ხუთშაბათი, 28.03.2024, 15:55
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » თამუნა გომართელი ტელევიზიაში დაბრუნებას არ აპირებს
14:29
თამუნა გომართელი ტელევიზიაში დაბრუნებას არ აპირებს
რამდენიმე წლის შემდეგ ბოტექსს დავუმეგობრდები
ყოფილი ტელეწამყვანი თამუნა გომართელი უკვე წელიწადნახევარია, რაც ეკრანზე არ ჩანს. ტელევიზიიდან წამოსვლის შემდეგ, თამუნა სამოდელო ბიზნესში ჩაერთო და თავს ძალიან კარგად გრძნობს, თუმცა, როგორც ჟურნალისტი "გუმბათთან" საუბრისას აღნიშნავს, მას ძალიან ენატრება ჟურნალისტიკა. აპირებს თუ არა ისევ ტელევიზიაში დაბრუნებას, რომელ არხზე ვიხილავთ ყველაზე ენერგიულ ჟურნალისტს და რა ცვლილებებია მის ცხოვრებასა და საქმიანობაში, ამას თავად თამუნა უამბობს ექსკლუზიურად მხოლოდ "გუმბათის" მკითხველს. 



– სად გაქრა თამუნა გომართელი, რას საქმიანობთ ამჟამად? 

– მე გასული წლის სექტემბრიდან გავქრი ეკრანიდან და მთლიანად გადავინაცვლე სამოდელო და შოუ–ბიზნესში. ფინანსურად ეს უფრო მომგებიანია ჩემთვის, რადგან დღეს ტელეკომპანიებში არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ბოლო 2 წელია, კონტრაქტი მაქვს გაფორმებული საერთაშორისო სამოდელო ორგანიზაციასთან შტეუკქწვუდ შტეუკტფეშწტფდ პკწგზბ რომლის ოფიციალური წარმომადგენლობებიც ფუნქციონირებს მსოფლიოს 5 კონტინენტის 40–მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. მე ქართული ოფისის დირექტორი გახლავართ. წელს, 10 ოქტომბერს, ჩვენი მოდელი გაემგზავრა მსოფლიო ფინალზე ცენტრალურ ამერიკაში, სადაც ტოპ–ათეულში მოხვდა და ერთ–ერთი პრესტიჟული მოდის სახლის სახე გახდა ეს ჩვენი დიდი გამარჯვება და მთელი წლის მუშაობის შედეგი იყო. პარალელურად ვთანამშრომლობ საპროდიუსერო კომპანიასთან და საქართველოს ხელოვანთა კავშირთან "ხელოვანები მომავლისათვის", ვარ ამ ორგანიზაციების პროექტების კოორდინატორი. ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების გამგეობების (მცხეთა–მთიანეთის გუბერნია, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა, სამცხე–ჯავახეთი, ქვემო ქართლი) ეგიდით განხორციელებული თითქმის ყველა სამთავრობო ღონისძიების წამყვანი. 

– აპირებთ თუ არა ტელევიზიაში დაბრუნებას? 

– ჩემი ტელევიზიაში დაბრუნება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. აქედან, უპირველესი და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვითონ პროექტის ფორმატია. ეს არ უნდა იყოს დილის გადაცემა, რადგან მასზე მუშაობის რესურსი მე უკვე მთლიანად ამოვწურე და ცოტა სასაცილოდ მიმაჩნია ჩემი ასაკისა და გამოცდილების ჟურნალისტი ისევ დილაში დაჯდეს და, მით უმეტეს, ჩართვებზე ირბინოს. მეორე ფაქტორია გარემო, სადაც თვეში ერთხელ არ უნდა იცვლებოდეს გადაცემის სპეციფიკა, სტუდია, დეკორაცია, ფორმატი, წამყვანები და პროდიუსერი – ეს არასერიოზულობისა და არაპროფესიონალიზმის ნიშანია, ასეთ გადაცემას რეიტინგი არასდროს ექნება, შესაბამისად, არც მაქვს სურვილი მარტო საეთეროსთვის ვიმუშაო. მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანია ფინანსური მხარე, რადგან იმ ანაზღაურებაზე ნამდვილად აღარ დავთანხმდები, რაზეც ვმუშაობდი და რაზეც დღემდე ამუშავებენ ჟურნალისტების უმრავლესობას, ორიოდე გამონაკლისის გარდა. რაც შეეხება გეგმებს, ნოემბერში მივიღე შემოთავაზება ერთ–ერთი ტელეკომპანიიდან, სადაც ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანები მუშაობენ. უნდა წამეყვანა გადაცემა, რომელიც სამუშაო დღეებში ყოველდღე გადის ეთერში საღამოს საათებში, არ არის გასართობი და, სპეციფიკიდან გამომდინარე, საკმაოდ შრომატევადია. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, თავი შევიკავე, რადგან გადაცემა გაცილებით მეტ მატერიალურ–ტექნიკურ რესურსს მოითხოვს, უფრო დიდი ბაზა სჭირდება, ვიდრე არსებობს ამ ეტაპზე და ხელმძღვანელობაც დამეთანხმა ამაში. 

– არ გენატრებათ ჟურნალისტიკა? 

– რა თქმა უნდა, ეს ჩემი საყვარელი საქმეა, რომელსაც 16 წლის ასაკიდან ვაკეთებდი და, ბუნებრივია, მენატრება. თუმცა, სიმართლე გითხრათ, სანამ ჩემთვის შესაფერის პროექტს არ შემომთავაზებენ, ნამდვილად არ ვაპირებ ტელევიზიაში დაბრუნებას. მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც ხელფასის გამო იძულებულია ყველაფერზე დათანხმდეს, ამიტომ ველოდები შესაფერის შემოთავაზებას. 

– რაც შეეხება თქვენს ოჯახს, შვილზე არ ფიქრობთ? 

– ჩემი ოჯახი ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რაც შეიძლება ქალმა ინატროს ცხოვრებაში. ყველაზე რთული და მძიმე დღის შემდეგაც კი, სახლში დაბრუნებისთანავე ყველა ნეგატიური და უარყოფითი ემოცია სადღაც ქრება. მიმაჩნია, რომ ეს ბედნიერება არ შეიძლება ქალმა რამით დაიმსახურო ან მოიპოვო, ეს უბრალოდ ღმერთის საჩუქარია. პატარაზე ვფიქრობთ და გვინდა, დანარჩენი უკვე უფლის ნებაა. 

– თამუნა და საოჯახო საქმიანობა: როგორი დიასახლისი ხართ, სამზარეულოში ტრიალი და ფუსფუსი თუ გეხერხებათ და რამდენად გიყვართ ეს საქმე? 

– საოჯახო საქმიანობა, გარკვეული დოზით, სიამოვნებას მანიჭებს. როდესაც საყვარელი ადამიანის სიამოვნებისთვის რაიმეს აკეთებ, ზრუნავ მასზე, გინდა სიურპრიზი მოუწყო, მისთვის საყვარელი კერძი შენი ხელით მოამზადო, ეს სრულფასოვან ურთიერთობებში ყოველთვის სასიამოვნოა. ისევე, როგორც საყვარელი ქალისთვის დილას საძინებელში მირთმეული ყავა. განსაკუთრებულად დიდ დროს სამზარეულოში ნამდვილად ვერ ვატარებ, ამისთვის შაბათ–კვირაა, მაგრამ ის, რასაც ვაკეთებ, ორივეს დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. 

– იდეალურ ფორმაში ხართ. როგორ ახერხებთ ყოველთვის ფორმაში ყოფნას? 

– ამას ძალიან ხშირად მეკითხებიან. ფორმაში ჩადგომა გაცილებით იოლია, ვიდრე მისი შენარჩუნება. მე მოვახერხე ერთიცა და მეორეც და ძალიან ვამაყობ ჩემი ნებისყოფით. არ გეგონოთ, ამისთვის მუდმივად დიეტაზე ყოფნაა საჭირო, სულაც არა. ერთადერთი, რაზეც უარი ვთქვი, ეს ცომეული და საკონდიტრო ნაწარმია შაქრის შემცველობით. ტკბილეულს შოკოლადი მინაზღაურებს. დიდი რაოდენობით ბოსტნეული, ხილი, რძის ნაწარმი, თევზი და, რაც მთავარია, ბევრი წყალი და ვარჯიში. დილას და საღამოს 100–100 პრესის სავარჯიშო მათთვის, ვისაც დრო არ აქვს ფოტნეს–კლუბში სიარულისთვის. წონის შენარჩუნების პარალელურად, აუცილებელია კანის მოვლის სხვადასხვა საშუალებები, რადგან წონაში დაკლების შემდეგ, კანი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. 

– თავის მოვლის რა საშუალებებს მიმართავთ? 

– სახისა და ტანის მოვლის ხაზი ყველა ქალმა ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოს. ჩემთვის ეს როკის და ვიშის კოსმეტიკაა, ჩემი კანის ტიპისა და ასაკისთვის ყველაზე მეტად შესაფერისი. ქიმიურ პილინგს, ნიღბებსა და კოსმეტოლოგიურ პროცედურებს არ მივმართავ. თმას არ ვიღებავ, არ ვიგრძელებ, ფერიცა და სიგრძეც ჩემია, ნატურალური. თვეში ერთხელ სპა–ცენტრის, კედრის კასრის, საუნის ან ზღვის წყალმცენარეების სარელაქსაციო მასაჟის პროცედურას ვიტარებ პრაიმ–ფიტნესში. სახლის პირობებშიც შესაძლებელია ზღვის მარილის აბაზანის მიღება. ეს კანისთვის ძალიან სასარგებლოა. 

– რას შეცვლიდით საკუთარ გარეგნობაში, ხართ თუ არა პლასტიკური ქირურგიის მომხრე? 

– ჯერჯერობით, არა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, ბოტექსს დავუმეგობრდები ალბათ. პლასტიკა და ქირურგიული ჩარევა თავდაჯერებულობას მატებს ქალს, რომელსაც ის აკლია. თუკი ეს უფრო მყარად და სრულფასოვნად გაგრძნობინებს თავს, რატომაც არ უნდა გააკეთო. მე მაწუხებდა ჩემი ზედმეტი 15 კილოგრამი და მოვიშორე. მთავარი ამ შემთხვევაში ზომიერების გრძნობაა. მე ვიცნობ ქალს, რომელმაც 6 ოპერაცია გაიკეთა და თავი დაიმახინჯა. ადრე გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე ეხლა, 20 წლით უფროსს დაემსგავსა. უნდა გაანებივრო საკუთარი თავი თუკი თავდაჯერებულობა გაკლია, მაგრამ შეინარჩუნო ზომიერების გრძნობა და "აწყობილ მოხუცს" არ უნდა დაემსგავსო. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1582 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები