გემრიელიც და სასარგებლოც - 10 თებერვალში 2011 - www.ucoz.com
კვირა, 04.12.2016, 15:10
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » გემრიელიც და სასარგებლოც
13:25
გემრიელიც და სასარგებლოც
გემრიელიც და სასარგებლოც
კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით, თუთიით, სპილენძით, მანგანუმით, ფთორით, კაროტინებით C, K, B1, B2, B6 ვიტამინებით მდიდარი ყვავილოვანი
კომბოსტო არა მარტო გემრიელი, არამედ ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო საკვებია. ის რეკომენდებულია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისათვის. 

ენზიმები, რომელსაც ეს მცენარე შეიცავს, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და კანცეროგენების გამოდევნას. გარდა ამისა, ეს დაბალკალორიული კომბოსტო ანაყრებს და ხელს უშლის წონაში მომატებას. როგორც საუკეთესო სამკურნალო დიეტური საკვები, ის რეკომენდებულია ბავშვებისთვის, რომელთაც შეკრულობა აწუხებთ, მოზრდილებისთვის, რომელთაც დარღვეული აქვთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, აწუხებთ შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ღვიძლის პათოლოგიები და სხვა.

გთავაზობთ რეცეპტებს:
1. შეკრულობის, უმადობისა და ღვიძლის არეში ტკივილის შეგრძნებისას რეკომენდებულია უზმოზე მჟავე ყვავილოვანი კომბოსტოს წვენი.

2.
 კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს მიიღეთ 1/2 ჭიქა ახალგამოწურული თბილი წვენი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე, რითაც ხელს შეუწყობთ მედიკამენტების გარეშე შეხორცებას. მკურნალობის კურსია 1 თვე, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიმეოროთ.

3. გასტრიტის (დაბალი მჟავიანობის), ღვიძლისა და ელენთის დაავადებების სამკურნალოდ და ჭარბი წონის დასაკლებად სასურველია ყოველდღე მიიღოთ 1/2 ჭიქა ახალგამოწურული წვენი.

4. ბუასილის დროს მიიღეთ ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილის 1/2 ჭიქა თბილი წვენი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე.

5. ღრძილების ანთების დროს ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურულ წვენს დაამატეთ ანადუღარი თბილი წყალი (1:1) და სისტემატურად გამოივლეთ პირის ღრუში.
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 251 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები