ხუთშაბათი, 25.04.2024, 23:24
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ჯონ ლენონი
15:06
ჯონ ლენონი
ჯონ ლენონი(1940 – 1980 წწ.) 

ჯონ ლენონი, დაბადებით ჯონ უინსტონ ლენონი, მოგვიანებით ჯონ უინსტონ ონო ლენონი, (ინგლ. John Winston Ono Lennon. 1940 წლის 9 ოქტომბერი, დიდ ბრიტანეთი, ლივერპული) ბრიტანელი პოპ–ვარსკვლავი, მომღერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი, მწერალი, ჯგუფ „The Beatles "–ის დამფუძნებელი და წევრი, XX საუკუნის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკოსად ითვლება. 

შემოქმედების მიღმა ჯონი პოლიტიკური საქმიანობითაც იყო დაკავებული. თავის შეხედულებებს ის არა მხოლოდ საკუთარ სიმღერებში, ფართო საზოგადოების წინაშე გამოსვლების დროსაც გამოხატავდა. 1960–1970–იან წლებში თანასწორობის, თავისუფლებისა და მსოფლიო მეგობრობის მოქადაგე, ჯონ ლენონი, ჰიპების კუმირი და მსოფლიო საზოგადო მოღვაწე გახდა. 

2002 წელს მედიაკორპორაცია „ბი–ბი–სი"–მ გამოკითხვა ჩაატარა. პროექტის მიზანი ყველა დროის 100 უდიდესი ბრიტანელის გამოვლენა იყო. ლენონმა გამოკითხვის შედეგებით მე–7 ადგილი 
.   

   

  ბიოგრაფია 

ბავშვობა 

ბრიტანელი პოპ–ვარსკვლავი, მომღერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი, მწერალი, ჯგუფ „The Beatles "–ის დამფუძნებელი და წევრი, ჯონ უინსტონ ლენონი, მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წლის 9 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთში, ლივერპულში დაიბადა. მშობლების დაშორების შემდეგ, 4 წლის ასაკიდან, ჯონი დეიდა მიმისთან გაიზარდა. მამა, სავაჭრო ფლოტის მეზღვაური, არც ბავშვის დაბადებას დასწრებია და არც მის აღზრდაში მიუღია მონაწილეობა. დედა, ჯულია, ხელმეორედ გათხოვდა, თუმცა არ გაუწყვეტია კავშირი ჯონთან და დეიდა მიმისთან.   

ბანჯო
 და კლავიშზე დაკვრა ჯონს დეიდა მიმიმ ასწავლა. პოპ ვარსკვლავს პირველი გიტარაც დეიდამ უყიდა.  

1958 წლის ივლისში ჯონმა დიდი ტრაგედია განიცადა. დედა ავტოკატასტროფაში დაეღუპა, რამაც მომღერალს დიდი ტ
ვმა მიაყენა. 

მხიარული და ხუმარა ჯონი სკოლაში დიდი ნიჭით არ გამოირჩეოდა, თუმცა ხელოვნებისადმი მიდრეკილებას ყოველთვის ამჟღავნებდა. მოზრდილი ჯონი ხშირად თავს გროტესკული ფიგურებისა და ხეიბრების ხატვით ირთობდა. 

16 წლის ლენონი როკ-მუსიკოსის, ელვის პრესლის, სცენაზე გამოჩენამ ისე აღაფრთოვანა, რომ გადაწყვიტა პოპ-ჯგუფი შეექმნა, რომელსაც, თავისი სკოლის სახელწოდების მიხედვით, "Quarry Men”-ს დაარქმევდა. 1975 წლის 6 ივლისს საეკლესიო დღესასწაულზე მან პოლ მაკარტნი გაიცნო და მალე თავის ჯგუფშიც მიიწვია. მათი კავშირი ყველაზე წარმატებული გამოდგა მუსიკის ისტორიაში. 

  
ჯორჯ ჰარისონი ჯონს პოლ მაკარტნიმ გააცნო. მონახეს დრამერი, სტუარტ სატკლიფიც, და 1960 წელს ჯგუფიც შედგა. ჯგუფს "პიტ ბესტი” დაერქვა. მალე "პიტ ბესტმა” სახელის გამოცვლა გადაწყვიტა. ბენდის ახალი სახელწოდება – "The Beatles” მათ ერთ-ერთმა ჯგუფმა, "ჭრიჭინებმა”, შთააგონა. ჯონს უნდა ეხუმრა, რომ 12 წლის ასაკში ხილვა ჰქონდა, სადაცუცხო კაცი გამოეცხადა. სწორედ მის წინასწარმეტყველებას,”დღეიდან თქვენ იქნებით Beatles”, უკვაშირდებოდა ჯგუფის ახალი სახელიც. 

1961 წელს "The Beatles”კევერნ კლუბში, სადაც რეგულარულად მღეროდნენ, ბრაიან ეპსტეინმა შეამჩნია. ჯგუფის ახალმა მენეჯერმა, ეპსტეინმა, მათი ჩანაწერები EMI-ში დააპატენტა. 

1962 წელს 
"The Beatles”–მა, ახალ დრამერთან, რინგო სტართან (რიჩარდ სტარკი), ერთად,ჯორჯ მარტინის პორდუსერობით, პირველი სინგლი, "Love Me Do”, გამოაქვეყნა. სინგლმა ბრიტანულ ჩარტებში მე-17 ადგილი დაიკავა. მომდვნო სინგლმა, ლენონის ავტორობით,"The Beatles"–ს კიდევ უფრო დიდი წარმატება მოუტანა. "Please Please Me” ლონდონის ჩარტების ლიდერი გახდა. "The Beatles" ყველაზე პოპულარული 
მეგა-ჰიტებმა: "She loves You” და "I Want To Hold Your Hand”-მა გახადა. 

  

1964 წლის 9 თებერვალს 
"The Beatles" ამერიკელმა საზოგადოებამაც გაიცნო. ედ სულივანის შოუში გამოჩენის შემდეგ ჯგუფმაშეერთებულ შტატებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ მათ პირველი ფილმი, "The Hard Day’s Night”, გადაიღეს და პირველი მსოფლიო ტურსთვის დაიწყეს მომზადება.   

 "The Beatles" 

1965 წელს 
"The Beatles"–მა ახალი ფილმი, "Help”, გამოაქვეყნა, რამაც ჯგუფის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. ივნისში ინგლისის დედოფალმა "The Beatles" ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვა. აგვისტოში ნიუ-იორკის სტადიონზე გამართულ კონცერტს 55,600 ფანი დაესწრო. ინგლისში დაბრუნების შემდეგ ჯგუფმა ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ალბომი, "Rubber Soul”, ჩაწერა.   

1966 წელს ბიტლომანიამ მიმზიდველობა დაკარგა. ჯგუფის წევრები ფილიპინების პრეზიდენტის ოჯახის დამცირებაში დაადანაშაულეს. საზოგადეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაზარდა ლენონის ცნობილმა გამოთქმამ: "ჩვენ დღეს უფრო პოპულარული ვართ, ვიდრე იესო ქრისტე”, რასაც "The Beatles"–ის ჩანაწერების კოცონზე დაწვა მოჰყვა. 
  

1966 წლის 29 აგვისტოს 
"The Beatles"–მა სან-ფრანცისკოში ბოლო კონცერტი გამართა და გასტროლებიც დაასრულა. 

ლონდონში დაბრუნებას ექსპერიმენტული სინგლის, "Stroberry Fields Forever”-ის, გამოქვეყნება მოჰყვა, რასაც ყველაზე ძლიერ როკ-ალბომად მიჩნეული "Paper’s lonely Hearts Club Band”-ის გამოსვლაც დაერთო. 

1967 წლის 27 აგვისტოს, საძილე ტაბლეტების გადაჭარბებული რაოდენობით მიღების გამო, 
"The Beatles"–ის მენეჯერი, ეპსტეინი, გარდაიცვალა. "The Beatles"–ის ისტორიაში დიდი კრიზისი დაიწყო. შემოდგომაზე ჯგუფმა მაკარტნის ხელმძღვანელობით ფილმი, "Magical Mystery Tour”, გადაიღო, თუმცა წარუმატებლად. ამ ფილმს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ფილმის საუნდტრეკებიდან ერთ-ერთი, ჯონ ლენონის "I’m the Walrus”, დღემდე ყველაზე მისტიურ ნამუშევრად ითველბა. 

 
  კრიზისი მუსიკაში 

ფილმის ," Magical Mystery Tour”-ის, ჩავარდნას 
"The Beatles"–ის ტრანსედენტალური მედიტაციით დაიტერესება მოჰყვა. ისინი 1968 წელს ორი თვით ინდოეთში გაემგზავრნენ და ინდოელ გურუს, მაჰარიაში მაჰეშ იოგას, დაემოწაფნენ. ისტერიული მასების წინაშე ჯგუფი უკანასკნელად ივლისში ფილმის, "Yellow Submarine”-ის, პრემიერაზე წარდგა. ნოემბერში ახალმა ალბომმა, "The Beatles”, რომლსაც თეთრ ალბომსაც უწოდებენ, ჯგუფის ახალი მიმართულება გამოააშკარავა.

1962 წლის აგვისტოში ლენონმა სინტია პაუელზე იქორწინა და პირველი ვაჟიც ეყოლა. ბიჭს ჯონის დედის სახელი, ჯულიანი, დაარქვეს. 1968 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა და ლენონმა იაპონელ ავანგარდ არტისტზე, იოკოზე, იქორწინა, რომელიც 1966 წელს „ინდიკა" გალერეაში გაიცნო.  ქორწინებამ "The Beatles"–ში არსებული უთანხმოება კიდევ უფრო გაზარდა, რასაც ჯგუფის დანარჩენი წევრების მდუმარე პროტესტი მოჰყვა. 

1969 წელს "The Beatles"–მა ახალი სინგლი, "The plastic Ono Band, Give Peace a Chance”, გამოაქვეყნა. სინგლი პაციფისტების ჰიმნად იქცა. 
 
  
1969 წლის სექტემბერში ახალ ალბომზე, "Abbey Road”-ზე, მუშაობის დასრულების შემდეგ, ლენონმა 
"The Beatles" დატოვა. 

ჯგუფის დაშლის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დიდ ხანს უცნობი რჩებოდა. 1970 წლის აპრილში, ერთი თვით ადრე "Let it Be”-ის გამოქვეყნებამდე, მაკარტნიმ 
"The Beatles"–დან ჯონის წასვლის შესახებ განაცხადა. 

 
 
 "The Beatles"–ის შემდეგ 

ჯგუფის დაშლის შემდეგ ლენონმა "Plastic Ono Band” ჩაწერა, რასაც 1971 წელს კომერციულად ყველაზე წარმატებიული და, კრიტიკის თვალსაზრისით, ყველაზე ხმაურიანი სინგლი, "Imagine”, მოჰყვა. "როლინგ სტოუნის" ჟურნალში " Imagine ”-მა ყველა დროის საუკეთესო სიმღერებს შორის მესამე ადგილი 
.   

ლენონის სამოქმედო პროგრამა 
ყოველთვის სიმშვიდე და სიყვარული  არ ყოფილა. ალბომი "Imagine ” მოიცავდა ტრეკს, " How Do You Sleep?”, რომელიც მაკარტნის  სოლო სიმღერებით ჯონისადმი გაგზავნილ შეფარულ მესიჯებზე ამაზრზენ პასუხს წარმოადგენდა.

1971 წელს ლენონი და ონო 
საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდნენ. ნიქსონის ადმინისტრაცია მათ გადასახლებით დაემუქრა. ლენონმა იცოდა, რომ მუქარის მიზეზი მისი მხრიდან ვიეტნამის ომის წინააღმდეგობა იყო. მოგვიანებით ჯონის ვარაუდი დოკუმენტურად დასაბუთდა. 

ნიქსონის პოსტიდან წასვლის შემდეგ, 1976 წელს, ლენონი შეერთებულ შტატებში მუდმივი ცხოვრების უფლებით დაჯილდოვდა. 1972 წელს მან მენტალურად არასრულფასოვანი ბავშვების დასახმარებლად „მედისონ სქვეარ გარდენი" დააარსა. ასევე  განაგრძობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მშვიდობის მხარდაჭერას, რასაც საფუძვლად  აშშ.-ში დარჩენის მცდელობა 
ედო

1973 წლის სექტემბერში იმიგრაციულ ბრძოლას ლენონის ქორწინება ემსხვერპლა. ჯონი და იოკო განქორწინდნენ, რასაც ჯონის ლოს-ანჯელესში წასვლა და პარტიული ცხოვრების დაწყება მოჰყვა. მან საყვარლად მაი პენგი გაიჩინა, განაგრძობდა ჰიტ–ალბომებზე დევიდ ბოვისთან და ელტონ ჯონთან ერთად მუშაობას.   

მკვლელობა 

ჯონმა მალე გააცნობიერა, რომ იოკოს გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და ყოფილ ცოლს შეურიგდა. იოკოს ლენონის დაბადების დღეზე, ჯონი მაშინ 35 წლის გახდა, ერთადერთი ბავშვი, შონი, გაუჩნდა. ლენონმა გადაწყვიტა, მუსიკა მიეტოვებინა და დრო ოჯახისთვის დაეთმო. 

  

1980 წელს ჯონი მუსიკის სამყაროს ალბომით, "Double Fantasy”-ით, დაუბრუნდა. ალბომის გამოშვებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მომღერალი მოკლეს. ერთ–ერთი ვერსიით, ლენონს ნიუ-იორკში, საკუთარი საცხოვრებელი კომპლექსის წინ, სულიერად დაავადებულმა ფანმა ესროლა. 40 წლის ჯონი 1980 წლის 8 დეკემბერს ზურგში მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მომღერლის სიკვდილმა მილიონობით ადამიანი შეძრა. მისი ალბომების გაყიდვების რიცხვმა პიკს მიაღწია. ჯონ ლენონს ფანების ახალი თაობა დღემდე აღმერთებს. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1107 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები