ოთხშაბათი, 17.04.2024, 02:03
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » მუსიკა არის მარადიულობა, რომელიც იბადება და არასოდეს კვდება.
11:28
მუსიკა არის მარადიულობა, რომელიც იბადება და არასოდეს კვდება.

მუსიკა მთელი სიძლიერით შემოდის ჩემში, მთელ გონებას მოიცავს, ჩადის სულში, მოედება გულს, შედის სისხლში, დაივლის მთელ კაპილარებს და მოიცავს მთელ სხეულს. ამ დროს ყველაფერი მშვენიერია, მიყვარს ყველა და ყველაფერი. როცა სივრციდან მოსულ მუსიკას ინსტრუმენტზე გადმოივიტან, მთელი არსით ვუკრავ და ისევ სივრცეს ვასმენინებ, საოცარი გრძნობა მეუფლება. პატარა ეჭვიც არ გამჩენია, რომ მუსიკა მხოლოდ ადამიანს ესმის. მუსიკა ესმის მცენარეებს, ესმით ცხოველებს, მუსიკა ესმის უსულო საგნებსაც, ყველას და ყველაფერს. მუსიკა ესმის მიცვალებულსაც.  

  სიყვარული, სიძულვილი, ერთგულება, ღალატი, ბედნიერება, ტკივილი, სიხარული მწუხარება, გამარჯვება, დამარცხება, სიცოცხლე, გარდაცვალება, აბცოლუტურად ყველაფერი შეგიძლია გადმოსცე მუსიკით. მუსიკა არის მარადიულობა, რომელიც იბადება და არასოდეს კვდება.

  ეს ჩანაწერი ეკუთვნის კონსერვატორიის მეოთხე კურსის სტუდენტს, ჩვენი ჟურნალის სტუმარს დავით წიკლაურს. აქ ყველაფერია ნათქვქმი. ბედნიერებაა, როცა ადამიანი საკუთარ თავს პოულობს და მიაგნებს საყვარელ საქმეს, რომელიც მისი ცხოვრების განუყოფელი ნასილი ხდება. ჩვენი ჟურნალის სახელით წარმატება მინდა ვუსურვო დავითს და ყველა იმ სურვილების შესრულება, რაც მას დასახულ მიზანს მიაღწევინებს.

 

- მოზარდი პროფესიას, ან ოჯახის რჩევით, ან დამოუკიდებლად ირჩევს, თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა?

- ახალი დაბადებული ვყოფილვარ, თურმე მამაჩემა როცა პირველად მნახა, ხელებზე დაუხედავს და უთქვამს, ეს პიანისტი იქნებაო. მემგონი მაშინ მოხდა რაღაც მისტიური. არასოდეს არცერთ პროფესიაზე არ მიფიქრია გარდა მუსიკისა, თუმცა,  დღეს ვფიქრობ, მუსიკა ჩემთვის მარტო პროფესია კი არა, ცხოვრებისა და სულის ნაწილია.
მუსიკალურ გარემოში გავიზარდე, ძალიან კარგად მახსოვს სულ პატარა ვიყავი, როცა სიმღერა მესმოდა როგორ გავიტრუნებოდი ხოლმე. ბავშებს სიმღერით აძინებენ, მე კი ძილის წინ სიმღერა, ან მუსიკა რომ გამეგონა ვფხიზლდებოდი. ძალიან ცელქი ვიყავი ბავშვობაში, ერთად ერთი რითაც შეიძლებოდა ჩემი გაჩერება, პინკ ფლოიდი და ლედ ზეპპელინის მუსიკა იყო, თუ ამათ ვუსმენდი უსასრულოდ შემეძლო მონუსხულივით ვმჯდარიყავი. ვიმახსოვრებდი მოსმენილ მელოდიას, მერე ვმღეროდი და ვცდილობდი პიანინოზე ან გიტარაზე დამეკრა. ერთხელ (5 წლის ვიყავი) მამა გიტარაზე უკრავდა თავის ახალ სიმღერას და რაღაც ნაწილი სხვაგვარად დაუკრა, მოსმენილი მქონდა მანმადე, მივედი და ვუთხარი არასწორად რატომ დაუკარიმეთქი და ფორტეპიანოზე მოვძებნე ის ნოტები და ვანახე, ასე უნდა ყოფილიყო მეთქი. დედას და მამას ძალიან უხაროდა ასეთ ნიჭს რომ ვამჟღავნებდი და მუსიკალურ ათწლედში შემიყვანეს, რომ მეკითხებოდნენ ბავშვობაში ვინ უნდა გამოხვიდეო, მე ამაყად ვპასუხობდი, რომ გავიზრდები კონცერტი და ფილარმონია გავხდებიმეთქი.

- მაინც იყო მამის გავლენა?

- კი რათქმაუნდა დიდი გავლენა იყო, მთელი ბავშვობა ვუყურებდი მამა როგორ უკრავდა,  ფილარმონიაში გავიზარდე, მამაჩემის ყველა კონცერტს და რეპეტიციას ვესწრებოდი. ყველაფერთან ერთად, დამოუკიდებლად, განუსაზღვრელი სიყვარული გამიჩნდა მუსიკისადმი. დრო გადიოდა ვხვდებოდი რომ, აქ ვიპოვიდი საკუთარ თავს, მართლაც ასე მოხდა.

- როგორ დაიწყე სწავლა? ის დიდი სურვილი რითაც მუსიკალურ ათწლედში შეხვედი, გამართლდა შენი  მუსიკისადმი სიყვარული?   

 - გამართლდა იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. პირველივე დღიდან სხვა სამყაროში შევაბიჯე. ერთია მუსიკა რომ  გიყვარს, მაგრამ როცა მუსიკა მიგიღებს სულ სხვაა, მუსიკამ უნდა მიგიშვას თავისთან, კარი უნდა გაგიღოს, მუსიკაში უნდა შეხვიდე და შეგიყვაროს, მუსიკა შენში უნდა შემოვიდეს, ეს პროცესი თუ ასე არ განვითარდა ვფიქრობ სრულყოფილებას ვერ იგრძნობ, მე ეს განცდა მქონია და მაქვს. ამის მიღწევა ჩემი პედაგოგების დამსახურებაცაა. პედაგოგს ძალიან დიდი მნისვნელობა აქვს. საკმარისია, სწორ ფორმას ვერ მიაგნოს მოსწავლესთან, შეიძლიბა ყველაფრი დაიკარგოს. დიდი მადლიერება მინდა გამოვთქვა ჩემი ყველა მასწავლებლისადმი ვინც მუსიკალურ ათწლედში მასწავლიდა. მახსოვს ჩემ პირველ  შთაბეჭდილებებს და ემოციებს დაემატა ისიც, რომ სწავლის პირველ დღეს დედამ ბითლზ-ის ბოლო ალბომი ''”ებიროუდ-ი”'' მაჩუქა. ეს იყო შოკი! Aისე გადიოდა დრო, იმდენად დიდი სიყვარულიმქონდა მუსიკისადმი ბევრს ვშრომობდი და სწრაფად მივიწევდი წინ. თუმცა ბევრის უკვირდა, ვერავინ ვერ იგებდა როგორ შემეძლო მოცარტის დაკვრის მერე საათობით ბითლზის მოსმენა. ზუსტად ამ ალბომმა ითამაშა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ მხოლოდ პიანისტის გზით არ წავსულიყავი და გამიჩინა საოცარი''წყურვილი საკუთარი მუსიკა დამეწერა. შემდეგი ეტაპი: უდიდესი, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა, გავხდი კონსერვატოორიის სტუდენტი.                                                                       

- თქვენ თქვით, რომ გაგიჩნდათ სურვილი საკუთარი მუსიკა დაგეწერათ, დღესაც წერთ მუსიკას?

- დღესაც ვწერ და მომავალშიც გავაგრძელებ ალბათ. 5 დღის ნასწავლი მქონდა ნოტები, შუა მეცადინეობის დროს უცბად დავიწყე სულ სხვა რაღაცის დაკვრა. ეს იყო ჩემი პირველი ნაწარმოები. შემდეგ კიდევ ორი ნაწარმოები დავწერე და ამას მოჰყვა 13 წლიანი პაუზა. 19 წლიდან ისევ ნელ-ნელა გაიღვიძა ჩემში მუსიკის წერის სურვილმა და დავიწყე წერა. ვწერ იმიტომ, რომ მოდის, მესმის და ვუკრავ. თითქმის არავის ვასმენინებ. ალბათ როცა დავრწმუნდები, რომ ფასეულია რასაც ვქმნი, მაშინ მოვასმენინებ ჩემს პედაგოგებს, ახლობს და ამის შემდეგ გამოვიტან დღის სინათლეზე. ჩემს საუბარს ნუ ჩამითვლით სითამამეში, ჯანსაღი ამბიციის საფუძველს მუსიკის განუსაზღვრელი სიყვარული მაძლევს. 

 - სამომავლო გეგმები?

 - გეგმები ბევრი მაქვს, არ მინდა დავკონკრეტდე, მაქვს რამდენიმე სერიოზული პროექტი, წინ ბევრი სამუშაო მაქვს, მომავალ წელს სახელმწიფო გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი და ძალიან ბევრი უნდა ვიმეცადინო, სხვათაშორის ჩემს გეგმაში შედის ისიც, რომ ჩემს პედაგოგს თავისი შრომა და ამაგი უნდა დაუფასო, გამოცდა ძალიან კარგად უნდა ჩავაბარო, ბატონი რევაზ თავაძე ამას ნამდვილად იმსახურებს. ... და ყველაზე დიდი გეგმა ჩემი ისაა, რომ სრული რეალიზება მოვახდინო ჩემი შესაძლებლობისა.
                               

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1221 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები