სამშაბათი, 16.04.2024, 08:54
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » დღის თემა-პრეზიდენტის სიტყვა
13:55
დღის თემა-პრეზიდენტის სიტყვა
პრეზიდენტის სიტყვა
ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 11 თებერვალს მეშვიდედ მიმართავს. ყოველწლიური მიმართვის გენერალური რეპეტიცია კი, პრეზიდენტს სულ ორიოდე კვირის წინ – "პირველი კავკასიური საინფორმაციოს" ტელეეთერში ჰქონდა. 
პარლამენტს მიხეილ სააკაშვილმა პირველად პრეზიდენტად არჩევიდან ერთ წელიწადში – 2005 წლის 10 თებერვალს მიმართა. მაშინ აქცენტი "არც ისე დიდი, თუმცა კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალების მშენებლობის" პროცესზე გააკეთა. იმავე ადამიანებს კი, პრეზიდენტმა ორიოდე კვირის წინ მოუწოდა "ქვეყნისთვის სამსახურის პრივილეგიით" დაკმაყოფილებულიყვნენ, მაგრამ ამაზეც მოგვიანებით.InterPressNews.Ge პირველი გამოსვლისას, ჯერ კიდევ რევოლუციურ განწყობაზე მყოფ პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ ერის გაძლიერების მთავარი კომპონენტი ძლიერი არმიაა.
სააკაშვილმა პირველ მიმართვაში მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად ბიზნესის და ტურიზმის განვითარებაც დაასახელა – ამ უკანასკნელი პრიორიტეტის ერთგული სააკაშვილი დღემდე რჩება და ახალ ქართულ კურორტებს პირადადაც უკეთებს რეკლამას. 
რუსეთთან ურთიერთობაზე საუბარი სააკაშვილს პირველივე მიმართვიდან უწევს. ორმხრივი კომპრომისისკენ იგი მოსკოვს ჯერ კიდევ 2005 წელს მოუწოდებდა, რუსეთის ფედერაციის მაშინდელ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის სურვილი მან საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას გამოთქვა და სინანულით აღნიშნა, რომ პუტინისთვის ერთხელ უკვე გაწვდილი ხელი ჰაერში დარჩა. ეს ხელი ჯერ კიდევ ჰაერშია, რამდენადაც კრემლი საქართველოს ხელისუფლებას "სააკაშვილის რეჟიმად" მოიხსენიებს და მასთან მოლაპარაკებებზე ლაპარაკიც კი უაზრობად მიაჩნია. მიხეილ სააკაშვილმა მაშინ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მთავარ პირობად ორმხრივი კომპრომისი დაასახელა და განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს, თავის მიწაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები განათავსოს. 
InterPressNews.Geპრეზიდენტობის მეორე წლისთავზე – 2006 წლის 14 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტი საქართველოს მზარდი ეკონიმიკის მონაცემებს დაეყრდნო და განაცხადა, რომ იმ წელს საქართველოს ნატო-ს წევრობის კანდიდატი გახდებოდა, ხოლო 2008 წლისთვის ჩვენს ქვეყანას ექნებოდა შანსი, ალიანსის წევრი ყოფილიყო. პრეზიდენტმა აღნიშნა - ნატო-ს წევრობა ნიშნავს, რომ "საქართველოს საზღვრები იქნება ნატო-ს საზღვრები და ამ საზღვრებს დაიცავენ არა მხოლოდ ჩვენი ტანკები და თვითმფრინავები, არამედ ათასობით დასავლური თვითმფრინავი". . . 
მაშინ პრეზიდენტი ლექსის წაკითხვის ხასიათზეც იყო. მის ხელთ არსებულმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა პრეზიდენტს ისიც ათქმევინა, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც ქვეყანას 2009 წლისთვის მისცემს საშუალებას, სიღარიბე დაძლიოს. სიღარიბის დაძლევა პრეზიდენტის გამოსვლების თემა თითქმის ყოველ წელს იყო. უკვე 2008 წელს სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს დიდი ბრძოლა ელის, რომ ეს არის ბრძოლა ეკონომიკის გადასარჩენად, სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად და სიღარიბის წინააღმდეგ. კიდევ სამი წლის შემდეგ, ანუ "პიკ"-ის ტელეეთერში სააკაშვილმა მოსახლეობას აცნობა, რომ ბოლო წლებში სიღარიბის დონე საქართველოში 50%–დან 20%–მდე შემცირდა. . . InterPressNews.Ge
არმიის მშენებლობის პრიორიტეტად გამოცხადებიდან ერთი წლის თავზე პრეზიდენტმა პარლამენტს აცნობა, რომ საქართველოს უკვე ჰყავდა "რეგიონში ყველაზე პატარა, მაგრამ ყველაზე კარგად აღჭურვილი, დისციპლინირებული, შეკრული მოტივირებული ჯარი, რომელიც დაიცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას". 
2006 წელს პრეზიდენტის გამოსვლის პრიორიტეტებში არმიის თემა დანაშაულთან ბრძოლამ და დამნაშავეთა მიმართ ნულოვანმა ტოლერანტობამ ჩაანაცვლა. მაშინ პრეზიდენტმა დანაშაულში ეჭვმიტანილების მიმართ მოწყალების გამოჩენისთვის მოსამართლეებიც გააკრიტიკა და გამოაცხადა ახალი კანონპროექტი – "ნულოვანი ტოლერანტულობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ".
"მე შემომაქვს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს, რომ ბინის ძარცვაზე, ქუჩის ძარცვაზე, ნარკოტიკების შენახვაზე მთლიანად უნდა გაუქმდეს პირობითი სასჯელი. არანაირი პირობითი სასჯელი; ყველა, ვინც ეს გააკეთა, ციხეში უნდა წავიდეს. ჩვენ ამისთვის ვაშენებთ ახალ 3000-კაციან საგამოძიებო იზოლატორს თბილისში", – განაცხადა სააკაშვილმა. 
InterPressNews.Geთუმცა, ერთი ძველი პრიორიტეტი - ინფრასტრუქტურის შექმნა იმ დროისთვის ისევ ძალაში დარჩა. მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს და მოსახლეობას აცნობა, რომ საქართველომ დაიწყო გზების ფართომასშტაბიანი მშენებლობა, ქვეყნის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და გზების რეაბილიტაციას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში "ისტორიული მნიშვნელობის პოლიტიკური აქტი" უწოდა. 
რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობაზე საუბარი მიხეილ სააკაშვილს 2006 წელსაც მოუწია და განაცხადა, რომ "რუსეთის მცდელობა უნივერსალურობის პოლიტიკის წინ წამოწევისა კოსოვოს მაგალითზე იქნება აღკვეთილი ჩვენი და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ". აქვე მან საქართველოს პარლამენტიდან უკვე აფხაზებსა და ოსებს გაუწოდა ხელი და თქვა, რომ საქართველოს აქვს სამშვიდობო გეგმები და სურს, აფხაზი და ოსი ძმები უკან – საქართველოში დააბრუნოს. პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ალტერნატივა არ აქვს. 
მომდევნო – 2007 წლის 15 მარტის გამოსვლაზე პრეზიდენტის ყურადღების მთავარი საგანი სანაკოევის მთავრობა გახდა, რომელიც სააკაშვილმა ქართველებისა და ოსების ძმობის გამოხატულებად და "ხელიდან არგაშვების შანსად" მიიჩნია. იგი ტერმინების - "ქართულ-აფხაზური კონფლიქტის" და "ქართულ-ოსური კონფლიქტის" წინააღმდეგაც გამოვიდაInterPressNews.Ge და განაცხადა, რომ კონფლიქტების დასარეგულირებლად არსებული ფორმატები მხარეებს შორის კონსულტაციებით უნდა შეიცვალოს. პრეზიდენტმა პროცესში ევროპული ინსტიტუტების და შეერთებული შტატების მეტი ჩართულობის სურვილიც გამოთქვა. . . "ევროპა უპირველეს ყოვლისა", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ევროპისკენ სვლა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა. თუმცა, უკვე წელს თავის მთავარ ოცნებად ქვეყნის პირველმა პირმა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნა დაასახელა.
არმია ქვეყნის მთავარსარდალს არც 2007 წლის გამოსვლაში დავიწყებია და განაცხადა, რომ საქართველო მზად იყო, "ნებისმიერ გამოწვევისთვის, რადგანაც მას ბევრად უფრო ძლიერი არმია ჰყავდა, ვიდრე 4-5 წლის წინ, როცა ქართული ჯარი "რაგატკებით იყო შეიარაღებული". 
პარლამენტში მომდევნო გამოსვლა პრეზიდენტს რუსეთ-საქართველოს ომის აქტიური ეტაპის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში – 2008 წლის 16 სექტემბერს ჰქონდა. ამ გამოსვლაში მან აქცენტი "დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის დაწყებაზე" გააკეთა. პრეზიდენტის ეს გამოსვლა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა და წინ უძღოდა მისი ერთობლივი ბრიფინგი ნატო-ს გენერალურ მდივან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან,InterPressNews.Geრომელიც საქართველოში ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს თბილისის სხდომაზე დასასწრებად იყო ჩამოსული. ამ სიტყვაში სააკაშვილმა პირველად აღიარა, რომ მედიის თავისუფლების ნაკლებობა "ჩვენი დემოკრატიისთვის გამოწვევად რჩება" და აღნიშნა, რომ იმ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი არც ერთი ტელეკომპანიის ეთერში პოლიტიკური თოქ-შოუ არ გადიოდა.
რუსეთთან ომის თემას საქართველოს პრეზიდენტი მსუბუქად შეეხო და განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის პასუხი ომის შემდგომ იქნება "მეტი დემოკრატია და თავისუფლება". 
მეხუთე – 2009 წლის 9 თებერვლის გამოსვლაში, პრეზიდენტმა 55 წუთის განმავლობაში "ეკონომიკურ სირთულეებზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში არ არის ეკონომიკური კრიზისი. პირველმა პირმა ქვეყნის მთავარ საზრუნავად ეკონომიკური ფინანსური კრიზისისგან დაცვა დაასახელა, თუმცა უკვე წელს მოუწია ეღიარებინა, რომ "საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც არც ერთი ქვეყნის მთავრობა, ინფლაციის შეჩერების ბერკეტებს არ ფლობს". 
მაშინ პრეზიდენტმა ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც დაასახელა,InterPressNews.Ge თუმცა, ასევე წელს, დევნილთა რამდენიმეკვირიანი გამოსახლებების შემდეგ მას იმის თქმაც მოუწია, რომ დევნილები თავის შვილებს თბილისში, რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში ვერ გაზრდიან". რატომ არ ჰქონდათ საკუთარი სახლებიდან გამოდევნილ ადამიანებს ამ დრომდე სახელმწიფო დაწესებულებების გარდა სხვა საცხოვრებელი, პრეზიდენტი ამ თემას არ შეხებია. 
2009 წელს პრეზიდენტმა ერთ-ერთ პრიორიტეტად ისევ ჩრდილოატლანტიკურ ალინსში გაწევრიანება დაასახელა, ომის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ "ომში დამარცხებული და გამარჯვებული ირკვევა მაშინ, როცა ომი დასრულებულია".
2009 წელს პრეზიდენტი პარლამენტში 9 ივლისსაც გამოვიდა, რამდენიმე კონკრეტული წინადადება წამოაყენა და ოპოზიციასთან დიალოგისა და რეფორმების სწრაფი ტემპით გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. 
2010 წლის 26 თებერვლის გამოსვლაში პრეზიდენტმა ისევ ევროპული სახელმწიფოს შექმნის პრიორიტეტულობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2010 წელი იქნება გაჯანსაღების წელი. ამ გამოსვლაში სააკაშვილი საკმაოდ მწვავედ შეეხო იმ ქართველი პოიტიკოსების თემას, რომლებიც მოსკოვში ჩადიან და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან. 
"ყოველთვის იშოვი ქართველს, რომელიც მოსყიდვადია და ღირსება არ გააჩნია, რომელიც აგილოკავთ სისხლიან ჩექმებს და შეეცდება, ეს სისხლი მოგწმინდოთ. მე მინდა, თავისუფლების მტრებმა იცოდნენ, რომ საქართველო არის ამაყი. როგორი დიდიც არ უნდა იყოს მათი ამბიცია, რომ საქართველო შიგნიდან გატყდეს და მიუხედავად მუქარისა, შანტაჟისა, საქართველო აღარასდროს არ დაიჩოქებს და აღარ დანებდება მათ", - განაცხადა პრეზიდენტმა.InterPressNews.Ge
უკვე წელს კი, პრეზიდენტს ტელეეთერით გამოსვლისას, ძირითადად, მოსახლეობის დამძიმებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და სამომხმარებლო ფასების ზრდაზე მოუწია ლაპარაკი. თუმცა, გამოსავალს პრეზიდენტი მაინც ხედავს. მისი აზრით, ეს გამოსავალია - საქართველო განვითარდეს კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით, ვიდრე ისინი ვითარდებიან, ვინც გამოიწვია ინფლაცია. პრეზიდენტმა კიდევ ერთი პროგნოზი გააკეთა – "2012 წელს მოხდება სერიოზული გარღვევა უკეთესობისკენ". . . 
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1260 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები