შაბათი, 20.04.2024, 14:00
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ფრიდა კალო: ''იმედი მაქვს, აღარასდროს დავბრუნდები'
11:08
ფრიდა კალო: ''იმედი მაქვს, აღარასდროს დავბრუნდები'

ესპანეთში, კუბაზე, ფილიპინის კუნძულებზე და აშშ-ში 2007 წელს ათასგვარი ღონისძიება ჩატარდა ამ მხატვრის მეასე დაბადების დღის აღსანიშნად, რადგან ეს ქალბატონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა გასული საუკუნის ხელოვნების სამყაროდან.

* * *
მაგდალენა კარმენ ფრიდა კოლო-ი-კალდერონი...

დაიბადა 1907 წელს მეხიკოში და ოჯახში მესამე ბავშვი იყო.

მამა, ებრაელი, გერმანიიდან წამოსულა და პროფესიონალი ფოტოგრაფი იყო, დედა – ესპანელი, რომელიც ამერიკაში დაბადებულა. 
პოლიომელიტმა, რომელიც გოგონამ 6 წლის ასაკში გადაიტანა, ის დააკოჭლა (ერთი ფეხი მეორეზე თხელი გახდა), და ფრიდა ამას მალავდა იმისთ, რომ რამდენიმე გრძელწინდას ერთად იცვამდა.  თანატოლები დასცინოდნენ, აჯავრებდნენ, ამგრამ, ამის მიუხედავად, გოგონა ბოქსშიც ვარჯიშობდა,  ცურავდა და ფეხბურთსაც კი თამაშობდა. 

მაგრამ 17 სექტემბერს  1925 წელს ფრიდას ცხოვრებაში მეორე ტრაგედია მოხდა: ავტომობილი, რომლითაც ის მგზავრობდა, ავარიაში მოხვდა და ტრამვაის დაეჯახა. ტრამვაის რაღაც ნაწილი მუცელში შეერჭო და მეორე მხარეს გამოვიდა, დაიმტვრა ორი მალა, ფეხი, სამ ადგილას დაზიანდა ხერხემალი, დაიფშვნა კუდუსუნის ძვალი. და დაიწყო ბრძოლა სიცოცხლისთვის. გოგონა სულ 18 წლის იყო და უბედურებას აჯობა – გაიმარჯვა.

***
სწორედ ამ დროს დაკავდა ფერწერით სერიოზულად, საგანგებოდ გაუკეთეს ხელსაწყოები, რომ დაწოლილს დაეხატა. ჭერქვეშ სარკე დაკიდეს, რომ ფრიდას საუკთარი თავი დაენახა. ალბათ სწორედ ამიტომ იყო პირველი მისი ნამუშევრების უმრავლესობა ავტოპორტრეტი.

22 წლის ასაკში ფრიდა კალო დიდ კონკურსს წარმატებით გაივლის (1000 სტუდენტიდან მხოლოდ 25 გოგონა აარჩიეს), მეხიკოს ყველაზე პრესტიჟურ ინსტიტუტში აბარებს. იქ თავის მომავალ მეუღლეს, ცნობილ მხატვარ დიეგო რივერას შეხვდება.

მათი ერთობლივი ცხოვრება ქორწილზე ატეხილი სკანდალით დაიწყო. ალბათ, მინიშნება იყო, რადგან მთელი მათი შემდგომი ცხოვრება განუწყვეტელი ომი იყო. ერთად ცხოვრება ძალიან უჭირდათ, მაგრამ არც ცალცალკე შეეძლოთ არსებობა.

დიეგო ფრიდაზე 20 წლით უფროსი იყო, იცოდა, როგორ მოსწონებოდა ქალებს, შესანიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონდა, მაგრამ პათოლოგიურად ეჭვიანი ადამიანი იყო.

1934 წელს დიეგომ ფრიდას უმცროს დასთან უღალატა და თან ცოლისთვის არაფერი დაუმალავს. ახალგაზრდა ქალისთვის ეს სასტიკი დარტყმა იყო, უდიდესი ტკივილი, რომელიც მაშინ განიცადა თავის ყველაზე ტრაგიკულ ნახატში ჩააქსოვა და მასზე ქალის ნატანჯი, დასახიჩრებული სხეული გამოსახა, რომლის გვერდით სრულიად გულგრილი მკვლელი იდგა.

ამ ღალატის შემდეგ ფრიდამ ჩათვალა, რომ აქვს პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო გატაცებების მორალური უფლება. დაიწყო გაუთავებელი სკანდალები, რადგან დიეგო ცოფიანივით ეჭვიანობდა. საქმე ისაა, რომ კოჭლობისა და ნაკლოვანებების მიუხედავად, ფრიდა ძალიან მომხიბვლელი იყო და მასთან ურთირთობის მცირე ხანში ადამიანები ივიწყებდნენ მის კოჭლობას და ხიბლის ქვეშ რჩებოდნენ. ცნობილია, რომ მის ჯადოსნობას დიდი კომუნისტი ლევ ტროცკიც ვერ გაქცევია, ის დიეგოს მეგობარი იყო, მაგრამ ვერ გაუძლო ფრიდას ძალას და ბიჭივით შეუყვარდა მეგობრის ცოლი.

დიეგო და ფრიდა კომპარტიის წევრები იყვნენ. კალოს სახლში ინახებოდა ლენინის, მარქსის, ზინოვიევისა და სტალინის წიგნები, მის თავთან ელკიდა ლენინის, სტალინისა და მაო სზედუნის პორტრეტები. ტროცკი მისი კერპი იყო, ამიტომ, როცა ის საბჭოთა კავშირიდან გააძევეს, ფრიდამ ოჯახით თავის ცნობილ "ცისფერ სახლში” დაპატიჟა.

არავინ იცის ზუსტად, რა მოხდა ტროცკისა და ფრიდას შორის ამ სახლში, მაგრამ ფაქტია, რომ ცოლმა დიდი რევოლუციონერი იქიდან სასწრაფოდ წაიყვანა. პატრონებთან წაჩხუბებული ტროცკები სხვა სახლში გადავიდნენ, სადაც ტროცკი მოკლეს. ფრიდა და დიეგო დაიჭირეს, მაგრამ მალე გაუშვეს. 

ფრიდას უყვარდა ცხოვრება, მაგრამ ეს უკანასკნელი სულ ახალ-ახალ სიურპრიზებს უმზადებდა. ძალიან უნდოდა, ბავშვი ჰყოლოდა, მაგრამ ავარიით მიღებული ტრამვების გამო ეს შეუძლებელი იყო.  სამჯერ დაფეხმძიმდა, სამივეჯერ ბავშვი მკვდარი დაიბადა.  სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ბავშვების ხატვა, თანაც უფრო ხშირად – მკვდრების, არადა ყველა ნახატი მზითა და სინათლითაა სავსე.

ათწლიანი ერთობლივი ცხოვრების შემდეგ, ფრიდან ვეღარ აიტანა ქმრის გამუდმებული ღალატი, დაშორდა დიეგოს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ყველაფერი თავიდან დაიწყო – ერთმანეთის გარეშე ცხოვრება მათ არ შეეძლოთ.

ტკივილის ფერწერაში ჩადევა ფრიდას შემოქმედების არსად იქცა. თავს ხან ქალ-დედამიწად გამოსახავდა, რომელიც ყვავილებით იყო მოფენილი, ხანაც დაჭტილ ირმად, რომელსაც ქალის სახე ჰქონდა. მზიანი პეიზაჟების გვერდით კი მკვდარი ბავშვები ჩნდებოდნენ ისევ.  ხალხური შემოქმედებისა და საკურთხევლის ფერწერის ნაზავი იყო მთელი მისი ხელოვნება.

ძალიან მალე მისმა ნახატებმა ევროპა დაიპყრეს, ნახატებზე მეტად თავად მისი პიროვნება აღაფრთოვანებდა ადამიანებს – მისი სიცილი, გრძელი ხალხური კაბები და გაბედული ხუმრობები.

ფრიდა კალო ბოლომდე წერის საკუთარი მანერის ერთგული დარჩა. ბოლო გამოფენა 1953 წელს მოაწყო. ცოტა ხნისთ ადრე მარჯვენა ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. 1950 წელს ხერხემალზე 7 ოპერაცია გადაიტანა, ამიტომ გამოფენის გახსნაზე სანიტრების მანქანით მივიდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

13 ივლისს, 47 წლის ასაკში, ფრიდა კალო ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მისი დღიური ასეთი სიტყვებით მთავრდებოდა: «მხიარულად ველოდები წასვლას და იმედი მაქვს, აღარასდროს დავბრუნდები».

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1004 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები