შაბათი, 20.04.2024, 05:35
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » იქ, ისტორიულ წარსულში...
12:37
იქ, ისტორიულ წარსულში...
იქ, ისტორიულ წარსულში...
ხუთშაბათს, ჟურნალ "გზასთან" ერთად, ქართული პროზის საგანძურის სერიით ეგნატე ნინოშვილის ნაწარმოებებს გაეცნობით

ეგნატე ნინოშვილი (ეგნატე თომას ძე ინგოროყვა) XIX საუკუნის ქართველი მწერალია. მან თავისი ეპოქის რეალობა მხატვრულ ლიტერატურაში ასახა. მის თხზულებებში დღეს ბევრი რამ შეიძლება არარეალურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ იყო დრო, როცა ამით საზრდოობდა და ასე ცხოვრობდა ხალხი. 


ეგნატე ნინოშვილის რომანი "ჯანყი გურიაში" და მოთხრობები კიდევ ერთხელ დაგაბრუნებთ ისტორიულ წარსულში, გაგახსენებენ იმ სუფთა გრძნობებსა და ულმობელ წინააღმდეგობებს, რომელთა გარემოცვაშიც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ. "ჯანყი გურიაში" - ისტორიული რომანი 1841 წლის გურიის ცხოვრებიდან", - ასე მიუთითებს ავტორი. 

იმოგზაურეთ 1841 წლის გურიაში... ჩვენ კი, როგორც კარგი მეგზურები, გიჩვენებთ გზას - გთავაზობთ ამონარიდს რომანიდან "ჯანყი გურიაში":
"იმ დროიდან მოწყებული, რაც მანამ და სიმონმა ღამღამობით ერთმანეთის ნახვა დაიწყეს, ეს ძაღლი ერთგულ დარაჯად ემსახურებოდა ამ შეყვარებულებს: ის მუდამ ფხიზლობდა, გაბრაზიანებულის ყეფით მივარდებოდა ყოველივეს, რაც კი რამ ამათ სიახლოვეს გაიჭაჭანებდა. ამ ძაღლის ერთგულობის მიზეზი ის იყო, რომ მანამ ის თავის მზრუნველობით გამოზარდა. 

- მე არ მიამება, გგონია, გულში ჩაკონება? - უთხრა მანამ სიმონს, როცა ამ უკანასკნელმა მიიკრა ის გულზე, - მეც შენსავით გული და სისხლი მაქ, მარა მეშინია, სიმონ, ბოლოს ქვეყნის საყბო არ გავხთე-მეთქი. წეღანაი მისაყვედურე: ეჭვიანობ, დანდობა არ გაქო. ეჭვიანობით არ ვეჭვიანობ, მარა მაინც რომ დავფიქრდები, ჩვენი ცოლქმრობა არ მოხთება, მგონია. აბა, იფიქრე, შენს გვარს აზნაური ქვია, ჩემსას - ყაძახი! არა, სიზმარია ჩვენი ცოლქმრობა!..

- მანა, ან შენ რეიზა იტეხ გულს და ან მე რეიზა მაწვალებ? - უთხრა წყენით სიმონმა, - თავადაზნაურობა და ყაძახობა კაცის გამონაფიქრია, ჩვენი სიყვარული ჩვენი გულღვიძლის ნამდვილი შვილია, იმისთანა შვილი, რომ სანამდი ჩვენ ცოცხალი ვიქნებით, არ შეიძლება იგი რამემ მოკლას... აზნაურიო! უნდა გითხრა, ახლა რომ გვარის საქმეს შევხედე, კინტრათაც არ მიმაჩნია ჩემი აზნაურობა და თუ დამიჯერებენ, არც იი თავადობაა საბოლოვო საქმე... მე გამიგონია, ჩვენი ძველი ყაძახი იყო თურმე. 

- ადვილი აღარ იქნებოდა, - ცნობისმოყვარეობით ჰკითხა მანამ. 
- მიყურე და ქე გეტყვი, რა ადვილად უშონია. დედოფალს თურმე მუცელმა დაუცა ისე ურიგოთ, რომ გამობახდებოდა დედოფალი, თუ ერთი ჩვენი ძველი იქინეი არ შეხვედროდა. მარა იი ცხონებული ჩვენი ძველი ძაან მოხერხებული ყაძახი იყო თურმე, დედოფალის სამოქმედო მიიმისა, ასე რომ, გამოვიდა შვა დარბაზში და თქვა: მე დღეს იმისთანა საქმე მიყო ჩემმა ოხერმა მუცელმა, ისე გამაბახა ამდენ დარბაისელში, რომ ჩემი სიცოცხლე აღარ ღირს და აწი რაც გენებოთ, იგი მიყავითო. რაღამც შენ იმდონი ზრდილობა გაქ, რომ ამგვარი ბოდიშის მოხდა გააკვლიე, აზნაურობა მიჩუქებიაო, უთხრა თურმე საჩქაროთ სხვისი პირის და ხერხის გამო 

ბოდიშმოხდილმა დედოფალმა. აა, ამგვარათ ნაშოვარი აქ ჩვენ გვარს აზნაურობა!

- უჰ, სიმონ, რა ხუმარა ხარ, რაფერ მომკალი სიცილით! დედოფალს მუცელმა დაუცა და თქვენ აზნაურობა მოგცეს? თითო მუცლის დაცემაზე რიგდებოდა აზნაურობა? 
- ღმერთმანი, მანა, ასე იყო! ჩვენს გარდა კიდევ ძაან ბევრს აქ ამისთანა ახირებული რამეით ნაშოვარი ბატონობა.
- ამით მაიმედებ?
- მე იმით გაიმედებ, რომ ჩვენ შეყვარებული ვართ და ყაძახ-აზნაურობას აღარ აქ ჩვენთან ძალა. შენ ჩემი ცოლი ხარ და მე შენი ქმარი. შენი ყაძახობა და ჩემი აზნაურობა ვისაც უნდა, იმან წეიღოს. თუ დედ-მამა მომიშლის ამ ჭკუაზე ყოფნას, თვითონ ახლთენ იი აზნაურობა, ჩვენ გევიპაროთ სხვაგან და იქინეი ვიცოცხლოთ. 
- სიმონ, გაპარვა კაია, თვარა ისე ამ სოფელში არ გვაცოცხლებენ, ვიცი. 

- ფიქრი ნუ გაქ, მანა, ჩვენ ერთმანეთის ვართ. სიკვტილს გარდა რაღაა ქვეყანაზე იმისთანაი, მე და შენ რომ გაგვაშოროს?!
...მანა წამოდგა და დააპირა სახლში წასვლა, მაგრამ ამ დროს გარეთ გამოვიდა მაღალი, ნაკვთად მოყვანილი, ამაყი შეხედულობის ყმაწვილი კაცი. ეს იყო ბესია, მანას ერთადერთი ძმა. მანა და სიმონ ბესიას დანახვაზე უსაზომო შიშმა შეიპყრა; საბედნიეროთ, ბესიას სრულიადაც არ შეუნიშნავს იმათი იქ ყოფნა, ისე გაიარა მათ სიახლოვეს და გაუდგა თავის გზას. 

- ღმერთო, შენ გმადლობ, რომ გადაგვარჩინე! - თქვა მანამ. 
- ასე დასდევს, მანა, სიყვარულს შიში და განსაცთელი. მარა ახლა მეც უნდა წევიდე საყდარზე, ვერ დავაკლდები. 
- სიმონ, თუ გიყვარდე, მითხარი, რაზე გაქვან ამდენი თავისყრა წრეულს? მერე კიდევ ღამღამით! 
- მანა, მე შენ ყველა გულის პასუხს გაგიმხელ, არ მეშინია, მარა ამ საქმეში ხატზე ნაფიცი ვარ, არსად ვთქვა-მეთქი და ამიზა, მომიტევე, ვერ გეტყვი... 

სიმონმა დამშვიდობების ნიშნად ერთი კიდევ მხურვალედ გადაკოცნა მანა, შემდეგ წამოავლო თავის თოფს ხელი და გასწია იმ გზით, რომლითაც იმ რამდენიმე წამის წინედ ბესია წავიდა. მანა კი წამოდგა ზეზე, მიეყრდნო ნიგვზის ხეს, უმზერდა მიმავალ სიმონს, რომლის თოფი ბრჭყვიალებდა მთვარის სინათლეზე, მაგრამ რა რომ სიმონი მიიკარგა სივრცეში და მანას თვალისაგან გადაეფარა, მანა მოწყენილათ მობრუნდა, შეხედა თავის ძაღლს და უთხრა:

- ყურშა, ჩვენო ერთგულო ყურშა, სიმონი წევიდა და ჩვენ რაღა გვინდა აქანაი, ახლა ჩვენც წევიდეთ და, სიმონ რომ მოვა, კიდევ შევხთეთ". 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1074 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები