ხუთშაბათი, 25.04.2024, 18:36
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ეკა კვალიაშვილს პირადი ცხოვრებისთვის არ სცალია
14:37
ეკა კვალიაშვილს პირადი ცხოვრებისთვის არ სცალია
ეკა კვალიაშვილს პირადი ცხოვრებისთვის არ სცალია
მომღერალ ეკა კვალიაშვილისთვის ახალი 2011 წელი წარმატებულად დაიწყო. პოპულარულმა შემსრულებელმა სიმღერის შემსწავლელი სტუდია ჩამოაყალიბა, სადაც 24 საათის განმავლობაში იქ ყოფნა და მუშაობა უწევს. თავისუფალი დრო, ფაქტობრივად, აღარ აქვს და როგორც "გუმბათთან" საუბრისას აღნიშნა, თავისუფალ დროს ის მეგობრებთან ერთად ატარებს. 



– ეკა, როგორ დაიწყო ახალი 2011 წელი თქვენს ცხოვრებაში, შემოქმედებაში? 

– საკმაოდ კარგად, თუმცა, ჩემი საქმიანობა ნოემბერში დავიწყე. გავხსენი სტუდია, სადაც, ჩემს მეგობრებთან ერთად, ვაკეთებ საქმეს, რომლებიც ძალიან დამიდგნენ გვერდში. ესენი არიან: თამრიკო მაყაშვილი, მარინა ლეკიშვილი და მე. გარდა ამისა, სპეციალური მოწვევით მეყოლება პლასტიკის მასწავლებელი კახაბერ შარტავა, რომელიც ასევე ჩვენი მეგობარია და მხარში გვიდგას. კახა კონცერტის წინ მოამზადებს სასცენო მოძრაობაში, პლასტიკაში თითოეულ შემსრულებელს. მინდა, რომ ჩემი გამოცდილება მომავალ თაობებს გადავცე, რადგან ისინი პროფესიონალ მომღერლებად ჩამოყალიბდნენ. 

– რა გეგმები გაქვთ სტუდიასთან დაკავშირებით? 

– ჯერ კიდევ მოდიან ბავშვები, აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზეა ეს ყველაფერი. გეტყვით იმას, რომ უკვე არის რამდენიმე ბავშვი, რომლებსაც სიმღერების ჩასაწერად ვამზადებ. ამ ჩანაწერებს კი, ვაგზავნი ევროპაში, ამერიკაში, სადაც ამ ბავშვების ჩანაწერებს მოუსმენენ და, შესაბამისად, მათი შერჩევის მიხედვით ისინი გაემგზავრებიან სხვადასხვა ფესტივალებსა თუ კონკურსებზე. ასე რომ, რაც უფრო მეტი ბავშვი მოვა, მით უფრო ბევრი ნიჭიერი ბავშვი გამოიკვეთება. მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ბევრი ბავშვია, რომლებიც მზად არიან სერიოზულად მოკიდონ იმ საქმეს ხელი, რასაც სიმღერა ჰქვია. 

– რაც შეეხება თქვენს შემოქმედებას, რა ხდება ახალი, კარგი და საინტერესო? გარდა იმისა, რომ გადაიღეთ ორი ახალი ვიდეო–რგოლი, რომლებიც ჩვენს მუსიკალურ არხებზე დიდი რეიტინგით სარგებლობენ. 

– სტუდიის პარალელურად ვაგრძელებ ჩემს სასიმღერო საქმიანობას და გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ. ვწერ ახალ სიმღერებს და გეგმაში მაქვს სოლო–კონცერტის გაკეთება. კონცერტი, რა თქმა უნდა, იქნება ცოცხალი ბენდის ან როიალის თანხლებით. მთავარია, მყავდეს კარგი აკომპანიმენტი და სიმღერა ჩემზეა. ასე რომ, შემოქმედებითად სულ ვმუშაობ და არასდროს ვარ გაჩერებული. 

– ეკა, ძალიან კარგად გამოიყურებით, ფორმაში ხართ და წონაში დაკლებული. დიეტაზე ხომ არ ხართ? 

– შემოქმედებით დიეტაზე ვარ, არ მცალია ჭამისათვის და არც სხვა რაღაცეებზე ფიქრისთვის მაქვს დრო. 

– რას გულისხმობთ? 

– ვგულისხმობ, თუნდაც იმას, რომ არ მცალია "ივენთებზე" სიარულისთვის, არც პირადი ცხოვრებისთვის. ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი შვილი, სტუდია და შემოქმედებაა. 

– რატომ, არ გხიბლავთ ღამის ცხოვრება? 

– არასდროს მხიბლავდა ეგ ცხოვრება და, საერთოდ, რა არის ეგ ე.წ. ივენთები, ხომ ვერ მეტყვით? მე კი ვიცი, რას ნიშნავს თარგმანში სიტყვა "ივენთი", მაგრამ სხვამ თუ იცის? როცა ივენთი მჭირდება, ამისთვის მყავს ძალიან კარგი სამეგობრო წრე, რომლებიც ვიკრიბებით და ვაწყობთ ნამდვილ, ტრადიციულ, თბილისურ შეხვედრებს და გადასარევი "ივენთები" მაქვს ხოლმე სტუდიაში ჩემს ბავშვებთან ერთად, ვსწავლობთ კიდეც, ვმუშაობთ და ვერთობით. 

– ეკა, როგორც ვიცი, ძალიან კარგად მღერის თქვენი შვილი... 

– ნუკი, მართლა ძალიან კარგად მღერის და, სხვათა შორის, ახლა ვაპირებთ სიმღერების ჩაწერას, ოღონდ ამაზე სერიოზულად მუშაობს, რადგან მინდა, სერიოზულ, პრიფესიონალურ დონეზე გამოვიყვანო ფართო აუდიტორიის წინაშე. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 887 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები