ხუთშაბათი, 25.04.2024, 12:05
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ბართლომეს ღამე
16:16
ბართლომეს ღამე
"ბართლომეს ღამე", ფრანსუა დიუბუას ნახატი.

ბათლომეს ღამეკათოლიკეების მიერ ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა პარიზში 1572 წლის 24 აგვისტოს, წმ. ბართლომეს დღესასწაულის წინა ღამეს.

ხოცვის მოთავეები იყვნენ საფრანგეთის მეფის შარლ IX-ის დედა ეკატერინე მედიჩი და კათოლიკეთა ბელადები - ჰერცოგი გიზები, რომლებსაც აშინებდათ ჰუგენოტებისა და მათი ბელადის გასპარ დე კოლინის გავლენის ზრდა შარლ IX-ზე. მათ ისარგებლეს ჰუგენოტების ერთ-ერთი ბელადის, ანრი ნავარელის (შემდგომში ანრი IV) და შარლ IX-ის დის მარგარიტ ვალუას ქორწილზე (18 აგვისტო) მრავალი ჰუგენოტის ჩამოსვლით. 24 აგვისტოს ღამის 2 საათზე დაიწყო ჟლეტა, მათ შორის კოლინიც. ანრი ნავარელმა და პრინცმა კონდემ სასწრაფოდ მიიღეს კათოლიკობა და ამით უშველეს თავს. ხოცვა-ჟლეტა ოქტომბრის დამდეგამდე გაგრძელდა და მოედო აგრეთვე ლიონსორლეანსრუანსმოსბორდოსადა სხვა ქალაქებს. მაგრამ ბართლომის ღამემ ვერ გატეხა ჰუგენოტები - განახლდა რელიგიური ომები. გამოთქმა "ბართლომის ღამე" მასობრივი ჟლეტის სინონიმად იქცა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1724 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები