პარასკევი, 29.03.2024, 00:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » მარლენ დიტრიხი - XX საუკუნის femme fatale – მითის დაბადება.
11:18
მარლენ დიტრიხი - XX საუკუნის femme fatale – მითის დაბადება.

ოფიციალურად მომავალი კინოლეგენდა ქვეყანას 1901 წელს მოევლინა, თუმცა თავის ოთხმოცდამეათე დაბადების დღეზე  იმის დამტკიცებას ცდის, რომ სინამდვილეში 4 წლით გვიან დაიბადა. სკოლა არასდროს აინტერესებდა, ამიტომ სწავლა სიმწიფის ატესტატის მიღებამდე გაცილებით ადრე მიატოვა. არც ქარაფშუტა ყოფილა როდესმე. სკოლის მოსაწავლე იყო, როცა თავისი დაქალის რვეულში ჩაუწერია: «ბედნიერება, ბოლოს და ბოლოს, ბეჯით და გულმოდგინე ადამიანებთან მიდის».

ადრეული წლებიდან აღმერთებდა ორ რამეს – კინოს და მუსიკას. როცა XX საუკუნის დასაწყისის ვარსკვლავის ჰენი პორტენის მისამართი როგორღაც გაიგო, ყოველ დღე მიდიოდა მის ფანჯრებთან და ვიოლინოზე სერანადებს უკრავდა. მერე ადგილობრივი კინოთეატრის ორკესტრში მოეწყო, მალე გაათავისუფლეს,  დირიჟორის აზრით, გოგონა მუსიკოსებს ყურადღებას  თავისი ლამაზი ფეხებით უფანტავდა.

მარლენის ფეხები მხოლოდ ორკესტრანტებს როდი იპყრობდა. მალე მათ წინაშე ქედს მთელი მსოფლიო იხრიდა.  მანამდე კი, ერთ-ერთ თეატრში მოეწყო, გამოდიოდა სცენაზე და აკეთებდა "ველოსიპედს”. სპექტაკლებისგან თავისუფალ დროს გრძელწინდების რეკლამაში იღებდნენ. დიტრიხის შესახებ პირველი ჭორი ვრცელდება – მისი ფეხები 1 მილიონ მარკადაა დაზღვეულიო.

კინოდებიუტი 1922 წელს  ფილმ "პატარა ნაპოლეონში” შედგა და მაინცდამაინც დიდი გარდატეხა არ შეუტანია მსახიობის ცხოვრებაში. მოგვიანებით მარლენი დაწერს, რომ, როცა თავი ეკრანზე დაინახა, წამოიყვირა: «ღმერთო ჩემო, ბანჯგვლიან კარტოფილს ვგავარ!».

ერთი წლით ადრე ცოლად რუდოლფ ზიბერს გაყვა და ქალიშვილი შეეძინა, დიტრიხს არც უფიქრია მაშინ, ცხოვრება კინოსთან დაეკავშირებინა.

შემდეგ გაიცნობს კაბარეს ვარსკვლავს კლერ ვალდოლფს, რომელიც შეიფარებს. სწორედ კლერმა ასწავლა ახალგაზრდა ქალს საზოგადოების სიმღერით მოხიბვლა მაშინაც, როცა გადასარევი ხმა არა გაქვს. კლერთან ურთიერთობის გამო, რომელიც საიდუმლოდ არ ინახავდა ქალების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით, დიტრიხზე კიდევ უფრო მეტს საუბრობენ. ღიად ტრიალებს ბერლინის ბისექსუალურ წრეებში, საზოგადეობაში ბინოკლითა და ფრაკით ჩნდება. მაგრამ ჯერჯერობით მერლინი "ერთ-ერთია”.

საბედისწერო აღმოჩნდა ცნობილ რეჟისორ შტერნბერგთან შეხვედრა ერთ-ერთ კაფეში, სადაც დიტრიხი მორიგი უმნიშვნელო ფილმის გადაღებისგან ისვენებდა. შტერნბერგი შემდეგ დაწერს, რომ მაშინვე მიხვდა, როგორი ჭკვიანია. იშვიათი თვისებაა მსახიობისთვის, მით უფრო ასეთი ლამაზისთვის.

მზერა გაცვალეს, შტერნბერგმა სავახშმოდ დაპატიჟა. დიტრიხი არ მოვიდა. რეჟისორმა მიპატიჟება გაიმეორა. მარლენი არც ამჯერად გამოჩენილა რესტორანში. დაინტრიგებული შტერნბერგი, რომლისთვის უარის თქმა მანამდე არავის გაუბედავს, პირადად მივიდა მსახიობთან და ჰკითხა, რაში იყო საქმე. «რა საკითხთან დაკავშირებით გსურთ ჩემთან შეხვედრა?» - ცოტა ქედმაღლურად იკითხა ქალმა. ამან ყველაფერი გადაწყვიტა.

რეჟისორი მაშინ "ცისფერი ანგელოზისთვის” მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა და მარლენის მოსინჯვა გადაწყვიტა.  ისეთ გამაოგნებელ წარმატებას, როგორიც ფილმს მთელ მსოფლიოში უნდა რგებოდა, არავინ ელოდა!

შტერნბერგი და 28 წლის დიტრიხი ჰოლივუდში მიემგზავრებიან, სადაც მოუთმენლად ელოდნენ ევროპელ მსახიობს. სცენარის მიხედვით გადასაღებ მოედანზე მამაკაცის კოსტიუმით უნდა გამოჩენილიყო – ამერიკისთვის ეს შოკი იყო. თუმცა მხოლოდ ამერიკისთვის – არა.

მონტე-კარლოში დიტრიხს კაზინოში შესვლა აეკრძალა, ლონდონში ერთი სასტუმროდან მეორეში გადასვლა უხდებოდა, რადგან დაწესებულებათა უმავლესობის ადმინისტრაცია ვერ ბედავდა იმ მსახობის მიღებას, რომელიც ასე ღიად საუბრობდა თავის ლესბოსურ გატაცებებზე. პარიზში შეეძლოთ, ნებისმიერ მომენტში დაეპატიმრებინათ - შარვლით დასეირნობდა ქუჩებში.

დიტრიხი ისე იქცევა, თითქოს არანაირი მნიშვნელობა საზოგადოების აზრს მისთვის არ ჰქონდეს. სინამდვილეში ეს თამაში იყო. მარლენს მაყურებლის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო, მაშინაც თამაშს იწყებდა, როცა ოთახში კატა შემოდიოდა.

პირველი ამერიკული ფილმი «მაროკო» უდიდეს შემოსავალს მოიტანს, გიჟური ტირაჟით იყიდება ოდნავ ჩახლეჩილი ხმით შესრულებული სიმღერების ფირფიტები. მარლენი ჰოლივუდში სახლს ყიდულობს – მდიდრულ ვილას, რომელსაც შიგნიდან თეთრი (მისის საყვარელი ფერი) ბეწვი აქვს გამოკრული. რეჟისორებსა და პროდუსერებს ჩვეულებრივ პენუარით იღებს, "რომელშიც ყველაფერი ილანდებოდა ამბიციების გარდა”.

ევროპაში მორიგი მოგზაურობის დროს მარლენმა რემარკი გაიცნო. თავიდან სახელგანთქმულმა მწერალმა ის ქარაფშუტა მომღერლად აღიქვა და ძალიან გაუკვირდა, როცა მის ხელში რილკეს ლექსების ტომი დაინახა. დიტრიხს მისი მზერა არ გამოპარვია, წიგნი მწერალს გაუწოდა და შესთავაზა, ნებისმიერი ლექსი დაასახელეთ და ზეპირად წაგიკითხავთო. რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო, რემარკს ეს "ფოლადის ორქიდეა” (როგორც მოგვიანებით უწოდებს) არ შეყვარებოდა.

კანონიერ ქმართან მსახიობის ურთიერთობა უცნაურზე უცნაური იყო. რუდოლფი რუს ემიგრანტ ქალთან თამარა კრასინასთან ცხოვრობდა ბინაში, რომელიც მათთვის მარლენმა იქირავა. სამაგიეროდ, ქმარმა საკუთარ თავზე აიღო ქალიშვილის აღზრდა.

რემარკთან რომანისგან დიტრიხის ყურადღება ჰოლივუდის ყველაზე პოპულარული და შემოსავლიანი მსახიობი ქალების სიამ გაიტაცა. დიტრიხმა ამ ნუსხაში 137-ე ადგილი დაიკავა.

ჰოლივუდურ ოლიმპზე მარლენი ჯო პასტერნაკის ფილმში ("დესტრი უნაგირზე ჯდება”) შესრულებულმა მთავარმა როლმა დააბრუნა. ჰიტლერი, რომელიც ამ დროს გერმანიის ხელისუფლებაში მოდის, ოცნებობს, ერთგული ქვეშევრდომად იხილოს ცნობილი დიტრიხი. მასთან ჰებელსს აგზავნის ბრძანებით, ნებისმიერ ფასად დააბრუნოს მსახიობი სამშობლოში.

მაგრამ მარლენი ამერიკაში რჩება და ამერიკულ მოქალაქეობას მიიღებს. ღვიძლ დაზეც უარს ამბობს, რადგან ეს უკანასკნელი აქტიურად ემხრობა ნაცისტებს. ბოლო დღეებამდე  ამტკიცებს მსახიობი, რომ ოჯახში ერთადერთი შვილი იყო.

პარიზში ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დიტრიხს ჟან გაბენი შეუყვარდება და იყოლიებს მას ამერიკაში გადასვლაზე.  საგანგებოდ მისთვის ყოველ დღე აკეთებს სადილს და ბრწყინვალებამდე ასუფთავებს სახლს. იდილიას ომი არღვევს. პირველი შესაძლებლობისთანავე გაბენი ფრონტზე მიდის, მოგვიანებით მარლენიც მიყვება. პირდაპირ ბრძოლის ველზე შეხვდებიან ერთმანეთს. გაბენი ბედნიერებით გაბრწყინებულ ქალს მრისხანე შეძახილით ხვდება: «რა ჯანდაბას აკეთებ აქ?»

დიტრიხი უგონოდ უყვარდა, ცოლობას სთხოვდა და ძალიან უნდოდა შვილები. მაგრამ მარლენი ძველებურად ზიბერის ცოლად რჩებოდა, და გაბენთან სამოქალაქო ქორწინება მისთვის სავსებით ხელსაყრელი იყო.

ნიუ-იორკში გადაღებებზე მიწვევას რომ მიიღებს (ფული არ ჰქონდთ და 100 000-დოლარიანი ჰონორარი ნამდვილად სჭირდებოდათ), დაუფიქრებლად თანხმდება და გაბენს ტოვებს. ის, რომ მისი საყვარელი ჟანი, შესაძლოა, წასულიყო, ველურობად ეჩვენებოდა. გაბენი ეჭვიანი იყო. ეჭვიანობის მორიგი შეტევის დროს –  შეეძლო დაერტყა კიდეც მარლენისთვის. თუმცა არც ქალი რჩებოდა ვალში. ჰემინგუეისგან კრივის რამდენიმე ილეთი ესწავლა და ძალიან მარტივად ახერხებდა საყვარელი ჟანის ნოკაუტში გასტუმრებას.

მაგრამ ნიუ-იორკში გამგზავრება ჟანმა არ აპატია. სულ რამდენიმე დღეში დაქორწინდა 18 წლის მანეკენზე, რომელმაც 3 შვილი აჩუქა. მარლენს არ სჯეროდა, რომ ყველაფერი დამთავრდა. მასთან შეხვედრებს ეძებდა, ჟან მარესთან ერთად გაბენის მონაწილეობით ფილმების დაუსრულებელ ჩვენებებზე დადიოდა და როცა გაიგო, რომ ნორმანდიასთან საფლავისთვის ადგილი შეიძინა, თავადაც მეზობელი ნაკვეთი იყიდა. 

კინოს მესვეურებისთვის დიტრიხი მალე უინტერესო გახდა. «როგორია დიტრიხი? ეს უკვე ისტორიაა», - მსჯელობდნენ პროდიუსერები. და მარლენი ევროპაში ტურნეს იწყებს.

დიტრიხს არ უყვარდა საკუთარ თავზე მოყოლა, არავის აძლევდა ინტერვიუს. გამონაკლისი გახდა ცხოვრების ბოლო წლები, როცა მსახიობი ბინის ფულსაც ვერ იხდის და გამოსახლების მუქარის წინაშე მყოფს, 20 ათას დოლარად ჟურნალ "შტერნს” თანხმდება ინტერვიუზე.

როცა ზოგიერთი თარიღის აცილებაზე უთითებდნენ, დიტრიხი პასუხობდა, რომ მემუარებს კითხულობდა და არა დღიურს. პრესაც იმავეთი პასუხობდა. 70-იან წლებშო ერთ-ერთმა გაზეთმა დაწერა, რომ დიტრიხის გამოსვლებზე დასწრება მხოლოდ ნეკროფილებს.

"ანომალიური ბებია” უწოდეს, რომელმაც პირველმა გაბედა სცენაზე გასვლა გამჭვივალე კაბით, რომელსაც ზედატანი არ ჰქონდა. ხოლო როცა მისი სიკვდილის ცნობა გავრცელდა და მარლენმა ჟურნალისტებს დაურეკა, ცოცხალი ვარო, ერთ-ერთმა ჟურნალმა გარეკანზე დაწერა:  «დიტრიხი რეკავს და გვაფრთხილებს, რომ ისევ ცოცხალია».

ერთადერთი, ვინც ლეგენდის სხეულთან მიახლოვების ნებართვა მიიღო, მაქსიმილიან შელი იყო, რომელიც მარლენმა 60-იანებში გაიცნო ფილმ "ნიურნბერგის პროცესის” გადაღებისას. მსახიობი კატეგორიულ უარს ამბობდა გადაღებებზე, თუმცა საშუალება მისცა შელს მაგნიტოფონზე ჩაეწერა  მათი საუბარი. საუბრების ჩანაწერი მხოლოდ 2022 წელს გაიშიფრება.

მისი საყვარელი სიტყვები იყო "ბოდვაა” და "ამაზე უკვე წერია ჩემს წიგნში”. გულწრფელობის მომენტი მხოლოდ მას შემდეგ დგებოდა, რაც მოსამსახურეს ლიმონი და საფირმო ჩაი მოჰქონდა. როგორც მერე გაირკვა, ჩაის ნაცვლად ჭიქაში კონიაკი იყო. დიტრიხის დღიური ნორმა 3 ჭიქა იყო.

დალევა ყოველთვის უყვარდა. სიმღერებს შორის შესვენებაზე კულისებში შედიოდა და შოტლანდიური ვისკის ან შამპანიურის ერთ ყლუპს იგემებდა. ერთხელ ზედმეტი მოუვიდა და ორკესტრთან ჩავარდა. მოტეხილობები ჩვეულებრივი ამბავი იყო. სცენაზე ავიდა და მოტეხილი მხრით დაასრულა კონცერტი. ექიმებს ყოველთვის პასუხობდა: «ორი მსოფლიო ომი გადავიტანე. ნუთუ რაღაც მოტეხილობა გამაჩერებს?».

ბოლო წლები მარლენმა სრულ მარტოობაში პარიზში გაატარა. მის ბინაში 2 საგანგებო კედელი იყო – მიცვალებულების კედელი ქმრის, მეგობრების, საყვარლი მამაკაცებისა და  საყვარელი ქალების სურათებით. და ჯილდოების კედელი, რომელზეც მარლენმა საპატიო ლეგიონის ორდენი და ამერიკის თავისუფლების მედალი ეკიდა. კინემატოგრაფიული პრემიებიდან მხოლოდ "ტონი” ჰქონდა.

ერთადერთი, ვისთანაც მარლენს ურთიერთობა ჰქონდა, მწერალი ალენ ბოსკე იყო. "მარტოობის მეშინია, - ეუბნებოდა მეგობარს. – მაგრამ ეს ერთადერთი საბუთია ჩემი დამოუკიდებლობის”.

იმის თაობაზე, რომ დიტრიხი საწოლსაა მიჯაჭვული, ცნობილი გახდა მხოლოდ მაშინ, როცა სახლის მეპატრონეები მის გასახლებას ცდილობდნენ და ერთ-ერთი მისი მეგობარი, იძულებული გახდა ხელისუფლებისთვის მიემართა. მანამდე მარლენი, რომელიც ზარებს ყოველთვის თავად პასუხობდა, თავს მოახლედ ასაღებდა და ამბობდა, დიასახლისი მანქანით აეროპორტისკენ წავიდაო. 

«მამაკაცებში მას მხოლოდ ორი რამ მოსწონს – ხელები და ტუჩები, დანარჩენი – დანართია». ჟან კოქტო მას "ყველაზე განსაცვიფრებელ და ყველაზე საშინელ” ქალს უწოდებდა, მათ შორის, ვისაც იცნობდა».

ბევრი მოწევისგან სისხლის მიმოქცევა ჰქონდა დარღვეული, ძალიან უსივდებოდა ფეხები. მაგრამ ორსაათიანი კონცერტის შემდეგ (ოვაციები ხანდახან 62 წუთი გრძელდებოდა), იფუფქავდა დასიებულ ფეხებს მარილიან წყალში და ისევ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე დგებოდა, მანქანაზე ადიოდა და ავტოგრაფებს არიგებდა.

სიცოცხლის ბოლოს დიტრიხი არანაირი ანაზღაურების ფასად არ თანხმდებოდა გადაღებებზე. ყველაზე მეტად იმის ეშინოდა მაყურებელმა კვერცხი არ მესროლოსო. არასდროს ეშინოდა სცენაზე გასვლის. «მათ ხომ ფული გადაიხადეს, რომ მსოფლიოს დედოფალი ენახათ. დედოფალი კი მე ვარ». დიტრიხი სიკვდილზე უშიშრად ფიქრობდა: «ცხოვრების უნდა გეშინოდეს და არა სიკვდილის!» - ამბობდა ის.

როცა სტივენ სპილბერგმა საჩუქრად თავისი აფიშა გამოუგზავნა სიყვარულის ახსნით, ეს აფიშა მარლენმა ქალიშვილს გადაუგზავნა: "ჩემი სიკვდილის შემდეგ აუქციონზე გაყიდე. მკვდარი უფრო ძვირი ვეღირებიო...”. "არავითარ შემთხვევაში არ იტიროთ, როცა აღარ ვიქნები. ახლა მიგლოვეთო”.

მსახიობი უეცრად გარდაიცვალა, როგორც კი ექიმი, რომელმაც დაადასტურა - სრულიად ჯანმრთელიაო, წავიდა.

საფრანგეთში იმ დღეს – 1992 წლის 6 მაისს – კანის კინოფესტივალი იხსნებოდა. კუბო მარლენის სხეულით, რომელსაც საფრანგეთის დროშა ეფარა, პანაშვიდი ადგილობრივ ეკლესიაში გადაიხადეს. შემდეგ, ამერიკის დროშაც გადააფარეს და ბერლინში გაგზავნეს. და იქ, უკვე გერმანული დროშის ქვეშ, დედის გვერდით მიაბარეს მშობლიურ მიწას.  

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 993 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები