მუჰამედ ალი – პეპელას ცეკვით ოლიმპზე - 10 თებერვალში 2011 - www.ucoz.com
ხუთშაბათი, 08.12.2016, 21:18
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » მუჰამედ ალი – პეპელას ცეკვით ოლიმპზე
15:08
მუჰამედ ალი – პეპელას ცეკვით ოლიმპზე
მუჰამედ ალიმას დიდებულ შეშლილს ეძახდნენ. არასდროს იხსნებოდა პირველი რაუნდიდან, ჯერ მეტოქის სუსტ წერტილებს ეძებდა, შემდეგ კი ტექნიკურად სწრაფად გზავნიდა ნოკაუტში. თავის ტექნიკას "პეპელას ცეკვას" ეძახდა და ამბობდა: რინგზე მსუბუქად და უჩუმრად ვმოძრაობ, ვიკბინები სწრაფად და ზუსტად, როგორც ფუტკარი. 

* * * 

კასიუს მარსელიუს კლეი, იგივე მუჰამედ ალი – წარსულში ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე და ამჟამად მძიმედ ავადმყოფი. პროფესიულ რინგზე ჩაატარა 61 ბრძოლა, რომელთაგან მოიგო 56, აქედან 37 ნოკაუტით. 

კასიუსი კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. დედა მას ხატვას ასწავლიდა, მამა ცნობილი ამერიკელი პოეტების ლექსებს უკითხავდა და კასიუსსაც კრივთან თითქოს შეხება არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ ერთმა შემთხვევამ სრულიად შეცვალა მისი ცხოვრების წესი. ერთ–ერთ დაბადების დღეზე ყმაწვილის დაჟინებული თხოვნებით თავმობეზრებულმა მშობლებმა კასიუსს ველოსიპედი უყიდეს. ბედნიერი ბიჭუნა მაშინვე სასეირნოდ გაეშურა, ქუჩად მეზობელ ხულიგან ბიჭს გადაეყარა, რომელმაც ველოსიპედი წაართვა. ატირებულმა და თვალჩალურჯებულმა კასიუსმა დახმარება პოლიციელს სთხოვა, რომელმაც უარი უთხრა და ურჩია, ჩხუბი ესწავლა. ბიჭუნა იმედგაცრუებული და მთელ თეთრკანიან სამყაროზე გაბოროტებული იყო. გადაყარა ყველა სათამაშო, თქვა, რომ რომ ხატვა გოგოების, ხოლო ლექსები სუსტების საქმეა და კრივის საწვრთნელ დარბაზში გაეშურა. 

კასიუსმა გაიგო, რომ ქალაქში მწვრთნელად მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი მასა დანდი მუშაობდა. კლეიმ თავხედურად უთხრა, რომ მალე ოლიმპიური ჩემპიონი, ხოლო შემდეგ საუკეთესო პროფესიონალი მოკრივე გახდებოდა. თავხედ ბიჭუნას თავისი ადგილი რომ გაეგო, დანდიმ სასპარინგოდ უფროსი მეტოქე შეურჩია. ბრძოლის შემდეგ კმაყოფილმა დანდიმ თქვა: ამ ბიჭის ხელიდან გაშვება სიგიჟეა. 

ვარჯიშები, ვარჯიშები და ვარჯიშები. თანდაყოლილმა პლასტიკურმა მოძრაობამ, ინტუიციამ, მოკრივის ურთულესი ილეთების დაუფლებამ, სწრაფმა მოძრაობამ და ფიქრმა, გამიზნულმა ტაქტიკურმა კომბინაციებმა კლეი იქამდე მიიყვანა, რომ 17 წლის ასაკში მოიგო დიდი სამოყვარულო ტურნირი "ოქროს ხელთათმანი", რის გამოც მალე ამერიკის ნაკრებში შეიყვანეს და 1960 წელს რომის ოლიმპიურ თამაშებზე ქვემძიმე წონაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 

ისევ ვარჯიშები, მისი პულსი წუთში 55–56–ჯერ ცემს, მაგრამ მცირე ემოციაც კი ამაღლებს გულის შეკუმშვას 120–მდე წუთში, სისხლის წნევა კი 190–ს აღწევს. ექიმები მის ჰოსპიტალიზებას მოითხოვენ, მაგრამ პროფესიონალთა შორის ჩემპიონის ქამარი კლეის მოსვენებას უკარგავს. ოლიმპიური ოქრო მან უკვე მოიგო, რამაც პროფესიონალებში ადგილი ათეულში დაუბევა, მაგრამ მას უნდა იყოს მხოლოდ პირველი. 

კასიუსი იწყებს თავის პიარ–კამპანიას და აცხადებს, რომ რინგზე სცემს ყველას, ვისაც კი შეხვდება. "დარტყმა მარცხნიდან, მარჯვნიდან და ბოლოს ზემოდან, კუბოს სახურავზე", – ასეთია მისი დევიზი. პროფესიული კრივის შეფები გიჟდებიან მის განცხადებაზე, მსოფლიოს ჯერ ასეთი ქაჯი არ უნახავს. დაცინვის მთავარი ობიექტი ხდება მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ჩარლზ სონი ლისტონი, მაგრამ მასთან შერკინებამდე კლეის ჯერ არჩი მური უნდა გაევლო, რომელიც კასიუსზე ორჯერ უფროსი და გამოცდილი იყო. 

კლეის და მურის ბრძოლამ ყველა გააოგნა, არჩი ფაქტობრივად პირველ რაუნდშივე დანებდა მეტოქეს. დადგა ლისტონის რიგი. მე–6 რაუნდის შემდეგ ის საცოდავად გამოიყურებოდა და თავისი კუთხიდან ადგომაც კი ვეღარ მოახერხა. 22 წლის კასიუს კლეი მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ხდება, და არ ივიწყებს, თავის თავს უდიდესი უწოდოს. 

მის ირგვლივ ხმაური არ წყდება, კასიუსი ყველას გასაგონად აცხადებს, რომ ისლამის მიმდევარია, "შავი მუსლიმანის" სექტის წევრი ხდება და იცვლის სახელს. ის მუჰამედ ალი ხდება. კასიუსის ისლამის მიღების ისტორია დღემდე გაურკვეველი რჩება. 

სონი ლისტონი კი ბიჭუნას მოგებას ვერ პატიობს, მარცხს ბეჭის ტრავმას აბრალებს და ვბა–ს პრეზიდენტს ბობ ევანსს მატჩ–რევანშის გამართვას თხოვს. ევანსმა ხელმეორე მატჩის გამართვის უფლება მისცა, მაგრამ ყველაფერი იგივე დარჩა – გააფთრებული ალი სამუდამოდ გაუსწორდა ლისტონს და 1965 წლის ჩემპიონ ერნი ტერელოსთან საჩხუბრად მოემზადა. ამავდროულად მან ზედიზედ დაამარცხა ფლოიდ პატერსონი, ზორო ფოლი, ჯორჯ ჩუვალო, ჰენრი კუპერი და ბრაიან ლონდონი. მას უკვე აღარ თვლიან სენსაციად და უბრალოდ ვეღარ იტანენ. 

1967 წლის 6 თებერვალს, ჰიუსტონში ალიმ ორმეტრიან ერნი ტერელამდეც მიაღწია. მასთან გამართა ყველაზე დაუნდობელი ბრძოლა. ყოველ რაუნდში ალი უმოწყალოდ ურტყამდა მეტოქეს, რომელიც მე–5 რაუნდის შემდეგ ცალ თვალს ვერ ახელდა, ხოლო კიდევ ხუთის შემდეგ სახის ნაკვთების გარჩევაც უჭირდათ. ეს იყო ულაპარაკო გამარჯვება. 

* * * 

მუჰამედ ალი აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ის მონაწილეობს ვიეტნამის ომის წინააღმდეგ მოძრაობაში და უარს ამბობს სამხედრო ფიცის მიღებაზე. სამედიცინო შემოწმების გავლის დროს ის სიგიჟეს იგონებს. ქვეყნის უპატივცემულობისთვის ალის 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს და 10 ათასი დოლარი ჯარიმა დააკისრეს. თუმცა მისთვის ყველაზე მძიმე დარტყმა 3 წლით პროფესიული კრივის ლიცენზიის ჩამორთმევა იყო. 

დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ალი ნიუ–იორკში ჯო ფრეზერს ხვდება. ძალისმიერი სტილის მიმდევარ ფრეზერთან ალის მე–15 რაუნდში დარტყმების სერია გაეპარა და კარიერის პირველი მარცხი იწვნია. მას უკვე რევანშის სურვილი კლავს, ამისთვის კი საჭიროა ჯორჯ ფორმენს შეებრძოლოს, რომელმაც თავის მხრივ ქამარი ფრეზერს წაართვა. 

მათი ბრძოლა აფრიკაში, ზაირის დედაქალაქ კინშასაში გაიმართა. ეს იყო მუჰამედის საუკეთესო ჩხუბი, ნამდვილი პეპელას ცეკვა. მე–8 რაუნდში ალიმ ცრუ მოძრაობაზე დაიჭირა ფორმენი და ყბაში იმდენად ძლიერად დაარტყა, რომ ფორმენს გონზე მოსვლა გაუჭირდა. ალი მესამედ გახდა უძლიერესი მძიმეწონოსანი და მის უპირატესობას ყველა აღიარებს. ერთადერთი ისევ ჯო ფრეზერი იწვევს ალის საჩხუბრად, რომელიც სიამოვნებით თანხმდება, რადგან მასთან ძველი ანგარიშები აქვს გასასწორებელი. 

პრესკონფერენციაზე ალის პატარა სათამაშო მოაქვს, რომელსაც ფრეზერს ამსგავსებს და მსჯელობს, თუ როგორ უმოწყალოდ გაუსწორდება მოწინააღმდეგეს. ძლიერი და ამტანი ფრეზერი კი ჰპირდება, რომ პეპელას გაჭყლეტს, მაგრამ ჯოს პეპლის საჭერი ბადე გახვრეტილი აღმოჩნდა. ალი 12 რაუნდის განმავლობაში დასცინოდა მეტოქეს, ხოლო მე–13–ში დაიწყო გახსნილი ჩხუბი, ჯომ ვერ გაუძლო წნეხს და დანებდა. ალი ისევ ზეიმობს გამარჯვებას. 

ამ ბრძოლის შემდეგ მუჰამედს ჩავარდნა დაეწყო. 80–იანი წლების დასაწყისში რამდენიმე ბრძოლა წააგო და მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. ის, რაზეც ექიმები აფრთხილებდნენ, ასრულდა. ალი 40 წლისაც არ იყო, როდესაც პარკინსონის დაავადების ყველა სიმპტომი აღენიშნა – არეული საუბარი, არადამაჯერებელი მოძრაობა, ხელის კანკალი. როდესაც ალიმ 1996 წელს ატლანტაში ოლიმპიური ცეცხლი დაანთო, საცოდაობის ცრემლი ყველა მის გულშემატკივარს მოსდიოდა. 

* * * 

1999 წელს ჟურნალმა "სპორტ ილუსტრეიტედმა" და სატელევიზიო არხმა "ბი–ბი–სიმ" ალი საუკუნის სპორტსმენად დაასახელა. 

2002 წელს ამერიკამ პატივი მიაგო მუჰამედ ალის და 60 წლის იუბილე გადაუხადა. იუბილე ყოველთვის მხიარულია, ის საღამო კი ამას მოკლებული იყო ლეგენდის ავადმყოფობის გამო. იმ დღეს კრივის ლეგენდამ მოითხოვა, რომ მისი ვარსკვლავი გზაზე არ დაემონტაჟებინათ, რათა მასზე არ გაევლოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მას პატივს არ სცემდნენ და ვარსკვლავის კედელზე დამონტაჟება ითხოვა. ალი მუდამ წუწუნებდა იმაზე, რომ ამერიკელი ზანგები თავიანთ შვილებს "თეთრი ადამიანების" სახელებს არქმევენ და ითხოვდა მათგან შვილებისთვის "აბორიგენული" სახელები დაერქმიათ. 

თავისი ტალანტი და მტკიცე ხასიათი მან თავის ქალიშვილს გადასცა, რომელიც 1977 წელს დაიბადა და თავისი პირველი პროფესიონალური ბრძოლა 22 წლის ასაკში გამართა და ბრძოლის დაწყებიდან ფოულერი 31 წამში დაამარცხა. მის კარიერაში არანაკლები როლი ითამაშა გენმა – 2002 წლის 17 აგვისტოს ლაილა პირველად მოიპოვებს საჩემპიონო ქამარს. მას ახსოვს მამის დევიზი – იფარფატე პეპელასავით და უკბინე, როგორც ფუტკარმა. თუმც ამ დევიზის მან მხოლოდ მეორე ნახევარი შეასრულა, რადგან 178 სანტიმეტრი სიმაღლისა და 78 კილოგრამი ადამიანისთვის ფარფატი ცოტა საძნელო საქმეა. 

მუჰამედ ალი ლაილას წარმატებებით დიდ სიხარულს განიცდიდა, რაც მას დაავადებასთან განმკლავებაში ეხმარებოდა. 

* * * 

მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, ალი აგრძელებს აქტიური ცხოვრების წესს – ბევრს მოგზაურობს, დაკავებულია ბიზნესით, ურთიერთობს პრესასთან. როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის მშვიდობის ელჩი, უპირატესობას ანიჭებს მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნების მონახულებას, რათა მათ მიმართ გაიზარდოს საზოგადოების ყურადღება. ის აქტიურად არის ჩართული მშვიდობისთვის ბრძოლაში. ალიმ მკვეთრად გააკრიტიკა 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში მომხდარი ტერორისტული აქტი. 

ალიმ საუკუნის ბოლოს ჟურნალ "ნიუსვიკში" მოულოდნელად განაცხადა: 

– მე მზად ვარ ვარჯიშები განვაახლო, 15 კილოგრამი დავიკლო, აღვიდგინო ჩვეული ფორმა და "მედისონ სკვერ გარდენში" რამდენიმე საჩვენებელი ბრძოლა გავმართო. ყველა ჩემს მოწინააღმდეგესთან მზად ვარ 15 რაუნდი ვიჩხუბო და გპირდებით, ყველას დავამარცხებ, ჯერ არ დამვიწყებია, როგორ გავგზავნო მეტოქე ნოკაუტში. 

საზოგადოება შოკში ჩავარდა, ნუთუ ავადმყოფობა დამარცხებულია? მაგრამ მდგომარეობა ისევ ალიმ განმუხტა: 

– ინტერვიუ იყო სერიოზული, მაგრამ რაც შეეხება რინგზე დაბრუნებას, აქ ცოტა გადავამლაშე, მაგრამ მე მსიამოვნებს, რომ ამ ამბავმა ყველა ააღელვა, ესე იგი ჩემი სჯერათ. 

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 233 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები