ხუთშაბათი, 25.04.2024, 07:27
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » საპრეზიდენტო სიყვარული
11:59
საპრეზიდენტო სიყვარული

ავტორი: ანა მწითურიძე


  კარლა ბრუნიმ საკმაოდ ბევრი მამაკაცის გული ააძგერა და დაიპყრო. თუმცა, ვინ იფიქრებდა, რომ საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კარლას არა მხოლოდ გულს არამედ ხელსაც შესთავაზებდა. მათი ქორწილი ყველასათვის მოულოდნელი იყო.

კარლა ბრუნის ანკეტა:

• დაბადების თარიღი – 1967 წლის 23 დეკემბერი.
• დაბადების ადგილი – ტურინი, იტალია.
• სიმაღლე – 1,76 სმ.
• ოჯახი – ახლახანს იტალიელმა ბიზნესმენმა მაურიციო რემერტმა განაცხადა, რომ ის კარლას ბიოლოგიური მამაა. მთელი ამ წლების მანძილზე, ის სხვადასხვა მიზეზების გამო დუმდა, მაგრამ, როდესაც კარლა საფრანგეთის პირველი ლედი გახდა მან თავი ვეღარ შეიკავა.

 

• საჩუქრები – ნიკოლა სარკოზის პირველი საჩუქარი კარლასადმი იყო Christian Dior-ის ბეჭედი გულის ფორმით (თეთრი ოქროსგან და 18 კარატიანი ბრილიანტით), რომელიც ძალზედ გავს ნიკოლას ყოფილი მეუღლეს სესილიას ბეჭედს, რომელსაც ის პრესის წინაშე ყოველთვის აჩენდა.

• სპორტი – კარლა ბრუნის სპორტული კარიერის დებიუტი 2006 წლის ზამთრის ოლიმპიადის დროს შედგა, სადაც ის თავისი ქვეყნის წარმომადგენლად, იტალიის დროშით ხელში წარსდგა მსოფლიოს წინაშე.

• სასიყვარულო ურთიერთობები – კარლას სასიყვარულო პარტნიორების სია საკმაოდ ვრცელია. სხვადასხვა დროს მან შეძლო მრავალი მამაკაცის გულის დაპყრობა, მათ შორის არიან – მიკ ჯაგერი, ერიკ კლეპტონი, კევინ კოსტნერი, ვენსან პერესი, დონალდ ტრამპი, რაფაელ ენტხოვენი და ა.შ. თუმცა, ოჯახის შექმნა კარლამ მხოლოდ ნიკოლა სარკოზისთან გადაწყვიტა.

დასაწყისი

  კარლა ბრუნიმ თავისი "ოქროს" ბავშვობა, თავის ოჯახთან ერთად გაატარა ტურინში, ულამაზეს სახლში, რომელსაც პრესაში უფრო "სასახლედ" მოიხსენიებენ. მისი ოჯახი არისტოკრატული წარმოშობის და ფინანსურად საკმაოდ შეძლებული იყო. მამამისი მდიდარი კაპიტალისტი იყო, რომელიც თავისუფალ დროს კლასიკურ მუსიკას და ოპერებს წერდა. დედა პიანისტი, ხოლო მისი და ვალერია ბრუნი ცნობილი და ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორი გახდა. როდესაც კარლა 5 წლის შესრულდა, იტალიაში არეულობის გამო (იმ წლებში ხშირი იყო აფეთქებები და ხალხის გატაცება) მისი ოჯახი იძულებული გახდა იტალიიდან საფრანგეთში გადასახლებულიყო. საკუთარ სახლთან განშორებამ კარლა შოკში და დეპრესიაში ჩააგდო. რამოდენიმე წლის შემდეგ კარლამ მიიღო გადაწყვეტილება მოდის სამყარო დაეპყრო და პოდიუმზე გასულიყო. გამომდინარე იქიდან, რომ მისი ოჯახი მდიდარი და ცნობილი იყო, მას სახელის მოხვეჭა და მოდის ინდუსტრიაში წარმატების მოპოვება საერთოდ არ გაუჭირდა. მით უმეტეს, რომ კარლა აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნას, რაც საჭიროა მოდელისათვის: ლამაზი სახე, პროპორციული ტანი და ზომიერი სიგამხდრე. ეს პროპორციები თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში აღარ არის აქტუალური გამომდინარე იქედან, რომ მოდელიორების რაოდენობამ მოიმატა და საჭირო გახდა რაც შეიძლება მეტი სტანდარტული სახის და სხეული მქონე გოგონები, რომლებიც სამწუხაროდ წარმოადგენენ მხოლოდ სამუშაო მასალას და არა შთაგონების წყაროს, როგორც ეს ადრე 80-90-იან წლებში იყო. სწორედ მაშინ მთავარი იყო ლამაზი სახე და შედარებით სავსე ფორმები. აღსანიშნავია, რომ ფილმების და მუსიკალური კლიპების საშუალებით ეს ტენდენცია ისევ ბრუნდება და აქტუალირი ხდება. კარლას მშობლები მისი მოდელობის კატეგრიულად წინააღმდეგნი იყვნენ და არ უნდოდათ, რომ კარლას თავისი განათლება და ნიჭი (ის არაჩვეულებრივად უკრავდა პიანინოზე და გიტარაზე) ჩაეხშო და მთელი ენერგია და მონდომება პოდიუმზე დაეხარჯა. კარლას გადარწმუნება ვერავინ შეძლო. როგორც ამბობენ ის ბავშვობიდან მტკიცე ხასიათით და სიჯიუტით გამოირჩეოდა. თავად კარლა კი ამბობს, რომ სწორედ ამ ორი თვისების წყალობით მან მიაღწია წარმატებას.
  მოგვიანებით კარლა მუსიკითაც დაინტერესდა და თავისი პირველი ალბომი "Quelqu'un m'a dit"  (ქართულად: "ვიღაცამ მითხრა") საფრანგეთში 1,2 მილიონი კოპიის ტირაჟით გაყიდა. კარლა თავის სიმღერებში ხშირად საუბრობს თავისი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ. როგორც ფრანგი ფსიქოლოგები ამბობენ, კარლამ ბავშვობაში მამობრივი ყურადღების დანაკლისი განიცადა, რაც ზრდასრულ ასაკში გამოვლინდა წარუმატებელ სასიყვარულო ურთიერთობებში. ის მუდმივად ახალი და იკეთესი მამაკაცების ძიებაშია. როგორც თავად კარლა ამბობს, მან იმდენი მამაკაცის გული დაიპყრო და გატეხა, რომ ამ თემაზე დროის ხარჯვას და გულგატეხილი მამაკაცების სიის ჩამოთვლას აზრი არა აქვს.

ბედისწერა

ყოფილი ტოპმოდელი და მომღერალი, მშვენიერი კარლა ბრუნი ამჟამად საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მეუღლე და პირველი ქალბატონია. ფრანგი ფსიქოლოგების, კერძოდ კი პასკალ ბრუნერის აზრით კარლა და ნიკოლა იდეალური წყვილია, ვინაიდან ორივე ისწრაფვის ძალაუფლებისაკენ, ფულისაკენ და მართვისკენ. ფსიქოლოგების აზრით ეს წყვილი თავისი შეგნებით ბალზაკისეული ასაკის და ბურჟუაზიული წყობის იდეალური წარმომადგენლები არიან. ორივე მუდმივად თავიანთი მეორე ნახევრის ძიებაში იყვნენ, რაზეც მეტყველებს მათი ყოფილი სასიყვარულო პარტნიორების წარმოუდგენლად გრძელი სია. როგორც ცნობილია ნიკოლა სარკოზის პირველი ქორწინებიდან 2 ვაჟიშვილი ჰყავს, ხოლო მეორე ქორწინებიდან მხოლოდ ერთი უმცროსი ვაჟი. საბედნიეროდ მათ იპოვეს ერთმანეთი და ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საპრეზიდენტო ოჯახში შემომატებას ახლო მომავალში უნდა ველოდოთ.
  
სამოდელო პერიოდი

სამოდელო კარიერის პერიოდში კარლა არა ერთი ჟურნალის ყდაზე იყო წარმოდგენილი. ჟურნალებს შორის, კარლას განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა და ამჯამადაც აკავშირებს ფრანგულ ჟურნალთან "ELLE", რომლის ყდაზე ის ძალზედ ბევრჯერ გამოჩნდა. ჩვენს მოკლე სტატიაში გთავაზობთ ამ ჟურნალის რამოდენიმე ყდას სადაც კარლა სხვადასხვა წლებში იყო წარმოდგენლი.

    

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 964 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები