწროვდება და ადამიანის ხმით "წარმოთქვამს’’– დღეს ეს ფეხსაცმელი არ გამოგადგებათ! ასეთი ფეხსაცმლის ერთადერთი ნაკლი მაღალი ფასია.

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1024 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები