შაბათი, 20.04.2024, 15:53
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » როგორი იყო კალანდა ადრე და როგორია დღეს
10:53
როგორი იყო კალანდა ადრე და როგორია დღეს
გვესტუმრებოდა ბატონი კალანდა და გათოვდებოდა, მარა რა გათოვდებოდა, დეიფარებოდა მიწა, სახლი, ხეი, ხულა, ნალიე, საღორე, ყორიფელი. ღორის გამოთრევას თუ მოვასწრებდით საღორიდან და დავკლავდით, მერე ეიფსებოდა ყორიფელი თოვლით. ახლა, ყველა სიკეთესთან ერთად, თოვლიც აღარ მოდის. მაიც ხელფასი ხომ არაა ნეტაი? თუ არ მუშაობ არ მუა, მასე თუა, ახლა არავინ არ მუშაობს, ამ ჩვენი სოფლის რწმუნებულის გარდა. კი მარა, მაგისას რეიზა არ მევიდა თოვლი, შევესეოდით ყველაი და დავახვეტიებდით სახლს. მეტი რაღა გვაქვს საქმე?! ხოდა, მაგაზე გამახსენდა: დილიდან საღამომდე ვხვეტავდით სახლის სახურავებს, დღეი რომ დავხვეტავდით, მეორე დღემდე იმხელას გათოვდებოდა, სახლი იწყებდა წკიპინს, გაკავდებოდა გზაი, გავთოლავდით მარტო მეზობლისას გადასასვლელ ალაგემდე გზას, ხან იგი გადმევიდოდა ჩემსას, ხან მე გადევიდოდი იმისას და მივუჯდებოდით ბუხარს, მივიდგამდით დოქით ადესას, გავაწყობდით სტოლს ცხელ-ცხელი ხაჭაპურებით, მოხარშული დედალით, ქაფქაფა ღომით, მოვძახებდით ორიდელას, კაი ჩახვეულ კრიმანჭულს. ვიცეკვებდით და ვიხუნტრუცებდით დილამდე.

დილას ისევ სახლი იყო დასახვეტი, გევიდოდით სახურავზე, გევიხვითქებოდით ოფლში, ჩამევიდოდით იქიდან და დავაპურებდით აბღავლებულ ძროხას, აკრიახებულ ქათმებს, აყმუვლებულ ძაღლს, აჭიხვინებულ ცხენებს, გზას გავიკვლევდით წისქვილისკენ, ჭიდან ამევიღებდით წყალს, დავაპურებდით ატირებულ ბაღნებს, მივუალერსებდით აკაკანებულ ქალებს და მერე ისევ სუფრას მივუსხდებოდით და ასე გადიოდა დრო. კალანდა ღამეს კი წმინდა ბასილი მობრძანდებოდა ყველაისას. ოჯახის უფროსი ღამის 12 საათამდე გევიდოდა გარეთ ხონჩით, როგორც კი 12 შესრულდებოდა, დეიძახებდა კართან, წმინდა ბასილი მობრძანდებაო. რა მოაქვსო, შესძახებდნენ შიგნიდან ბაღნები.

— მშვიდობა, ღვთის წყალობა და ყორიფელი კაი. ადესაი, ჯანჯუხა, ხაჭაპური, კაფენტები, — ჩამოთვლიდა იმ ხორაგს, რაც ხონჩაზე ელაგა და კალანდაც დადგებოდა.

ახლა საღადაა მასთე, თოვლი ხომ არ მევიდა და არ მევიდა, ვიღას ახსოვს წმინდა ბასილი?! თოვლის ბაბუა ჩამევიდა ლაპლანდიიდანო, იძახიან და რა უნდა მომიტანოს მე ლაპლანდიელმა აგერ ლანჩხუთელს, არ უქნია აფერი სიკეთე, თუმცა ჩვენამდე არც იგი ლაპლანდიელი მოსულა. რომც მოსულიყო, რას გევიგებდით იმის ბჟუტურს, ჩვენ აგერ ჩვენი გამგებელი რას ლაპარაკობს, იმას ვერ ვიგებთ. მარა რაცხაფერ ვართ... ყველა ტელევიზორთან კია მიმჟდარი, ყველას დუუბჩენია პირი და უყურებს ამდენ მაიმუნობას. მუა კალანდა და ატყდება ერთი ბათქა-ბუთქი, ომი დეიწყოო გეგონება, თვარა არ გვეშინია, რუსი არ წამოგვეპაროს უცფათ, რა შეუშლის ხელს? ხოდა, რავარც ბათქა-ბუთქი ატყდება, მივალ სხვენზე. ბაღნებს ვუჩივი, დევიმალოთ-მეთქინ. ბაღნები კტებიან სიცილით. უწკაპუნებენ ტელეფონებს. თურმე, ასე ულოცავენ ერთმანეთს, საღადაა ძველებური კრიმანჭული და ოროდელა. აგერ, ილარიონის ბიჭი რომაა, ჩემი მეზობელი, მაგას მუსიკალური ცენტრი ჰქონია შინ, რას ქვია არ ვიცი, მარა მთელი სოფელი კალანდას ილარიონისას მივა, იმისთანა ამბავი იქნება იქინე, სოფლის ბოლოში გეიგონებ მუზიკის ღრიალს".

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 920 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები