პარასკევი, 26.04.2024, 02:38
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » სინოპტიკოსები დღეიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ნალექის მატებას პროგნოზირებენ
12:22
სინოპტიკოსები დღეიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ნალექის მატებას პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები დღეიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ნალექის მატებას პროგნოზირებენ. 

როგორც ამინდის ბიუროში აცხადებენ, დღეს დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოთოვს. 

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ნალექი ძლიერი წვიმის სახით მოვა. 

ამასთან, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქს ელიან. 

ხვალიდან ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ტემპერატურა თანდათან დაიკლებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით -1-დან +3 გრადუსამდე იმერყევებს, ღამით კი -1 - -4 გრადუსია მოსალოდნელი. 

12 თებერვლიდან ყინვა მოიმატებს. დროდადრო გამოდარების მიუხედავად, არსებული სინოპტიკური მდგომარეობა მკვეთრად არ შეიცვლება და უამინდობა თვის ბოლომდე გასტანს.

ამინდის გაუარესების მიზეზი ატლანტიკის ციკლონის მოახლოებაა, რომელთანაც ცივი და ნოტიო ჰაერის მასებია დაკავშირებული.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 952 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები