პარასკევი, 29.03.2024, 00:58
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » Salvatore Ferragamo და ოცნების ფეხსაცმელი.
12:16
Salvatore Ferragamo და ოცნების ფეხსაცმელი.

 დღეს ფეხსაცმელსა და აქსესუარებს მოდურ იერარქიაში მნიშვნელოვანი და განუმეორებელი როლი უჭირავთ, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. ცვლილებები ყველასთვის ცნობილი სალვადორე ფერაგამოს წყალობით დაიწყო და ახალი სტატუსი ამ ატრიბუტებს სწორედ მან შესძინა...

   ფერაგამო XX საუკუნის მოდაში ისეთივე ნოვატორი გახდა, როგორც დიორი და შანელი, ჯერ 60-იანი წლებისთვის თანამედროვე ფეხსაცმლის ტიპოლოგიისა და სტილის სრული "რეპერტუარი” შექმნა, მერე კი გზას დღევანდელ ცნობილ ბრენდამდე Salvatore Ferragamo თითქმის ნახევარი საუკუნე დასჭირდა.

 


ოცნებიდან რეალობაში

  ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი ოცნებით დაიწყო...

 გაჩნდა სურვილი, შექმნილიყო ფეხსაცმელი, მაგრამ ჩვეულებრივი კი არა - ხელოვნების ნიმუში! სწორედ ამ ნატვრამ აიძულა 16 წლის მეწაღე, ნეაპოლიდან ამერიკაში მოსახვედრად ოკეანე გადაეცურა. მისი გიჟური შემოქმედებითი ენერგია იმ დროისთვის - სიღარიბისთვისა და ცხოვრების პროზისთვის - არ გამოდგებოდა, სამაგიეროდ, კინემატოგრაფისთვის იდეალური აღმოჩნდა:

 20-იან წლებში სალვატორე ფერაგამოს ფეხსაცმელი ჰოლივუდს იპყრობს. ფერაგამო ფეხსაცმლის მოდელის კლიენტის ინდივიდუალობის გათვალისწინებით შემქმნელი ხდება. ეს ის მოდელებია, რომლებიც ფუფუნებითა და კონცეფციის სიახლით ჭირვეულებსაც კი აოცებს: ფერაგამოს ფეხსაცმლით ვარსკვლავების ყოველი გამოჩენა ფურორს ახდენს.

  ასე გაჩნდა "ექსკლუზიურობა”, რომელსაც ნარკოტიკის ეფექტი ჰქონდა - ერთხელ რომ ნახავდნენ და დარწმუნდებოდნენ საკუთარი ფეხებისა და მთელი გამოსახულების განუმეორებლობაში, ადამინებს აღარ სურდათ ფეხსაცმლის მაღაზიაში ყიდვა. ასე გახდა ფერაგამო პირველი საკულტო სტილისტი, ფეხსაცმელი კი ფუფუნებისა და მაღალი სტილის საგნად გადაიქცა. 


იმპერიის დაარსება

 ოცდაათიან წლებში სალვატორე ფერაგამო მშობლიურ იტალიაში ტრიუმფატორად ბრუნდება და საკუთარი ფეხსაცმლის იმპერიისთვის რეწვისა და ხელოვნების ნამდვილ დედაქალაქს - ფლორენციას ირჩევს.

 მარკის შტაბ-ბინად გადაიქცა და დღემდე რჩება XIII საუკუნის მდიდრული სასახლე Spini Feroni - 1938 წელს წარსულში ღარიბმა მეწაღემ ამ ისტორიის სიმბოლოს სრულად გამოსყიდვა შეძლო…

 მას შემდეგ მსოფლიოში არცერთი სერიოზული აღნიშვნა არ შემდგარა "ოცნების მეწაღის” (სწორედ ასე უწოდებდა საკუთარ თავს ოსტატი) ქმნილებების გარეშე. ფერაგამო ჯადოქარი იყო - გახმოვანდებოდა თუ არა დამკვეთის სურვილი, ყველაზე გიჟური იდეაც აღმოჩენად გადაიქცეოდა და შემდეგ ბესტსელერი ხდებოდა. უთვალავი ფული, რომელიც ამ წარმატებას მოჰქონდა, ისევ ექსპერიმენტში იხარჯებოდა:

"სილამაზეს საზღვარი არ აქვს. ფეხსაცმლისთვის გამოსადეგი მასალა და ფორმა შეუზღუდავია, იმდენია, რომ ქალს პრინცესად აგრძნობინებს თავს..."

  ”ჩემი ფეხსაცმელი უბრალოდ იმას გამოხატავს, რაც ადამიანებს სურთ,” - წერდა სალვადორე ფერაგამო ავტობიოგრაფიაში. ამ დიდებულების უკან კი ფანატიკური ლაბორატორიული მუშაობა დუღდა - ტექნოლოგიური და არტისტული სიახლე ერთმანეთს ეჯაჭვებოდა და ფერაგამოს "ფეხსაცმლის ხელოვნების” ლეონარდო და ვინჩი დაერქვა.


ინოვაციების ნუსხა:

1. ფეხსაცმელი სხეულის სატარებელი ულამაზესი მოწყობილობა უნდა იყოს - ხოლო შეასრულებს თუ არა ამ საპატიო ფუნქციას ღირსეულად, ეს დამოკიდებულია ფეხსაცმლის ზოლზე. ფერაგამო პირადად იღებდა კლიენტს და პირველ რიგში, ფეხის ტერფის ხელით გასინჯვის ნებართვას ითხოვდა: "არაფერი ისე არ მეტყველებს ადამიანის ინდივიდუალობაზე, როგორც მისი ტერფიო, უყვარდა ხოლმე თქმა ოსტატს. 

2. ანატომიური ფეხსაცმლის ზოლი, გათვლილი სიმძიმის ცენტრითა და მეტალის ფირფიტა-სუპინატორით - უმაღლეს ქუსლზეც კი ‘ფრენას’ შეგაძლებინებდა. ყველა ქალი თანხმებოდა, ეს ძვირი სიამონება იყო! 

3. ფერაგამოსეულია ყველაზე დახვეწილი ფორმის ქუსლები - ე. წ. შპილკებით დამთავრებული, რომელიც სექსუალურობის სიმბოლოდ იქცა და სწორედ მერლინ მონროსთვის (ფილმში «ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან») შეიქმნა.

4. "პლატფორმების” გამოგონებამ კიდევ უფრო დიდი სიმაღლეების დაპყრობის საშუალება მისცა მანდოლოსნებს, მათი სხეულიც უფრო ლამაზად და მოხდენილად  იწონებდა თავს ელეგანტურობით. 30-40-იან წლებში ჰოლივუდის ვარკვლავების საიდუმლო იარაღი შემდეგ მთელი მსოფლიოს ქალების უსაყვარლეს მეგობრად იქცა.

5. "ტანკეტკის” გამოჩენა კი ომიანობის მძიმე წლებს დაუკავშირდა: ფეხსაცმლის რთული, ქუსლიანი ხაზი მსუბუქი ხის ფორმით შეიცვალა, ტყავის ზედაპირი კი - პლასტიკური მავთულების ნაქსოვით. თავიდან ეს სიმახინჯედ ჩათვალეს, მაგრამ ძალიან მალე ტანკეტკის ბუმი დაიწყო და დღემდე გრძელდება. ტანკეტკის წყალობით სილამაზე მსხვერპლს აღარ მოითხოვდა, პირიქით, სალვადორე ფერაგამოს ფეხსაცმელი ორთოპედიულიც იყო.

6. ფეხსაცმელი მანადე მხოლოდ შავი, თეთრი და ყავისფერი რომ იყო,  ფერაგამოს წყალობით ცისარტყელის ყველა ფერითა და დაუჯერებელი მასალითა შეიმოსა - ყველა დროის რეკორდი მოიხსნა. ტყავის ტრადიციულ ფაქტურასთან ერთად, ეგზოტიკური მასალაც გაჩნდა: ხვლიკის, გველის, თევზისა და სხვა ქვეწარმავლების, ასევე სირაქლემას, ანტილოპის, ლეოპარდის და ა.შ. ტყავი;  აბრეშუმი, ატლასი, ნეილონი, ფარჩა, სელი - მაქმანებით, ნაქარგობით, მარგალიტებით, მაკრამეთი ირთვებოდა. ამ კომბინაციების სითამამე დღესაც აკვირვებს მნახველს.

ლეგენდარული მოდელები

რა თქმა უნდა, ვარსვლავების სახელს უკავშირდება:

მაგალითად, "ბოსონოჟკები” პლატფორმებზე - ავა გარდენირის ელეგანტური სექსუალობისთვის; მერლინ მონროსთვის შექმნილი ნავები "შპილკებზე” - XX საუკუნის სექს-სიმბოლოს განუყოფელი ნაწილი; მსუბუქი "ბალეტკები” ოდრი ჰეპბერნის რომანტიკული ხატისთვის და ა.შ.

 დიდებული ოსტატის მემკვიდრეობა 10 000 წყვილ ფეხსაცმელს ითვლის.

1995 წლიდან ლეგენდარული მოდელები Palazzo Spini-Feroni-ს საგამოფენო დარბაზებში დადეს, ხოლო 2007 წელს Salvatore Ferragamo-ს მუზეუმმა სასახლის მთელი პირველი სართული დაიკავა. ამ კედლებში ფერაგამოს ფენომენი ცხადი გახდა მთელი თავისი მასშტაბით - სწორედ მან გახადა ფეხსაცმელი საკულტო ობიექტად და სტილის ხატად. მისი ტექნიკური აზრის ნავარდმა საბოლოოდ დღეისთვის ყველა ცნობილი ფეხსაცმლის ტიპოლოგია შექმნა. ხოლო XX საუკუნის ბრწყინვალე პერსონაჟების ფოტოების კასკადი, რომლებზეც თავად სალვადორე არგებს ჯადოსნურ ფეხსაცმელს ლეგენდებს, მოდის სოციალურ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

ის, რომ ფერაგამოს სტილი ყველა ცოცხალზე ცოცხალი სტილია და არა სამუზეუმო რელიკვია, Salvatore Creations-ის ბუტიკში ყველაზე კარგად ჩანს. აქ ფეხსაცმელებისა და ჩანთების საკულტო მოდელებსაც შეხვდება იღბლიანი კლიენტი, რომლებიც მცირერიცხოვან სერიებად დამზადდა. ისინი არა მარტო გამაოგნებლად აქტუალურია, მათში ბრწყინვალე ეპოქის შარმი და მაგიაა. მათგან მოდის ფერაგამოს სახლის დღევანდელი ბესტსელერებიც. დღეს ბრენდი ქალსა და მამაკაცს total look–ს სთავაზობს. ამ სახლისთვის ორიგინალური ახალგაზრდა სტილისტები ირჯებიან, და მათ ზღაპრულად გაუმართლათ - რადგან სალვატორე ფერაგამოს იდეების სიმდიდრე აშკარად ყველას და ყველა დროს ეყოფა.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1394 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები