შაბათი, 20.04.2024, 09:12
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » დანტე ალიგიერი.
16:11
დანტე ალიგიერი.
დანტე ალიგიერი, ჯოტო დი ბონდონეს ნახატი.
დანტე ალიგიერი (იტალDante Alighieri; დ. 1265 - გ. 13/14 სექტემბერი1321) — იტალიელი მწერალი, პოეტი ფლორენციიდან. მისი მთავარი ნაწარმოები "კომედია" (შემდგომში დაემატა ეპითეტი "ღვთაებრივი"), რომელიც საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც იტალიურ ენაზე შექმნილი უდიდესი ლიტერატურული ნაშრომი და მსოფლიო ლიტერატურის შედევრი. იტალიურად მას "უზენაეს პოეტს" (იტალil Sommo Poeta) უწოდებენ.

დანტე ალიგიერის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა 1265 წელს ვარაუდობენ. ამაში ავტობიოგრაფიული ინფორმაციაც გასათვალისწინებელია. აღწერილი La Vita Nuovaში (1300 წლისთვის დაწერილ ფრაზაში "წუთისოფლის ნახევარი გზა რასაც გავდივართ", ვხვდებით, რომ დანტე 35 წლის უნდა ყოფილიყო, რადგან სიცოცხლის ბიბლიური ხანგრძლივობა 70 წელია (ფსალმუნები, 89,10) ეს წარმოსახვითო მოგზაურობა კი 1300 წელს უნდა შემდგარიყო.

სამოთხის რამდენიმე ვერსიაც მიუთითებს დანტეს დაბადების დღეზე და აღნიშნავს, რომ იგი მარჩვიბის ნიშნით დაიბადა ანუ ვარდობისთვის 21-სა და თიბათვის 21-ს შორის.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1129 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები