ოთხშაბათი, 24.04.2024, 20:32
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » არა მხოლოდ სასმელი...
13:21
არა მხოლოდ სასმელი...
არა მხოლოდ სასმელი...გთავაზობთ არაყზე დამზადებულ ხალხურ რეცეპტებს:

სახსრების ტკივილის დროს - ქაფურის პატარა ნატეხი მოათავსეთ 0,5-ლიტრიან ქილაში, დაასხით 1/3 სკიპიდარი, 1/3 მცენარეული ზეთი და 1/3 არაყი. გააჩერეთ რამდენიმე დღე. საღამოს ამ ნაყენით დაიზილეთ მტკივნეული ადგილები და შეიხვიეთ შალის ქსოვილით. გამოყენების წინ ნაყენი შეანჯღრიეთ.

ათეროსკლეროზის დროს - ხორცსაკეპში გატარებულ 200 გ ნიორს დაასხით 200 მლ არაყი და 10 დღით შეინახეთ ბნელ ადგილას. შემდეგ გაწურეთ, ნაყენს დაამატეთ 50 გ თაფლი და 30 მლ 20%-იანი დინდგელის (პროპოლისის) სპირტიანი ნაყენი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ კიდევ 3 დღე. მიიღეთ 3-ჯერ დღეში ჭამამდე  შემდეგი სქემით და ყოველ მიღებაზე დაამატეთ 50 მლ რძე:

პირველი დღე: 
დილით მიიღეთ 1 წვეთი ნაყენი, სადილზე - 2 წვეთი, საღამოს - 3 წვეთი.
შემდეგი სამი დღის განმავლობაში ყოველ მიღებაზე დაამატეთ თითო წვეთი ნაყენი. მეოთხე დღეს, საღამოს 12 წვეთი ნაყენი უნდა მიიღოთ.
მეხუთე დღეს: დილით - 13 წვეთი, სადილზე - 14 წვეთი, საღამოს 15 წვეთი.
მეექვსე დღეს: დილით - 15 წვეთი, სადილისთვის - 14 წვეთი, საღამოს - 13 წვეთი.

მეშვიდე დღიდან დააკელით თითო წვეთი (დაიწყეთ 12 წვეთით), 4 დღის განმავლობაში, დაიყვანეთ 1 წვეთამდე. მე-11 დღიდან კი მიიღეთ 25 წვეთი ნაყენი 3-ჯერ დღეში - თვის ბოლომდე.
უნდა ჩაიტაროთ 3 კურსი.

ბრონქული ასთმის დროს - ერთმანეთს შეურიეთ თანაბარი რაოდენობის წითელი ჭარხალი, შავი ბოლოკი, ხახვი, ლიმონის, შტოშის, ალოეს წვენი, თაფლი, შაქარი და 96%-იანი სპირტი. ნარევი შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 2-2 ს/კ ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ბრონქიტის დროს - თითო ჭიქა თაფლსა და ალოეს წვენს დაამატეთ 250 მლ სპირტი და 5 დღე დადგით ბნელ ადგილას. მიიღეთ 3 ს/კ ნაყენი 3-ჯერ დღეში ჭამამდე სრულ გამოჯანმრთელებამდე.

დიარეის (კუჭის აშლილობის) დროს - 50 გ ჩაის შეურიეთ 1 ჩ/ჭ შაქარი, დაამატეთ 250 მლ არაყი. 10 წუთით დადგით დაბალ ცეცხლზე, შემდეგ გააცივეთ. მიიღეთ თითო ს/კ ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 10 წუთით ადრე, სრულ გამოჯანმრთელებამდე.

ოსტეოართროზის დროს - შეურიეთ ერთმანეთს 300 მლ არაყი, 10 მლ ქაფურის სპირტი, 10 მლ იოდი, 10 აბი დანაყილი ანალგინი. გააჩერეთ 3 კვირა ბნელ ადგილას. დაიზილეთ მტკივნეული ადგილები.

პოლიართრიტის დროს - 200 მლ არაყს  დაამატეთ 1 ს/კ მარილი და 5 წვეთი ნიშადურის სპირტი. ნარევში დაასველეთ ბამბის ქსოვილი და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. ზემოდან დააფარეთ ცელოფანი და შალის ქსოვილი.

რევმატიზმის დროს - 100 მლ არაყში გახსენით 50 გ ქაფური, 50 გ მდოგვის ფხვნილი და 100 გ კვერცხის ცილაში კარგად ათქვიფეთ. მიიღებთ თხევად მალამოს, რომელიც ღამით უნდა შეიზილოთ მტკივნეულ ადგილზე; როდესაც მალამო კანში კარგად შეიწოვება, გაიწმინდეთ სველი პირსახოცით.

სტენოკარდიის დროს - 50 გ კუნელს დაასხით 0,5 ლ არაყი, 21 დღე გააჩერეთ ბნელ ადგილას. გაწურეთ და მიიღეთ 25 წვეთი ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
თრომბოფლებიტის დროს - წვრილად დაჭრილ ალოეს 4 ფოთოლს დაასხით არაყი (1:0), გააჩერეთ 10 დღე. მიიღეთ 40 წვეთი 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ სრულ გამოჯანმრთელებამდე.

კუჭის წყლულის დროს - უზმოზე დალიეთ 1 ს/კ არაყი და მაშინვე დააყოლეთ 1ჩ/კ კარაქი. მიიღეთ 10 დღე. 10 დღის შესვენების შემდეგ ისევ გაიმეორეთ. მკურნალობის კურსია 1 თვე.
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1129 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები