ხუთშაბათი, 28.03.2024, 12:55
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » თან ატარე, თან გაატარე
14:34
თან ატარე, თან გაატარე
თან ატარე, თან გაატარე
"მობილური ტელეფონი მიმაქვს, გასაღებიც მიმაქვს, ესე იგი არაფერი მავიწყდება",-სახლიდან გასვლის წინ თეა ჩიხრაძე, როგორც წესი, ყოველთვის ამ ფრაზით რწმუნდებოდა, რომ ყველა აუცილებელი ნივთი თან ჰქონდა. წელს ტელეფონსა და გასაღებს კიდევ ერთი აუცილებელი ატრიბუტი დაემატა: ის, რის გარეშეც თეა დღეს უკვე საღეჭ რეზინსაც აღარ ყიდულობს. უნივერსალურმა დაგროვებითმა ბარათმა მის მსგავსად "შოპინგისადმი" ტრადიციული მიდგომა ბევრ ადამიანს შეუცვალა. 

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში მარკეტინგის ერთ-ერთი პოპულარული ხელსაწყო-დაგროვებითი ბარათები გამოჩნდა. დასავლური ბიზნესი უკვე დიდი ხანია მიეჩვია მომხმარებლის "მიბმისა" და ლოიალობის შენარჩუნების ამ ეფექტურ ხერხს. თანამედროვე მარკეტოლოგებიც კლიენტებს ნაირნაირ სისტემებსა და სქემებს სთავაზობენ. გამოჩენისთანავე სიახლე ქართველებმაც კარგად აითვისეს და მრავალფეროვანი ფორმისა და დასახელების ბარათებით საფულეები და ჩანთები "გაიხალისეს". თუმცა იყო დისკომფორტიც: ყველგან სხვადასხვა ბარათი, ყველგან ცალ-ცალკე ქულები, მძიმე საფულე, რომელშიც სახელფასო ბარათიც კი აღარ ეტეოდა, სასურველი საჩუქრისთვის საჭირო ქულების მხოლოდ ერთ ადგილას შეგროვება კი რთული და ხანგრძლივი იყო. უნიკალური დაგროვებითი ბარათის გამოჩენის შემდეგ სიტუაცია გამარტივდა და მომხმარებლისთვის "დაგროვების" პროცესი უფრო კომფორტული, მოსახერხებელი და მომგებიანი გახდა. 


 "უნიქარდით" აგროვებ 1000-მდე ობიექტში და ამ ობიექტების სია აბსოლუტურად ყველა სფეროს მოიცავს: სილამაზეს, ჯანმრთელობას, გართობას, საკვებ პროდუქტებს, სამკაულებს, სამოსს, მობილურ ტელეფონზე საუბარს, ტექნიკას, ავეჯს თუ ავტომანქანაში საწვავის ჩასხმას. ასე რომ, "უნიქარდი" გხვდება პრაქტიკულად ყველგან, სადაც დადიხარ, ქულები გერიცხება ყველაფერზე, გროვდება ერთად და უფრო სწრაფად. შესაბამისად, სანატრელი საჩუქრებიც ახლოსაა: ვებ-გვერდზე(www.unicard.ge) შეარჩევ, ხოლო მიღებას სახლშიც და სერვის–ცენტრშიც შეძლებ. ასე რომ, მომხმარებელს სტიმული ნამდვილად აქვს, ბიზნესს კი ჰყავს წახალისებული კლიენტები, რომლებიც მზად არიან ამ ბარათის "ხათრით" უფრო მეტი თანხა დახარჯონ და სწორედ იქ მივიდნენ, სადაც ქულებს დააგროვებენ. "უნიქარდის" გამოჩენის შემდეგ უცბად გამიჩნდა შეძენის სტიმული. დავინახე, რომ შემიძლია ვხარჯო ფული, დავაგროვო ქულები და ამ ქულებით ავიხდინო ყველაზე დიდი ოცნება-წავიდე პარიზში. მთელი ოჯახი ჩავებით ამ პროცესში. როდესაც ტელევიზორის შეძენაზე ვფიქრობდით, მხოლოდ იმიტომ წავედით იმ მაღაზიაში, რომ ვიცოდით-"უნიქარდზე" ქულები დაგვერიცხებოდა",-ამბობს 23 წლის ნინო.  


  საქართველოში ადამიანები ნაკლებად არიან განებივრებულები იმით, რომ ვიღაც მათ უფასოდ რაღაცას მისცემს, ამიტომ საჩუქრების მიღების მოლოდინი და განცდა ძალიან ახარებთ. ქართველ ქალებს "შემგროვებლობა" ყოველთვის მოსწონდათ, თუმცა პროცესში აქტიურად ჩაერთო მამრობითი სქესიც, რომელიც მსგავსი თემების მიმართ უფრო პასიური და სკეპტიკურია ხოლმე. მრავალფეროვანი სფეროებიდან წარმოდგენილ საჩუქრებში მათაც მოძებნეს საინტერესო და სასურველი ნივთები: ბოლოსდაბოლოს, ქულებით საწვავს მაინც ჩაასხამენ ან ტელეფონით ისაუბრებენ. "მინდა კონკრეტული საჩუქარი და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მაქვს მისი ყიდვის ფული, მაინც მსურს, რომ ის ქულებით მივიღო, ამიტომ ეს ჩემთვის ერთგვარი აზარტია. პროდუქტებს თითქმის ყველგან ერთი ფასი აქვს, ამ ბარათით კი რაღაც თანხას უკან ვიბრუნებ",-აცხადებს 39 წლის ნიკა. "უნიქარდს" ამჟამად თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში უკვე 500 ათასი მომხმარებელი ჰყავს. მისი ბიზნეს პარტნიორების რიცხვი კი 100–ს აჭარბებს. ბარათმა გავლენა მხოლოდ ყიდვის გადაწყვეტილებაზე არ მოახდინა, მან ადამიანების ქცევა შეცვალა და მოდაში შემოვიდა: ჯერ სასაუბრო თემა გახდა, მერე – ფულის ხარჯვის პროცესის აუცილებელი ატრიბუტი. ახლა კი იგი უბრალოდ ის ნივთია რომლის გარეშეც თეა ჩიხრაძე სახლიდან აღარ გადის: "როცა სადმე მივდივართ, ჩემი ქმარი ყოველთვის მეკითხება: "უნიქარდი" მოგაქვს? იმიტომ რომ იცის, რომ დამრჩეს, უკან მის ასაღებად აუცილებლად დავბრუნდები",-ამბობს თეა. მის მსგავსად საქართველოში უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იქცევა. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1311 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები