ოთხშაბათი, 24.04.2024, 06:37
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » რას მოიტანს 2011 წელი
13:12
რას მოიტანს 2011 წელი
სულ რაღაც ნახევარი საუკუნის წინ, ევროპული ყოფის თეორიაც და პრაქტიკაც გაცილებით მარტივი იყო. ევროპელი ლიდერების წინაშე იდგა ძალიან მკაფიო ამოცანა: საერთო-ევროპული, ფრანგულ-გერმანული ომის თავიდან აცილება.

ისტორიულად, ევროპის გაერთიანებისადმი ორი მიდგომა არსებობდა: ძალა და გონება. პირველს იზიარებდნენ ლუდოვიკო XIV - თავისი იმპერიალიზმით, ნაპოლეონი თავისი ექსპანსიური პოლიტიკით და ჰიტლერი და სტალინი - თავიანთი მანიებით. მათ საპირწონედ გვევლინება მშვიდობიანი ინტეგრაციის პოლიტიკა, რომელმაც ბოლო ორასი წლის განმავლობაში ორჯერ გაიმარჯვა. მის გამოვლინებებად იქცა მე-18 საუკუნის კოსმოპოლიტიზმი და დემოკრატიული კლუბის, ევროკავშირის შექმნა, რომელიც 2007 წელს, რუმინეთის და ბულგარეთის გაწევრების შემდეგ, 27 წევრ-სახელმწიფოს აერთიანებს.     

ჟან მონესა და მისი თანამედროვეების მიერ ჩაფიქრებულ საერთო-ევროპულ სახლს მათი შთამომავლები აშენებდნენ და აფართოებდნენ,  უფრო კომფორტულ და პრაქტიკულ სივრცეს ქმნიდნენ. შარლ დე გოლმა და კონრად ადენაუერმა შეასრულეს ეპოქის მთავარი პოლიტიკური ამოცანა - განამტკიცეს ფრანგულ-გერმანული მეგობრობა. ვალერი ჟისკარ-დესტენმა და ჰელმუტ შმიდტმა ააჩქარეს ის ღერძი, რომლის გარშემოც ევროპა ტრიალებდა. ფრანსუა მიტერანმა და ჰელმუტ კოლმა ევროპული სახლი მაასტრიხტის შეთანხმების შესაბამისად გადააკეთეს. 

ყველა მათგანის წყალობით ევროკავშირმა არა მხოლოდ თავიდან აიცილა ახალი ომი, არამედ მისი წევრი-სახელმწიფოებისთვის უპრეცედენტო სტაბილურობას და კეთილდღეობას მიაღწია. ექვსი წევრი ქვეყნიდან ევროკავშირი 27 წევრამდე გაფართოვდა. ამავდროულად, ამ წევრებიდან არც ერთს არ სურს ბლოკის დატოვება, მეზობლებს კი მასში გაწევრება უნდათ. მაგრამ ევროპული ყოფის თეორია და პრაქტიკა დღეს იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ნახევარი საუკუნის წინ იყო. 

ევროკავშირის სიმტკიცე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით იზომება: ევროკავშირის შიგნით იზრდება წინააღმდეგობა ევროპული კონსტიტუციის გარშემო; ევროპა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, გლობალიზაციამ მოიცვა; ევროკავშირის ქვეყნები მსოფლიოს ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის შედეგებს ებრძვიან.   

სიტუაცია საგანგაშოა. დასავლეთიდან ევროპას აშშ აწვება, რომელიც ზღუდავს მის პოლიტიკურ და სამხედრო ძალას; აღმოსავლეთიდან - მომძლავრებული აზიური სახელმწიფოები: ინდოეთი და ჩინეთი, რომლებიც მის ეკონომიკას და კეთილდღეობას პრობლემას უქმნიან, და რუსეთი, რომელსაც ენერგეტიკული რესურსების გასაღები აქვს; სამხრეთიდან ევროპას ემიგრანტები აწყდებიან. ევროპა, რომელსაც სურდა მსოფლიო მას დამსგავსებოდა, თავად იცვლება მისი ზემოქმედების ქვეშ. 

ევროკავშირის შიგნით იზრდება უმუშევრობითა და საზოგადოების დაბერებით გამოწვეული წუხილი, მაგრამ როდესაც ხელისუფლებები, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, აუცილებელი, მაგრამ არაპოპულარული რეფორმების გატარებას იწყებენ, ეს წუხილი საპროტესტო გამოსვლებში გადადის. ბედის სასტიკი ირონიაა:

ბაზრის ევროპული სოციალური მოდელი, რომელიც წარმოებასა და განაწილებას ეყრდნობა, იღბლიანი გამოდგა, მაგრამ ის იმ მოდელებს ემსხვერპლა, რომლებიც სოციალურ ფაქტორს არ ითვალისწინებენ. სერიოზული რეფორმა გარდაუვალია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თანამედროვე განვითარებად და ისტორიული კომპლექსებისგან გათავისუფლებულ გერმანიას კვლავ სურს თავი გერმანიად იგრძნოს და არა ერთ-ერთ ევროპულ ქვეყნად.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1010 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები