ოთხშაბათი, 24.04.2024, 21:32
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » რა ენაზე გვესაუბრება სამყარო - ნიშნები ჩვენს გარშემო.
12:04
რა ენაზე გვესაუბრება სამყარო - ნიშნები ჩვენს გარშემო.

სამყაროს აღქმის ეს ვერსია, იმაზე არ მოგვითხრობს, როგორ შევადგინოთ მოსალოდნელი მოვლენების განრიგი; არც იმაზე, როგორ ამოვიცნოთ, კარგი დღე გველის თუ ცუდი...

"გჭირდება ეს, საჭიროა ეს, თუ - არა” - საუბარი რისკების შეფასების უნარის გამომუშავებაზეა . სხვა საქმეა ვენდობით ჩვენ ასეთ გამოცდილებას, თუ არ ვენდობით. ნებისმიერ შემთხვევაში, ზოგი ადამიანის ხედვის გაგებას მაინც მოვახერხებთ. იქნებ გავუგოთ კიდეც მას, ვინც კრიტიკულ მომენტში გადაწყვეტილების საფუძვლად ჩვენთვის სრულიად უაზრო, აბსურდული დამთხვევების თუ ნიშნების კასკადს ასახელებს. მისი საუბარი ვიღაცისთვის ცრურწმენებით გაჟღენთილი გონების კარნახითაა ნასაზრდოები; ზოგს კი ესმის მისი, რადგან როდესღაც უმნიშვნელო დეტალის გამო თავადაც "აუხსნელი” გადაწყვეტილება მიიღო და ის შემთხვევა არასდროს ავიწყდება.

ერთი სიტყვით, ვნახოთ, რა პრინციპით ხელმძღვანელობს ის, ვინც საკუთარი თავის გარშემო ნიშნების მთელ გალერეას ქმნის და მათი კარნახით მოქმდებს დროდადრო მაინც, თუ გამუდმებით არა.

საქმე ელემენტარულ დაკვირვებაშია. ბუნება ყოველწამს რაღაცას გვანიშნებს, და ამ ნიშნებს შეუძლიათ საბედისწერო საკითხების გადაწყვეტაში დაგვეხმარონ. უბრალოდ ამ ნიშნების დანახვა უნდა ისწავლო და მათი მართებულად გაშიფრვა მოახერხო, მერე კი მიყვე.

მინიშნებები რომ სწორად გაიგო, საკუთარი ცნობიერება მოვლენების ერთიანობაში აღქმას უნდა მიაჩვიო. მაგალითად, თუ შენთვის ნიშანია ნეკერჩხალი, ამ სიტყვის მიღმა მარტო ხე კი არ უნდა იგულისხმო, არამედ ნებისმიერი რამ, რასაც ნეკერჩხალი ერქმევა, ვთქვათ კაფე - სახელად ნეკერჩხალი...

ნიშანი - კარნახია. ის მხოლოდ მიანიშნებს აუცილებელ მიმართულებას, მერე შენ თვითონ წყვეტ, გაყვე გზას თუ არა. ნიშნების ”მონაცემთა ბაზას” გამოცდილებიდან გამომდინარე საკუთარი თავისთვის ყველა თვითონ ქმნის. ნებისმიერი გრძნობა და რეაქცია – მოქმედების მოკარნახეა. ყველა ადამიანი თვითონ განსაზღვრავს, რომელი ნიშანია მისთვის ხელსაყრელი და რომელი - არა. არსებობს ნიშნების ნაკრები, რომლის გათვალისწინებითაც ცხრილი შედგა. უფრო მეტი მოხერხებულობისთვის ნიშნები დანაწილებულია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

მერწყული
ზამთარი, შემოსავალი, ფსიქოლოგია, კოლონა, მუზეუმი, ოქრო, საფირონი, ობსიდიანი, ალექსანდრიტი, მთვარე, გედი, გაზეთი, კულინარია, ივანე, პეტრე, ლიდია, გიორგი, სამეფო მონეტა, ღვინო, ძლიერი წვიმა, დაფქული ყავის სურნელი.

თევზები
ფილოსოფოსი, ნაპოლეონი, ლარნაკი, ანგელოზი, თაღი, წალკოტი, აკვამარინი, წისქვილი, გედი წყნარ წყალზე, შაქარი, ფერადი ქვედაბოლო, ლიმონი, კეფირი, გეოგრაფია, მაკედონია, ვერცხლი, ზაფხული, ტანგო, ვიქტორი, ნათელა.

ვერძი
მარცვალი, ნიშანი, ამეთვისტო, სარდონიქსი, მტრედი, ზეთისხილი, ბზა, ძველი ლატარიის ბილეთი, სათამაშოების ვიტრინა, ბრინჯი, გაზაფხული, ანდრო, გენადი, მანდარინი, მაისის წვიმა, ცისფერი, ტახტი, ატამი, ცეკვა, ახალი ფეხსაცმელი, ნაძვი.

კურო
ნისლი, მძლავრი დინება, ძოწი, ბლიუზი, მინიკაბა, პიტნა, ბაბუაწვერა, ცეცხლი, გატეხილი ფანქარი, გზაჯვარედინი, მამა, ქუჩის მუსიკოსი, პრეზიდენტი, სერგო, იური, ანასტასია, შალი, ყვავის კარტი, კოშკი, ვიოლინო, სულთანი.

ტყუპები
ტოპაზი, რკო, მუხა, არწივი, ინფორმაცია, სპილო, ყაყაჩოს ყვავილი, მარგალიტი, კომფორტი, აყვავებული გაზონი, ტელეფონი, აკვარელის საღებავები, მედალი, ალექსანდრე, მარიამი, ძვირფასი ავეჯი, სანაპირო, მაგიდის ტენისი, სიგარა, მაგნოლიის სურნელი, ტაქსი, სავიზიტო ბარათი.

კიბო
ედელვაისი, მთა, ვერცხლი, მოცეკვავე წყვილი, მეზღვაური, სექსი, არტური, ბორისი, ქლიავი, ზურმუხტი, ვერცხლის წყალი, ხორბალი, ელიზაბეტ ტეილორი, სკოლა, ზებრა, სანთელი, ოფთალმოლოგი, კვირა, პილპილი, ფორტეპიანო.

ლომი
ლალი, ოქრო, დელფინი, ზეთისხილი, კუ, ფეიერვერკი, პონი, მშვილდი და ისარი, გარგარი, მკერავი, ფაიფურის ჭიქა, კონატანტინე, ირისის ყვავილი, მზესუმზირის ყვავილი, მიმინო, ხალიჩა, პარკეტი, ღია კარი, ეტლი, ბადრიჯანი, ბეჭედი, ქოლგა, ალუბალი, ნათელი დღე, მწვანე ფერი.

ქალწული
ზურმუხტი, საფირონი, ვერცხლისწყალი, ჭადარი, ასკილი, იგორი, ვლადიმერი, ელენე, საღამო, შემოდგომა, ყვითელი და იასამნისფერი, ლეღვი, პიანინო, რძე, პალმა, 70-იანების სიმღერები, ბიძაშვილი ან მამიდაშვილი გოგონა, ყურძენი, ტომატი, სანტიმეტრი, დალაქი, მზის ამოსვლა, ბეთჰოვენი.

სასწორი
ალმასი, სპილენძის სამაჯური, ქება, საქსაფონი, გეორგინები, კედარი, ზღვის ვარსკვლავი, პურის ყანა, მარჯანი, ეკატერინე, იაკობი, მაქსიმე, ზურმუხტისფერი მწვანე, მსხალი, ღრუბლიანობა, წაბლი, ტელეფონი, სკოლის ზარი, შორტები, ძველი საათი.

მორიელი
ტოპაზი, ამეთვისტო, მარწყვის ჟელე, კაკალი, ნაკადული, სვასტიკის მსგავსი ორნამენტი, ვარსკვლავი, ფრანგული ბულდოგი, ელვის პრესლი, ვარდისფერი, თამარი, რუსეთი, მამაკაცი, ადრე გაზაფხული, დაივინგი.

მშვილდოსანი
ბროწეული, მონეტა, მარილი, ძველი ფოტო, ძოწი, ჩიბუხი, კივი, ნისლი, ჟოლოსფერი, ქრისტინე, ბადმინტონი.

თხის რქა
ლალი, ლომი, სპილო, შობა, ვაშლი, გვირილა, თოვლჭყაპი, beatles-ის სიმღერები, ედელვაისი, განცხადება, კატა, სერგო, ალექსანდრე, ალქიმიკოსი, შვედეთი, მდინარე, ზამთარი, ჩერჩილი, დილის თოვლი.

”მონაცემთა ბაზასთან” მუშაობის ალგორითმი ძალიან მარტივია. მაგალითად, შენი ნიშანია მორიელი. მოულოდნელად გთავაზობენ ახალ სამსახურს. მაგრამ უცნაური ეჭვები გაწუხებს, ყოყმანობ. მოიმარჯვე მიღებული ინფორმაცია და ყურადღებით გააანალიზე ყველა მინიშნება. ვთქვათ: ტელევიზორი ზუსტად იმ მომენტში ჩართე, როცა ელვის პრესლის კონცერტს აჩვენებდნენ; სახლიდან გამოსვლისას მეზობელ თამარას გადაეყარე; იმ კომპანიის დირექტორს, რომელშიც გიწვევენ, ჰქვია გლები და ის დაივინგის დიდი მოყვარულია.  თუ მივხვდებით, რომ ეს ნაკრები (ელვის პრესლი, თამარი, გლები, დაივინგი) მორიელისთვის დამახასიათებელი მინიშნებებისგან შედგება, გამოდის, სამსახურის შეცვლას აზრი აქვს.

იმის მიუხედავად, გვესმის თუ არა ბუნების ენა, სამყარო გამუდმებით გვესაუბრება... და ამას ბოშების, მოდური მედიუმების, პოლიტიკოსების, ან თაღლითების ბაგეებით კი არა, პატარა მინიშნებებით აკეთებს.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1123 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები