პარასკევი, 19.04.2024, 02:38
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » დაუჯერებელი რეალობა
15:21
დაუჯერებელი რეალობა
ფაქტები, რომელთა დაჯერებაც საკმაოდ ძნელია, მაგრამ ისინი მაინც ფაქტებად რჩება: 

* ბრიტანელმა სოციოლოგებმა დაადგინეს, რომ 47 საათი და 15 წუთი არის მაქსიმალური დრო, რა ხნის განმავლობაშიც ქალს სხვისი საიდუმლოს შენახვა შეუძლია. 

* იაპონიაში 1 000 კაცია დასაქმებული სპეციალურ ფირმაში. მსურველს შეუძლია, ისინი არენდით იქირაოს და საკუთარ ნათესავებად გაასაღოს. იჯარით აყვანილ „მამიკოს" შეუძლია, ბავშვის კრებაზეც კი მივიდეს. 

* ილინიოსის შტატის მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური ბიუსტჰალტერი, რომელიც საჭირო მომენტში მშვენივრად ასრულებს აირწინაღის მაგივრობას. 

* შვეიცარიაში ფერმერები ერთხმად მივიდნენ დასკვნამდე, რომ გაცილებით ბევრს იწველება ძროხა, რომელსაც პატრონის სახელი ჰქვია. 

* „მეტი აღარ შემიძლია!" – წამოიყვირა მუამარ კადაფის თარჯიმანმა, როდესაც კადაფი გაერთიანებული ერების ასამბლეაზე გამოდიოდა. საქმე ის არის, რომ კადაფი 75 წუთი შეუსვენებლად ლაპარაკობდა, თანაც ლოგიკის სრული იგნორირებით და ბურდღუნით. 

* ავსტრიაში ადოლფ ჰიტლერის 39 ნათესავი მოიძებნა. უმრავლესობამ არც კი იცის, ვისი გენის მატარებელია. მათმა წინაპრებმა თავის დროზე გვარი გადაიკეთეს მასში რამდენიმე ასოს შეცვლით. 

* რამდენიმე ინგლისელი თაღლითი 250 მილიონ ფუნტ სტერლინგად ყიდდა სასტუმრო „რიცს" ლონდონში. მოლაპარაკებები საკმაოდ ცნობილ ბიზნესმენთან, კოლინზ ტერენსთან, ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და თანხის ნახევარი დასცინცლეს კიდეც. 

* სილვიო ბერლუსკონიმ უკვე მეორედ უწოდა ამერიკის ახალ პრეზიდენტს „გარუჯული", რაც აღაშფოთებს იტალიის ოპოზიციას. ბერლუსკონიმ არც ისინი დაინდო და „გამოთაყვანებულთა გამრავლებული" ბრბო უწოდა. 

* თქვენ არ მოგწონთ?! – გემოვნებაზე არ დავობენ. საუდის არაბეთის ერთ-ერთმა შეიხმა თავის საყვარელ ცოლს „გუანტანამო" დაარქვა. ცოლს ჯერ მოეწონა ამ სიტყვის ჟღერადობა, მაგრამ, როცა გაიგო, რას ნიშნავდა ეს სიტყვა, გაბრაზდა და განქორწინება მოითხოვა. 

* მექსიკის პოლიციაში განგაშია: პოლიციელების 70 პროცენტი ისე გასუქდა, რომ მათთვის ფორმები ხელახლა შეკერეს. ხელმძღვანელობის კატეგორიული მოთხოვნით, ისინი იძულებით დიეტაზე დასვეს. 

* მანჩესტერის ერთ-ერთ პრესტიჟულ ღამის კლუბში ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. „მის ინგლისმა" ცხვირი გაუტეხა „მის მანჩესტერს". ჩხუბი მამაკაცის, კონკრეტულად, ტელევარსკვლავ დევიდ მაკინტოშის გამო ატყდა. საქმე ისაა, რომ დევიდი ჯერ „მის ინგლისს" ხვდებოდა, მერე კი მას „მის მანჩესტერი" ამჯობინა. 

* 8 წლის გერმანელმა ბიჭმა, კანფეტებზე, არც მეტი, არც ნაკლები, 1 680 ევრო დახარჯა. გამყიდველი ისე გააოცა ამ ფაქტმა, რომ პოლიციაში დარეკა. პოლიციამ მაშინვე მოძებნა „მფლანგველის" მშობლები. აღმოჩნდა, რომ ბიჭუნა დედის საკრედიტო ბარათის ანგარიშს ანიავებდა. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1068 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები