ოთხშაბათი, 24.04.2024, 02:14
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ყველაზე ჯანსაღი სამზარეულო მსოფლიოში
08:10
ყველაზე ჯანსაღი სამზარეულო მსოფლიოში

Forbes–ის მტკიცებით, მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი სამზარეულო – იაპონურია. ამ ქვეყანაში ჭარბცხიმიანობით მოსახლეობის მხოლოდ 1,5% იტანჯება, ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა კი 82 წელია. 

კერძების მოსამზადებლად იაპონელი მზარეულები – ფოთლოვანით დაწყებული ბროკოლით დასრულებული – ყველა სახის კომბოსტოს იყენებენ და მას თევზსა და სოიოს უმატებენ. ნახშირწყლების მთავარი წყარო კი მიკროელემენტებით მდიდარი წიწიბურას ფქვილის პურია. გარდა ამისა, იაპონელები საჭიროზე მეტს არასდროს მიირთმევენ - მათთან უბრალოდ, მიღებული არ არის დანაყრებამდე ჭამა.

ჯანსაღი სამზარეულოს რეიტინგის მეორე სტრიქონს სინგაპური იკავებს. ცხოვრების ხანგრძლივობა აქ ისეთივეა, როგორც იაპონიაში, 82 წელი. ჭარბწონიანი მოსახლეობის წილი კი 1,8%–ია. სინგაპურელების ძირითადი საკვები - ბრინჯია, მაგრამ მენიუში ბევრი ბოსტნეული და თევზია. ხორცი აქ მაინცდამაინც პოპულარული არ არის და სუფრასთან იშვიათად მოაქვთ. ტკბილეულის ნაცვლად სინგაპურელები ტროპიკულ ხილს ან ხილისგან დამზადებულ დაბალკალორიულ დესერტებს მიირთმევენ.

ლიდერების სამეულს ჩინური სამზარეულო ხურავს. ყველაზე სასარგებლოთა რიგში იმიტომ მოხვდა, რომ კერძების 2/3 ბოსტნეულის, ხილის, პარკოსნების ან მარცვლეულისგან მზადდება. მათ ჯანჯაფილითა და ნივრით კაზმავენ. სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 73 წელია, ჭარბწონიანია მხოლოდ 1,8%.

კარგ სამზარეულოდაა მიჩნეული შვედური. იმის მიუხედავად, რომ კლიმატის გამო ადგილობრივი მაცხოვრებლების სუფრაზე უხვად არაა ბოსტნეული და ხილი, ხარისხიანი რძის პროდუქტები შავ პურთან, თევზთან და კენკრასთან ერთად ავსებენ კვების რაციონს.  სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი აქ 81 წელია, ჭარბწინიანი მოქალაქეთა 11%–ია.

საფრანგეთიც მოხვდა ზემოხსენებულ ნუსხაში. იმის მიუხედავად, რომ ფრანგებს ძალიან უყვართ ხორცი, შოკოლადი და მაღალკალორიული ყველი, მხოლოდ 6,6%–ს აქვს ჭარბი წონა.  საშუალოდ – 81 წელი ცხოვრობენ.  როგორც ჩანს, ფრანგების საიდუმლო ისაა, რომ ისინი პატარ–პატარა ულუფებად მიირთმევენ და იშვიათად იყენებენ შემწვარ პროდუქტს, ამჯობინებენ გამოცხობას, გრილს ან მოშუშვას.

რეიტინგში მოხვდა ხმელთაშუაზღვისპირული სამზარეულო: იტალიური, ესპანური, რომელიც ძირითადად ძღვის პროდუქტებისა და ზეითუნის ზეთისგან შედგება; ბერძნული მისი სარდინებითა და ბადრიჯნით; ებრაული, რომელშიც სხვადასხვა სახის ბალახეულ სანელებლებსა და საკაზმს იყენებენ. 
აქვეა კორეული სამზარეულოც. და მიუხედავად იმისა, რომ კორეელების საყვარელი კერძი ნახშირზე შემწვარი საქონლის ხორცისგან კეთდება, ისინი საშუალოსტატისტიკურ ამერიკელზე ხუთჯერ ნაკლებად იყენებენ ხორ
ცს.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 936 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები