ხუთშაბათი, 25.04.2024, 16:02
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ბილ გეითსი
15:07
ბილ გეითსი
ბილ გეითსი
ბიზნესმენი და "ბილი და მელინდა გეითსების ფონდის” (Bill & Melinda Gates Foundation (B&MGF)) თანათავმჯდომარე, უილიამ ჰენრი გეითს III, (ინგლ.William Henry Gates III, 1955 წლის 28 ოქტომბერი, ვაშინგტონი, სიეტლი) პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანია ჟურნალ "Forbes” –ის 1996-2007 და 2009 წლების მონაცემებით. 


პოლ ალენთან ერთად დააარსა კორპორაცია "Microsoft” და იყო დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 2008 წელს მან აღნიშნული პოსტი დატოვა.   

ბიოგრაფია 

 
  
 ოჯახი 

ბილ გეითსი დაიბადა სიეტლში, კორპორატიული ადვოკატის, "First Interstate Bank”-ისა და "Pacific Northwest Bell”-ის დირექტორთა საბჭოს წევრის, უილიამ ჰენრი გეითს II-ისა, და United Way -ის საზოგადოებრივი საბჭოს წევრის, მერი მაქსველ გეითსის, ოჯახში. 

მამა, უილიამ ჰენრი გეითს უფროსი, იურიდიული ფაკულტეტის რიგითი სტუდენტი იყო, როდესაც ის მომავალ მეუღლეს, მერი მაქსველს, შეხვდა.  

 
  
 

ათლეტური აღნაგობის მერი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სტუდენტი, ჩაბმული იყო სტუდენტურ ღონისძიებებსა და ხელმძღვანელობის საკითხებში. 
  
გათხოვებიდან ხანმოკლე პედაგოგიური კარიერის შემდეგ საკუთარი თავი ბავშვების აღზრდას, საზოგადოებრივ საქმიანობასა და ქველმოქმედებას მიუძღვნა.   

ბილ გეითსი ორ დასთან, კრისტიანესთან და ლიბისთან, ერთად თბილ და შეკრულ ოჯახურ ატმოსფეროში გაიზარდა. ბავშვებში ბრძოლისუნარიანობისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვის ჩვევების განვითარებაზე მშობლები თავიდანვე ზრუნავდენენ. ბილს განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, ხშირად თან დაჰყვებოდა სკოლასა და საზოგადოებრივ სამსახურებში, სადაც მერი ნებაყოფლობით სამუშაოს ასრულბდა.  
   

 

  
განათლება 

გეითსი სიეტლის ყველაზე პრივილეგირებულ სკოლაში სწავლობდა. თითქმის ყველა საგანს წარმატებით ართმევდა თავს, განსაკუთრებულ მიდრეკილებას მათემატიკისა და მეცნიერების მიმართ ამჟღავნებდა. ძალიან უყვარდა კითხვა, საათობით ეჯდა ენციკლოპედიურ წიგნებს. 

დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ, მშობლებმა 11-12 წლის ბილის ქცევებზე განსაკუთრებული სიფრთხილით დაიწყეს ზრუნვა. უმიზეზოდ მოწყენილი ბილის მარტოობისკენ მისწრაფებამ მშობლები და მასწავლებლები იძულებული გახადა, ფსიქიატრისთვის მიემართათ. 

 

13 წლის გეითსი მშობლებმა სიეტლის ლეიქსაიდის მოსამზადებელ სკოლაში გადაიყვანეს, სადაც ის კომპიუტერული პორგრამირებით დაინტერესდა. ბილ გეითსი აღტაცებაში მოჰყავდა კომპიუტერის შესაძლებლობებს.  


"ჭკუა დავკარგე კომპიუტერზე. ვაცდენდი ფიზკულტურას, დაღამებამდე ვიჯექი კომპიუტერულ კლასში. კვირაში 20-30 საათს ვუთმობდი პროგრამირებას. იყო პერიოდი, როცა მე და პოლ ალენს აგვიკრძალეს კომპიუტერთან მუშაობა, რადგან მოვიპარეთ პაროლები და შევძვერით სისტემაში. მთელი ზაფხულის განმავლობაში კომპიუტერის გარეშე დავრჩი. მაშინ 15-16 წლის ვიქნებოდი...” 

ბილ გეითსი პოლ ალენს ლეიქსაიდის სკოლაში შეხვდა. პოლი ბილზე 2 წლით უფროსი იყო. კომპიუტერისადმი საერთო ინტერესმა ალენი და გეითსი კარგი მეგობრები გახადა.   

1970 წელს 15 წლის ბილმა და 17 წლის ალენმა ბიზნესი წამოიწყეს. მათ შექმეს პროგრამა "Traf-o-Data”, რომლის მეშვეობით სიეტლში სატრანსპორტო მარშრუტების გაკონტროლება შეიძლებოდა. წარმატებულმა პროქტმა მათ 20 000 აშშ დოლარი მოუტანა. ლეიქსაიდის სკოლის დამთავრების შემდეგ 1973 წელს ბილი, მშობლების სურვილისამებრ, ჰარვარდის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, საიდანაც 2 წლის სწავლის შემდეგ გარიცხეს.  

  


ბიზნესი 

1975 წელს გეითსმა და პოლ ალენმა კომპანია "Micro-Soft” ("micro-computer” და "software”) შექმნეს, რომელსაც მოგვიანებით Microsoft Corporation დაერქვა. 

პორგრამირების ენამ, Microsoft’s BASIC–მა, რომელიც კომპანიამ შექმნა, მალე კომპიუტერის მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა. მათ პროგრამის საცდელი ეგზემპლარი უფასოდ მიეწოდათ. Microsoft’s BASIC–ის რეპროდუქციამ და არალეგალურმა გავრცელებამ მალე ფართო ხასიათი მიიღო, რამაც გასაყიდად გამოშვებული ვარიანტის პოპულარიზაცია შეაფერხა. 

1976 წელს გეითსმა კომპიუტერის მოყვარულებს თხოვნით მიმართა, შეეწყვიტათ პროგრამების რეპროდუქცია და უფასოდ გავრცელება, თუმცა მის განცხადებას შედეგი არ მოჰყოლია. 

Microsoft–მა ახალი, განსხვავებულ
 ფორმატის პროგრამების წერა კონკრეტული კომპიუტერული კომპანიებისთვის დაიწყო. 

  1978 წელს ბილმა კომპანიის საქმიანობა ვაშინგტონში, სიეტლის აღმოსავლეთით, ქალაქ ბელვიუში, გადაიტანა. კომპანიას მაშინ მხოლოდ 25 თანამშრომელი ჰყავდა. პროგრამული განვითარების კარგი ცოდნისა და ბიზნესის კარგი ხედვის დახმარებით, ბილ გეითსს საშუალება მიეცა კომპანიის წლიური შემოსავალი 2.5 მილიონამდე გაეზარდა. მაშინ ბილი მხოლოდ 23 წლის იყო.

1980 წლის ნოემბერში ბილმა კომპანია IBM-თან (International Business Machines Corp.) გააფორმა ხელშეკრულება. Microsoft -ს ოპერაციული სისტემა უნდა დაეწერა IBM-ის მიერ შექმნილი პერსონალური კომპიუტერისთვის. 

IBM-ის წარმომადგენელთან პირველი შეხვედრისას, ბილი ისე ახალგაზრდად გამოიყურებოდა, რომ რიგით თანამშრომელში აერიათ და ყავის მოდუღება სთხოვეს. მცირე ასაკს გეითსისთვის ხელი არ შეუშლია, მომავალი პარტნიორი კომპანია დაერწმუნებინა, რომ მათ საჭიროებებს დააკმაყოფილებდა. 

ბილმა დრო მოიგო და ოპერაციული სისტემა IBM-ის პერსონალური კომპიუტერებისთვის სხვა კომპანიისგან ისე შეისყიდა, რომ შესყიდვის მოტივი არ გაუმხილა. მოგვიანებით, მნიშვნლოვანი ინფორმციის დაფარვის მოტივით, კომპანიამ Microsoft–ისა და ბილ გეითსის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. Microsoft–მა დავა სასამართლოს ჩარევის გარეშე მოაგვარა. კომპანიამ გარკვეული თანხა გადაიხადა, თუმცა დანაშაული არ უღიარებია. 

გეითსმა ახლად შესყიდული ოპერაციული სისტემა IBM-ის პერსონალურ კომპიუტერს მოარგო და 50 000 აშშ. დოლარად გაყიდა, იმავე ფასად, რა ფასადაც იყიდა საწყისი ფორმით. IBM-ს პროგრამის კოდის შესყიდვაც სურდა, რის სანაცვლოდაც გეითსმა სისტემის იმ ეგზემპლარების შესყიდვა შესთავაზა, რომლებიც IBM-ის კომპიუტერებთან ერთად გაიყიდებოდა. 

Microsoft–მა ასევე შექმნა პორგრამა, Softcard, რომელმაც Microsoft Basic ეფლის კომპიუტერებს მოარგო. 

1978-1981 წლებში კომპანია Microsoft–ის თანამშრომელთა როდენობა 25-დან 128-მდე, წლიური შემოსავალი კი 4 დან 16 მილიონამდე გაიზარდა. 

1983 წლისთვის Microsoft–ის ფილიალები დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაში გაიხსნა. კომპიუტერის მსოფლიო მომხმარებელთა 30 პროცენტი მათი პროგრამით სარგებლობდა. 
  

1983 წელს ბილის პარტნიორის, პოლ ალენის, კიბოთი დაავადების შესახებ გაირკვა. 1984 წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო, პოლმა კომპანია დატოვა. დაიწყო მითქმა-მოთმქმა ალენის კომპანიიდან წასვლის მიზეზების შესახებ. 

 

1984 წელს გეითსმა რეკლამა გაუკეთა მომავალ პროგრამას - "Windows”-ს, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა გრაფიკული ინტერფეისის გამოყენება. ბილის მხრიდან ამის განცხადება მაშინ, როცა კომპანია არც კი მუშაობდა აღნიშნულ პროგრამაზე, სწორი მარკეტინგული გათვლა იყო. გეითსმა კონკურენცია გაუწია კომპიუტერულ კომპანიას, რომელსაც დაწყებული ჰქონდა მუშაობა აღნიშნული ტიპის პროგრამაზე. ამ ნაბიჯით კომპანიას საშუალება არ მიეცა, მიეთვისებინა Microsoft–ის 30 პროცენტიანი სამომხმარებლო ბაზარი. 


1985 წელს, რეკლამიდან ორი წლის შემდეგ, "Windows” ბაზარზე პირველად გამოჩნდა. საოცარი იყო ის, რომ ვინდოუსი ვიზუალურად ძალიან ჰგავდა მაკინტოშის პროგრამას, რომელიც ეფლის კომპიუტერულმა კორპორაციამ დაახლოებით 2 წლის წინ წარადგინა. 

  მას შემდეგ, რაც ეფლის კომპიუტერებისთვის Softcard -ის პორგრამზე მუშაობა დაიწყო,Microsoft–ს ხელი მიუწვდებოდა ეფლის ტექნოლოგიებთან, ეფლს, დაინტერესებულს კომპიუტერების გაყიდვაში, მაშინ Softcard -ის ლიცენზირებაზე არ უზრუნია. ბილ გეითსმა კიდევ ერთხელ ისარგებლა ხელსაყრელი სიტუაციით და შექმნა პროგრამა, რომელიც ასე საოცრად ჰგავდა მაკინტოშს. 

ეფლმა მაიკროსოფთს სასამართლოში უჩივლა. მაიკროსოფთმა პორცესი მოიგო, რადგან დამტკიცდა, რომ, მიუხედავად ოპერაციული სისტემის თავისებურებების მსგავსებისა ამ ორ პროგრამას შორის, ყოველი ცალკეული ფუნქცია მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. 

31 წლის ბილ გეითსი მილიონერია, 1987 წელს კი მისი ქონება ბილიონებს აღწევს. გეითსი მსოფლიოს  400 
ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის პირველ ადგილზეა. 1999 წელს გეითსის ქონება 101 ბილიონს აღწევს. 

1989 წელს მაიკროსოფთმა ახალი პროგრამა "Microsoft Office” შექმნა. საოფისე პროგრამებმა, Microsoft Word -მა და Excel -მა,  მაიკროსოფთის 
ყველა პროდუქტი დაჩრდილა. ვინდოუსის ახალი პროგრამა, რომელიც "Microsoft Office”-ს მოიცავდა, იმდენად პოპულარული გახდა, რომ გაყიდვების რიცხვმა პირველ ორ კვირაში 100 000 -ს მიაღწია. მაიკროსოფთი პერსონალური კომპიუტერების ოპერაციული სისტემების დამზადებაში მონოპოლი გახდა. 

პირადი ცხოვრება 

  1989 წელს 37 წლის ბილს თვალი დაადგა მაიკროსოფთის აღმასრულებელმა, მელინდა ფრენჩმა. ლამაზი და ორგანიზებული მელინდა არაჩვეულებრივი მეწყვილე აღმოჩნდა გეითსისთვის. ინტიმურმა და ინტელექტუალურმა კავშირმა ისინი შეუღლებამდე მიიყვანა. 1994 წლის 1 იანვარს მათ ჰავაიში იქორწინეს. 

1994 წლის ივნისში ბილი სასოწარკვეთამდე მიიყვანა დედის გარდაცვალებამ. მას მკერდის კიბო დაუდგინეს და მალევე დაიღუპა. 

1995 წელს ბილი და მელინდა სამოგზაუროდ წავიდნენ და სხადასხვა ქვეყნები მოინახულეს. 


1996 წელს მათ პირველი ქალიშვილი, ჯენიფერი, შეეძინათ. 

1997 წელს ბილი თავისი ოჯახით ვაშინგტონის ტბის სანაპიროზე 54 მილიონად ღირებულ სახლში გადასახლდა. სახლში დღემდე ფუნქციონირებს ბიზნეს-ცენტრი და წყვილისთვის და მათი სამი შვილისთვის ყველაზე მყუდრო საცხოვრებელად არის მიჩნეული. 

  

ქველმოქმედება 

 
1994 წელს გეითსმა და მისმა მეუღლემ განათლების და დაბალშემოსავლიანი ოჯახების დასახმარებლად უილიამ ჰენრი გეითსის ფონდი დააარსეს. 


2000 წელს მათ რამდენიმე ფონდი გააერთიანეს და "ბილისა და მელინდას ფონდი" შექმნეს. ფონდის ფუნქციონირება მათ 28 ბილიონი აშშ. დოლარით დაიწყეს. 

2000 წელს ბილ გეითსი მაიკროსოფთში ყოველდღიურ მუშაობას 
ჩამოშორდა და საქმე თავისი კოლეჯის მეგობარს, სტივ ბელმერს, გადააბარა. სტივი კომპანიაში 1980 წლიდან მუშაობდა.  
 

ბილს მაიკროსოფთის დირექტორთა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა 
არ დაუტოვებია, თუმცა უფრო და უფრო მეტ დროს "ბილისა და მელინდას საქველმოქმედო ფონდში" მუშაობას უთმობდა

2006 წელს ბილმა განცხადა, რომ თავს ანებებდა მაიკროსოფთში სრული დატვირთვით მუშაობას. 2008 წლის 27 ივნისი მაიკროსოფთში მისი ბოლო სრული სამუშაო დღე იყო. 
ბილ გეითსი კაცთმოყვარეობისთვის მრავალი ჯილდოს მფოლობელი გახდა. 2005 წელს ის მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელეს. წლის ადამიანებად დასახლედნენ ბილი და მისი მეუღლე ჟურნალ "თაიმის" გამოკითხვის შედეგებითაც.  

2005 წლის 2 მარტს ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბედ II-მ, გეითსს რაინდი კომანდორის ტიტული უბოძა და ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილოდვა. 

2006 წელს, ბილს და მელინდას, გაწეული ფილანთროპიული საქმიანობისთვის, მექსიკის მთვარობამ აცტეკების არწივის ორდენი გადასცა. 
   




კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1438 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები