შაბათი, 20.04.2024, 06:57
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » საღვთო რომის იმპერია.
16:17
საღვთო რომის იმპერია.
Wappen röm.kaiser.JPG

საღვთო რომის იმპერია (გერმ.:Heiliges Römisches Reich), მოგვიანებით გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია (გერმ.: Heiliges Römisches Reich Deutscher Nation) იყო ოფიციალური სახელწოდება იმპერიისა, რომელიც 962 წელს ოტო I-ის მმართველობის ჟამსკაროლინგური ოსტფრანკონიისაგან წარმოიშვა და 1806 წლამდე იარსება. უკანასკნელ წლებში ისტორიულ მეცნიერებაში "წმინდა რომის იმპერიის" აღსანიშნავად სახელწოდება "ძველ იმპერიასაც" იყენებენ.

სახელი "რომის იმპერია" (ლათ.: Imperium Romanum) ჯერ კიდევ კარლოს დიდის საიმპერიო ტიტულატურაშიც მოიხსენიება. იმპერატორფრიდრიხ I-ის დროს მას დაემატა - "საღვთო" (ლათ.: Sacrum).

გერმანულენოვან დოკუმენტებში ეს სახელწოდება (Sacrum Imperium Romanum) პირველად 1254 წელს იმპერატორ კარლ IV-ის ბულაში იხსენიება. 1438 წლიდან ამ სახელწოდებას ემატება ნაწილი - "გერმანელი ერის" (ლათ.: Nationis Germanicae). 1512 წლიდან კი სახელწოდება "გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია" (ლათ.:Sacrum Romanum Imperium Nationis Germanicae, გერმ.:Heiliges Römisches Reich Deutscher Nation) იმპერიის ოფიციალური სახელწოდება ხდება.

1806 წლის 6 აგვისტოს იმპერატორმა ფრანც II-ემ ნაპოლეონ ბონაპარტის ზეწოლის შედეგად უარი თქვა საიმპერიო გვირგვინზე და წმიდა რომის იმპერიამ თავისი "ათასწლიანი" არსებობა შეწყვიტა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2645 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები