ოთხშაბათი, 24.04.2024, 09:00
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » კულტურა ეროვნების მიხედვით-ავსტრიული კულტურა ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: ავსტრიული კულტურა
15:55
კულტურა ეროვნების მიხედვით-ავსტრიული კულტურა ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: ავსტრიული კულტურა

ბურგთეატრი

ბურგთეატრი (გერმ. Burgtheater, საიმპერიო კარის თეატრი), თავდაპირველად ცნობილი, როგორც "der Burg", ხოლო 1920 წლამდე კი "Hofburgtheater", არის ავსტრიის ფედერალური თეატრი ვენაში და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანულენოვანი თეატრი მსოფლიოში.

თეატრი დაარსდა 1741 წლის 13 მარტს ჰაბსბურგის დედოფალი მარია ტერეზა ავსტრიელის მიერ საკუთარი სასახლის გვერდით; მისმა ვაჟმა იმპერატორმა იოზეფ II-მ მას გერმანიის ნაციონალური თეატრი დაარქვა 1776 წელს. 1794 წლიდან თეატრს ერქვა "K.K. Hoftheater nächst der Burg". თეატრი ახალ შენობაში გადავიდა რინგშტრასეზე 1888 წლის 14 ოქტომბერს, რომლის პროექტი ეკუთვნის გოტფრიდ სემპერსა და კარლ ფრეჰერ ფონ ჰაზენაუერს. 1944 წელს ხანძრის მიერ განადგურებული სასახლის თეატრი 1955 წელს აღადგინეს. ისტორიულად კლასიკური ბურგთეატრის სტილი და ბურგთეატრის გერმანული ენა ყველა გერმანულენოვანი თეატრისთვის მაგალითის მიმცემი იყო.

ვენის სახელმწიფო ოპერა.

ვენის სახელმწიფო ოპერა (გერმ. Wiener Staatsoper) მდებარეობს ვენაშიავსტრია, და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საოპერო თეატრია ევროპასა და მთელ მსოფლიოში. 1920 წლამდე "ვენის კარის ოპერა" ერქვა (k.k. Hofoper).

ოპერის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული დირიჟორი იყო გუსტავ მალერი. მისი მოღვაწეობის პერიოდში მალერმა აღზარდა მომღერალთა ახალი თაობა, მათ შორის ანა ბარ-მილდენბურგისელმა კურცი და ლეო სლეზაკი. მასვე ეკუთვნის სცენის ისტორიული მდიდრული დეკორაციების უფრო მოდერნისტულ, იუგენდსტილის გემოვნებით შეცვლა. მალერმა შემოიღო თეატრში წარმოდგენის დროს განათების დამუქების პრაქტიკა, რასაც თავდაპირველად მაყურებელთა წინააღმდეგობა შეხვდა.

კომპანიას ამჟამად სეიჯი ოზავა მეთაურობს. ვენის ოპერის სხვა დირიჟორთა შორის იყვნენ ჰანს რიხტერიფელიქს ვაინგარტნერირიხარდ შტრაუსიკლემენს კრაუსი, ვილჰელმ ფურტვენგლერი, ბრუნო ვალტერიკარლ ბომიჰერბერტ ფონ კარაიანილორინ მააცელიკლაუდიო აბადო და რიკარდო მუტი.

ფონ კარაიანის დირექტორობამდე ვენის ოპერას პერმანენტული ანსამბლი ჰყავდა. ფონ კარაიანმა შემოიღო მოწვეულ მომღერალთა პრაქტიკა. თეატრს მჭიდრო კავშირი აქვს ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან, რომლის წევრები ვენის სახ. ოპერის ორკესტრიდან ირჩევიან.

სახელმწიფო ოპერის ძირითადი ნეო-რომანული შენობა გახსნის პერიოდში, 1869 წლის 25 მაისს, მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. შენობის ინაუგურაცია მოცარტის "დონ ჯოვანით" მოხდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სცენა მოკავშირეთა დაბომბვის შედეგად განადგურდა, ხოლო თავად შენობა კი 1945 წლის 12 მარტს ქალაქში შემოსულმა აჟიტირებულმა ჯარისკაცებმა გადაწვეს. თუმცა ვანდალიზმს ოპერის ფოიე, მორიც ფონ შვინდის ფრესკებით, მთავარი საფეხურები, ვესტიბიული და ჩაის ოთახი გადაურჩა. თითქმის მთელი ინტერიერი და სცენური დეკორაციები, 150.000-მე კოსტიუმი 120 ოპერისთვის სრულიად განადგურდა. ომის შემდეგ სახ. ოპერამ დროებით თავი ვენის თეატრსა დაფოლკსოპერას შეაფარა.

აღდგენილი შენობა, 2200 ადგილით, 1955 წლის 5 ნოემბერს გაიხსნა ბეთჰოვენის ”ფიდელიოს” შესრულებით კარლ ბომის დირიჟორობით. მრავალი ათწლეულის განმავლობაში ოპერის სახლში ასევე ტარდებოდა ვენის ოპერის ბალი. ეს ტრადიცია დღემდე არსებობს.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1176 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები