პარასკევი, 26.04.2024, 01:53
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » თბილისში ბოულინგის აღორძინება მასმედიის თასით დაიწყო
14:45
თბილისში ბოულინგის აღორძინება მასმედიის თასით დაიწყო
თბილისში ბოულინგის აღორძინება მასმედიის თასით დაიწყო
თბილისში ბოულინგის მოყვარულები გამოცოცხლდნენ. რამდენიმე წლის განმავლობაში ეს სპორტი მივიწყებული გახლდათ მისი სათამაშო კლუბის დახურვის გამო, ახლა კი "თბილისი ცენტრალში" გახსნილმა ბოულინგის ცენტრმა ეს სპორტი ააღორძინა და ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში პირველი ტურნირი მასმედიის თასზე ჩაატარა. 

ჩემპიონატი ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჟურნალისტთა გუნდები თავგამოდებით ცდილობდნენ საპრიზო ადგილების დაკავებას. პრესის, რადიოსა და ტელევიზიის წარმომადგენლები სპორტულმა აზარტმა შეიპყრო. გუნდური ასპარეზობის პირველ დღეს ტელეკომპანიები შეეჯიბრნენ ერთმანეთს, მეორე დღეს პრესის წარმომადგენლებში გამოვლინდნენ სუპერფინალის მოთამაშეები და მესამე დღეს – რადიოებიდან. 

სუპერფინალი მეოთხე დღეს, 3 დეკემბერს გაიმართა. მასმედიის თასის მფლობელი გაზეთი "24 საათი" გახდა, მეორე ადგილზე "რადიოქალაქი" გავიდა. მესამე ადგილი ჟურნალ "სარკეს" ხვდა წილად. გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზებით "ბოულინგ ცენტრალმა" და "გოუ ელექტრონიქსმა" დააჯილდოვეს. 

ტურნირის ბოლოს ჟურნალისტებმა დათქვეს, რომ ბოულინგის ფანკლუბში გაწევრიანდებიან. მათი აზრით, ბოულინგი ყველაზე კარგი განტვირთვის საშუალებაა დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ. მართლაც, ვისაც ეს თამაში ერთხელ მაინც მოუსინჯავს, მისგან მიღებული სიამოვნება არასოდეს დაავიწყდება. ასე რომ, თბილისელთა და არამარტო თბილისელთა (ბოულინგი ევროპის ქალაქებში ერთ–ერთი საყვარელი სპორტული თამაშია და ჩვენს დედაქალაქში ჩამოსული უცხოელები სიხარულით სტუმრობენ "ბოულინგ ცენტრალს") სპორტულ ჟინსა და მისწრაფებებს რეალიზების კიდევ ერთი საშუალება მიეცა. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1089 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები