ხუთშაბათი, 25.04.2024, 04:24
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ტრაგედია, რომელიც იმღერება
12:41
ტრაგედია, რომელიც იმღერება
ტრაგედია, რომელიც იმღერება
cსაყოველთაოდ ცნობილია, რომ ერის ნიჭიერება, ხასიათი, ზნე ყველაზე სრულყოფილად ფოლკლორში აისახება.ხალხის მიერ საუკუნეების მანძილზე შექმნილ ლექსში, სიმღერაში, ცეკვაში შეიძლება ამოიკითხო მთელი ერის სულიერი თუ ფიზიკური თავგადასავალი. ქართველები ხშირად, არცთუ უსაფუძვლოდ, ვსაყვედურობთ საკუთარ თავს ზღვარგადასულ თავმომწონეობას (რაც ხშირად პირიქით - საკუთარი თავის ზღვარგადასულ დამცირებაში გადადის) - რომ ყველაფერი ქართული საუკეთესო და სხვათათვის მიუწვდომელია, ჩვენნაირი არავინაა და ა.შ. რა თქმა უნდა, ზღვარგადასული არაფერი ვარგა - არც ცხვირის ცამდე აწევა და არც თავის მიწაში ჩარგვა. თუმცა, გამონაკლისიც არსებობს. სწორედ ასეთ გამონაკლისს წარმოადგენს ქართული ფოლკლორი, რომელსაც ნამდვილად არ მოეპოვება ბადალი დედამიწის ზურგზე. გურულ "ხასანბეგურას" ამ საგანძურშიც კი განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამჯერად, ამ საოცარი სიმღერის მუსიკალურ თავისებურებებზე არ ვისაუბრებთ, მისი ტექსტის წარმომავლობაზე მოგითხრობთ, რომელიც ძალიან საინტერესო და ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ძალზე მნიშვნელოვან ამბებთანაა დაკავშირებული.

 

ქართული ლიტერატურითა და ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს უთუოდ ემახსოვრება, როგორ მკერდით იცავდა გრიგოლ ორბელიანი თავისი თაობის ქართველ ოფიცრებსა და გენერლებს, რომელთაც მამაცობისა და გმირობის საოცარი მაგალითები აჩვენეს მტერთან ბრძოლაში.

სამწუხაროდ, ისინი რუსეთის იმპერიის ძლიერებას ემსახურებოდნენ და "შვილების" (ილიასა დამ ის თანამოაზრეთა) თაობაც სწორედ ამას უკიჟინებდა "მამებს".

ამ თემას იმიტომ შევეხეთ, რომ "ხასანბეგურას" გმირები სწორედ "მამების" წამომადგენლები გახლავან. უფრო ზუსტად, სწორედ მათ მოაჭრეს გადაგვარებულ ჰასან-ბეგ თავდგირიძეს თავი.

ეს ყველაფერი რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1853-1856, წლებში მოხდა. ამიერკავკასიაში, რამდენიმე ასეულ კილომეტრზე გადაჭიმული ფრონტის ხაზის ერთ-ერთ ნაწილს ოზურგეთი-ბათუმის მონაკვეთი წარმოადგენდა. ,,ხასანბეგურაც” სწორედ აქ, სოფელ შეკვეთილთან მოწყობილ წმ. ნიკოლოზის საგუშაგოდან იღებს სათავეს.

ფრონტის ამ მონაკვეთზე საბრძოლო მოქმედებები 1853 წლის შემოდგომაზე დაიწყო. 5000 თურქი თავს დაესხა სოფელ შეკვეთილს, რომელსაც გურული მილიციის 250 კაციანი გარნიზონი იცავდა. მიუხედავად ამისა, გარნიზონი გრიგოლ გურიელის მეთაურობით, უთანასწორო ბრძოლაში ჩაება და დიდხანს იცავდა თავს. ბოლოს რიცხობრივმა უპირატესობამ თავისი გაიტანა და გარნიზონმა ოზურგეთისკენ დაიხია. გრიგოლ გურიელი ბრძოლიდან მძიმედ დაჭრილი გამოიყვანეს. ერთი თვის შემდეგ ჭრილობისგან გარდაიცვალა კიდეც. მისი ვაჟკაცობა გურულებმა ლექსით შეამკეს:

"ამ ჩვენს გრიგოლ ბატონიშვილს

თავი უკვდავი ეგონა,

ტყვიები რომ დაუშინეს,

ღომის კაკალი ეგონა.

მკერდს სისხლი გადმომდინარე

წითელი ვარდი ეგონა,

ვეფხვს სანავარდოთ ტყვედ დაჭრილს

მტრები ჩიტები ეგონა.

ნათელი რომ დაუა,

მას დაღამება ეგონა.

დედის მდუღარე ცრემლები

ჟუჟუნა წვიმა ეგონა.

საფლავში რომ ჩაასვენეს,

თავი ოთახში ეგონა."

KvirisPalitra.Geისევ შეკვეთილს დავუბრუნდეთ: სოფელში შესულმა თურქებმა იქ მათთვის ჩვეული სისხლის კალო დაატრიალეს და მეზობელ სოფლებსაც მოედვნენ. ასეთი ვითარება მთელ ზამთარს გაგრძელდა.

საერთოდ, ფრონტის ეს მონაკვეთი იმ ხანად, თითქმის მთლიანად, ქართული მილიციის ამარა ჰყავდა იმპერიას "მიტოვებული" და გურიაში გაჩაღებულმა ბრძოლებმა დიდი გამოცოცხლება გამოიწვია მთელ საქართველოში: მოხალისეები მასიურად ეწერებოდნენ მილიციის ე.წ. "დრუჟინებში". ასე შეიქმნა ლიახვის ასეული თავად მაჩაბლის მეთაურობით. მათ სხვებისგან წითელი ფაფახებით გამოარჩევდით; სიღნაღელებს ზაქარია ანდრონიკაშვილი მეთაურობდა. ამათ თეთრი ფაფახები ეხურათ; თელაველებს ოქროსფერი სამკლაურები ჰქონდათ გაკეთებული. მათ ნიკოლოზ ჭავჭავაძე მეთაურობდა; გორელებსა და თბილისელებს ლურჯი ნიშანი ჰქონდათ და დავით ვახვახიშვილი ედგათ სათავეში; თუშების რაზმს პატარა თუშური ქუდები ეხურა; თავადთა რაზმიც შედგა ცალკე - მათ მეთაურად გიორგი ერისთავი აირჩიეს. თავადებს მწვანე ნიშნები ებნიათ; შედგა ცხენოსანთა "დრუჟინაც", რომელსაც გიორგი ჯანდიერი, ცნობილი "დროშა-გიორგი" მეთაურობდა. სწორედ მისი ინიციატივით გაკეთდა ამ ქართული დანაყოფის დროშა: შავი ფერის ტილოზე ერთ მხარეს გამოსახული იყო წმიდა გიორგი, ხოლო მეორე მხარეს - ქართულ და რუსულ ენებზე ეწერა: "გონს მოდით, ურჯულოებო, თორემ ჩვენთან ღმერთია!"

ამასობაში თურქებმა, ბათუმის გარდა, ანაკლიიდან და სოხუმიდანაც შემოუტიეს. გენერალმა ივანე ანდრონიკაშვილმა უკან დახევა ბრძანა. მტერმა ოზურგეთიც დაიკავა და ჯუმათის გავლით ორპირისკენ დაიძრა. მათ წინ მოუძღოდნენ ჰასან-ბეგ თავდგირიძე და ფაშები - დუმბაძე და მაჭავარიანი. წარმატებით გულმოცემულებს არ ეგონათ, ნიგოითამდე წინააღმდეგობას თუ შეხვდებოდნენ, მაგრამ შუხუთთან მათ ნიკო ერისთავი დაეცა თავს.

ეს თავდასხმა თურქებისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ გაცილებით მცირერიცხოვან მოწინააღმდეგეს ზურგი აქციეს და გაიქცნენ. ერისთავი დაედევნა, თუმცა ჰასან-ბეგი გაქცეულთა შორის აღარ იყო - ის ჯერ კიდევ ბრძოლის დროს გაერიდა იქაურობას და რამდენიმე ასეული რუსის ამარა დატოვებული ნიგოითისკენ გაემართა. ერისთავი მიუხვდა ეშმაკობას, გაქცეული თურქების დევნა შეწყვიტა და ჰასან-ბეგს შემოუბრუნდა. ხაფანგში გაბმულმა თავდგირიძემ ტყეს შეაფარა თავი, მაგრამ იქ ჯუმათისკენ მიმავალ იმერეთის მილიციას გადაეყარა, რომელსაც 75 წლის ქაიხოსრო მიქელაძე მეთაურობდა.

გაიმართა ფიცხელი ბრძოლა, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთო. ერთ-ერთმა მათგანმა, გოგია კუპრაძემ, დროშაც კი წაართვა თურქებს. ჰასან-ბეგმა ისევ უგანა ბრძოლის ველს და მცირე ჯგუფით თითქმის დააღწია განსაცდელს თავი, მაგრამ გაქცეულს ჩიბათელი აზნაური ერასტი ჭყონია წამოეწია და...

გადავავლოთ თვალი, როგორ გალექსეს ეს ყველაფერი გურულებმა და შემდეგ როგორ უკვდავყვეს "ხასანბეგურაში":

"ხასან-ბეგი თავდგირიძე განრისხული ღვთისგან მეტი,

თათრის ფაშობა იშოვა, სულ მთლად დაივიწყა ღმერთი,

შეკვეთილში შემოვიდა, იძახოდა ,,ოლანგეთი”,

ღენერალმა უოსტატა, დაუტოვა ოზურგეთი:

ლანჩხუთამდის მას ვაცალოთ, მერე ჩვენ გვიყუროს ერთი.

გზაზე ვიყავთ მილიცია, რუსის ჯარით მეტად ცოტა,

ცხრა ათასი თათრის ჯარი წინ დაგვიხვდა, გვეშაროტა.

პოლკოვნიკმა ერისთავმა წინ გაუშვა ერთი როტა,

.....................................................

ვინც არ მოკლეს, დაიჭირეს, ყელს მიაბეს დიდი ფშალა,

ცხრა ათასი კაცის რიცხვში შვიდასმა ძლივს გაიმშრალა.

ჰასან-ფაშა, ჩემი ძმაი, თავმოჭრილი დევინახე,

რადგან ჩემი ძმაი იყო, ბოლოს მაინც მე დავმარხე."

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1023 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები