ხუთშაბათი, 28.03.2024, 14:11
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » რას გვიმზადებს კურდღლის წელი
14:39
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
"გუმბათი" გთავაზობთ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის მიერ მოწოდებულ 2011 წლის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს აღმოსავლური კალენდრის ზოდიაქოს ნიშანთათვის: 



ვირთხა 

(...1936, 48, 60, 72, 84, 96...) 

ვირთხები ფრიად ენერგიულები, ექსცენტრულები, შეუპოვრები და თავისუფლების მოყვარულნი არიან. სწორედ ამ თვისებებმა შესაძლებელია წელს მათ პრობლემები შეუქმნან. გახსოვდეთ, რომ წლის მმართველი კატა სახლის მოყვარულია, მას არ უყვარს ექსტრავაგანტურობა. აქედან გამომდინარე, წლის მბრძანებელს რომ თავი მოაწონოთ, მოგიხდებათ მანევრირება, საჭირო სიტყვების მოძებნა, საკუთარი ინტონაციისა და მოქმედების ფორმის კონტროლი, რაც სულაც არ იქნება ადვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი პერსონა ნაკლებად მოთხოვნადი იქნება საზოგადოებისთვის. მით უმეტეს, რომ კატა ისევე, როგორც ვეფხვი, პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალებას არ მოგცემთ. აღიჭურვეთ მოთმინებით, მაშინ აღმოაჩენთ, რომ მხედველობიდან გამოგრჩათ რაღაც მნიშვნელოვანი, რისი გააზრებაც აუცილებელია. შესაძლებელია აღმოაჩინოთ რაიმე შედეგი, რომელსაც თქვენ მიაღწიეთ და რომელსაც აქამდე ვერ ამჩნევდით. მოკლედ, კატა დაგეხმარებათ, ამ განმეორებითი სიუჟეტების ლაბირინთებიდან გამოსვლაში, თუ რასაკვირველია თქვენ შეამჩნევთ ამ განმეორებას. წელს, რაც მეტ დროს გაატარებთ წყალთან, მით უკეთ იგრძნობთ თავს. თებერვლის დასაწყისამდე ახალ ნაცნობებსა და კონფლიქტებს მოერიდეთ. წლის მეორე ნახევარი კი მეტად შეუწყობს ხელს სასიყვარულო ურთიერთობებსა და საოჯახო პრობლემების გადაწყვეტას, თუმცა, ყველაზე დიდ სიამოვნებას ამ წელს ბავშვები მოგგვრიან. 

ხარი 

(...1937, 49, 61, 73, 85, 97...) 

კატის (კურდღლის) წელიწადი თქვენს ცხოვრებაში შემოიტანს ახალ პერსპექტივებს, დაგეხმარებათ გეგმების რეალიზაციასა და წარმატების მიღწევაში. ეს ნიშნავს იმას, რომ მიღწეულ პოზიციებს არ უნდა დასჯერდეთ და აქტიურად იმოქმედოთ, მით უმეტეს, საინტერესო წინადადებების რაოდენობა საკმარისი იქნება. მართალია, თეთრი კატა გთავაზობთ ცხოვრების სწრაფ რიტმზე გადართვას, თუმცა, დივიდენდებსაც მეტად წარმატებული, სასიკეთო ელფერი მიეცემათ. ამასთანავე, შედეგი შესაძლებელია მაშინვე არ გამოჩნდეს, ზოგ შემთხვევაში იგი ერთი წლის შემდეგაც კი შეიძლება თვალში საცემი გახდეს. საოჯახო ურთიერთობებში მეტი დრო დაუთმეთ ამ ურთიერთობის გამაგრებას და არა ახალი პარტნიორების ძიებას. მაქსიმალური მოთმინება გამოავლინეთ საყვარელი ადამიანის ხასიათის მოულოდნელი ცვლილებების მიმართ. საკვები პროდუქტებიდან მეტად გამოიყენეთ სალათები, ბოსტნეული, მცენარეული ზეთები. ეცადეთ, წელს მიიღოთ ახალი ცოდნა. წლის დაწყებამდე ვალები და ვალდებულებები გაისტუმრეთ, ახალ სესხს ნუ აიღებთ. 

ვეფხვი 

(...1938, 50, 62, 74, 86, 98,...) 

აქტიური, აგრესიული, ავანტიურული მიდრეკილების მქონე ნიშანია. ეს თვისება კი საეჭვოა, რომ მშვიდ კატას მოეწონოს. რასაკვირველია, იგი ვეფხვს ვერ მოერევა, თუმცა, მის მხარდაჭერასაც ნუ ელოდებით, ანუ წელს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. მით უმეტეს, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორს ისევ თქვენ წარმოადგენთ. ზედმეტად აგრესიული, სულსწრაფი, მოუფიქრებელი მოქმედებები ამ წელს მხოლოდ პრობლემებს წარმოქმნიან. ამასთანავე, კატის წელიწადი დაგეხმარებათ გარკვეულწილად კარიერულ წინსვლაში, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იქნებით მომთმენი და კეთილგანწყობილი ირგვლივ მყოფთა მიმართ. განსაკუთრებული წარმატების ზონაში ხვდებიან პროექტები, რომლებიც დაკავშირებულნი იქნებიან ქველმოქმედებასა და ახალ ტექნოლოგიებთან. წელს მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან, რადგანაც რისკის ზონაშია ღვიძლი. აგრეთვე მეტი სიფრთხილე გმართებთ გზებზე მოძრაობისას. წლის პირველ ნახევარში შეიძლება აღმოჩნდეთ ინტენსიური ფინანსური ნაკადის, ხოლო მეორე ნახევარში საინფორმაციო ნაკადის ფერხულში. იმოქმედეთ სწორად, რათა შეცდომები არ დაუშვათ. წლის დასაწყისში აიხდინეთ ოცნება, რომელიც თქვენს გულში უკვე დიდი ხანია ტრიალებს. 

კატა (კურდღელი) 

(...1939, 51, 63, 75, 87, 99...) 

თუკი გასული წელი თქვენთვის დეპრესიული და დისჰარმონიული იყო, ამ წელს უცებ გადაწყობა და მეტად აქტიური ცხოვრების დაწყება ცოტა რთული იქნება, თუმცა, ამას ითხოვს თქვენგან თეთრი კატის წელიწადი. ეცადეთ, სწრაფად აიყვანოთ თქვენი თავი ხელში! თქვენ ფორტუნას რჩეული ხართ. წლის პირველი ნახევარი შეიცავს განახლების ენერგიას. კატას შეუძლია სწრაფი რეაქციის გამოვლენა, გადახტომა, იმპულსირების გამოვლენა. ამაშია მისი გაორებული ბუნება – მშვიდი და საოჯახო კატა შეიძლება უცებ ფეთქებადი გახდეს. თუმცაღა, მისი იმპულსირება დიდხანს არ გრძელდება. წელს დასვენება–მოდუნების შესაძლებლობა თითქმის არ გექნებათ. ეცადეთ, თქვენი დრო და ენერგია სწორად გადაანაწილოთ. სწორი დღის რეჟიმი განაპირობებს თქვენს გუნება–განწყობილებას. ეცადეთ, არ აჰყვეთ მრავალრიცხოვან ცდუნებებს, ეჭვებს. აღადგინეთ დარღვეული კავშირები, მოინახულეთ წმინდა ადგილები, მათ შორის, სამშობლოში. 

დრაკონი 

(...1928, 40, 52, 64, 76, 88, 2000...) 

დრაკონი ინდივიდუალური ცნობიერების ჭეშმარიტი წარმომადგენელია. ეს ძლიერ ადამიანთა ნიშანია, რომელიც ყოველთვის განვითარების რთულ გზას ირჩევს. ამავდროულად, ეს გზა უნდა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი. რადგან კატაც ინდივიდუალურია ბუნებით, ამიტომ თქვენი ასეთი ბუნება მისთვისაც მისაღებია. ზოგჯერ კი კატას დრაკონი შეიძლება ზედმეტად რადიკალურად მოეჩვენოს, კატას მაქსიმალიზმი არ უყვარს. ეს უნდა გაითვალისწინოს დრაკონმა, რადგან იგი ხშირად წარმატებას აღწევს პრინციპით "ყველაფერი, ან არაფერი!". წელს, ალბათ, უფრო უპრიანი იქნება ამ დევიზისგან თავის შეკავება და ფართომასშტაბიანი პროექტების ერთი წლით გადადება. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს. იყავით ოჯახის წევრების მიმართ უფრო მომთმენნი, ყურადღებიანები, დიპლომატიურები. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი საქმიანი წარმატებები დამოკიდებული იქნება ახლობლებთან ურთიერთობის სტაბილურობაზე. ყურადღება დაუთმეთ ბავშვებს, რაც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ჯანმრთელობის მხრივ, მეტი ყურადღება დაუთმეთ ნაღვლის ბუშტის მდგომარეობასა და ორგანიზმის საერთო გაწმენდის პროცედურებს, სახსრებს. მიიღეთ ცხოვრება ისეთად, როგორც იგი არის, ნაკლებად აკრიტიკეთ სამყარო და ადამიანები. წლის დასაწყისში სასარგებლო იქნება დროდადრო საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. მუსიკა ხელს შეუწყობს ენერგიის მოზღვავებას. 

გველი 

(...1929, 41, 53, 65, 77, 89, 2001...) 

აღმოსავლური გაგებით ფრიად პრაქტიკული, თავდაჭერილი, ბრძენი, სიტუაციისამდი მეტად ადაპტური ადამიანის ფსიქოტიპია. ამ ნიშანს შეუძლია დიდი ზეგავლენა მოახდინოს კატაზე, განსაკუთრებით მის იაპონურ ვარიანტზე, ანუ კურდღელზე. ყოველივე ეს გიქადით საკუთარ პერსპექტივებს, რაც უფრო მეტს მოინდომებთ, მით მეტს შეძლებთ. თუმცა, ყველა მედალს თავისი მეორე მხარეც გააჩნია. წარმატების ეიფორიაში მყოფმა გველმა, შესაძლებელია დაკარგოს ზომიერების გრძნობა, გადაუხვიოს სულ სხვა მხარეს და საერთოდ დაიბნეს. ნუ აყვებით ცდუნებებს, იყავით ფრთხილი, წინდახედული, ინტუიციური. პატივი ეცით კოსმიურ კანონზომიერებეს. მეტად მავნებელი იქნება თქვენთვის უარის თქმა ავტორიტეტებზე, სულიერ მასწავლებლებზე. საქმიან სფეროშიც მეტად დაუგდეთ ყური უფროსი ადამიანების რჩევებსა და აზრებს. ჯანმრთელობის კუთხით რისკის ზონაში ექცევიან თვალები, წელს შეიძლება მხედველობა დაგისუსტდეთ, ამიტომ თვალებს ზედმეტად ნუ დაძაბავთ, მათ შორის, კომპიუტერთან მუშაობით. ეცადეთ, მეტად უყუროთ ლამაზი ბუნების პეიზაჟებს. კარგი იქნება, აგრეთვე წყლის პროცედურების ჩატარება. მეტად იქნებით საზოგადოებრივი საქმებით დაკავებულნი, შესაძლებელია მოგიხდეთ კოლექტიური ინტერესების დაცვა და მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობის მიღება. 2011 წლის ლოზუნგია "ყველაფერი სახლისთვის!". იგი სახლში ყველაფრის რევიზიას, გენერალურ წმენდას, სიძველისაგან განთავისუფლებას, ინტერიერის განახლებას გულისხმობს. 

ცხენი 

(...1930, 42, 54, 66, 78, 90, 2002...) 

ცხენი უფრო აქტიური, დინამიური და ცვალებადი ტოტემია, ვიდრე კატა. იგი კეთილი და ოპტიმისტურია, თუმცა, ზოგჯერ არათანმიმდევრულად მოქმედებს. არათანმიმდევრობა კი კატას არ უყვარს. კატა მეტად ფრთხილია, ამიტომ წელს აქტიურობის პერიოდები შეენაცვლებიან მოდუნების პერიოდებს, რომელთა მცდელობისას ყველა თქვენი ინიციატივა მუხრუჭდება. ცხადია, რომ ასეთი პერიოდები თქვენში გაღიზიანებას გამოიწვევენ. ეცადეთ, არ გაღიზიანდეთ, მიიღეთ იგი, როგორც აუცილებელი კოსმიური და მშვიდათ დააკვირდით სიტუაციის განვითარებას. მთავარია, არ გაუშვათ ხელიდან ის მომენტი, როდესაც სამყარო გიხსნით ახალი შესაძლებლობების კარებს. ამ დროს უნდა მოასწროთ ჩაფიქრებულის რეალიზაცია, ფრიად მოკლე დროში, რომელსაც ჩვენ კატის ნახტომს ვუწოდებთ. საერთო ჯამში წელიწადი მოგიტანთ ახალ შესაძლებლობებს, ნაცნობობას, საქმიან კავშირებს. კარგი წელიწადია სწავლისთვის, ახალი პროფესიის ასათვისებლად, უცხოეთთან კონტაქტისათვის, პედაგოგიური მოღვაწეობისათვის. კატის წელიწადი ხელს შეუწყობს მრავალფეროვანი რომანტიკული განცდებისა და ისტორიის ჩამოყალიბებას, მეორე ნახევრის პოვნასა და ქორწინებას. პოზიტიური წელიწადია შემოქმედებითი მუშაობისთვის. ბევრი თქვენგანი გაბედნიერდება შვილების შეძენით. მეტად ნაყოფიერი წელიწადია დაფეხმძიმებისათვის. წლის პირველ ნახევარში მეტად დაიოკეთ ხასიათში ამბიციები, წლის მეორე ნახევარში კი იგრძნობთ მეგობართა და საზოგადოების ფართო ფენების მხრიდან მხარდაჭერას. მეტად სასიკეთო წელიწადია სიყვარულის აღიარებისათვის. 

თხა (ცხვარი) 

(...1931, 43, 55, 67, 79, 91, 2003...) 

გილოცავთ! თქვენ წელს ნამდვილად შედიხართ იმ ნიშანთა წრეში, რომლებსაც ფორტუნა უღიმის. კატა მაქსიმალურად გაგიწევთ დახმარებას. მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ თქვენს საგვარეულო პროგრამას, წინაპართა ტრადიციებსა და მემკვიდრეობის შესწავლას, ტრადიციულ რელიგიას. არანაკლებ წარმატებული იქნება თქვენთვის ურთიერთობა მიწასთან, სასოფლო–სამეურნეო სფეროსთან, ტრადიციული ცხოვრების წესებთან დაახლოება, ხელსაქმე, სახლის მშენებლობა. 2011 წელი კიდევ უფრო გააძლიერებს იმ არჩევანს, რომელიც თქვენ წინა წელს გააკეთეთ. ამასთანავე, თხა ერთგული რჩება თავისი რეფორმატორული სულისკვეთებისა, თუმცა, წელს ტრადიციების დაცვის პროგრამა მეტად წარმატებულ იერსახეს მიიღებს, რადგან გადამეტებული ლტოლვა თქვენი მხრიდან ახალი მწვერვალებისკენ, რომლებსაც უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ თქვენ ხედავთ, გამოიწვევს გაუგებრობებსა და კონფლიქტებს მეგობრებთან, კოლეგებთან, გუშინდელ თანამზრახველებთანაც კი. ამიტომაც ზოგიერთ თქვენგანს ალბათ მოუხდება ურთიერთობის წრის შეცვლა. კატის წელიწადში შეიძლება ადგილსამყოფელი (ბინა) გამოიცვალოთ ან დაიწყებთ რემონტს. წელს შეძენილი ბინა მეტად ბედნიერი შესაძლებლობების მატარებელია და შემდგომ იგი შეიძლება თქვენს ნამდვილ საგვარეულო ბუდედ იქცეს მომავალი თაობისთვის. ძალა და ჯანმრთელობა გეყოფათ ყველა წარმატებისთვის. წლის მთავარი ხიფათი უკავშირდება საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენის შემცირებას, რაც ნეგატიურ დაღს დაასვამს ჯანმრთელობას. კურდღლის წელიწადში მეტი დრო დაუთმეთ ახალი ცოდნის მიღებას, უცხო ენების შესწავლას. ეცადეთ, ყველა სახის კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვაროთ. 

მაიმუნი 

(...1932, 44, 56, 68, 80, 92, 2004) 

ფრიად მოძრავი, აქტიური, ენერგიული, გონებამახვილი, კომუნიკაბელური და ხასიათცვალებადი არსებაა. ვერ ვიტყვით, რომ ასეთი ფსიქოტიპი მოსწონს კატას, რის გამოც, ზოგიერთ თქვენგანს შეგექმნებათ სირთულეები. კატამ შესაძლებელია შეზღუდოს თქვენი ძლიერი სურვილების ასრულების არეალი, შეგექმნათ დამატებითი წინაღობები იდეების რეალიზაციისას, რის გამოც შეიძლება მოგიხდეთ ამ იდეების რეალიზაციის გადატანა სხვა დროისათვის. აღიჭურვეთ მოთმინებით, გამოავლინეთ სიბრძნე და წინდახედულება, რათა ამით გვერდი აუაროთ ამ ნეგატიურ მოვლენებს. ამასთანავე, კატა ხელს შეუწყობს თქვენი გონებამახვილობის დაფასებას მეგობრებისა და თანამზრახველთა წრეში. მეგობრები დახმარებას გაგიწევენ მიზნის სწორად არჩევაში და წარმატებისათვის აუცილებელი, ოპტიმალური გზების ძიებაში. ჯანმრთელობა საერთო ჯამში, შეინარჩუნებს სტაბილურობას, თუმცა, მეტად მნიშვნელოვანია, რომ წელს თქვენ არ გაუნაწყენდეთ იღბალს, არ დააგროვოთ პრეტენზიები სხვათა და სამყაროს მიმართ. ყველაფერი ცუდისგან ადვილად გაანთავისუფლეთ თქვენი გონება, მაშინ ძალა და ენერგია ყველაფერზე გეყოფათ. უცხოებთან კონტაქტი უმჯობესია, რომ დაგეგმოთ წლის მეორე ნახევრისათვის. არასტანდარტული სიტუაციები მეტად შეუწყობს ხელს თქვენს წარმატებებს. წლის დასაწყისში მოაგვარეთ პარტნიორული ურთიერთობები (სიყვარული, ბიზნესი). 

მამალი 

(...1933, 45, 57, 69, 81, 93, 2005) 

მამალთა უმრავლესობას მოუხდება დაყრდნობა ძირითადად საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებზე, ვიდრე ფორტუნას მხრიდან კეთილგანწყობაზე. ისეთი საქმეები, რომლებიც ადვილად წარიმართებოდნენ, ამჯერად მეტ წინაღობებს წააწყდებით. თუმცა, სასოწარკვეთაში ნუ ჩავარდებით, ეს წელიწადი მეტად უწყობს ხელს მიღწეულის შენარჩუნებასა და გაძლიერებას. მიზნად ნუ დაისახავთ მწვერვალების დაპყრობას, მეტი ყურადღება დაუთმეთ მივიწყებულ, გაჩერებულ პროექტებს. ეცადეთ, მოახდინოთ მათი სრულყოფა და მაშინ წელიწადი მეტად საინტერესო ელფერს შეიძენს. არ არის სასურველი რაიმეს შეცვლა საოჯახო ურთიერთობებში, თუმცა, ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ კრიზისი უკვე მომწიფდა. გახსოვდეთ ისიც, რომ კრიზისები მოდიან და მიდიან, ხოლო იჯახები რჩებიან. ჯანმრთელობის მხრივ, სასიკეთო იქნება დაბალანსებული დიეტის შესრულება, რადგან წელს არის მაღალი ალბათობა წონის საგრძნობლად მომატებისა, რაც თავის მხრივ ორგანიზმს მავნე ნივთიერებებით გაავსებს. მეტად გამოიყენეთ მცენარეული საკვები. ერთი სიტყვით, ეს წელიწადი გამოცდას უწყობს საქორწინო, სასიყვარულო ურთიერთობების მდგრადობასა და ერთგულებას. წლის მეორე ნახევარში ადვილად გადაწყვეტთ ფინანსურ პრობლემებს. ყურადღება მიაქციეთ საბუთებს, იურიდიულად მოაწესრიგეთ საბუთები ყველა სახის მოძრავ და უძრავ ქონებაზე. 

ძაღლი 

(...1934, 46, 58, 70, 82, 94, 2006...) 

თქმულება მუდმივი მტრობის შესახებ კატის და ძაღლისა, ირონიულ ღიმილს იწვევდა იმ ადამიანებში, რომლებიც ერთ სახლში ზრდიან კატას და ძაღლს, რადგან მათ იციან, რომ ისინი კარგი მეგობრებიც არიან. ამასთანავე, ძაღლი არავის მისცემს უფლებას, რომ კატა შეაშინოს. ასე რომ, ამჯერად კატის წელიწადში, ძაღლის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ამ წლის კეთილგანწყობის იმედი. შეიძლება ითქვას, რომ ძაღლს დაუბრუნდება ის დადებითი კარმა, რომელიც მან დააგროვა წინა 12 წელიწადის განმავლობაში. თუ ეს წლები კეთილსინდისიერად იცხოვრეთ, მაშინ თეთრი კატა სიამოვნებით დაგაჯილდოვებთ ახალი წარმატებებით. თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ მოულოდნელი იღბლის, საჩუქრების, მოგების, საინტერესო წინადადებების, სამსახურის, მატერიალური პერსპექტივების წინაშე. შესაძლებელია დაგიბრუნდეთ ძველი და უკვე მივიწყებული ვალები, არაა გამორიცხული მემკვიდრეობის მიღებაც. სასიკეთოდ შეიცვლება თქვენი როლი ოჯახში. თქვენი ერთგულება წელსაც უმთავრესი იარაღი იქნება. ის ადამიანები, რომლებმაც უკანასკნელ წლებში დააგროვეს კარმული ვალები, წელს გადააწყდებიან მეტ სირთულეებსა და პრობლემებს. თუ გინდათ, რომ ჯანმრთელობამ არ შეგიქმნათ პრობლემები, მაშინ მეტად შეიკავეთ თავი გაღიზიანებისა და აგრესიისგან, მშვიდად მოეპყარით ადამიანებს. მეტი დრო დაუთმეთ სუფთა ჰაერს, ბუნებას, ვარჯიშებსა და დასვენებას. სხვათა შორის, კარგი წელიწადია შორეულ ქვეყნებში სამოგზაუროდ. 



ტახი (ღორი) 

(...1935, 47, 59, 71, 83, 95...) 

გარკვეულწილად რთული ტენდენციების წელიწადია. პირადი მიზნებისა და ურთიერთობისთვის მეტად რთული პერიოდია, თუმცა, იგი ხელს შეუწყობს წარმატების მიღწევას საქველმოქმედო აქციებში. თქვენ უნდა იპოვოთ ისეთი სფეროები, სადაც მაქსიმალურად სასარგებლო იქნებით საზოგადოებისთვის. შეიძლება ამჯერად თქვენ არ მიიღოთ მატერიალური დივიდენდები, სამაგიეროდ მიიღებთ საზოგადოების სიყვარულსა და მადლიერებას. ეჭვი ნუ შეგეპარებათ, რომ ამგვარი მოქმედება შემდგომ ფრიად სასარგებლო იქნება თქვენთვის. წელს თქვენს ოჯახში მატების ტენდენციაა. მოთმინების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება პირადი ურთიერთობების ჰარმონიულ და მშვიდ ჭრილში გადაყვანა. ჯანმრთელობის მხრივ, ყურადღება მიაქციეთ სასუნთქ ორგანოებს (ფილტვები, ბრონქები). შეასრულეთ სუნთქვითი ვარჯიშები, შეამცირეთ სიგარეტის მოწევა ან საერთოდ უარი თქვით მასზე. წლის პირველი ნახევარი მეტად მაცდუნებელია რომანტიკული ურთიერთობებისა და თავგადასავლების კუთხით, მეორე ნახევარი კი უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამსახუროებრივ წინსვლას. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1070 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები