რამდენს უხდიან სუროგატ დედებს და დონორებს საქართველოში - 10 თებერვალში 2011 - www.ucoz.com
კვირა, 04.12.2016, 23:18
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » რამდენს უხდიან სუროგატ დედებს და დონორებს საქართველოში
13:23
რამდენს უხდიან სუროგატ დედებს და დონორებს საქართველოში
რამდენს უხდიან სუროგატ დედებს და დონორებს საქართველოში
იმის გამო, რომ საქართველოში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში უშვილო წყვილების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, სუროგატი დედობის მსურველთა რაოდენობაც შესაბამისად იზრდება. ამ სერვისით სარგებლობენ როგორც ქართველი უშვილო წყვილები, ასევე უცხოელებიც.

სუროგატი დედა არის ქალი, რომელიც უშვილო წყვილის ნაყოფს მუცლით ატარებს და არავითარი გენეტიკური კავშირი არ აქვს ჩასახულ ემბრიონთან. უფრო დაწვრილებით სუროგატი დედობის შესახებ  ""კვირის პალიტრას"" ჯანდაცვის საერთაშორისო სააგენტოს კოორდინატორი თამარ გვაზავა ესაუბრა: 

- ქალბატონო თამარ, რამდენად ხშირად მოგმართავენ სუროგატი დედები? 
- სუროგატული დედობის მსურველები თითქმის ყოველდღე მოგვმართავენ. ასევე ხშირია, როდესაც სუროგატული დედა ერთხელ აჩენს უშვილო წყვილის ბავშვს და იგი მეორე და მესამედაც ხდება სუროგატი. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც რომ მენტალიტეტი შეიცვალა და სუროგატული დედობის ინსტიტუტიც დამკვიდრდა საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე სუროგატული დედობის რაოდენობა და მომართვიანობა შესაბამისად გაიზარდა.  

- ხომ არ უჭირთ სუროგატ დედებს მშობიარობის შემდეგ ბავშვების მშობლებისათვის გადაცემა? 

- სუროგატულ დედებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ის რომ ბავშვი მათთან არანაირ გენეტიკურ კავშირში არ იმყოფება და ის, სხვისი შვილია. ამიტომ არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემები არ უჩნდებათ. 

- რა ღირს სუროგატი დედის მომსახურება საქართველოში?

- სუროგატ დედებს ათი ათას დოლარს ვუხდით. გარდა ამისა, ფეხმძიმობის პერიოდში საკვებით, მედიკამენტებითა თუ ექიმების მეთვალყურეობითაც ჩვენ უზრუნველვყოფთ. ასევე ყოველთვიურად მათ ანგარიშზე ჯიბის ფული 100 დოლარი ერიცხებათ. უშვილო წყვილებიც ცდილობენ საჩუქრებითა და დამატებითი კომპენსაციის სახით თავისი მადლიერება და სიხარული გამოხატონ სუროგატების წინაშე. ხშირად მათ შორის ისეთი ახლომეგობრული ურთიერთობები მყარდება, ბავშვებსაც ანათვლინებენ სუროგატებს. 

- ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს სუროგატი დედა?

- რასაკვირველია, არა. ქალბატონი, რომელსაც სურს გახდეს სუროგატული დედა, უნდა იყოს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ჯანმრთელი და არ უნდა აღემატებოდეს 38 წელს.

- რამდენადაც ვიცით, თქვენ გყავთ ასევე კვერცხუჯრედის დონორები. ისინი რა სახის დახმარებას უწევენ უშვილო წყვილს?

- კვერცხუჯრედის დონორის დახმარებას ძირითადად მაღალი ასაკის მქონე უშვილო პაციენტები საჭიროებენ. დონაცია შედარებით მარტივი 15-წუთიანი პროცედურაა და დონორის სულ 4-5 ვიზიტს საჭიროებს კლინიკაში.  დონაციის დროს ხდება ფოლიკულების მომწიფება საკვერცხებში და მიღებული კვერცხუჯრედის ასპირაცია ეხოსკოპიის აპარატის საშუალებით. პროცედურა მარტივია, ხორციელდება ვაგინალურად და არანაირ ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

- რა სახის ფინანსური დაინტერესება აქვს დონორს და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კვერცხუჯრედის დონორი?

- დონორი გასამრჯელოდ 1.000-1.200 დოლარის ეკვივალენტს იღებს ლარში. რაც შეეხება დონორისადმი მოთხოვნას, იგი უნდა იყოს ნორმალური განათლებისა და გარეგნობის ქალბატონი და მისი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 32 წელს. 

- რას ეტყოდით სუროგატ დედებს და სად შეიძლება მოგმართონ დონორობისა და სუროგატობის მსურველებმა?
- სუროგატ დედებს ვეტყოდი იმას, რომ ისინი გმირები არიან.  ყველას ნამდვილად არ შეუძლია საკუთარი შვილებისა და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისათვის ამხელა მსხვერპლი გაიღოს. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 521 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები