შაბათი, 20.04.2024, 15:45
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » მორიელები
18:46
მორიელები

მორიელები (Scorpiones), უხერხემლო ცხოველების რიგი ობობასნაირთა კლასისა. აქედან გამომდინარე, მათ ენათესავებიანობობები და ტკიპები. ოდიდგანვე საშიშნი იყვნენ ადამიანებისთვის.

ცნობილია მორიელების 1500-ზე მეტი სახეობა, რომლებიც ძირითადად ტროპიკებში ან სხვა თბილ ადგილებში ბინადრობენ. ყველაზე დიდი მორიელი გვინეაში გავრცელებული ე. წ. "იმპერატორი", რომლის სიგრძე 180 მმ-ს აღწევს. უმცირესი მორიელის სიგრძე 13 მმ. მორიელები, ობობები და მათი მონათესავე ცხოველები მიეკუთვნებიან არაქნიდების კლასს და ერთიანდებიან ცხოველთა რიგში. არაქნიდების სხეული ორი ნაწილისაგან შედგება: თავ-მკერდისა (cephalothorax) და მუცლისაგან. მორიელის შემთხვევაში სხეულის ძირითადი ნაწილი უჭირავს თავ-მკერდს, მუცელი კი, სხვა არაქნიდებისაგან განსხვავებით, დანაწევრებულია და ასევე გადადის დანაწევრებულ კუდში, რომელიც საოცრად მოქნილია და შეუძლია მოკეცვა მთელი სხეულის გასწვრივ. კუდის ბოლოზე მორიელს გააჩნია შხამიანი ჯირკვალი და ნესტარი, რომელსაც ცხოველი იყენებს თავდაცვისა და თავდასხმის დროს.

კიდურები 

მორიელის აგებულება

მორიელებს ხუთი წყვილი კიდური აქვთ,რომელთგანაც ოთხი სასიარულოა, ხოლო დანარჩენი წააგავს კლანჭებს. მათი დახმარებით, მორიელი ადვილად იჭერს მსხვერპლს. სხვა არაქნიდებისაგან განსხვავებით, მათ პირის მიდამოებში გააჩნიათ წყვილი მარწუხებისა. სხეულის ქვედა ნაწილში მორიელებს აღენიშნებათ გარკვეული წანაზარდები, რომელთა ძირითადი ფუნქცია დღემდე კამათის საგანს წარმოადგენს.ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ამ წანაზარდების საშუალებით, მორიელი აღიქვამს მიწის ვიბრაციას, ზოგი კი თვლის, რომ ეს დამხმარე სუნთქვის ორგანოებია. მორიელთა შეფერილობა მერყეობს ღია ყავისფერიდან შავ ფერამდე.

ღამის ცხოველები 

მორიელი

მიუხედავად იმისა, რომ არაქნიდებს პატარა სხეული, გარეგანი ჩონჩხი და ბევრი კიდური აქვთ, ისინი მწერებში არ უნდა შეგვეშალოს. მწერებს ექვსი კიდური აქვთ, ხოლო მორიელებსა და ობობებს - რვა. ბევრი მწერისაგან განსხვავებით, მორიელს არ გააჩნია საცეცები, რომელიც გამოიყენება გარემოს აღქმისათვის. მორიელი ღამით ნადირობს, მთელი დღის განმავლობაში კი იმალება ფოთლების ქვეშ, ან ქვების ნაპრალებში. ისინი იძულებულები არიან ასე მოიქცნენ, რადგან მათი ძირითადი მსხვერპლი-ტარაკნები და ჭრიჭინებია, რომლებიც ასევე ღამით ”ფუნქციონირებენ”. მორიელი ადამიანისთვის ძალიან საშიშია, რადგან მან შეიძლება დღისით თავშესაფარი იპოვოს ფეხსაცმელში, ან ზურგჩანთაში და სასიკვდილო ნაკბენი მიაყენოს ადამიანს მისი აღმოჩენის შემთხვევაში.

მორიელის შხამი 

მორიელის კუდი

მორიელზე თავდასხმის შემთხვევაში,მისი კუდი იკეცება მთლიანი სხეულის გასწვრივ და ნესთრის საშუალებით თავს ესხმის მტერს.მორიელის შხამის ორი ძირითადი ტიპი არსებობს.პირველი ტიპის შხამს შეუძლია პარალიზება გაუკეთოს ან მოკლას უხერხემლო ცხოველი,ადამიანისთვის მას არანაირი საფრთხე არ მოაქვს ისევე,როგორც ბზიკის ნაკბენს,თუმცა ძალიან მტკივნეულია.მეორე ტიპის შხამი სასიკვდილოა.იგი პარალიზებას უკეთებს გულის ნერვებს და გულ-მკერდის კუნთებს.ასეთი ტიპის შხამი გააჩნია რამდენიმე სახეობის მორიელს.მას შეუძლია შვიდ წუთში მოკლას ძაღლი,რამდენიმე საათში კი-ადამიანი,ამ შხამის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები.მორიელის მსხვერპლს შეიძლება გაუკეთდესანტივენინი(ანტივირუსი),რაც ხშირ შემთხვევაში იძლევა გადარჩენის შანსს.მართალია,მორიელები ცხელ კლიმატურ პირობებში ბინადრობენ,მაგრამ მათი ნახვა შეიძლება ყველგან,გრენლანდიის,ანტარქტიკის და ახალი ზელანდიის გარდა.ევროპაში გავრცელებულები არიან გერმანიამდე,ბრიტანულ კუნძულებზე კი ვხვდებით მორიელის ისეთ სახეობას,როგორიცაა Euscorpius flavicuadis,რომელიც ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

ნადირობა და კვება 

ნადირობისას მორიელი მსხვერპლის ადგილმდებარეობას იგებს მიწის ვიბრაციის გათვალისწინებით. მიახლოებისას იგი ხტება მსხვერპლის მიმართულებით და ”კლანჭებით” იჭერს მას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მორიელი კეცავს კუდს და ნესტრით განგმირავს მსხვერპლს. მორიელის პირი პატარა ზომისაა, ამიტომ მას მას საკვებად დიდი დრო სჭირდება. იგი აქუცმაცებს მსხვერპლს და ისე მიირთმევს,შემდგომ კი შეიწოვს რბილ ქსოვილებს და წვენს. მორიელის საკვების მომნელებელი სისტემა ძალიან ეფეკტურია, ამიტომ არ ესაჭიროება ყოველდღიური კვება. მას უნარი აქვს კვების დროს მიღებული სითხე დიდი ხნის განმავლობაში შეინახოს ორგანიძმში, ამიტომ წყალს იშვიათად სვამს.

სასიცოცხლო ციკლი 

დედის ზურგზე შეგროვილი ახალშობილი მორიელები.

მორიელების შეჯვარების პროცესი ცეკვას ჰგავს და რამდენიმე საათს გრძელდება.ეს პროცესი გავს კან-კანის ცეკვას. მამალ მორიელს დედალი კიდურებში ჰყავს დაჭერილი და ასეთნაირად ატრიალებს.შემდგომ მამალი სპერმას აფრქვევს მიწაზე,საითკენაც მიუძღვება დედალს, რომელიც თავისი გენიტალიებით იწოვს მას. მორიელები რამდენიმეჯერ ჯვარდებიან, ხოლო გადმოფრქვეული სპერმა დიდხანს ინარჩუნებს სასიცოცხლო ფუნქციებს. მას შეუძლია გაანაყოფიეროს რამდენიმე დედალი მორიელი.დედალი მორიელის სანაყოფე ორგანოში კვერცხები ინახება ერთი წლის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ იბადებიან ახალშობილი მორიელები.სახეობების მიხედვით, მორიელები შობენ ერთიდან 100-მდე მორიელს.ბევრი ახალშობილის გაჩენას ზოგ შემთხვევაში რამდენიმე დღე სჭირდება.ჩვეულებრივ კი, მორიელი მშობიარობს ორ ეტაპად და ეს პროცესი 24 საათს გრძელდება, ხშირ შემთხვევაში ღამით.იბადება ცოცხალი ახალშობილები,რომელებიც სიცოცხლის პირველ დღეებს დედის ზურგზე ატარებენ. მას შემდეგ, რაც პატარები კანს იცვლიან და უვითარდებათ ახალი, მკვრივი გარეგანი ჩონჩხი, მათ დამოუკიდებლად არსებობა შეუძლიათ.

არაქნიდების წინაპრები 

მეცნიერები თვლიან, რომ მორიელების წინაპრები ცხოვრობდნენ წყალში და შემდეგ მოახდინეს ადაპტირება ხმელეთთან. აღმოჩენილი ყველაზე უძველესი არაქნიდის ჩონჩხი თარიღდება 400 მილიონი წლით და სხეულის ფორმით ძალიან ჰგავს ”თანამედროვე” მორიელებს.აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ,რომ მორიელის სხეულის დიზაინი იმდენად სრულყოპილია,რომ მას არ დასჭირვებია გარემოსთან ადაპტირებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების განცდა. ფსევდომორიელები არიან პატარა ზომის არაქნიდები,რომლებიც გამოიყურებიან, როგორც პაწაწინა მორიელები. მათი 2000-მდე სახეობა არსებობს, თუმცა არც ეთი არ არის საშიში ადამიანისთვის, რადგან არ გააჩნიათ ნესტარი. მსხვერპლს კლავენ მარწუხებიდან გამოყოფილი შხამით. ზომით საშვალოდ 8 მმ-ს აღწევენ. ფსევდომორიელები, ობობების მსგავსად , რთავენ ქსელის ძაფებს, რომლისგანაც ქსოვენ ჭუპრებს, სადაც დედალი დებს კვერცხს. ახალშობილი ფსევდომორიელები ქსელის ძაფის საშვალებით ამზადებენ ბუდეებს. ე. წ. მათრახიანი მორიელები თავის ჯგუფში 150-მდე არაქნიდს აერთიანებენ.ასეთი სახელი მათ მიიღეს იმის გამო, რომ ზოგიერთის სხეული ბოლოვდება მათრახისმაგვარი კუდით. ისინი მსხვერპლს აშხაპებენ სითხეს,რომლის ძირითადი შემადგენელია ძმარმჟავა. არსებობს ასევე ე. წ. მიკრომათრახიანი მორიელები, რომელთა შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.

ფალანგები 

ფალანგები გრძელკიდურებიანი არაქნიდები არიან,რომლებიც მიეკუთვნებიან მორიელების რიგს, გარეგნულად კი ჰგვანან ობობებს.ცნობილია მათი 3200-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში.გვხვდება სხვადასხვა ზომის ფალანგები,რომელთგანაც უმცირესი 1 მმ-ისაა,ხოლო უდიდესი - 20 მმ სიგრძის 160 მმ-იანი კიდურებით.სხეული ერთიანი აქვთ - მუცელი არ არის გამოყოფილი თავ-მკერდისაგან.ფალანგები უწყინარი არსებები არიან.ისინი იკვებებიან მწერებითა და ხილით,ნადირობენ ღამით.ფალანგებს არ გააჩნიათ შხამი და არ რთავენ ქსელის ძაფს.დედალი ფალანგი კვერცხებს მიწაში ან დამპალი ხის მორებში დებს.

ტკიპები 

არაქნიდების ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენელია ტკიპა. მეცნიერებისათვის ცნობილია 25000-მდე სახეების ტკიპები, თუმცა, ვარაუდობენ,რომ მათი რიცხვი მეტია. ისინი გავრცელებულები არიან მსოფლიოს ყველა კუთხეში,დაწყებული ტროპიკებით და დამთავრებული პოლარული რეგიონებით.ტკიპების დიდი ნაწილი ბინადრობს მიწაში, ზოგიერთი სახეობა - მცენარეებზე, ხოლო უდიდესი ნაწილი ცხოველების პარაზიტებს წარმოადგენენ.ტკიპა სისხლის მწოველი ცხოველია და ინფექციების ძირითადი გადამტანი, ამიტომაც საკმაოდ საშიშია როგორც ადამიანისთვის,ისე შინაური ცხოველისათვის.ტკიპები, ასევე, დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებენსოფლის მეურნეობას.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1184 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები