ხუთშაბათი, 25.04.2024, 15:50
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » გიწვევთ სილამაზის სალონში
13:22
გიწვევთ სილამაზის სალონში
გიწვევთ სილამაზის სალონშიმშრალი კანის მატონიზებელი ნიღაბი:

1ს/კ კივის რბილობს შეურიეთ 1ს/კ იოგურტი, დამდნარი ქოქოსის ცხიმი. წაისვით სახეზე, 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. 
1ც ბანანის პიურეს დაამატეთ 1 კვერცხის გული და 1ჩ/კ მცენარეული ზეთი. წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
წმინდად გახეხილ ვაშლს შეურიეთ 1ჩ/კ თაფლი და 1ს/კ შვრიის ბურბუშელა. წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. 

ერთი გრეიპფრუტის წვენს შეურიეთ 2 ჩ/კ თაფლი, წაისვით სახეზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. კიდევ ერთი რჩევა: ყოველი ნიღბის შემდეგ სახეზე წაისვით თქვენი კანის შესაფერისი მკვებავი კრემი. 
კრემ-პილინგი ტანისთვის: 1ც მანგოს რბილობს შეურიეთ 1ჩ/კ ზეითუნის ზეთი. ამ ნარევით გაიკეთეთ მასაჟი მთელ ტანზე. შემდეგ მიიღეთ თბილი შხაპი.

ცხიმიანი და ფორებიანი სახის კანის ნიღბები:
1. ყავის საფქვავში დაფქული ბრინჯი და შვრიის ბურბუშელა გახსენით თბილ წყალში და წაისვით სახეზე, როგორც კი შეშრობას დაიწყებს, ხელის თითების წრიული მოძრაობით 1 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მასაჟი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

2. 1 კვერცხის გულს დაამატეთ 1ს/კ თაფლი და 1ს/კ ნებისმიერი ზეთი. აურიეთ და ბამბის ტამპონით წაისვით სახესა და ყელზე, შეშრობას რომ დაიწყებს, წაისვით მეორე ფენა, 15-20 Mწუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1061 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები