პარასკევი, 19.04.2024, 18:21
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 11 » ბერლინში დღეს 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება
10:13
ბერლინში დღეს 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება
ბერლინში დღეს 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება. ძირითად საკონკურსო პროგრამაში ნაჩვენები იქნება 16 ფილმი. მათ შორის არის რუსი რეჟისორის, ალექსანდრე მინდაძის ფილმი „შაბათს". კინოფესტივალი 20 თებერვალს დაიხურება. 

წლევანდელი ფესტივალის ჟიურიში შედიან გერმანელი მსახიობი ნინა ჰოსი, ავსტრალიელი პროდიუსერი ეინ ჩეპმენი, კანადელი რეჟისორი გაი მედინი, ინდოელი მსახიობი აიმირ კხანი და კოსტიუმების ლონდონელი დიზაინერი სენდი პაუელი. ჟიურის თავმჯდომარე მსახიობი და რეჟისორი იზაბელა როსელინი იქნება. 

ცნობილია, რომ კინოფესტივალის ჟიურის წევრის, ჰაფარ პანახის სავარძელი ცარიელი დარჩება. ირანელ რეჟისორს ანტისახელისუფლებო ქმედებებისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ფესტივალის დირექტორის დიტერ კოსლიკის თქმით, პანახისადმი სოლიდარობის ნიშნად, ნაჩვენები იქნება მისი ფილმი „ოფსაიდი".
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1044 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები