ხუთშაბათი, 25.04.2024, 14:57
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ჯულიეტა მაზინა – ჩაპლინი კაბაში.
11:20
ჯულიეტა მაზინა – ჩაპლინი კაბაში.

საიდან: ჯულია ანა მაზინა 1921 წლის 22 თებერვალს სან-ჯორჯო დი პიანოს დასახლებაში დაიბადა, ბოლონიის მახლობლად, მასწავლებლისა და მსახურის ოჯახში. უფროსი იყო ოთხ შვილს შორის. თეატრის, მუსიკისა და ცეკვის მიმართ ინტერესს ბავშვობიდანვე ავლენდა.

დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ დეიდასთან გაგზავნეს, რომ რომში სწავლა გაეგრძელებინა. მაზინა პიანისტობას აპირებდა, მაგრამ უნივერსიტეტში ჩააბარა. მოგვიანებით თანამედროვე ლიტერატურის მასწავლებელი გახდა.

სკეტჩების უცნობი ავტორი "ფედერიკო”:სტუდენტურ ექსპერიმენტულ თეატრში თამაშობდა. შემდეგ თეატრმა კვირინომ მიიწვია. გაძლიერებულად მუშაობდა დიქციაზე, და, ჩრდილო-იტალიური აქცენტისგან გასათავისუფლებლად რადიოში მუშაობდა. სახალისო სკეტჩებში თამაშობდა, სახელწოდებით «ჩიკო და პოლინა», რომელსაც ხელს უცნობი ავტორი "ფედერიკო” აწერდა.

ეს ავტორი დამწყები კარიკატურისტი, იუმორისტული ჟურნალის "მარკუს ავრელიუსის” თანამშრომელი ფედერიკო ფელინი აღმოჩნდა. მან დაურეკა ჯულიეტას და უთხრა, რომ ამ პიესის მიხედვით, ფილმის გაკეთებას აპირებს და შეხვედრა სთხოვა... 1943 წლის ოქტომბერში ფელინი და მაზინა შეუღლდნენ. ფედერიკოს თხოვნით ჯულია ჯულიეტა გახდა.

მაზინა კინომ გაიტაცა. მაგრამ პროდიუსერები საკმარისად ლამაზად არ მიიჩნდევდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ფელინი ერთი მეორის მიყოლებით სცენარებს წერს, მის ცოლს კარგახანს არ აქვს როლი.

”თავს გარიყულად, საკუთარ საქმეს მოკლებულად ვგრძნობდი და ეს გრძნობა გაძლიერდა”, — იხსენებდა მსახიობი.

ბოლოს და ბოლოს, 1947 წელს მან მიიღო როლი ალბერტო ლატუადას ფილმში "სიბრალულის გარეშე”. მაზინამ მეძავის - ტრაგიკომიკური, კეთილი, გულღია, მიმნდობი მარჩელას სახე შექმნა. ფილმი ვენეციის ფესტივალზე აჩვენეს.

მსახიობს "ვერცხლის ლენტის” პრემია გადასცეს მეორეხარისხოვანი როლისთვის. თუმცა ზოგიერთს მოეჩვენა, რომ ამ როლმა მას "მეძავის” სახე მიუსაჯა – სასაცილო და იმავდროულად პათეტიკური ქალის ხატი.

კიდევ ერთი "ვერცხლის ლენტი” მაზინამ 1951 წელს ფელინის სარეჟისორო დებიუტისთვის (”ვარიეტეს შუქები”), მოგზაური მსახიობის როლისთვის  მიიღო.

”ირგვლივ ყველა ამბობდა, რომ დიდი კარიერა მელოდა, თუმცა არცერთი პროდიუსერი, ეპიზოდების გარდა, არაფერს მაძლევდა . "თეთრ შეიხშიც” კი (1952), რომელსაც ჩემი ქმარი დგამდა, ყველაზე პატარა როლს ვასრულებდი, ქუჩის ქალ კაბირიას – 50 000 ლირის ჰონორარის ფასად ვთამაშობდი. ვფიქრობდი, ცხოვრების ბოლომდე ამ როლებს შევრჩები-მეთქი”.

ფელინის დაწერილი სცენარი ფილმისთვის «გზა» პროდიუსერებს იზიდავდა, მაგრამ ისინი წინააღმდეგი იყვნენ იმის, რომ მთავარ როლში მაზინა ყოფილიყო. მაშინ ფელინიმ დახია ფილმის დადგმის კონტრაქტი. მოგვიანებით ის დაუბრუნდა ამ ”გზას” და დიდი კამათის შემდეგ პროდიუსერები (კარლო პონტი და დინო ლაურენტისი) მაზინაზე დათანხმდნენ.

სწორედ ფილმ-ქადაგება «გზაში» (1954) დაიბადა დიდი მსახიობი ჯულიეტა მაზინა. სიღარიბის გამო მოხეტიალე ცირკისთვის მიყიდული სოფლელი გოგონა ჯელსომინა ითამაშა.  წმინდა უბრალოება, გრძნობათა ბუნებრიობა, უეშმაკობა, და სიკეთე დაუპირისპირა უგრძნობი ძამპანოს დაუნდბლობასა და უხეშ სიცრუეს.

”ჯელსომინას სიარული და კლოუნის ჟესტები, მისი მტირალი და ამავე დროს მცინარი თვალები, გამოხედვაში გაყინული მუნჯი კითხვები, მისი უძრავი ღიმილი სამუდამოდ რჩება მეხსიერებაში. რასაც ამ ფილმში მსახიობი ქმნის, ბევრად აღემატება იმას, რასაც სამსახიობო ოსტატობად იცნობენ, შეუთავსებელიც კია. გენიალურია – მისი თამაშის შესაფასებლად სხვა სიტყვა, უბრალოდ არ არსებობს!”.

მაზინას წარმატება მთელ მსოფლიოს მოედო. ინგლისში, აშშ-ში, განსაკუთრებით საფრანგეთში ჯელსომინას ყველას პირზე ეკერა. რას აღარ უწოდებდნენ ჯულიეტას – "ფელინის მუზა”, "ბავშვი-კლოუნი”, და "ჩაპლინი კაბაში”! თავად ჩაპლინი კი მოგვიანებით წერდა: "ამ მსახიბით ყველაზე მეტად ვარ აღფრთოვანებული, ვიდრე როდესმე ვინმეთი ვყოფილვარ”. მის სახელს რესტორნებს, თოჯინებს, კანფეტებს, გემსაც კი არქმევდნენ.

მაზინა უამბობდა ჟურნალისტებს: "ჯელსომინა ჩვენი ქორწინების ათი წლის მანძილზე ბავშვივით იზრდებოდა ჩვენთან. დღითიდღე მაკვირდებოდა ჩემი ქმარი, რაღაცებს ინიშნავდა, და ზრდიდა ამ სახეს”. ბევრი რამ ჩემი ბავშვობის ფოტოებიდან აიღო, ბევრიც - სამზარეულოში ნათვალთავლები ჟესტებიდან, როცა საკუთარ თავზე ვბრაზობდი დამწვარი ხორცის გამო. განსაკუთრებით მოსწონდა ჩემეული ღიმილი, რომელიც ჯელსომინას სახის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი გახდა”.

მეგობრების წრეში მაზინა სხვა რამეს ამბობდა: "მაინც ვერავინ გაიგო, რომ ჯელსომინა – მე სულაც არა ვარ,  ისაა, მისი სულის "ქალური” ნაწილი, მგრძნობიარე, პოეტური”. არ მოსწონდა მთელი "საცირკო” ანტურაჟი – გრიმი, ძონძები, რომლებსაც არგებდნენ და ის, რომ ურჩხულ ძამპანოს სრული მორჩილება უნდა ეთამაშა.

«გზიდან» (1954) «კაბირიას ღამეებამდე» (1957) მაზინამ პატარა როლი ითამაშა ფელინის "თაღლიოთობაში”: მხატვრის ცოლია და ცდილობს ქმარი სხვადასხვა აფერას მოარიდოს. 

"კაბირიას ღამეებში” ისევ მეძავია – მაგრამ არა გატეხილი ქალი, არამედ ცხოვრებით სავსე, საკუთარი ტავისთვის მებრძოლი. ჯულიეტას ძალიან მოსწონდა ეს როლი. ფილმის წარმატების შემდეგ ფელინიმ თქვა: «არსებითად, მე ყველაფერს მას უნდა ვუმადლოდე. არასდროს გავიმეორებ, როგორი იკეთილი, მომთმენი და ჭკვიანია, რა შესანიშნავი მსახიბია ეს პაწაწინა ქალი”.

ჯულიეტამ უამრავი ჯილდო მიიღო.

"ის - ფილმის გულია, უცნაურად თავისებური და მომხიბვლელი მსახიობი. თუმცა ეს განსაკუთრებული ხიბლია და გარეგნული მომხიბვლელობით არ მიიღწევა... მისი ხელოვნების არსი იმაშია, რომ ამ გალახულ გოგონაში ადამიანობას პოულობს. აჩვენებს, რომ ბუნებით კაბირია კეთილი და გონიერი ცხოვრებისთვისაა შექმნილი, მაგრამ გარემო, რომელშიც არსებობს, ამახინჯებს და ამ სიმახინჯეში ადამიანური ხიბლი იწყებს ციმციმს”.

მაზინამ და ფელინიმ ტრიუმფალური სვლა მოაწყვეს ჰოლივუდში...

ჯულიეტა ბევრი არ უთამაშია."კაბირიას ღამეების” შემდეგ გულუბრყვილო და ცოტა სასაცილო ნანდა ითამაშა "ფორტუნელაში” (1957). შემდეგ ანა მანიანისთან ერთად ბნრენატო კასტელანის ფილმში "ჯოჯოხეთი ქალაქში” (1958). თუმცა ამ სასტიკ და ამასთანავე სენტიმენტალურ დრამას დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია. 

ჰოლივუდელმა პროდიუსერებმა მაზინას მომგებიანი 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა. ფელინისთან განშორება დიდი ხნით არ შეეძლო. ერთობლივი ცხოვრების 50 წლის მანძილზე ის მოსიყვარულე ცოლის როლს თამაშობდა, რომელიც არ იყო ეჭვიანი, ყოველთვის ყველაფერში ენდობოდა ქმარს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მისი კავშირის შესახებ იცოდა. ასეა თუ ისე, უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეეძლოთ...

მაზინა სხვა სფეროებშიც ცდილობდა თავის გამოჩენას: ჟურნალისტიკა, გამომცემლობა, ხანდახან წამყვანი იყო ტელევიზიაში, კონცერტებზე კლასიკოსების ლექსებს კითხულობდა. სამეცნიერო ხარისხიც მიიღო: რომის უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე «მსახიობის სოციალური მდგომარეობა და ფსიქოლოგია ჩვენს დროში».

ფელინის მესამე ფილმი, რომელიც საგანგებოდ მაზინისთვის შეიქმნა - "ჯულიეტა და სუნამო”, მხოლოდ 1965 წელს დაიდგა. ჯულიეტა ამჯერად ქალბატონის როლს ასრულებს: "მთელი ფილმი – ადამიანის განცდილი კრიზისია”. მოტყუებული და პასიური ცოლის პერსონაჟი მაზინას ეზიზღებოდა: "ეს მორცხვი დაკომპლექსებული, დათრგუნული ქალია, არ მომწონს ხმელთაშუაზღვისპირელი ქალის თამაში, რომელიც ჯერ მთლიანად ემორჩილება მშობლების ნებას, შემდეგ – ქმრისას”.

1973 წელს ტელესერიალ  "ელეონორაში” გადაიღეს, ხოლო 1976 წელს - "კამილაში”.

მაზინამ ბევრ წინადადებასა და როლზე თქვა უარი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მის წარმოდგენას ხელოვნების უმაღლესს ამოცანაზე. მოგვიანებით ზოგიერთ უარს ცოტა ნანობდა - მაგალითად, ანტონიონის "თავგადასავალში, ბერლანგის "ლასარილიო და თორმესი”.

მაზინა აღირებდა, რომ სწორედ ფელინის ფილმების წყალობით აღაფრთოვანა სამყარო, ეს სიამოვნებდა კიდეც. თუმცა, ის თვლიდა, რომ ბოლომდე მისი არ ესმით. მისი პირველი ფილმიდან ბოლომდე 30 წლი გავიდა, აქედან 20 წელი მას არ იღებდნენ. სულ 27 ფილმში მონაწილეობდა. ამათში მნიშვნელოვანი 11-ია. შვიდი ფელინიმ გადაიღო, მხოლოდ 4-ში იყო მთავარ როლის შემსრულებელი.

კინოკრიტიკოს ტულიო კეძიხოსთან საუბარში, ჯულიეტა აღნიშნავდა: რომ ქმარი მოუთმენელია მასთან. «მით უფრო, რომ ჩემს ოჯახს მე ვმართავ. კატეგორიულად არ ეთანხმებოდა მათ, ვინც "ქალურობაში” ხასიათის სისუსტეს, მორჩილებასა და ჩუმ სინაზეს გულისხმობდა.

ფელინი მოუთმენელია, ჯულიეტას დამორჩილება არ სურს. ქმარი ვერ იტანდა სიგარეტის კვამლს, მისი თანდასწრებით არავინ ეწეოდა, დაუოკებელი მასტროიანის გარდა. ჯულიეტა კი თითქმის დემონსტაციულად ანთებდა ერთ სიგარეტს მეორე მიყოლებით და არანაირი შენიშვნა, «ჯულიეტა, უკვე მეხუთეას» მსგავსი, უბრალოდ, არ ესმოდა.

მაგრამ ცხოვრება ჯულიეტას, შეიძლება, ქმარზე მეტადაც უყვარდა. მოსწონდა ადამიანებთან ურთიერთობა. მრავალი წელი მიჰყავდა გაზეთ "სტამპას” რუბრიკა. უფრო ახალგაზრდა რომ იყო, კარგი მანქანები, ლამაზი კაცების ყურება და ცეკვა მოსწონდა. მოსწონდა დღესასწაულები, დიდი მრავალშვილიანი ოჯახები. სიამოვნებდა, როცა ხალხი აღიარებასა და სიყვარულს გამოხატავდა.

1993 წლის ზაფხულში კლინიკაში დიაგნოზი დასვეს - ”მძიმე ონკოლოგიური დაავადება”. ”ზუსტი დიაგნოზი ჯულიეტა მაზინამ მაინც ვერ გაიგო, - ამბობს მისი მკურნალი ექიმი. — ქიმიოთერაპიის კურსს კი გადიოდა, მაგრამ მაინც დარწმუნებული იყო, რომ მისი დაავადება არც ისეთი საშიში იყო”.

ხოლო 31 ოქტომბერს, 1993 წელს ფელინი გარდაიცვალა – ერთი დღით ადრე მათ ქორწინებას 50 წელი შეუსრულდა.

1994 წელს აღარ იყო ჯულიეტაც. 73 წლის იყო და ძილში მიიცვალა: "მიუხედავად იმისა, რომ მოწრმუნე კათოლიკე ვარ და სულ დავდივარ ეკლესიაში, ამბობდა ის, - სიკვდილის მეშინია, მართლა მეშინია... ” 

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1050 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები